/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ხველა

ხველა
ზამთარი გაციების გარეშე იშვიათად ჩაივლის. გაციება სხვადასხვანაირად ვლინდება, მაგრამ ხველა მისი მუდმივი თანამგზავრია.

როგორ ავაცილოთ ბავშვს თავიდან შემაწუხებელი ხველა? ამის შესახებ პედიატრი მაკა შარაშენიძე გვესაუბრება.

- ქალბატონო მაკა, გვესაუბრეთ ხველაზე.

- გაციება სხვადასხვანაირად ვლინდება, მაგრამ არსებობს საერთო ნიშნებიც, რომელთა მიხედვით მისი ამოცნობა ადვილია:

  • შემცივნება და ტემპერატურის მომატება;
  • ცემინება და სურდო;
  • ზოგადი სისუსტე და სახსრების ტკივილი;
  • ხველა.

ხველა ორგანიზმის რთული დამცველობითი რეაქციაა. იგი სასუნთქი გზების, კერძოდ, მათი მგრძნობიარე რეცეპტორ-უჯრედების გაღიზიანების შედეგად წარმოიშობა. ეს რეცეპტორები განლაგებულია ხახის, ხორხის, ტრაქეის, ბრონქების ლორწოვან გარსებზე, გამღიზიანებლის როლი კი შეიძლება შეასრულოს აქროლადმა ქიმიურმა ნივთიერებამ, მშრალმა ჰაერმა, მტვერმა...

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სავსებით ჯანმრთელმა ბავშვმა დღეში შესაძლოა რამდენიმეჯერ წამოახველოს. ამან არ უნდა შეგვაშინოს - ასეთი ხველა მხოლოდ ყელის ჩაწმენდას ემსახურება. ხველის დროს სასუნთქ გზებში საგრძნობლად იმატებს ჰაერის წნევა და ამოსუთქვისას წარმოიქმნება ჰაერის ნაკადი, რომელიც გამოაძევებს დაგროვილ ნახველს (მასთან ერთად კი ბაქტერიებს, ვირუსებს), მტვრის ნაწილაკებს, მცირე ზომის უცხო სხეულებს და სხვა. ამიტომ ყოველთვის როდია სასურველი ხველის დათრგუნვა - იგი, გარდა იმისა, რომ დაავადების ნიშანია, გამღიზიანებელთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებასაც წარმოადგენს.

- რას უნდა ნიშავდეს ხველის გახანგრძლივება?

- გახანგრძლივებული ხველა, ჩვეულებრივ, თან სდევს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ ინფექციას. ხველა წარმოიშობა ინფექციის როგორც ზედა (ცხვირი, ხახა, ხორხი), ისე ქვედა (ტრაქეა, ბრონქები, ფილტვები) სასუნთქ გზებში ლოკალიზაციის დროს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მცვივა თმები და რას მურჩევთ დ ვიტამინის ნაკლებობის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული?</p>

ხველა შეიძლება იყოს მშრალიც და სველიც, ანუ თან სდევდეს ნახველის გამოყოფა.

მშრალი ხველა წარმოიშობა ლარინგიტის, ფარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქული ასთმის, ასთმური ბრონქიტის, ყივანახველის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ გრძელდება ხველა?
რატომ უნდა შეიკავონ თავი ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტებმა ხველის ზოგიერთი სიროფის მიღებისაგან

სველი ხველა შესაძლოა იყოს რინოფარინგიტის (ცხვირ-ხახის არეში მიმდინარე ანთებითი პროცესის) ნიშანი. ამ დროს წარმოქმნილი ლორწო ჩაედინება ხახაში, აღიზიანებს სასუნთქ გზებს და იწვევს ხველას. ნახველი შეიძლება წარმოიქმნას ბრონქებში ბრონქიტისა და პნევმონიის დროს და ესეც სველ ხველას განაპირობებს. ხშირად ხველა ფილტვებში მიმდინარე ანთებითი პროცესის (პნევმონიის) ნიშანია.

- როდის უნდა გამოვიძახოთ ექიმი?

- ექიმის გამოძახება აუცილებელია, თუ:

  1. რამდენიმე დღეა, მოიმატა ტემპერატურამ (38 გრადუსზე მეტად);
  2. სუნთქვის სიხშირე 2 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის წუთში 60-ზე მეტია, 12 თვემდე - 50-ზე მეტი, 1 წელს გადაცილებული პატარებისთვის კი 40-ზე მეტი;
  3. ბავშვი პირს არ აკარებს საკვებს;
  4. სუნთქვის დროს უჩივის ტკივილს მკერდის არეში.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ ხველა რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდა. თუ შეამჩნიეთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ბავშვი წამოახველებს აქტიური მოძრაობის, თამაშის დროს ან დილაობით, გაღვიძებისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს - ეს შესაძლოა რომელიმე ქრონიკული დაავადების მანიშნებელი იყოს, მათ შორის - ბრონქიტისა, ქრონიკული პნევმონიისა, ბრონქული ასთმისა და ტუბერკულოზისაც კი. ხანგრლივი ხველა მძიმედ აისახება ბავშვის მდგომარეობაზე: პატარას უტყდება ძილი, მუდმივად გაღიზიანებულია, ჭირვეულობს, ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) გამო სტკივა თავი, ეუფლება ასთენია (ზოგადი სისუსტე).

- მშრალ ხველას არცთუ იშვიათად თან სდევს კრუპი. ამის თაობაზე რას გვეტყვით?

- მცირე ასაკის ბავშვებს განსაკუთრებულ საფრთხეს უქადის ხორხის შევიწროებასთან შერწყმული მშრალი ხველა. სახმო იოგები პატარებს უფრო ახლო-ახლო აქვთ, ვიდრე მოზრდილებს, ამიტომ მცირედი შეშუპება და ანთებაც კი იწვევს ხორხის სანათურის შევიწროებას, აბრკოლებს ჰაერს და აძნელებს სუთქვას.

კრუპის ნიშნებია:

  • უხეში, მყეფავი ხასიათის მშრალი ხველა;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • მზარდი ქოშინი.

კრუპის დროს არსებობს მოხრჩობის საფრთხე, ამიტომ მისი ნიშნების შემჩნევისთანავე საჭიროა პროფესიული სამედიცინო ჩარევა. თუ პატარა დღისით თავს კარგად გრძნობდა, ღამით კი მდგომარეობა გაუუარესდა და თავი იჩინა კრუპის ნიშნებმა, უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, მაგრამ მის მოსვლამდე პანიკას ნუ აჰყვებით - სწორედ ამ დროს სჭირდება პატარას თქვენი დახმარება.

სულ უბრალო პროცედურას შეუძლია პატარას მდგომარეობა შესამჩნევად შეუმსუბუქოს:

  • გაანიავეთ ოთახი, შემოუშვით სუფთა ჰაერი.
  • ასუნთქეთ ბავშვს ტენიანი ჰაერი: შეიყვანეთ სააბაზანოში და მოუშვით ცხელი წყალი; ორთქლი სწრაფად დაატენიანებს ოთახს.
  • აბაზანაში შეგიძლიათ ჩაატაროთ მეორე პროცედურაც, მაგალითად, გაუკეთოთ ბავშვს ფეხის თბილი აბაზანა. წყლის ტემპერატურა 38-39 გრადუსი უნდა იყოს. როდესაც კანი გაუვარდისფრდება, გაუმშრალეთ ფეხები და ამოაცვით თბილი წინდები.

- როცა ბავშვს მშრალი ხველა აქვს, როგორ მოვიქცეთ, რომ მდგომარეობა არ გაურთულდეს?

- თუ ბავშვი უკვე გასინჯა პედიატრმა და მის დანიშნულებას ასრულებთ, შეგიძლიათ, ამასთან ერთად, პატარას ძილისწინ ორთქლის ინჰალაციები გაუკეთოთ. დაიხსომეთ: საჭიროა არა თვით ხველის დათრგუნვა, არამედ მისი მიზეზის აღმოფხვრა. ხველის შესამსუბუქებლად კი, თუ ბავშვი ალერგიული არ არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ამოსახველებელი და ნახველის გამათხიერებელი (მუკოლიზური) ბალახების ნახარში. უმჯობესია ნახარში ერთი სახეობის ბალახისგან მოამზადოთ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ალერგიული რეაქციის რისკი.

  • ხალხური მედიცინა გვირჩევს

ამოსახველებელი საშუალება

აიღეთ 2 სუფრის კოვზი ქრისტესისხლას ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ. ასვით ბავშვს ჩაის ნაცვლად. შეიძლება დაატკბოთ თაფლით.

ანთების საწინააღმდეგო საშუალება

აიღეთ 2 ჩაის კოვზი ევკალიპტის ფოთოლი, 15 წვეთი მენთოლის სპირტი, 1 ჩაის კოვზი მენთოლ-პიხტის ზეთი. სამივე კომპონენტი ერთად ჩაუშვით ადუღებული წყლით სავსე ქვაბში. ასუნთქეთ ბავშვს ორთქლი 5 წუთის განმავლობაში. უმჯობესია, ეს პროცედურა ძილის წინ ჩაატაროთ. თუ ბავშვს აქვს გახანგრძლივებული, შემაწუხებელი ხველა, აუცილებლად აჩვენეთ ექიმს. მხოლოდ მას შეუძლია დაადგინოს ხველის მიზეზი და დაუნიშნოს პატარას შესაბამისი მკურნალობა.

ხალხური რეცეპტები შეგიძლიათ მხოლოდ დამხმარე საშუალებად გამოიყენოთ ძირითად მკურნალობასთან ერთად. თვითმკურნალობა მხოლოდ წაშლის დაავადების ძირითად სურათს, გაართულებს დიაგნოზის დასმას და გაახანგრძლივებს მკურნალობას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გამოვლენილია საკვები კომპონენტი, რომელიც აჩქარებს ცხიმის დაგროვებას

Cell Reports: სიმსუქნე დაკავშირებულია ოლეინის მჟავას ჭარბად მიღებასთან.
სრულად
რევმატოლოგ ლაშა უშვერიძის რჩევები - ოსტეოართრიტის საწყისი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი გვრჩება

თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის რევმატოლოგი ლაშა უშვერიძე ოსტეოართრიტის ადრეულ ნიშნებსა და სწორი მართვის აუცილებლობაზე.
სრულად
მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება - წერს El Español

მოხუცებს ექიმებმა სმენის პრობლემების ფარული მიზეზები შეახსენეს.
სრულად
როგორია ინსულტის შემდეგ დეპრესიასთან გამკლავების მარტივი გზა

NMH: სასაუბრო თერაპია ადამიანს ეხმარება გაუმკლავდეს დეპრესიას ინსულტის შემდეგ.
სრულად
სილამაზე, რომელიც შიგნიდან იწყება - New Nordic-ის ზღაპრული დებიუტი საქართველოში

როდესაც ბუნება, მეცნიერულ ცოდნას იძენს, იბადება ნიუ ნორდიკი - ჯანმრთელობის სკანდინავიური საიდუმლო, რომელიც ახლა უკვე საქართველოშია.
სრულად
რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი, ღრუბლიან ამინდშიც კი და როგორ შევარჩიოთ ის?

დერმატოლოგები თანხმდებიან, რომ მზისგან დამცავი კანის მოვლის რუტინის მთავარი პროდუქტია, რომელიც არასდროს უნდა უგულებელვყოთ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ხველა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები