/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

Top 10 შეცდომა რომელსაც წნევის გაზომვის დროს ვუშვებთ

სტატიას მხარდამჭერია შვეიცარიული სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია როსმაქსი

ავტორი: დიპლომირეული მედიკოსი, კომპანია როსმაქსის წარმომადგენელი საქართველოში - ნინო მელაძე

არტერიული წნევა ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს. წნევის პერიოდულად გაზომვა ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. ჰიპერტენზიის განვითარება შეიძლება დიდხანს ვერ შეამჩნიოთ, სწორედ ამიტომ წნევის პერიოდული გაზომვა პრობლემის დროულად აღმოჩენასა და სათანადო ზომების მიღებაში დაგეხმარებათ.

ადამიანს დღის განმავლობაში არტერიული წნევის დაახლოებით 100,000 განსხვავებული მაჩვენებელი უფიქსირდება. შესაბამისად, ერთჯერადი გაზომვის მაჩვენებელი შეფასებისათვის არ გამოდგება. არტერიული წნევის გასაკონტროლებლად უმარტივესი გზა არის წნევის საზომი აპარატი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. წნევის აპარატები არის სხვადასხვა სახის: მექანიკური, ელექტრო და ნახევრად ელექტრო. წნევის აპარატების გამოყენებისას, მათი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაზომვის პროცესი, სპეციფიკა, ერთმანეთისაგან გარკვეულწილად განსხვავდებოდეს, თუმცა, ყველა ტიპის წნევის აპარატი მუშაობს ერთი ძირითადი პრინციპით: აპარატის რეზინის ბუშტი, ზრდის წნევას მკლავის გარშემო მოთავსებული მანჟეტის გაბერვით, ხოლო ბუშტზე დამაგრებული სარქველი, ათავისუფლებს წნევას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წნევის გაზომვის დროს არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს შედეგის სიზუსტეზე.

x5-pp-002-1715844702.jpg

შეცდომა N1 - დრო

წნევა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უნდა გაიზომოთ. იდეალური იქნება დილით, გაღვიძებისთანავე და საღამოს, ძილის წინ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მცვივა თმები და რას მურჩევთ დ ვიტამინის ნაკლებობის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული?</p>

წნევის გაზომვისას ადამიანი უნდა იყოს მშვიდ, მოსვენებულ მდგომარეობაში. თუ რაიმეზე ინერვიულებთ ან დაიღლებით და მაშინვე წნევის გაზომვას დაიწყებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა არ არის, მაჩვენებელი მაღალი იქნება, რადგან ამ დროს ხდება სისხლძარღვების სპაზმი, გულზე დატვირთვა ძლიერდება და შესაბამისად, პულსი და წნევა იმატებს. ამიტომ ასეთ შემთხვევებში წნევის გაზომვამდე ათი წუთი მაინც უნდა გავიდეს.მნიშვნელოვანია გაზომვის ჩატარება სხეულის ნორმალურ ტემპერატურაზე, პაციენტი არ უნდა იმყოფებოდეს ჰიპოთერმიულ ან ჰიპერთერმიულ მდგომარეობაში. არ არის რეკომენდებული წნევის გაზომვა შხაპის მიღებისთანავე ან ფიზიკური დატვირთვის/ვარჯიშის შემდგომ.

შეცდომა N2 - ჯდომა

წნევის გაზომვისას უნდა მიიღოთ სწორი პოზიცია: დაჯექით სკამზე გამართულად, მიეყრდენით საზურგეს, ორივე ფეხით იატაკს უნდა ეხებოდეთ (ანუ ფეხი ფეხზე გადადებულ-გადაჯვარედინებული არ უნდა იყოს) დაჯდომის შემდეგ დაისვენეთ 2-3 წუთის განმავლობაში. იდაყვში ნახევრად მოხრილი ხელი მაგიდაზე უნდა იდოს თავისუფლად (ჰაერში არ უნდა გეჭიროთ), უნდა იყოთ მოდუნებული. იშვიათ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჯდომა არ შეუძლია, დასაშვებია წნევის წამოწოლილ მდგომარეობაში გასინჯვა.

შეცდომა N3 - მანჟეტი

იმისათვის, რომ წნევის მაჩვენებელი სწორი იყოს, საჭიროა მანჟეტს ჰქოდეს კონუსის ფორმა და იმეორებდეს მკლავის ანატომიას. მკლავზე სწორ ადგილას უნდა შემოიჭიროთ. ეს ადგილია იდაყვიდან 1-2 სანტიმეტრით მაღლა, გულის გასწვრივ - და არა იქ, სადაც მოგიხერხდებათ.მანჟეტი დააფიქსირეთ ფხრიწით ისე,რომ კომფორტულად გქონდეთ და ძალიან არ იყოს შემოჭერილი.გამოიყენეთ შესაბამისი ზომის მანჟეტები. ზედმეტად თავისუფალმა ან ძალიან მჭიდრო მანჟეტებმა, შეიძლება, გავლენა იქონიოს არტერიული წნევის გაზომვის სიზუსტეზე. მანჟეტსა და კანის ზედაპირს შორის თავისუფლად უნდა ეტეოდეს ერთი თითი. შეამოწმეთ,რომ აპარატის მილი არ იყოს გადაკეცილი.სტეტოსკოპზე ძლიერი ზეწოლისას მაჩვენებელი მოიმატებს.თანამედროვე, ელექტრო წნევის აპარატებს აქვს მანჟეტის დეტექტორი და გიჩვენებთ ეკრანზე, თუ რამდენად სწორად გაქვთ მორგებული.

შეცდომა N4 - საუბარი

არ ისაუბროთ ხუთი წუთი წნევის გაზომვამდე, არც უშუალოდ გაზომვის დროს. გარდა იმისა, რომ ასე ხელს უშლით გამზომველს პულსაციის მოსმენაში, თქვენ იღებთ დაახლოებით 10 ერთეულით მეტ მაჩვენებელს.

შეცდომა N5 - ტანსაცმლის ზემოდან გაზომვა

ნებისმიერი წნევის აპარატის მანჟეტი მოირგეთ შიშველ მკლავზე, რადგან ტანსაცმელს შეუძლია დაახშოს პულსი და მიიღებთ მცდარ მონაცემს. ასევე არ აიწიოთ სახელო. მაგიდაზე ხელის დადების შემდეგ ხელისგული უნდა იყოს ზემოთ.

შეცდომა N6 - მოძრაობა გაზომვისას

წნევის გაზომვისას დაუშვებელია მოძრაობა.ეს მონაცემებს 7 -10 ერთეულით გაგიზრდით, თუმცა თანამედროვე წნევის აპარატები აღჭურვილია მოძრაობის დეტექტორით და არ გაზომავს იქამდე, სანამ მოძრაობას არ შეწყვეტთ.

შეცდომა N7 - სავსე შარდის ბუსტი და ჭამის შემდეგ გაზომვა

წნევის გაზომვამდე აუცილებლად დაცალეთ შარდის ბუშტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მიიღოთ 10-15 ერთეულით მეტი მაჩვენებელი. ასევე არ შეიძლება წნევის გაზომვა ჭამის შემდგომ, სავსე კუჭზე, ამ დროსაც მიიღებთ 10-15 ერთეულით მეტ მაჩვენებელს.

შეცდომა N8 - რომელ ხელზე გავიზომოთ წნევა

ხშირად ისმის კითხვა, რატომ არის წნევა სხვადასხვა მარჯვენა და მარცხენა ხელზე. ამას მარჯვენა და მარცხენა ხელზე მაგისტრალური სისხლძარღვების განლაგება განაპირობებს. რაც უფრო მეტად არის დაცილებული არტერია გულიდან, მით უფრო ნაკლები წნევით მიედინება მასში სისხლი, ამიტომ მარჯვენა ხელზე წნევის მაჩვენებლები 5-10 ერთეულით ნაკლებია, ვიდრე მარცხენაზე.

შეცდომა N9 - ყავა და სიგარეტი

იმისათვის, რომ სწორი მაჩვენებელი მიიღოთ, წნევის გაზომვამდე ნახევარი საათის განმავლობაში რეკომენდირებულია არ მიიღოთ ყავა და ჩაი, ასევე არ მოწიოთ სიგარეტი. ეს ყველაფერი არტერიულ წნევას მაღლა სწევს, რადგან ყავა და ჩაი შეიცავს კოფეინს, ხოლო თამბაქო იწვევს სისხლძარღვების სპაზმს.

შეცდომა N10 - გაზომვის სიხშირე

წნევა აუცილებლად ხელმეორედ უნდა გაიზომოთ პირველი გაზომვიდან 3-5 წუთის შემდეგ, რათა ზუსტი მაჩვენებელი დაადასტუროთ. თუ ზედიზედ რამდენჯერმე გაზომავთ, აპარატი აჩვენებს სხვადასხვა წნევას. ეს გამოწვეულია იმით,რომ პირველი გაზომვის შემდეგ, მანჟეტის მიერ შეკუმშულ სისხლძარღვებს არ ჰქონდათ დრო, საწყის პოზიციას დაბრუნებოდნენ, შესაბამისად სისხლის მიმოქცევა არ იყო აღდგენილი. ამიტომ სჯობს დაველოდოთ 3 წუთი და შემდეგ გადავამოწმოთ, აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულებში ეს დრო კიდევ უფრო იზრდება და შეადგენს 10-15 წუთს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილია წნევის ნორმები, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ასაკზეა დამოკიდებული.რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით უფრო მაღალია არტერიული წნევის ნორმული მაჩვენებელი. ეს ფაქტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში ასაკობრივი ცვლილებებით აიხსნება.

არტერიული წნევის კლასიფიკაცია:

untitled-1-1715844551.jpg

წყარო: https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=9bd35006-c2d0-4511-afe9-c0285e6d0e4a

არტერიული წნევის ნორმები ასაკის მიხედვით:

untitled-1-1715844590.jpg

წყარო: https://www.cdc.gov/bloodpressure/about.htm

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მამაკაცი ყოველდღიურად სვამდა 3 ლიტრ ამ სასმელს, რის შედეგადაც შარდის ბუშტში 35 ქვა "დაუგროვდა": შესაძლებელია თუ არა ეს მომხდარიყო? სამედიცინო შემთხვევა

ბრაზილიელმა უროლოგმა თალეს ანდრადემ სოციალურ ქსელში თავისი პრაქტიკიდან საოცარი ამბავი გააზიარა.
სრულად
როგორია ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა: უახლესი ამბები და დეტალები

უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
სრულად
გამოვლენილია საკვები კომპონენტი, რომელიც აჩქარებს ცხიმის დაგროვებას

Cell Reports: სიმსუქნე დაკავშირებულია ოლეინის მჟავას ჭარბად მიღებასთან.
სრულად
რევმატოლოგ ლაშა უშვერიძის რჩევები - ოსტეოართრიტის საწყისი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი გვრჩება

თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის რევმატოლოგი ლაშა უშვერიძე ოსტეოართრიტის ადრეულ ნიშნებსა და სწორი მართვის აუცილებლობაზე.
სრულად
მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება - წერს El Español

მოხუცებს ექიმებმა სმენის პრობლემების ფარული მიზეზები შეახსენეს.
სრულად
როგორია ინსულტის შემდეგ დეპრესიასთან გამკლავების მარტივი გზა

NMH: სასაუბრო თერაპია ადამიანს ეხმარება გაუმკლავდეს დეპრესიას ინსულტის შემდეგ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

Top 10 შეცდომა რომელსაც წნევის გაზომვის დროს ვუშვებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები