რუბრიკები

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი კვების რაციონი სრულყოფილი და  ჯანსაღია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი კვების რაციონი სრულყოფილი და ჯანსაღია

სასურველია, რომ მათი მინიმუმ ორი მესამედი მიიღოთ საკვებიდან. გსურთ შეაფასოთ რამდენად დაბალანსებული და ჯანსაღია კვების რაციონი? როგორია ჩამონათვალი?

თმა და ფრჩხილები იდეალურ წესრიგში გაქვთ

  • თმა და ფრჩხილები ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ასევე ის მიგვანიშნებს რამდენად სრულყოფილია ჩვენი კვების რაციონი. თუ თქვენი ფრჩხილები ძლიერი და ჯანსაღია, თმა კი ჯანსაღი და ბზინვარე, ალბათ არაფრის შეცვლა არ გჭირდებათ: თქვენი სხეული იღებს საკმარის რაოდენობის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და ვიტამინებს.

გაქვთ საკმარისი ენერგია

  • ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ დაღლილობა სხვადასხვა მიზეზის გამო (და თუ ამ ბოლო დროს გრძნობთ ენერგიის მნიშვნელოვან ნაკლებობას და გიჭირთ ჩვეული ამოცანების შესრულება, უნდა მიმართოთ ექიმს). მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ზოგიერთი საკვები ნივთიერების მუდმივი დეფიციტი. ყველაზე ხშირად, ენერგიის ნაკლებობა დაკავშირებულია ნახშირწყლების დეფიციტთან ან ჭარბად მიღებასთან. მაგრამ თუ ხალისიანი და ენერგიით სავსე ხართ, ეს შესანიშნავია, ყოველ შემთხვევაში თქვენი კვების რაციონი წესრიგშია.

უკვე დაგავიწყდათ ბოლოს როდის იყავით ავად

  • არასრულფასოვანი კვების რაციონის კიდევ ერთი ნიშანი არის იმუნიტეტის დაქვეითება. და როდესაც სხეულის დაცვა სუსტდება, ჩვენ ადვილად ვიჭერთ სხვადასხვა ინფექციებს და ფაქტობრივად მუდმივად ავადმყოფობის რეჟიმში ვიმყოფებით. არის თუ არა თქვენი ორგანიზმი საკმარისად ძლიერი, რომ ებრძოლოს ვირუსებს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სეზონის დროსაც კი?

ნებისმიერი მცირე დაზიანება სწრაფად ხორცდება

  • სხეულის უნარი, სწრაფად გაუმკლავდეს მცირე დაზიანებებს - ნაკაწრებს, ჭრილობებს, სისხლჩაქცევებს - სხვა საკითხებთან ერთად დამოკიდებულია იმაზე, იღებს თუ არა ის საკმარისი რაოდენობით ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას, მინერალს და ვიტამინს. ჩამონათვალი ასე გამოიყურება: მცირე ჭრილობები, რომლებიც საჭიროებენ ნახვევის დადებას, მთლიანად უნდა განიკურნოს ერთი კვირის განმავლობაში. თუ ეს ასეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვების რაციონი სრულყოფილია.

გაქვთ სრულფასოვანი ძილი

  • უძილობას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის მისი პროვოცირება შესაძლებელია არასწორი კვების რაციონით (მაგალითად,მარტივი ნახშირწყლების ან ტრანს ცხიმების ჭარბი რაოდენობით მოხმარება). თუ ადვილად იძინებთ, მთელი ღამე მშვიდად გძინავთ და დილით თავს ენერგიულად და დასვენებულად გრძნობთ, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ კვების რაციონის კუთხით ყველაფერი წესრიგშია.