/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ყველაზე საშიში დაავადებების ტოპ-10

ყველაზე საშიში დაავადებების ტოპ-10
მიუხედავად მედიცინისა და ტექნოლოგიების პროგრესისა, მსოფლიოში კვლავ არსებობს დაავადებები, რომლებიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ზოგიერთი მათგანი

სწრაფად პროგრესირებს და რთულად დიაგნოსტირდება, სხვები კი მკურნალობის მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. ამ ტოპ-10 სიაში თავმოყრილია ისეთი დაავადებები, რომლებიც არა მხოლოდ ფატალური შედეგებით, არამედ გლობალურობითაც გამოირჩევიან

1. აივ/შიდსი

  • იმუნოდეფიციტის ვირუსით ადამიანის ინფიცირებისას დაავადების უკანასკნელი სტადია დაახლოებით ათი წლის შემდეგ დგება. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი ასუსტებს იმუნურ სისტემას და გზას უხსნის სხვა ინფექციებს.

სადღეისოდ მსოფლიოში 35 მილიონზე მეტი ადამიანია აივ-ინფექციის მატარებელი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აფრიკაში, საჰარის სამხრეთ ნაწილში წარმოიშვა და მე-19 საუკუნის ბოლოს ან მე-20 საუკუნის დასაწყისში გადავიდა ადამიანზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვირუსი შეიძლება გავრცელდეს არასტერილური ნემსით ინექციის, სქესობრივი აქტის, დასნებოვნებული სისხლის გადასხმის დროს ან დედისგან გადაედოს შვილს ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

2. გრიპი

  • გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა. ის მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების ჯგუფში შედის. პერიოდულად ვრცელდება ეპიდემიებისა და პანდემიების სახით.

ჯანმოს ინფორმაციით, სეზონური ეპიდემიების დროს ვირუსის ყველა სახეობით გამოწვეული ინფექციის შედეგად 250-დან 500 ათასამდე ადამიანი იღუპება. ზოგჯერ მსხვერპლთა რიცხვი წლის განმავლობაში მილიონსაც აღწევს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

გრიპი ყველა ასაკის ადამიანს უტევს, თუმცა გარდაცვლილთა უმრავლესობა 65 წელსაა გადაცილებული. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია. დაავადება გადამდებია დაავადების პირველივე საათებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

3. მალარია

  • მალარია ადამიანს მალარიის გადამტანი კოღოს ნაკბენით გადაეცემა. ახასიათებს ციებ-ცხელება, სპლენომეგალია (ელენთის გადიდება), ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება), ანემია.

ყოველწლიურად აღირიცხება ადამიანის მალარიით დასნებოვნების 350-500 მილიონი შემთხვევა, რომელთაგან 1,5-3 მილიონი სიკვდილით სრულდება. შემთხვევათა 85-90% აფრიკაში ფიქსირდება. ვარაუდობენ, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში სიკვდილიანობა ორჯერ მოიმატებს.

მალარიის გავრცელების ადგილებში ცხოვრობს დაახლოებით 2,4 მილიარდი კაცი, რაც დედამიწის მოსახლეობის 34%-ია. ამჟამად ინფექციურ დაავადებებს შორის მალარია სიკვდილიანობის მაჩვენებლის პირველ ადგილს იკავებს.

4. ჰეპატიტი

  • ეს ღვიძლის ქსოვილის ანთებადი (დიფუზური ან კეროვანი) დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.

გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ ჰეპატიტებს, ღვიძლის ვირუსულ დაზიანებებს: A, B, C, D, E ჰეპატიტებს.

A ჰეპატიტი ნაკლებად საშიშია, ხოლო ჰეპატიტის დანარჩენი ფორმები საკმად მძიმედ მიმდინარეობს. ჯანმოს ინფორმაციით, B ჰეპატიტით მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანია ინფიცირებული. ყოველწლიურად ამ დაავადებით 600 ათასი კაცი კვდება.

5. ტუბერკულოზი

  • ტუბერკულოზი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. განასხვავებენ მის ღია და დახურულ ფორმებს.

ჯანმოს ინფორმაციით, ამჟამად ტუბერკულოზით დაავადებულია დაახლოებით 2 მილიარდი კაცი. ყოველწლიურად ავადდება 9 მილიონი. მათგან 3 მილიონი სხვადასხვა გართულებით კვდება. დაავადებულთა შორის ჭარბობენ 18-დან 26 წლამდე ასაკის ადამიანები.

6. პნევმონია

  • პნევმონია ალვეოლების დაზიანებით მიმდინარე ფილტვის ქსოვილის ანთებაა. მისი განვითარების რისკფაქტორებია: მოწევა და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, გულის უკმარისობა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაციები, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.

პროგნოზი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ, წესისამებრ, კეთილსაიმედოა, თუმცა არაადეკვატური თერაპიის ან იმუნოდეფიციტის შემთხვევაში პნევმონია შესაძლოა ლეტალურად დამთავრდეს.

7. აფრიკული ტრიპანოსომოზი

  • აფრიკული ტრიპანოსომოზი, იგივე ძილის დაავადება, ადამიანებისა და ცხოველების დაავადებაა, რომელსაც პარაზიტი ტრიპანოსომა იწვევს. მისი გადამტანია ბუზი ცეცე.

სადღეისოდ ამ პარაზიტით 50-70 ათასი ადამიანია დასნებოვნებული. ცეცეს კბენის შემდეგ საინკუბაციო პერიოდი 1-3 კვირას გრძელდება.

პირველი სიმპტომებია ციებ-ცხელების შეტევა, თავისა და სახსრების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების ძლიერი გადიდება. თუ მკურნალობა მალევე არ დაიწყო, დაავადება პროგრესირებს და იწვევს ანემიას. ირღვევა გულის, თირკმელებისა და ენდოკრინული სისტემის მუშაობა და საბოლოოდ ადამიანი კვდება.

8. ტიფი

  • ტიფი საერთო სახელწოდებაა რამდენიმე ინფექციური დაავადებისა, რომლებსაც მაღალი ტემპერატურისა და ინტოქსიკაციის ფონზე ცნობიერების დარღვევა ახასიათებს. შედარებით მეტადაა ცნობილი შებრუნებითი ტიფი, მუცლის ტიფი, პარტახტიანი ტიფი და სხვა.

სადღეისოდ ეს დაავადება უმთავრესად აზიისა და აფრიკის ქვეყნებში გვხვდება.

9. გონორეა

  • ეს დაავადება ადამიანს სქესობრივი გზით გადაეცემა და შარდსასქესო გზების ლორწოვან გარსებს აზიანებს. კლინიკური სიმპტომები დასნებოვნებიდან 3-7 დღის შემდეგ იჩენს თავს. მიმდინარეობს მწვავედ ან ქრონიკულად.

ინფიცირებულთა ნახევარს არავითარი სიმპტომი არ აწუხებს, მეტადრე - დაავადების დასაწყისში. დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობისკენ მიდრეკილება უფრო ქალებთან შეინიშნება.

10. ანტიბიოტიკრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი

  • ეს არის ბაქტერია, რომელიც ადამიანის ძნელად განსაკურნებელ დაავადებებს იწვევს, მაგალითად, ისეთს, როგორებიცაა სეფსისი, ფილტვების ანთება და სხვა. უმეტესად ამ ბაქტერიითაა გამოწვეული საავადმყოფოსშიდა ინფექციები.

იმუნიტეტდასუსტებულ და ღია ჭრილობების მქონე პაციენტებს ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. საავადმყოფოს პერსონალმა, რომელიც სათანადოდ არ იცავს სანიტარიულ წესებს, შესაძლოა ინფექცია პაციენტისგან პაციენტზე გადაიტანოს.

მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან: დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირები (აივ ინფექცია/შიდსის მქონე, ორგანოგადანერგილი პაციენტები, კიბოთი, მძიმე ასთმით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები), ადამიანები, რომლებიც საინექციო ნარკოტიკებს მოიხმარენ და სხვა.

კომენტარები (1)
manana
რას ნიშნავს LP/A/ ხოლესტერინი და როგორ ვუმკურნალოთ?
თარიღი : 30-05-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ყველაზე საშიში დაავადებების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები