/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

დღესასწაული ახლოვდება

დღესასწაული ახლოვდება
ახალ წლამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა, მე კი მინდა, საყვარელ მამაკაცს განსაკუთრებული საჩუქარი გავუკეთო. რას მირჩევთ, რა უნდა გავითვალისწინო, როცა მამაკაცს რაიმეს ვუძღვნი?

როცა რამეს ვუძღვნით, ძალიან გვინდა, ჩვენმა საჩუქარმა სიხარული, გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვიოს, მით უმეტეს, თუ ის ჩვენი ერთადერთი მამაკაცისთვის არის განკუთვნილი.

არსებობს 5 შეცდომა, რომლებსაც ქალები ყველაზე ხშირად უშვებენ საყვარელი მამაკაცისთვის საჩუქრის შერჩევისას. ამ შეცდომების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ:

1. იყავით დიდსულოვანი - გაითვალისწინეთ მისი ინტერესები. გსმენიათ ოდესმე ანეკდოტი: "არ ვიცი, რა ვაჩუქო ქმარს, უკვე ყველაფერი მაქვს"? ძალიან ხშირად ცოლს სურს, ქმარს ასიამოვნოს და... თავისთვის ყიდულობს ახალ ჯინსს. რატომ, იოლი მისახვედრია: "ის ხომ ამბობს, რომ ძალიან მოსწონს, როდესაც ვიწრო შარვალი მაცვია!" რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ ეროტიკული თეთრეული და ახალი წლის ღამე დაუვიწყარ თავგადასავლად გადააქციოთ. ეს მართლაც შეიძლება მამაკაცისთვის კარგ საჩუქრად ჩაითვალოს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

2. შეიტყვეთ უფრო მეტი მისი მისწრაფებებისა და გატაცებების შესახებ.

ვიდრე საყვარელი მამაკაცისთვის რაიმეს შეიძენდეთ, გაარკვიეთ, რით არის ის გატაცებული. თუ მისი ჰობის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ, შესაძლოა მიზანს ააცილოთ. მაგალითად, თუ იცით, რომ მას თევზაობა უყვარს, შესაძლოა, სპინინგი აჩუქოთ (სპორტული სათევზაო ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ანკესს შორს ისვრიან). სპინინგით თევზაობა თევზაობის განსაკუთრებული სახეა, რომელიც თქვენს საყვარელ მამაკაცს შესაძლოა სულაც არ აინტერესებდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

3. ნუ აჩუქებთ სამშვენისს, ფუმფულა ჩუსტებს, მონოგრამიან ცხვირსახოცებს. რატომ არ აღაფრთოვანებს მამაკაცებს ასეთი ნივთები, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია: ასეთი საჩუქრის მიღებისას მათი უმრავლესობა იმედგაცრუებას ძლივს მალავს. ისინი, რა თქმა უნდა, იღიმებიან და მადლობას იხდიან, მაგრამ თქვენ რომ მათი ფიქრები გაგეგონათ, ნამდვილად გეწყინებოდათ: "ოჰ, ეს ქალები! არ ჯობდა, ჩემი საყვარელი გუნდის ლოგოთი დამშვენებული ლუდის ბოკლები ეჩუქებინა?!"

4. გახსოვდეთ: პრაქტიკულობა კარგია, ოღონდ ზომიერად. განსაკუთრებით პრაქტიკული საჩუქრების - საოჯახო ნივთების, ავეჯის მიმართ ძლიერი სქესის დამოკიდებულება ასევე სკეპტიკურია. თუ აზრად არაფერი მოგდით, გარდა იმისა, რომ საყვარელ მამაკაცს უსახსოვროთ წიგნების კარადა, დივანი ან მტვერსასრუტი, აუცილებლად დაამატეთ ამ საჩუქარს სასიყვარულო პრელუდია რომანტიკული ვახშმის სახით, რომელსაც სწორედ ამ ახალ დივანთან მოაწყობთ.

5. თავი არიდეთ ქარაგმებს! ჩვენ, ქალებს ძალიან გვიყვარს საჩუქრის "დანიშნულებისამებრ" მიძღვნა. სხვაგვარად მამაკაცი როგორ დაინახავს ჩვენს მზრუნველობას, ყურადღებას, სიყვარულს და ჩვენთან ურთიერთობის უპირატესობას? რა მნიშვნელობა აქვს, რა აზრის გამოხატვა გვსურს ჩვენ - მთავარია, ის მიხვდეს, რომ უჩვენოდ ცხოვრებაში ნაბიჯსაც ვერ გადადგამს!

გახსოვდეთ: საჩუქარი თქვენს ურთიერთობას უნდა შეესატყვისებოდეს. თუ თქვენ და თქვენი საყვარელი მამაკაცი ცალ-ცალკე ცხოვრობთ, თქვენ კი საჩუქრად უძღვნით სერვიზს ორი პერსონისთვის, რომელიც "ძალიან მოუხდებოდა სიტუაციას, როცა დილით ერთად მიირთმევთ ყავას", - ეს იქნება მინიშნება, რომ ერთად ცხოვრებას სთავაზობთ. მაგრამ თუ ის ამისთვის მზად არ არის?..

უხერხულია ისეთი საჩუქრის მიძღვნაც, რომელიც ნაკარნახევია სურვილით, შეცვალოთ თქვენი რჩეული.

არ მოგწონთ, რომ თქვენი მეუღლე საღამოობით მუდამ დივანზეა წამოწოლილი? ფიტნესკლუბის აბონემენტს აჩუქებთ.

პალტოს ჩაცმაში არ გეხმარებათ? ესე იგი, საჩუქრად მიიღებს წიგნს კარგი მანერების შესახებ.

მოგბეზრდათ მისი ყურება გახეხილ ჯინსებში? - უყიდით მკაცრ კოსტიუმს.

დიდია ალბათობა, რომ თქვენს მეორე ნახევარს ასეთი საჩუქარი უფრო გაანაწყენებს, ვიდრე გაახარებს, შეცვლის სურვილი კი საეჭვოა გაუჩნდეს. ერთმანეთს იმედი რომ არ გაუცრუოთ, შესთავაზეთ თქვენს საყვარელ ადამიანს ასეთი თამაში: ახალი წელი ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილი ზღაპარია, ამიტომ წარმოიდგინეთ, რომ თოვლის ბაბუას წერილს სწერთ. თქვენ იტყვით: "მე ვისურვებდი... შენ?" ასე ორივეს წინასწარ გეცოდინებათ, რა მიუძღვნათ ერთმანეთს ახალ წელს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ხშირად თან ახლავს ალკოჰოლიზმს.
სრულად
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
რომელ ექიმთან ვიზიტია აუცილებელი ამა თუ იმ ასაკში?
სრულად
რომელი წყალია უფრო ჯანსაღი: გადადუღებული, მინერალური, თუ გაფილტრული?
რომელი წყალია უფრო ჯანსაღი: გადადუღებული, მინერალური, თუ გაფილტრული?
სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი სვამს 40 ტონაზე მეტ წყალს და თუ ორგანიზმი კარგავს სითხის 20%-ს, შესაძლებელია ფატალური შედეგი დადგეს.
სრულად
ჯანმრთელობის რომელი პრობლემებია გავრცელებული გაზაფხულზე და როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის რომელი პრობლემებია გავრცელებული გაზაფხულზე და როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა
გაზაფხულის სეზონს თან ახლავს რამდენიმე გავრცელებული პრობლემა, მაგალითად ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ცხელება.
სრულად
ყველაზე სასარგებლო მწვანილი ხანდაზმულებისთვის
ყველაზე სასარგებლო მწვანილი ხანდაზმულებისთვის
ოხრახუში ყველაზე სასარგებლო მწვანილია ხანდაზმულებისთვის. იგი შეიცავს C და K ვიტამინებს, ასევე უჯრედისს.
სრულად
რა შეცდომებს ვუშვებთ სუპის მომზადებისა და ჭამის დროს
რა შეცდომებს ვუშვებთ სუპის მომზადებისა და ჭამის დროს
უნდა გადაწუროთ თუ არა პირველი ბულიონი, როგორ გავზარდოთ წვნიანში მცენარეული ცილის წილი, დავამატოთ თუ არა არაჟანი და რატომ არის მნიშვნელოვანი ბოსტნეულის ფერზე ყურადღების გამახვილება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დღესასწაული ახლოვდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები