ძილი და ჯანმრთელობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */
ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დღეს ყველამ კარგად იცის, რომ სრულფასოვანი ძილი ჯანმრთელობის ერთ-ერთი საფუძველია. სამწუხაროდ, თანამედროვეობის მასშტაბურ პრობლემათა შორის უძილობა და, საზოგადოდ, ძილის დარღვევები ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. არც არის გასაკვირი - თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმი, მეტისმეტად სწრაფი ტემპი, ინფორმაციის ულევი ნაკადი, უამრავი გამღიზიანებელი ფაქტორი ფიტავს ადამიანის ფსიქიკას, ანგრევს ჯანმრთელობას.
ძილის დარღვევას და უძილობას დღეს ბევრი უჩივის. შედეგად მიიღება ძალთა განლევა, დაღლილობის შეგრძნება, მოდუნება, გაფანტულობა, პასიურობა, გაღიზიანებადობა, პესიმიზმი, განგაშის განცდა... უკვე არაერთი გამოკვლევითაა დადასტურებული, რომ თუ ადამიანს დიდი ხნით მოვწყვეტთ ძილს, მას მძიმე ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევები განუვითარდება, მაგალითად, თავის ტკივილი, კუნთების კანკალი, მეხსიერების გაუარესება და მისი ხანმოკლე დაკარგვაც კი, შესაძლოა, ჰალუცინაციებიც. ცნობილია ისიც, რომ მუდმივი გამოუძინებლობა ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს, ხელს უწყობს დეპრესიის, სხვადასხვა ფობიის აღმოცენებას, დასაბამს აძლევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ამიტომ სრულფასოვანი ძილი, მასზე შეგნებულად ზრუნვა აუცილებელია.
ძილის რეჟიმი ყოველ ჩვენგანს ინდივიდუალური აქვს. მისთვის ოპტიმალური რეჟიმი ადამიანმა თავად უნდა შეიმუშაოს და, რაც მთავარია, მკაცრად დაიცვას. ამის შედეგად გაუმჯობესდება ფიზიკური შეგრძნებები, ემოციური მდგომარეობა. ძილის მოწესრიგებული რეჟიმი, საზოგადოდ, სრულფასოვანი ძილი უამრავი დაავადების პროფილაქტიკის საშუალებაა.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ჯანსაღი და ეფექტური ძილისათვის