ჭარბი წონა - ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტის შედეგი
ხშირად ჭარბი წონა არა მარტო ჭარბი კალორიების მიღებაზე, არამედ ვიტამინებისა და მინერალების შესაძლო დეფიციტზე ან/და ჰორმონალურ დისბალანსზე მიუთითებს.
ნუტრიენტები არის საკვები პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და სხვ.), რომლებიც ორგანიზმის მიერ გამოიყენება თავისი ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად;
გარკვეული ვიტამინების, მინერალებისა და ჰორმონების დეფიციტი იწვევს მეტაბოლურ დარღვევებს, რაც გავლენას ახდენს სხეულის ბუნებრივ უნარზე მართოს წონონა.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა, კონკრეტული საკვები ნივთიერების დეფიციტი ჭარბი წონის მიზეზია თუ შედეგი, თუ ორივე ერთად. და თუ ეს არის მიზეზი, დეფიციტის აღმოფხვრა დაგვეხმარება წონის დაკლებაში?
არსებობს სიმსუქნის შენთხვევაში საკვები ნივთიერებების დეფიციტის თეორია, რისი მიხედვითაც საკვები ნივთიერებების დეფიციტი ხელს უწყობს წონის მატებას, რადგან სხეული გკარნახობთ, რომ გააგრძელოთ ჭამა, სანამ თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილება მიკრონუტრიენტებზე სრულად არ დაკმაყოფილდება და ეს ხდება მაშინაც კი, თუ თქვენ მოიხმართ ძალიან ბევრ კალორიას. ამ თეორიის თანახმად, კვების კორექტირება დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში, მაგრამ არსებობს მრავალი სირთულე (მაგალითად, დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს მალაბსორბციით და არა დიეტური დეფიციტით).
ჭარბ წონასა და საკვებ ნივთიერებების დეფიციტს შორის კავშირის შესწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა ხარისხის სიმსუქნის მქონე ადამიანებს აქვთ შემდეგი საკვები ნივთიერებების დეფიციტი: ვიტამინები A, D, B1, B12, ფოლიუმის მჟავა, მაგნიუმის მინერალები, რკინა, თუთია, სპილენძი.
D ვიტამინის დეფიციტი
ჭარბწონიან ადამიანებში D ვიტამინის დეფიციტი 35%-ით მეტია, ვიდრე ნორმალური წონის ადამიანებში. ეს საშიშია, რადგან D ვიტამინის დეფიციტი არის გულის დაავადების, ძვლის მასის კარგვის, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევის, მეტაბოლური სინდრომის, დიაბეტის და სიმსუქნესთან დაკავშირებული ყველა სხვა სახის ქრონიკული დაავადების რისკის ფაქტორი. ასევე შესაძლებელია, რომ D ვიტამინის დეფიციტმა თავადაც ხელი შეუწყოს ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას და სიმსუქნე<-> დეფიციტს მანკიერ წრედ ქცევას.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ჭარბი ცხიმოვანი ჩანართები ორგანიზმში „იპარავენ“ ვიტამინ D-ს. შესაძლოა, სიმსუქნისას ორგანიზმში მიმდინარე რთული ქიმიური პროცესის გამო, ჭარბი ცხიმი დამატებით მოითხოვს დიდი რაოდენობით D ვიტამინს, რაც ამცირებს სხვა პროცესებისთვის ხელმისაწვდომ რაოდენობას.
B ვიტამინებისა და რკინის დეფიციტი
ჭარბწონიან ადამიანებს ასევე ხშირად აქვთ B ვიტამინების (B1, B12, ფოლიუმის მჟავა) და რკინის დეფიციტი.
კვლევებით არ დადგინდა ვიტამინი B-სა და რკინის დეფიციტის გამო წონის მატებას პირდაპირი მექანიზმის არსებობა. თუმცა, მეცნიერები თვკუან, რომ წონის მატება შეიძლება ირიბად გამოწვეული იყოს ანემიით. ესაა დაავადება, რომლის დროსაც სისხლს ორგამოებთან ვერ მიაქვს საკმარის ჟანგბადს. ახასიათებს აპათია, ქრონიკული დაღლილობა და ფიზიკური სისუსტე. ამან შეიძლება გაართულოს წონის დაკლება, უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანს უჭირს ადგომა და საქმის კეთება და მით უმეტეს, ფიზიკური აქტივობა.
მაგნიუმის დეფიციტი
მეცნიერებმა დაადგინეს პირდაპირი კავშირი მაგნიუმის დეფიციტსა და ჭარბ წონას შორის. 7 წლიანი კვლევით, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა წონის 18000 ზრდასრული ადამიანი, დაადგინა, რომ რაც უფრო ჭარბი წონა აქცს ადამიანს, მით მეტი მაგნიუმის დეფიციტი აქვს.
მაგნიუმი მრავალი ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა- სისხლში გლუკოზის დონის რეგულირება.
იმის გასაგებად, თუ როგორ შეუძლია მაგნიუმნა გავლენა მოახდინოს სხეულის წონაზე, უნდა გავიხსენოთ ინსულინრეზისტენტობა. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს გლუკოზის გადასვლას (ტრანსპორტირებას) სისხლიდან ორგანოთა უჯრედებში. როდესაც ადამიანი ინსულინის მიმართ რეზისტენტულია, მის სხეულს სჭირდება მეტი ჰორმონის გამომუშავება. რა თქმა უნდა, ეს აიძულებს ადამიანს მოიხმაროს მეტი საკვები ამ გლუკოზის მისაღებად, რაც, თავის მხრივ, იწვევს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას.
სპილენძისა და თუთიის დეფიციტი
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სპილენძი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმის მეტაბოლიზმში. ამ მიკროელემენტის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ცხიმის დაგროვება და წონის მომატება.
თუთიის დეფიციტიც ხელს უწყობს წონის მატებას და ზოგჯერ მკვეთრ „ვარდნას“ - ადამიანმა შეიძლება კვირაში რამდენიმე კილოგრამი დაიკლოს დიდი ძალისხმევის გარეშე, მაგრამ კიდევ ერთი კვირის შემდეგ ეს კილოგრამები უკან უბრუნდება, თუმცა ამ პერიოდში დიეტა და ცხოვრების წესი არ იცვლება.
უნდა გვახსოვდეს, რომ დიეტაში გარკვეული ვიტამინების ან მინერალების უბრალოდ დამატება არ არის ჭარბი წონის პრობლემის გადაწყვეტა და შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, პრობლემა გაუარესდეს კიდეც. ვინაიდან ჭარბი წონის პრობლემა კომპლექსურია, აუცილებელია წინასწარი გამოკვლევა და ექიმთან კონსულტაცია.