/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

გულის დაავადებების დიაგნოსტიკური კვლევები

გულის დაავადებების დიაგნოსტიკური კვლევები
ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) – კვლევის არაინვაზიური მეთოდია, რომელიც გულის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

აღნიშნული მეთოდის საშუალებით ქაღალდზე ხდება გულის მუშაობის დროს აღმოცენებული ელექტრული პოტენციალის გრაფიკული რეგისტრაცია.

ეკგ-ზე ვლინდება გულის კუნთის კვების მცირედი გადახრა, არითმია ან მეტაბოლური ცვლილებები, რომელთაც ზოგჯერ პაციენტი შეიძლება ვერ გრძნობდეს.

ეკგ-ის დიაგნოსტიკური მნიშვნელობა:

  • გულ-სისხლძარღვთა მწვავე ან ქრონიკული პათოლოგიის გამოვლენა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის იშემიური დაავადება);
  • გულის რიტმისა და გამტარობის დარღვევის გამოვლენა;
  • ეკგ-ის სერიით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის დინამიკის შეფასება.

როდისაა აუცილებელი ეკგ-ს გადაღება

  • გულმკერდისა და/ან გულის მიდამოში ტკივილი;
  • გულისცემის გახშირება;
  • გულის მუშაობის დარღვევა;
  • გონების დაკარგვა;
  • ქოშინის განვითარება და გაძლიერება.

ეკგ-ს უკუჩვენება არ აქვს.

შეკითხვა ექიმს
<p>პროთრომბინის დრო PT/TIME 11.8 N(11 - 16) საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება PT/INR 1.10 N(0.8 - 1.2) აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო APTTTIME 40.9 H(28 - 39) ფიბრინოგენის კონცენტრაცია FIBR 4.16 H(2 - 4) მაინტერესებს როგორი პასუხია.</p>

ეკგ-ს მეთოდის ღირსებები:

  • ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება;
  • კვლევის შეფასების სისწრაფე და ობიექტურობა;
  • უვნებლობა;
  • კორონარული უკმარისობის ფარული გამოვლინების დიაგნოსტიკა (გულის იშემიური დაავადება);
  • მკურნალობისა და რეაბილიტაციური ღონი­სძიებების ეფექტურობის შეფასება, მათ შორის - მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის, კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ;
  • დატვირთვაზე ორგანიზმის ფუნქციური სისტემის რეაქციის ხასიათის განსაზღვრა (არტერიული წნევის ზედმეტად მომატება ან დაქვეითება, გულის შეკუმშვების სიხშირის ზრდის ხარისხი, გულის რიტმისა და გამტარობის დარღვევა);
  • პაციენტების გამოკვლევა დამტკიცებული ან სავარაუდო გულის იშემიური დაავადებით;
  • პაციენტების გამოკვლევა, რომელთაც დატვირთვაზე უვითარდებათ სიმპტომები (გულისცემის გაძლიერება, თავბრუსხვევა, გულმკერდის მიდამოში ტკივილი);
  • ატიპური ტკივილის სინდრომის მქონე პაციენტების გამოკვლევა;
  • სტაბილური სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ (პროგნოზი, ფუნქციური შეფასება) პაციენტების გამოკვლევა;
  • ფიზიკური დატვირთვით პროვოცირებული არითმიის სიმპტომების მქონე პაციენტების გამოკვლევა;
  • მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის პროცედურის შემდგომი გამოკვლევა;
  • ტიპური ან ატიპური სტენოკარდიის მქონე პაციენტების გამოკვლევა;
  • გულის იშემიური დაავადების ან ქრონიკული გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ფუნქციური მდგომარების დინამიკაში შეფასება მკურნალობის ფონზე.

გულის ჰოლტერის ეკგ მონიტორინგი (დღე-ღამის ეკგ მონიტორინგი) – დღე-ღამის ან მეტი ხნის განმავლობაში (3 დღემდე) ეკგ-ის უწყვეტად ჩაწერა კარდიორეგისტრატორების საშუალებით. კვლევის არსია ეკგ-ის მუდმივი ჩაწერა მოწყობილობაში არსებულ მეხსიერების ბარათზე.

არტერიული წნევის დღეღამური მონიტორინგი - არტერიული წნევის გაზომვა დღე-ღამის განმავლობაში დროის მცირე ინტერვალებში (30წთ), პაციენტის ჩვეულებრივი აქტივობის დროს დღის განმავლობაში და ღამით, ძილის დროს. მიღებული მონაცემების შემდგომი დამუშავებით.

არტერიული წნევის დღეღამური მონიტორინგი გვეხმარება:

  • პაციენტების გამოვლენაში, რომელთაც ესაჭიროებათ მკურნალობა;
  • მიღებული ჰიპოტენზიური საშუალებების ეფექტურობის შეფასებაში;
  • მკურნალობის რაციონალური სქემის შერჩევაში.

უპირატესობები:

  • დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით გაზომვა;
  • არტერიული წნევის რეგისტრაციის შესაძლებლობა ჩვეულებრივთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციაში;
  • არტერიული წნევის რეგისტრაცია დღის განმავლობაში აქტივობისას;
  • არტერიული წნევის რეგისტრაცია ძილის დროს;
  • არტერიული წნევის ხანმოკლე ვარიაბელობის შეფასების შესაძლებლობა.

დატვირთვის ტესტები (ველოერგომეტრია, ტრედმილ-ტესტი)

ფიზიკური დატვირთვის ტესტები, როგორც ფუნქციური დიაგნოსტიკის მეთოდი, ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიაში და კარდიოლოგიური კვლევის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. დატვირთვის ტესტის პროცესში ორგანიზმის ფუნქციონირების ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უფრო ინფორმაციულია გულის დაავადებების პათოფიზიოლოგიის შეფასებისთვის, ვიდრე მოსვენებულ მდგომარეობაში გაზომილი.

ექოკარდიოგრაფია – გულისა და მსხვილი სისხლძარღვების გამოსახულების მიღება ულტრაბგერის საშუალებით. კვლევისას პაციენტი არ განიცდის დისკომფორტს, მეთოდს არ გააჩნია გართულებები და ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის შეფასებისთვის.

ექოკარდიოგრაფიით შესაძლებელია:

  • გულის ღრუების ზომების განსაზღვრა, მისი ფუნქციის, გულის სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობის შეფასება;
  • გულის იშემიური დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა;
  • მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ ნაწიბუროვანი პროცესების არსებობისა და მოცულობის გამოვლენა, მისი მძიმე გართულებების (გულის ანევრიზმა, გულშიდა თრომბები) გამოვლენა;
  • არაინვაზიურად დინამიკაში დაკვირვება, როგორ ხდება გულის სტრუქტურისა და მისი კუმშვადობის ცვლილება პათოლოგიური ცვლილებების და ჩატარებული მკურნალობის შედეგად.

კვლევის ჩვენებებია:

  • ტკივილი გულის არეში;
  • ეკგ-ზე ცვლილება;
  • გულის რიტმის ცვლილება;
  • აუსკულტაციით გულის მიდამოში შუილი;
  • არტერიული წნევის მატება;
  • გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • კარდიომიოპათია;
  • გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკები;
  • გულის სარქვლების პროთეზირების შემდგომი მდგომარეობა;
  • გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;
  • გულის უკმარისობის ნიშნები.

კვლევას უკუჩვენება არ აქვს.

კორონაროგრაფია - გულისა და სისხლძარღვების ინვაზიური დიაგნოსტიკური რენტგენოქირურგიული კვლევაა. ეს მეთოდი „ოქროს სტანდარტია“ გულის იშემიური დაავადებების დიაგნოსტიკაში და შესაძლებლობას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ათეროსკლეროზული ფოლაქების ადგილმდებარეობა და კორონარული არტერიების შევიწროების ხარისხი. მხოლოდ კორონაროგრაფიითაა შესაძლებელი ზუსტად დადგინდეს დაავადების არსებობა, სწორად შეირჩეს პაციენტის მდგომარეობის მართვის ტაქტიკა - საკმარისია გულის იშემიური დაავადების მედიკამენტური მკურნალობა თუ გულის ოპერაციის ჩატარების ჩვენებაა (კორონარული შუნტირება ან კორონარული არტერიების სტენტირება).

გეგმური კორონაგროგრაფიის ჩატარების ჩვენებები:

  • მიოკარდიუმის იშემიის ობიექტური ნიშნები;
  • გულის სარქვლოვან აპარატზე ოპერაციის წინა პერიოდი;
  • ადრეული პოსტინფარქტული სტენოკარდია.

გადაუდებელი კორონაროგრაფიის ჩვენებებია:

  • მწვავე კორონარული სინდრომი;
  • საკონტროლო კორონაგროგრაფია ენდოვასკულარული ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობის გაუარესების დროს (ტკივილის სინდრომის გამოვლენა, ეკგ-ზე უარყოფითი დინამიკა, ფერმენტების დონის მატება);
  • პროგრესირებადი სტენოკარდია.

კორონაროგრაფიის უკუჩვენებები

  • თირკმლის უკმარისობა;
  • სისხლის მიმოქცევის მე-3-4 ხარისხის უკმარისობა;
  • არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;
  • დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი;
  • ფსიქიკის დარღვევა;
  • წყლულოვანი დაავადების გამწვავება;
  • პოლივალენტური ალერგია;
  • ენდოკარდიტი;
  • მძიმე ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გულის დაავადებების დიაგნოსტიკური კვლევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები