ჭარბი წონა მხოლოდ მსუნაგობის ბრალი როდია

ალბათობა, მოზარდ ასაკში ჭარბი წონა აკრიფოს, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთაც 10 საათზე მეტხანს სძინავთ. ძილი მოზარდთა წონაზე მოქმედი ერთადერთი ფაქტორი არ არის.
პირველკლასელებს ასეთი გამოკვლევა ჩაუტარეს: გამოჰკითხეს, საუზმობდნენ თუ არა სკოლაში წასვლამდე ან რამდენჯერ ახერხებდნენ წახემსებას დღის განმავლობაში, უყურებდნენ თუ არა ტელევიზორს დღეში 2 საათზე მეტხანს, ჰქონდათ თუ არა ჭარბი წონა მათ მშობლებს. დადებითი პასუხი ერთი ქულით ფასდებოდა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მათ შორის, ვინც ყველა კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა, მეოთხე კლასში სიმსუქნე მხოლოდ 5%-ს აღენიშნებოდა, ხოლო მათ შორის, ვინც 4 ქულა მოაგროვა, ეს მაჩვენებელი 4-ჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა.
ამ გამოკვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია პატარაობიდანვე დღის რეჟიმისა და კვების სწორად ორგანიზება. მშობლებო, გახსოვდეთ: სიმსუქნე მხოლოდ ზედმეტი კილოგრამები არ არის. ის მძიმე დაავადებების - ჰიპერტენზიისა და დიაბეტის ხელშემწყობი ფაქტორია.