როგორ ატარებენ მეცნიერები ცდებს თავიანთ თავზე
თუმცა, ასეთი სიტუაციები დღესაც ხდება. ჩვენ ვგულისხმობთ ყველაზე გასაოცარ შემთხვევებს, როდესაც საშიში ექსპერიმენტები ჩატარდა თავად ექსპერიმენტატორზე (ან მის მეგობრებზე).
საცდელი ბიჭი
1796 წლის 14 მაისს პროვინციელმა ინგლისელმა ექიმმა, ედვარდ ჯენერმა, (1749-1823) 8 წლის ჯეიმს ფიპსს ყვავილის აცრა გაუკეთა. ჯენერმა ბიჭი ძროხის ყვავილით აცრა. შემდეგ ექიმმა სამჯერ სცადა ბიჭის დაინფიცირება, მაგრამ უშედეგოდ.
- თანამედროვე ეთიკის თვალსაზრისით, ასეთი ამბავი ბევრ კითხვას ბადებს: ჯენერმა, ფაქტობრივად, ადამიანზე ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც შეიძლებოდა ნებისმიერი შედეგით დასრულებულიყო. ბედნიერ დასასრულს გარკვეული შვება მოაქვს: ჯეიმსი გაიზარდა, დაქორწინდა, შეეძინა ორი შვილი და მიიღო უფლება უფასოდ ეცხოვრა თავად ჯენერის სახლში. იცოცხლა 65 წლამდე. ასე დაიწყო ვაქცინაციის ისტორია მე-18 საუკუნის ბოლოს. მაგრამ იმისათვის, რომ ის განვითარებულიყო, საჭირო იყო ვაქცინები – და ვინმე, ვისზეც მათ გამოსცდიდნენ.
მხსნელის დარაჯი
1885 წლის ზაფხულში ლუი პასტერი (1822–1895) გაჰყვა ჯენერის გზას. პასტერმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა და პირველად გამოსცადა 9 წლის ბიჭზე, ჯოზეფმაისტერზე, რომელიც შეშინებულმა დედამ პარიზში ელზასიდან მიიყვანა. ბიჭი ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა და ადგილობრივმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ერთადერთი იმედი პასტერი იყო.
- დროულად მიუსწრეს: ბიჭს შრატი გაუკეთეს და დაავადება არ განვითარდა – პირველად ადამიანი გადარჩა ცოფიანი ცხოველის დაკბენის შემდეგ. ჯოზეფმაისტერი გარდაიცვალა 64 წლის ასაკში. ვაქცინაციის მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში ის მსახურობდა პასტერის ინსტიტუტში დარაჯად, მოესწრო დამფუძნებლის გარდაცვალებას და უვლიდა მის საფლავს.
იმ პირველი ინიექციის შემდეგ, ღამით, პასტერი ლოცულობდა... ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მან დაწერა, რომ დარწმუნებული იყო თავის წამალში და სურდა შრატი საკუთარ თავზე გამოეცადა. და მაინც, ადამიანებზე ვაქცინის გამოყენება, თავიდან პროტესტს იწვევდა უახლოეს თანამოაზრეებშიც კი! მაგრამ მშობლებმა თავად მიიყვანეს დაკბენილი ბავშვები პასტერთან. შემდეგ კი სხვა ქვეყნებიდან მოდიოდნენ პაციენტები.
ცოფისა და ტიფის წინააღმდეგ მებრძოლები
მაგრამ ცოფი არ იყო მე-19 საუკუნის ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. ტუბერკულოზმა, სიფილისმა და დიფტერიამ პირველი ადგილი დაიკავა და ბაქტერიოლოგიის პიონერებისა და მათი სტუდენტების მოღვაწეობა ძირითადად მათ მიეძღვნა.
მნიშვნელოვანი იყო კოლონიის დაავადებები: ყვითელი ცხელება, მალარია, ჭირი – ყველაფერი, რაც კარანტინს მოითხოვს. სერიოზული პრობლემა იყო ტიფი.
- ეპიდემიოლოგსა და პათოლოგანატომ მინხს (1836-1896) სურდა დაედგინა, შესაძლებელია თუ არა პაციენტის სისხლით შებრუნებითი ტიფით დაინფიცირება და ეს მან საკუთარ თავზე აცრებით დაამტკიცა. საბედნიეროდ, მინხი გადარჩა და შემდეგ ნაყოფიერად მუშაობდა კიდევ ორი ათწლეულის განმავლობაში. ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა, რომ ინფექციური დაავადებების გავრცელებაში ყველაზე მეტად სისხლისმწოველი მწერები არიან დამნაშავენი.
მეცნიერების მსხვერპლი
1900 წელს კოღოების როლი ყვითელი ცხელების გადაცემაში დადასტურდა ამერიკელი ჯესი ლასიარის (1866-1900) სიცოცხლის ფასად. 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ, იგი მუშაობდა კუბაში: ამერიკულმა ჯარებმა, რომლებმაც დაიკავეს კუნძული, ძალიან დიდი დანაკარგი განიცადეს ყვითელი ცხელების ეპიდემიის გამო და ოთხი ექიმი, მათ შორის ლასიარი, იბრძოდა ამ პრობლემის გადასაჭრელად. მათ უკვე ესმოდათ, რომ ინფექცია არ გადადიოდა ჰაერ-წვეთოვანი გზით და ეჭვობდნენ, რომ მატარებლები კოღოები იყვნენ, თუმცა დარწმუნებულები არ იყვნენ, ექიმები მხოლოდ აკვირდებოდნენ.
- ერთ დღეს ლაზეარმა თავად არ მოკლა კოღო, რომელიც ხელზე დააჯდა, თუმცა იცოდა, რომ კოღომ უკვე დაკბინა პაციენტი – ჰიპოთეზა უნდა დაადასტურო ან უარყო. რამდენიმე დღეში ლაზეარმა თავი ცუდად იგრძნო და ავად გახდა. დაავადება ძალიან მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა – ექიმი ინფიცირებიდან 12 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ის 34 წლისა იყო.
კოკაინის სპინალური ინიექცია
საკუთარ თავზე გამოსცადეს არა მხოლოდ ინფექციის გადაცემისა და მისგან დაცვის თეორიები, არამედ სამედიცინო პროცედურებიც. 1898 წელს ქირურგმა ავგუსტ ბიერმა (1861-1949) და მისმა სტუდენტმა ა. ჰილდენბრანდტმა, პირადად გამოსცადეს სპინალური ანესთეზიის კოკაინზე დაფუძნებული მეთოდი, რომელიც იმ დროს გავრცელებული საშუალება იყო.
მანამდე ბიერმა და ჰილდენბრანდტმა პაციენტებს ექვსი მსგავსი პროცედურა გაუკეთეს.
- ყოველ ჯერზე მოვლენები დაახლოებით ერთნაირად ვითარდებოდა: პაციენტები იმდენად კარგავდნენ მგრძნობელობას, რომ შესაძლებელი გახდა ოპერაცია და როდესაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი სრულდებოდა, უჩიოდნენ გულისრევას და თავის ტკივილს. მაგრამ ზოგადად ამტკიცებდნენ, რომ სრული ანესთეზია გაცილებით ცუდად ასატანი იყო. ჰილდენბრანდტმა პროცედურა წარუმატებლად ჩაატარა, ამიტომ ანესთეზიის ეფექტი არ იქნა მიღწეული, მაგრამ, საბედნიეროდ, „პაციენტი“ არ დაშავებულა.
იმავე საღამოს, ბერმა პროცედურა სტუდენტზე გაიმეორა და წარმატებით დასრულდა: გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჰილდენბრანდტი სხეულის ქვედა ნაწილს ვეღარ გრძნობდა და დაკარგა ფეხების მოძრაობის უნარი. სწორედ ეს ეფექტი სურდათ, ამიტომ წარმატება სიგარით, ღვინითა და ვახშმით აღნიშნეს. საავადმყოფოს პაციენტების მსგავსად, ბერს და ჰილდენბრანდტს რამდენიმე დღე აწუხებდათ თავის ტკივილი.
გასტრიტის ბულიონი
მაგალითების საძიებლად აუცილებელი არ არის წინა ან თუნდაც გასულ საუკუნეებს გადავწვდეთ. 2005 წელს ნობელის პრემია ფიზიოლოგიაში მიენიჭათ ავსტრალიელებს, ბარი ჯეიმს მარშალსა (დაიბადა 1951 წელს) და ჯონ რობინ უორენს (დაიბადა 1937 წელს). ათწლეულების განმავლობაში ისინი აგროვებდნენ მონაცემებს, მათ შორის, ბიოფსიებს, გასტრიტისა და წყლულის მქონე პაციენტებისგან, რათა დაემტკიცებინათ, რომ ამ დაავადებების მიზეზი არის ბაქტერია Helicobacter pylori, რომელიც მათ 1982 წელს აღმოაჩინეს.
- სამედიცინო საზოგადოებამ მაშინვე არ მიიღო მათი არგუმენტები. დებატების დასასრულებლად, ბარი მარშალმა ბაქტერიული ბულიონი სინჯარიდან დალია... და დაავადდა გასტრიტით. როდესაც დიაგნოზი დადასტურდა, მარშალმა დაიწყო ანტიბიოტიკების მიღება – და გამოჯანმრთელდა. ამგვარად, რევოლუცია მოხდა დაავადებების მთელი ჯგუფის ეტიოლოგიისა და მკურნალობის შეხედულებებში და ეს ყველაფერი იმ მეცნიერების წყალობით, რომლებიც, როგორც ნობელის კომიტეტი წერდა, „დაჟინებით იბრძოდნენ გაბატონებული დოგმის წინააღმდეგ“. მათ არ ეშინოდათ თავიანთი თეორიების თავიანთ თავზე გამოცდა.