/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რევმატოლოგია

სახსრების ტკივილი: რა იწვევს და როგორ დავძლიოთ

სახსრების ტკივილი: რა იწვევს და როგორ დავძლიოთ
სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები.

ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. თუ შეგრძნება ძლიერი და ხანგრძლივია (კვირაზე მეტხანს გრძელდება), ერთვის შეშუპება, სახსრის მიდამოს სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. ტკივილის განვითარების ყველაზე ხშირი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია სახსრის ტრავმა. ჯანმრთელმა სახსარმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უსიამოვნო ტკივილით შეგვახსენოს თავი.

მაშინაც კი, როდესაც დისკომფორტისა და ტკივილის მიზეზები დადგენილია და გადაწყვეტილი გაქვთ, სერიოზულად მოჰკიდოთ ხელი მკურნალობას, ექიმთან ვიზიტი შესაძლოა განუსაზღვრელი ხნით გადაიდოს სამსახურის, ოჯახური თუ სხვა პრობლემების გამო, ამ ხნის განმავლობაში კი ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება. იმაზე სასაუბროდ, რა შეიძლება იყოს სახსრის ტკივილის მიზეზი, როგორ ვიმოქმედოთ ასეთ დროს და რა უნდა გავითვალისწინოთ, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმ რევმატოლოგს ირინა მალაზონიას ვეწვიეთ.

- ქალბატონო ირინა, რა იწვევს სახსრების ტკივილს და რისი მანიშნებელია ეს სიმპტომი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- სახსრის დაავადებების ძირითადი კლინიკური სიმპტომებია:

  • ტკივილი;
  • დეფორმაცია;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლა;
  • პათოლოგიური მოტეხილობა;
  • სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია.

ზოგადად, სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი იწვევს ტკივილს, რომელიც განპირობებულია ძვლისაზრდელას მდიდარი ინერვაციით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ,ვარ 36 წლის,რამოდენიმე წელუა პერიოდულად მაწუხებს მუხლები,თავიდან დამეწყო ორსულობის დროს,ვიმკურნალე დაახლოებით 5 წელი გავიდა და ეხლა ისევ საშინელი ტკივილი დამეწყო.ჩავიტარე გამოკვლევები,დამიდგინდა ოსტეოართროზი.წანაზარდებია მუხლში როგორც მითხრეს,ვიკეთევდი ნემსებს იმ პერიოდში ისეთი გაუსაძლისი ტკივილები აღარ მქონდა,ეხლა ვიღებ დიაფლექსს და ნერმოფლექს 1 თვეა თითქმის მაგრამ ტკივილები ისევ მომემატა,უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო ვის მივმართო.მუდმივად გამაყუჩებელს ვიღებ.არის რაიმე გამოსავალი?</p>

- უმთავრესად რომელ სახსრებში აღმოცენდება ტკივილი და რატომ?

- ყველაზე ხშირია ტკივილი მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხრის, იდაყვის, მტევნის, ტერფის, წვრილი სახსრებისა და ხერხემლის პროექციაზე. ტკივილი უპირატესად ყველაზე მეტად დატვირთულ ქვედა კიდურების სახსრებში ან ხერხემალშია გამოხატული. პირველ ხანებში ტკივილი სახსრის არეში მხოლოდ დატვირთვის შემდეგ ვლინდება, განსაკუთრებით - საღამოობით. თანდათანობით ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა იმატებს, ხოლო რეაქტიული სინოვიტი იწვევს ეგრეთ წოდებულ სტარტულ ტკივილს, რომელიც თან ახლავს პირველ ნაბიჯებს, შემდეგ ქრება და კვლავ ჩნდება სახსრის გადაღლისას.

ასევე დაგაინტერესებთ
ნიახურთან ერთად სახსრების ტკივილი ვეღარ მძლევს

- სახსრის რომელი პათოლოგიები იწვევს ტკივილს?

- სახსრების ტკივილი აღინიშება როგორც ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების - გონართროზის, კოქსართროზის, ომართროზის, ასევე ანთებითი დაავადებების - რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზული ართრიტის, პოდაგრული პოლიართრიტის, ბეხტერევის დაავადების და სხვათა დროს. დეგენერაციული დაავადებების დროს მოძრაობა მტკივნეული და შეზღუდულია, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე ართრიტების დროს.

- თქვენ ახლა მოძრაობაზე გაამახვილეთ ყურადღება. როგორი ხასიათისაა სახსრის ტკივილი და უკავშირდება თუ არა ის მოძრაობას?

- სახსრის ტკივილის დროს ყურადღება უნდა მიექცეს მის ხასიათს, მიმდინარეობას და მოძრაობასთან კავშირს. არსებობს დაავადებები, როდესაც ტკივილი მოძრაობის დროს აღინიშნება და მოსვენებისას ცხრება. ხშირად ტკივილი არ ემთხვევა პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციას. ავადმყოფებს, რომელთაც აქვთ კოქსართროზი ან ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზი, ტკივილი მოძრაობისას აწუხებთ. ფესვობრივი სინდრომის დროს ტკივილი უმთავრესად მოსვენებისას ვლინდება. მაგალითად, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სპონდილოზის ფონზე. კოქსართროზის დროს ტკივილი ხშირად მუხლის სახსარშიც გადაეცემა. რითია გამოწვეული ტკივილი, არც ისე ადვილი დასადგენია. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს სახსართან, ძვალთან ან მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან. სხვადასხვა დაავადების დროს პროცესში ერთვება ერთი ან რამდენიმე სახსარი და შესაძლოა სიარულის მანერაც კი შეიცვალოს.

- შეიძლება თუ არა, სახსრის ტკივილი უმოძრაობის დროსაც იგრძნობოდეს? რომელ პათოლოგიურ შემთხვევას ახასიათებს ეს სიმპტომი?

- დიახ, სახსრის ტკივილი ზოგჯერ უმოძრაობის დროსაც შეიგრძნობა, უმთავრესად - მწვავე ანთებითი დაავადებების დროს. ეს დაავადებებია რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრული პოლიართრიტი და სხვა. მწვავე ტკივილი ოსტეოართროზის დროსაც შეიძლება განვითარდეს, როდესაც იგი რეაქტიული სინოვიტით არის გართულებული.

- რატომ იჩენს თავს ზოგჯერ ტკივილი, - მაგალითად, მუხლის სახსარში, - მხოლოდ კიბეზე ასვლის ან ჩასვლის დროს?

- მუხლის სახსრის ართროზი სიხშირით მეორეა. მიმდინარეობს უფრო მსუბუქად, ვიდრე კოქსართროზი და იშვიათად მივყავართ ინვალიდობამდე. გონართროზის მიზეზი უმეტესად სტატიკის დარღვევა და მუხლის სახსრის ტრავმაა. ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება სიმსუქნე და ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება. დაზიანება ძირითადად ორმხრივია. ტკივილი მექანიკური ხასიათისაა, ამიტომაც ვლინდება კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას (განსაკუთრებით - სწორედ ჩამოსვლის დროს). ძლიერდება საღამოს ან ღამით.

კომენტარები (8)
davit
koch wvivi mtkiva dzalian didi xania da misivdeba sustematiurad da iqneb mitxrat rogor vkurnalo.ramdeni vimkurnale da gavikete nemsebi ar mishvela.gagit misivdeba da tkivili magvidzrbs.mirchiet rame
თარიღი : 15-04-2018
davit chakvetadze
me mtkiva fexebis cera titebi da misivdeba koch wvivi araperma ar mishvela ukve ramdeni xania vikvlev da tu shegidzliat rom rekimendacia momcet rogor vimkurnalo da ra gavaketo.es tkivilebi sul sagamos game memarteba
თარიღი : 15-04-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სისტემური წითელი მგლურა – დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები
სისტემური წითელი მგლურა – დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები
სისტემური წითელი მგლურას დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, რევმატოლოგი რიმა ახვლედიანი.
სრულად
პოდაგრის სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია — რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე?
პოდაგრის სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია — რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე?
პოდაგრა ართრიტის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც უმეტესად მამაკაცებსა და პოსტმენოპაუზურ ქალბატონებში გვხდება.
სრულად
რევმატოიდული ართრიტი და გულის ჯანმრთელობა
რევმატოიდული ართრიტი და გულის ჯანმრთელობა
რევმატოიდული ართრიტი არის ართრიტის აუტოიმუნური ფორმა, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ სახსრებზე.
სრულად
შარდმჟავას ცვლის დარღვევა - პოდაგრის გამომწვევი შესაძლო მიზეზი
შარდმჟავას ცვლის დარღვევა - პოდაგრის გამომწვევი შესაძლო მიზეზი
პოდაგრა ქრონიკული დაავადებაა, იგი წარმოადგენს ართრიტის ერთ-ერთ ფორმას.
სრულად
რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ზურგის ცალმხრივი ტკივილი და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს
რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ზურგის ცალმხრივი ტკივილი და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს
სიცოცხლის განმავლობაში ზურგის ტკივილს ზრდასრულთა 80% განიცდის.
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზის შესახებ? – ინტერვიუ რევმატოლოგთან
რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზის შესახებ? – ინტერვიუ რევმატოლოგთან
ოსტეოპოროზი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გავრცელებული დაავადებაა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სახსრების ტკივილი: რა იწვევს და როგორ დავძლიოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსრების ტკივილი: რა იწვევს და როგორ დავძლიოთ

ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. თუ შეგრძნება ძლიერი და ხანგრძლივია (კვირაზე მეტხანს გრძელდება), ერთვის შეშუპება, სახსრის მიდამოს სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. ტკივილის განვითარების ყველაზე ხშირი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია სახსრის ტრავმა. ჯანმრთელმა სახსარმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უსიამოვნო ტკივილით შეგვახსენოს თავი.

მაშინაც კი, როდესაც დისკომფორტისა და ტკივილის მიზეზები დადგენილია და გადაწყვეტილი გაქვთ, სერიოზულად მოჰკიდოთ ხელი მკურნალობას, ექიმთან ვიზიტი შესაძლოა განუსაზღვრელი ხნით გადაიდოს სამსახურის, ოჯახური თუ სხვა პრობლემების გამო, ამ ხნის განმავლობაში კი ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება. იმაზე სასაუბროდ, რა შეიძლება იყოს სახსრის ტკივილის მიზეზი, როგორ ვიმოქმედოთ ასეთ დროს და რა უნდა გავითვალისწინოთ, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმ რევმატოლოგს ირინა მალაზონიას ვეწვიეთ.

- ქალბატონო ირინა, რა იწვევს სახსრების ტკივილს და რისი მანიშნებელია ეს სიმპტომი?

- სახსრის დაავადებების ძირითადი კლინიკური სიმპტომებია:

  • ტკივილი;
  • დეფორმაცია;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლა;
  • პათოლოგიური მოტეხილობა;
  • სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია.

ზოგადად, სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი იწვევს ტკივილს, რომელიც განპირობებულია ძვლისაზრდელას მდიდარი ინერვაციით.

- უმთავრესად რომელ სახსრებში აღმოცენდება ტკივილი და რატომ?

- ყველაზე ხშირია ტკივილი მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხრის, იდაყვის, მტევნის, ტერფის, წვრილი სახსრებისა და ხერხემლის პროექციაზე. ტკივილი უპირატესად ყველაზე მეტად დატვირთულ ქვედა კიდურების სახსრებში ან ხერხემალშია გამოხატული. პირველ ხანებში ტკივილი სახსრის არეში მხოლოდ დატვირთვის შემდეგ ვლინდება, განსაკუთრებით - საღამოობით. თანდათანობით ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა იმატებს, ხოლო რეაქტიული სინოვიტი იწვევს ეგრეთ წოდებულ სტარტულ ტკივილს, რომელიც თან ახლავს პირველ ნაბიჯებს, შემდეგ ქრება და კვლავ ჩნდება სახსრის გადაღლისას.

- სახსრის რომელი პათოლოგიები იწვევს ტკივილს?

- სახსრების ტკივილი აღინიშება როგორც ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების - გონართროზის, კოქსართროზის, ომართროზის, ასევე ანთებითი დაავადებების - რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზული ართრიტის, პოდაგრული პოლიართრიტის, ბეხტერევის დაავადების და სხვათა დროს. დეგენერაციული დაავადებების დროს მოძრაობა მტკივნეული და შეზღუდულია, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე ართრიტების დროს.

- თქვენ ახლა მოძრაობაზე გაამახვილეთ ყურადღება. როგორი ხასიათისაა სახსრის ტკივილი და უკავშირდება თუ არა ის მოძრაობას?

- სახსრის ტკივილის დროს ყურადღება უნდა მიექცეს მის ხასიათს, მიმდინარეობას და მოძრაობასთან კავშირს. არსებობს დაავადებები, როდესაც ტკივილი მოძრაობის დროს აღინიშნება და მოსვენებისას ცხრება. ხშირად ტკივილი არ ემთხვევა პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციას. ავადმყოფებს, რომელთაც აქვთ კოქსართროზი ან ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზი, ტკივილი მოძრაობისას აწუხებთ. ფესვობრივი სინდრომის დროს ტკივილი უმთავრესად მოსვენებისას ვლინდება. მაგალითად, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სპონდილოზის ფონზე. კოქსართროზის დროს ტკივილი ხშირად მუხლის სახსარშიც გადაეცემა. რითია გამოწვეული ტკივილი, არც ისე ადვილი დასადგენია. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს სახსართან, ძვალთან ან მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან. სხვადასხვა დაავადების დროს პროცესში ერთვება ერთი ან რამდენიმე სახსარი და შესაძლოა სიარულის მანერაც კი შეიცვალოს.

- შეიძლება თუ არა, სახსრის ტკივილი უმოძრაობის დროსაც იგრძნობოდეს? რომელ პათოლოგიურ შემთხვევას ახასიათებს ეს სიმპტომი?

- დიახ, სახსრის ტკივილი ზოგჯერ უმოძრაობის დროსაც შეიგრძნობა, უმთავრესად - მწვავე ანთებითი დაავადებების დროს. ეს დაავადებებია რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრული პოლიართრიტი და სხვა. მწვავე ტკივილი ოსტეოართროზის დროსაც შეიძლება განვითარდეს, როდესაც იგი რეაქტიული სინოვიტით არის გართულებული.

- რატომ იჩენს თავს ზოგჯერ ტკივილი, - მაგალითად, მუხლის სახსარში, - მხოლოდ კიბეზე ასვლის ან ჩასვლის დროს?

- მუხლის სახსრის ართროზი სიხშირით მეორეა. მიმდინარეობს უფრო მსუბუქად, ვიდრე კოქსართროზი და იშვიათად მივყავართ ინვალიდობამდე. გონართროზის მიზეზი უმეტესად სტატიკის დარღვევა და მუხლის სახსრის ტრავმაა. ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება სიმსუქნე და ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება. დაზიანება ძირითადად ორმხრივია. ტკივილი მექანიკური ხასიათისაა, ამიტომაც ვლინდება კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას (განსაკუთრებით - სწორედ ჩამოსვლის დროს). ძლიერდება საღამოს ან ღამით.


- სხვადასხვანაირია თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა?

- ბუნებრივია, სხვადასხვანაირია. მაგალითად, მალათაშუა ოსტეოქონდროზის, სპონდილოზის დროს ხერხემალში აღმოცენდება რადიკულიტის მსგავსი, მწვავე ტკივილი. კოქსართროზის დროს ტკივილი თავდაპირველად უმნიშვნელოა, შემდეგ მუდმივი ხდება და ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს. ანთებითი დაავადებების, კერძოდ, პოდაგრის, რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზული ართრიტის დროს ტკივილი მწვავეა. მისი ინტენსივობა დაკავშირებულია დაავადების სიმწვავესთან. მუხლის, მხრისა და სხვა სახსრების ართროზის დროსაც ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა უშუალოდ უკავშირდება მის სიმწვავეს.

- რომელი პათოლოგიების დროს იჩენს თავს ღამისა და დღის ტკივილები, ეგრეთ წოდებული დილის შებოჭილობა და რასთან არის დაკავშირებული ეს ფენომენი?

- მწვავე ღამის ტკივილი დამახასიათებელია პოდაგრული პოლიართრიტისათვის. საღამოს და დატვირთვის ფონზე ტკივილი მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზებს ახასიათებს. რაც შეეხება დილის შებოჭილობას, იგი რევმატოიდული ართრიტის ტიპური სიმპტომია და მის ძირითად სადიაგნოზო კრიტერიუმად არის მიჩნეული.

- ახასიათებს თუ არა ტკივილის დროს სახსრის არეს შეშუპება, შეწითლება, ტემპერატურული რეაქცია?

- დიახ, რევმატული დაავადებების დროს სახსრის ტკივილს თან სდევს მისი გარეგნული ცვლილებებიც. მაგალითად, პოდაგრული პოლიართრიტი იწყება ერთბაშად, ღამით, ტერფის, ცერის, წინატერფ-ფალანგთა სახსრის ართრიტით. შეტევას ახასიათებს უძლიერესი ტკივილი, სახსრის სწრაფი შესივება, კანის ჰიპერემია (შეწითლება), ციანოზური ელფერი, დაჭიმულობა და ბზინვარება. შესივებული ქსოვილი შეხებისას მკვრივია, ადგილობრივი ტემპერატურა მომატებულია, მოძრაობა - შეზღუდული, ავადმყოფს აღენიშნება ციებ-ცხელება, შემცივნება... ასეთი მძაფრი კლინიკა არც ერთ ართროლოგიურ დაავადებას არ ახასიათებს. ართროზული პროცესი პერიოდულად რეაქტიული სინოვიტით რთულდება. ამ შემთხვევაში ტკივილი ძლიერდება, სახსარი სივდება, იმატებს კანის ადგილობრივი ტემპერატურა. რევმატოიდული ართრიტის დროს ხელის თითები თითისტარივით მსხვილდება და ციანოზურ ელფერს იღებს, კანი ჰიპერპიგმენტაციას განიცდის. პროცესში ანალოგიურად ერთვება სხვა სახსრებიც.

- რას გვირჩევთ სახსრების არეში ტკივილის მოსახსნელად?

- რევმატული დაავადებები მრავალფეროვანია. მათი მიმდინარეობა ძირითადად ქრონიკულია და, შესაბამისად, მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. მწვავე პერიოდში საჭიროა მედიკამენტური მკურნალობა. პარალელურად შესაძლებელია ფიზიოთერაპიისა და კურორტული მკურნალობის ჩატარება. სახსრების ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების დროს დაზიანებული სახსრები ზედმეტი დატვირთვისგან უნდა დავიცვათ. ქვედა კიდურების სახსართა ოსტეოართროზის დროს რეკომენდებულია ისეთი აქტივობის შეზღუდვა, როგორიც არის სირბილი, ხტომა, ჩაბუქვნა. სახსრების მდგომარეობას აუარესებს და ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული, განსაკუთრებით - უსწორმასწორო ზედაპირზე, ასევ - აღმართზე ასვლა, კიბეზე ასვლა-ჩასვლა. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ სიმძიმეების აწევასა და გადატანას. ყველა ამ სახის აქტივობის დროს დაზიანებულ სახსრებზე მოქმედებს ძალა, რომელიც გაცილებით აღემატება სხეულის წონას და უკვე სახეცვლილი ხრტილისათვის საზიანოა. ამასთანავე, მიზანშეწონილია:

  • წონის კორექცია;
  • სწორი კვება;
  • მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება;
  • სამკურნალო ვარჯიშები.

სპორტის სახეობათაგან ყველაზე მისაღებია ცურვა. რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა აუცილებლად ექიმმა რევმატოლოგმა უნდა ჩაატაროს.