/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

გადავაბიჯოთ ჩვილობიდან ბავშვობაში

გადავაბიჯოთ ჩვილობიდან ბავშვობაში
პატარას უკვე შეუსრულდა ერთი წელი. მან თამამად უნდა გადადგას ნაბიჯი ჩვილობიდან ბავშვობისკენ, ჩვენ კი ამაში უნდა დავეხმაროთ.

ცვლილებების დროაბავშვის ბიოლოგიური ასაკი, რომელიც ორგანიზმის სიმწიფის დონით განისაზღვრება, ყოველთვის არ ემთხვევა კალენდარულს. გამორიცხული არ არის, რომ კალენდარული ასაკით ბავშვობა დაიწყო, მაგრამ პატარას არ ეთმობა ჩვილობა. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას ამ ახალი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მოძრაობითი საფეხურის გადალახვაში.

ზოგისთვის გარდამავალი პერიოდი წლინახევრამდე ან 2 წლამდე გრძელდება. პატარებს შორის განსხვავება შესამჩნევია განსაკუთრებით მეორე წლის პირველ თვეებში. ზოგი მთელ წინადადებებს წარმოთქვამს და თამამად დააბაკუნებს ოთახში, ზოგი კი მხოლოდ ცალკეული სიტყვების წარმოთქმას ცდილობს და ხელჩაკიდებული დადის. მშობლები ღელავენ, მაგრამ თუ პედიატრმა და ნევროლოგმა ბავშვის განვითარებაში შეფერხება ვერ აღმოაჩინეს, საშიში არაფერია.

  • დავიცვათ ტრავმებისგან

სიცოცხლის მეორე წელს იზრდება ტრავმირების რისკი. ახალფეხადგმული ბავშვი ცდილობს, ჩქარა იაროს, რაც მას წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. მოკლე-მოკლე და ჩქარი ნაბიჯებით სიარულისას ოდნავ წინ წახრილი მოძრაობს და დაბრკოლებებს, რომლებიც წინ ეღობება, გვერდს ვერ უვლის. აბა, სთხოვეთ, იცეკვოს - ის ჯერ ფეხების ბაკუნს დაიწყებს, მერე კი ტაშის კვრას. ხელ-ფეხის ერთდროული, სინქრონული მოძრაობა მისთვის რთულია. ამიტომაც უჭირს, გვერდი აუაროს ან გვერდზე გასწიოს საგნები, რომლებიც გზას უღობავს, დაცემისას კი ხელების მოშველიებით შეიმაგროს თავი.

  • ვიხტუნოთ ერთად!

ამ ასაკში პატარას ემოციური და მოძრაობითი აქტიურობა მომატებული აქვს, ამიტომ საჭიროა, სწორად შევურჩიოთ დღის რეჟიმი. ბავშვმა დღისით ორჯერ უნდა დაიძინოს - 1,5-2 საათით. სულ კი დღე-ღამეში 13-14 საათი უნდა ეძინოს. ძილისა და სიფხიზლის ეპიზოდები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს ანუ ბავშვი ერთსა და იმავე დროს უნდა იძინებდეს, რათა ძალების სრული აღდგენისთვის საკმარისი დრო ჰქონდეს.

ბავშვთან ერთად ივარჯიშეთ - ვარჯიში მას კოორდინაციას გამოუმუშავებს და მოძრაობისას თავდაჯერებას შემატებს. აიღეთ საშუალო ზომის ბურთი და ესროლეთ ბავშვს ისე, რომ დაიჭიროს, მერე კი სთხოვეთ, ახლა მან გესროლოთ თქვენ. ასწავლეთ იატაკზე დადებულ ჯოხზე გადაბიჯება, პატარა კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა, ჯოხის გასწვრივ სიარული ისე, რომ მას ფეხი არ დააბიჯოს. მხიარულ თამაშ-ვარჯიშს დღეში რამდენიმეჯერ 10-10 წუთი დაუთმეთ. შეგიძლიათ, დატვირთვა თანდათან გაზარდოთ, ისე, რომ პატარა არ დაიძაბოს - პირიქით, თამაშში სიამოვნებით აგყვეთ.

  • თვალებიც განზე გაურბის!

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმდბიᲗ.მყავს 18 Თვის ბავᲨვი.მყარად ისევ ვერ დგება და ვერ დადის Თავად დაყრდნობის გარეᲨე Თუმცა რიცა რამეს ეხება დადის მაგრამ უმეტესად ხოხავს Თან სწრაფად.ამის გამი მუხლები დაუწიᲗლდა და დაულურჯდა..რა წავუსვაᲗ რომელი კრემი? დაბეᲟილიბამ რომ გაუაროს?</p>

2-3 წლამდე თვალების შეთანხმებული მოძრაობა ჩამოუყალიბებელია და თვალები პატარებს ხშირად აქეთ-იქით გაურბით. თუ 3 წლისთვის ეს არ გამოსწორდა, უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს - თვალის ექიმს. სიელმე ბავშვებში იშვიათი როდია - ყოველ ას ბავშვზე 1-2 შემთხვევა მოდის. ოფთალმოლოგის ჩარევაა საჭირო მაშინაც, თუ ნახატებიანი წიგნების თვალიერებისას ბავშვი ცდილობს, თვალებთან მიიტანოს ნახატი ან გვერდულად, ცალი თვალით უყურებს, ასევე - მის თვალწინ მოძრავ სათამაშოს თვალს კი არ აყოლებს, არამედ თავს ატრიალებს აქეთ-იქით.

გირჩევთ, ასეთი მცირე ასაკიდან ნუ მიაჩვევთ პატარას ტელევიზორის, კომპიუტერის ყურებას - აქაოდა, ნაკლებს იმოძრავებს და ხელს აღარ შეგვიშლისო.

  • აუცილებელი დისპანსერიზაცია

ასევე დაგაინტერესებთ
როგორი უნდა იყოს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება სხვადასხვა ასაკში
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?

როგორც კი ერთი წელი შეუსრულდება, ანუ ჩვილობიდან ბავშვობაში გადააბიჯებს, ბავშვმა დისპანსერიზაცია უნდა გაიაროს. იგი ანალიზებით იწყება. ძირითადი მაჩვენებელი სისხლში ჰემოგლობინის (HB) დონეა. ჰემოგლობინის საშუალებით მარაგდება ჩვენი უჯრედები ასე საჭირო ჟანგბადით. თუ ქსოვილები არასაკმარისი ოდენობით იღებენ ჟანგბადს, ვითარდება რკინადეფიციტური ანემია.

  • ანემიის საწინააღმდეგოდ

ანემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - სიფითრე, მოდუნება, მადის დაქვეითება - თავდაპირველად შესაძლოა არც კი შეინიშნებოდეს, მაგრამ სისხლის ანალიზი გამოავლენს ანემიას და თუ დროულად არ ვიღონეთ რამე, ის ბავშვის ზოგად მდგომარეობაზეც აისახება. რკინის ძირითადი წყაროა ხორცი. ბავშვის რაციონი ამ პროდუქტით დროულად, 8 თვიდან უნდა გავამდიდროთ. აუცილებელია ხილი და ბოსტნეულიც. რაციონში მათი დაგვიანებით ჩართვაC ვიტამინის ნაკლებობასაც განაპირობებს, ეს ვიტამინი კი, როგორც ცნობილია, ორგანიზმს რკინის ათვისებაში ეხმარება.

  • ტესტი თირკმელებისთვის

ჩვილის თირკმელებს განვითარება ჯერ არ დაუსრულებიათ, ამიტომ ნებისმიერ დაავადებაზე ადვილად რეაგირებენ. ჩვეულებრივი გაციება შესაძლოა თირკმლის ფიალების ანთებით გართულდეს. ამიტომ აუცილებელია შარდის საერთო ანალიზის ჩაბარება. იგი გამოავლენს თირკმლის ფარულ პათოლოგიას.

  • პირველი სინჯი

ერთი წლის პატარას ჩაუტარებენ მანტუს სინჯს, რათა გაირკვეს, ჩამოუყალიბდა თუ არა მას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თავდაცვითი რეაქცია. სინჯის შედეგის შეფასება მშობელს არ შეუძლია, ამიტომ იგი უნდა აჩვენონ ექიმს. მანამდე კი ბავშვის დაბანა არ შეიძლება. ნუ დაუსველებთ ხელ-პირის ბანისას სინჯის ადგილს - ეს წაშლის ჭეშმარიტ სურათს.

  • საექიმო შემოვლა

პატარას სჭირდება ორთოპედისა და ნევროლოგის კონსულტაციები. ოფთალმოლოგი შეუმოწმებს მხედველობას, დაუთვალიერებს თვალის ფსკერს. ეს საშუალებას იძლევა, შეფასდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობაც. ბავშვი უნდა აჩვენოთ ოტოლარინგოლოგსაც - ყელ-ყურის ექიმს, მით უმეტეს - თუ ხშირად ავადმყოფობს, აქვს სურდო ან შუა ყურის ანთება, სძინავს პირღიას და ძილის დროს ხვრინავს, უჭირს ცხვირით სუნთქვა. ამ ჩივილების გამო ირღვევა სახის ძვლების, ქვედა ყბისა და კბილების აპარატის განვითარება, ამიტომ ყელ-ყურის ექიმთან ერთად უნდა მიუყვანოთ პატარა ორთოდონტსაც. მას შეუძლია, დროულად დაადგინოს კბილების, ყბა-სახის განვითარების დარღვევის მიზეზი და გადაწყვიტოს, როდის ჯობია ამ დარღვევების აღმოფხვრა და რა მეთოდით. არასწორი თანკბილვა უარყოფითად აისახება ბავშვის მეტყველების განვითარებაზე, აუარესებს საერთო ჯანმრთელობას და აფერხებს გონებივ განვითარებას. მაშ, მოდი, დავეხმაროთ პატარას ჩვილობიდან ბავშვობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ორაგულის საიდუმლო წითელ თევზში არსებულ უნიკალურ ანტიოქსიდანტშია

თევზის რეგულარულად ჭამა საჭიროა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის შეიცავს ადვილად ასათვისებელ ცილას,
სრულად
ოქსიდაციური სტრესი - გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები

ოქსიდაციურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები ან ანთება, მაგრამ
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გადავაბიჯოთ ჩვილობიდან ბავშვობაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები