როგორი უნდა იყოს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება სხვადასხვა ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება სხვადასხვა ასაკში

1. შემეცნებითი განვითარება – ნიშნავს ბავშვის უნარს ისწავლოს და გადაჭრას პრობლემები. მაგალითად, აქ იგულისხმება ორი თვის ბავშვის მიერ გარემოს შესწავლა ხელებისა და თვალების მეშვეობით, ან ხუთი წლის ბავშვის მიერ მარტივ მათემატიკურ პრობლემასთან გამკლავების სწავლა.

2. სოციალური და ემოციური განვითარება – ნიშნავს ბავშვის უნარს, იურთიერთოს სხვებთან, მათ შორის, თავისი თავის დახმარებას და თვითკონტროლს. ამ ტიპის განვითარების მაგალითებია: ექვსი კვირის ბავშვის ღიმილი, ათი თვის ბავშვის დამშვიდობებისას ხელის დაქნევა, ხუთი წლის ბავშვის მიერ სკოლის თამაშებში რიგითობის დაცვა.

3. მეტყველებისა და ენის განვითარება – ნიშნავს ბავშვის უნარს, გაიგოს და გამოიყენოს ენა. მაგალითად, 12 თვის ბავშვის მიერ პირველი სიტყვების წარმოთქმა, ორი წლის ბავშვის მიერ თავისი სხეულის ნაწილების დასახელება, ხუთი წლის ბავშვის მიერ სწორად ლაპარაკის სწავლა („ფეხები“ და არა „ფეხნი“).

4. წვრილი მოტორული უნარების განვითარება – ნიშნავს ბავშვის მიერ მცირე კუნთების, განსაკუთრებით, ხელებისა და თითების გამოყენებას მცირე საგნების ასაღებად, კოვზის დასაჭერად, წიგნის გადასაფურცლად, ფერადი ფანქრით დასახატად.

5. მსხვილი მოტორული უნარების განვითარება – ნიშნავს ბავშვის მიერ დიდი კუნთების გამოყენებას. მაგალითად, ექვსი თვის ბავშვი სწავლობს დახმარებით ჯდომას, 12 თვის ბავშვი ცდილობს დადგეს ავეჯზე დაყრდნობით, ხუთი წლის ბავშვი სწავლობს ხტომას.

უხეში მოტორული, ნატიფი მოტორული მეტყველება სოციალური/ადაპტაციური

1 თვე – მუცელზე დაწოლილი წევს თავს, თვალებით შუაში ფიქსაცია, გამოსცემს ხმებს, უყურებს სახეებს, იღიმება ზოგადად 6 კვირისთვის.

2 თვე – თავს წევს 45° და მუცელზე წოლისას შლის ხელებს, თვალების ფიქსაცია მცირე ზომის საგნებზე, ეჭიდება ტანსაცმელს, ღუღუნებს, ზოგადი ღიმილი.

4 თვე – მუცელზე დაწოლილს შეუძლია თავისა და სხეულის ზედა ნაწილის აწევა, თავი არ ჩამორჩება, მუცლიდან ზურგზე გადაგორება, ხელები ერთად, ნივთებს იდებს პირში, ხმაზე პასუხობს, კივის, ხელებით თამაშობს, ნებაყოფლობით უშვებს საგნებს ხელს.

6 თვე – შეუძლია დახმარების გარეშე წამოჯდომა, მიიწევს სათამაშოებისკენ, აქვს ულნარული მოჭიდების უნარი, გამოსცემს ბგერებს, რეაგირებს სახელზე, იმიტირებს სხვადასხვა ხმებს, უცხოების გარემოში შფოთავს.

8 თვე – დახმარებით დგება, საგნები ერთი ხელიდან მეორე ხელში გადააქვს. მამა/დედა (არამიზანმიმართულად).

8.5 თვე – ხელის ქნევით დამშვიდობება.

9 თვე – ცოცავს, სხეულს სწევს ავეჯისკენ, ხელით იღებს საგნებს (ნატიფად არა), გაუგებარ სიტყვებს ამბობს, ზომის მიხედვით ალაგებს საგნებს ერთმანეთში, განიცდის მშობლებისგან დაშორებას.

10 თვე 11 თვისთვის დადის მოკლე მანძილზე ერთი საგნიდან მეორე საგნამდე, მიზანმიმართულად იღებს საგნებს თითებით (Pincer Grasp), მამა/დედა (მიზანმიმართულად) თამაშობს „ჭიტას“.

12 თვე – მარტო ან დახმარებით დადის, იცის რამდენიმე სიტყვა, ამბობს მამა/დედა, ჭიქიდან სვამს.

15 თვე – კარგად დადის, შეუძლია უკუსვლა, ბღაჯნის, 2-3 კუბიკიან კოშკებს აშენებს, თითს იშვერს, მარტივ მითითებებს ასრულებს, ეხუტება მშობლებს, იყენებს კოვზს/ჩანგალს, იხდის ტანსაცმელს.

18 თვე – დარბის, ადის კიბეებზე, ბურთს ურტყამს ფეხს, 3-4 კუბიკიან კოშკებს აშენებს, ამბობს 10 სიტყვას, დამოუკიდებლად ჭამს, დახმარებით იხეხავს კბილებს, შეუძლია სხეულის სხვადსხვა ნაწილზე მითითება.

2 წელი – ადის და ჩადის კიბეებზე, თავის ზემოდან ისვრის ბურთს, დახტის, შეუძლია ფანქრით ხაზვის ინიცირება, 6 კუბიკიან კოშკებს აშენებს, ამბობს 2-3 სიტყვიან ფრაზებს, მეტყველების 25% გასაგებია, ისმენს ზღაპრებს, შეუძლია პარალელური თამაში.

2.5 წელი – ფეხის წვერებზე დადის, 8 კუბიკიან კოშკებს აშენებს, იცის სახელი, მეტყველების 50% გასაგებია, ღამე მშრალია, 2-3 წლისთვის გაწვრთნილია.

3 წელი – კიბეებზე ადის ფეხების მონაცვლეობით, ერთ ფეხზე დგება, დადის სამბორბლიანი ველოსიპედით, შეუძლია წრისა და ჯვრის ფორმის გადახატვა, ირჩევს, მემარჯვენეა თუ მემარცხენე. ამბობს 3 სიტყვიან ფრაზებს, იცის საკუთარი ასაკი და სქესი, მეტყველების 75% გასაგებია, სხვებთან ერთად თამაშობს, უზიარებს სხვებს სათამაშოებს, ნაწილობრივ იცვამს ტანსაცმელს.

4 წელი – ერთ ფეხზე ხტუნაობს, შეუძლია ოთხკუთხედის გადახატვა, მაკრატლის გამოყენება, ყვება ზღაპარს, სხვამს კითხვებს, იცის თავისი სახელი და გვარი, მეტყველების 90% გასაგებია. შეუძლია ინტერაქციული თამაში, სხვადასხვა პერსონაჟის თამაში, დამოუკიდებლად დადის საპირფარეშოში, დამოუკიდებლად იცვამს, დამოუკიდებლად იხეხავს კბილებს.

5 წელი – შეუძლია ხტომა, დადის დამხმარე ბორბლების მქონე ორბორბლიანი ველოსიპედით, შეუძლია სამკუთედის გადახატვა, ფეხსაცმლის თასმის შეკვრა, სახელის დაწერა, ხატავს ადამიანს (6 ნაწილით), ასახელებს 4 ფერს, აქვს გასაგები მეტყველება, შეუძლია ანბანის ჩამოთვლა, თამაშობს წესებიან შეჯიბრებებში.

შუა ბავშვობა ბავშვის სკოლაში შესვლის პერიოდიდან იწყება, საშუალოდ, 6 წლის ასაკიდან და 11 წლამდე, წინა პუბერტატის ასაკამდე გრძელდება. ბავშვობის ეს პერიოდი ხასიათდება განსაკუთრებული სილაღით, ცნობისმოყვარეობით, შემეცნების სიყვარულით, მოქნილი, კოორდინირებული მოძრაობის სწრაფი განვითარებით, აზროვნების პროცესების თვისებრივი ცვლილებებით, ნებელობისა და თვითმართვის უნარის განვითარებით.

შუა ბავშვობა დაწყებითი სკოლის ბოლომდე გრძელდება. ამ პერიოდში იწყებს ბავშვი წერა-კითხვის და მათემატიკის სწავლას, აკადემიურ ჩვევებში დაოსტატებას, უვითარდება ჯგუფთან მიკუთვნების განცდა, მეგობრული ურთიერთობის დამყარების სურვილი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდს თავისი სირთულეები ახლავს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მშობელმა და მასწავლებელმა იმისათვის, რომ ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების განვითარებას და მის ემოციურ კარგად ყოფნას შეუწყოს ხელი.

6 წელი და მისი თავისებურებები:

კვლევების მიხედვით, 6 წელი კრიზისული პერიოდია ბავშვის განვითარებაში, რადგან ამ დროისთვის მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. ბავშვი მიდის სკოლაში, თამაშიდან გადადის დასწავლის აქტივობაზე, მან უნდა მოთხოვნით გააკეთოს ისეთი დავალებები, რაც ნაკლებად სასიამოვნო შეიძლება იყოს მისთვის. სასკოლო გარემო და მისი მოთხოვნები ბავშვისთვის უცხო და სრულიად ახალია. იმისათვის, რომ ბავშვი ადვილად შეეგუოს ახალ გარემოს და მისთვის ნაკლებად სტრესული აღმოჩნდეს სასკოლო სიტუაცია, ის მზად უნდა იყოს სკოლისათვის.

ამ პერიოდისათვის მეტად მნიშვნელოვანია სასკოლო მზაობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვს განვითარებული უნდა ჰქონდეს ის უნარები, რაც აუცილებელია წერა–კითხვისა და მათემატიკის ასათვისებლად, ასევე მოთხოვნების შესასრულებლად, გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრაციისათვის. ამას გარდა, აუცილებელია ბავშვს შეეძლოს დაბრკოლების გადალახვა, წარუმატებლობასთან გამკლავება და ჯგუფში წესების მიხედვით მოქმედება. შესაბამისად, სასკოლო მზაობა მოიცავს ბავშვის როგორც შემეცნებითი და აზროვნების სფეროს, ასევე შეგრძნებებისა და მოძრაობების, ემოციური სფეროსა და ნებელობის მზაობასაც.

7 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები:

ეს ასაკი აღარ არის კრიზისული. ბავშვს უკვე გავლილი აქვს ახალ სიტუაციასთან ადაპტაციის პერიოდი და მობილიზებული აქვს სასკოლო აქტივობისათვის საჭირო რესურსები.

8-11 წლის ბავშვის განვითარების თავისებურებები:

  • თანატოლებთან ურთიერთობისა და თამაშის უფრო მეტი ინტერესი აქვს;
  • უკვე ჰყავს რამდენიმე გამორჩეული მეგობარი;
  • უყალიბდება მორალური ღირებულებები და შეუძლია იმსჯელოს მისაღებ და მიუღებელ, „კარგ“ და „ცუდ“ ქცევაზე;
  • შფოთავს მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის მხრიდან მოლოდინის გაცრუების გამო;
  • ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ცდილობს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები;
  • ლოგიკურად მსჯელობს და უვითარდება კონკრეტული ოპერაციების დონეზე პრობლემის გადაჭრის უნარები.

წესების დაცვისა და შესრულების ჩამოყალიბება:

  • 6-7 წელი: წესებზე დამორჩილება: ბავშვს ესმის წესის მნიშვნელობა და დანიშნულება და მისი შესაბამის სიტუაციაში გამოყენების აუცილებლობა; ბავშვმა იცის, რომ წესი უცვლელია კონკრეტულ სიტუაციაში და რა მოჰყვება ამ წესის დაცვას.
  • 8-11 წელი: ავტორიტეტზე დაფუძნებული წესები: უფროსის ავტორიტეტს დიდი მნიშვნელობა აქვს, მისი პატივისცემით და ხათრით ბავშვი ასრულებს წესებს და მითითებებს. მისი სურვილია ასიამოვნოს ავტორიტეტს და მისგან ქება დაიმსახუროს, მის თვალში იყოს „კარგი“.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და შემეცნების განვითარება:

  • პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ შუა ბავშვობის პერიოდის თავისებურებები. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ბავშვი არ იღლება და ხალისით დადის ყველა თქვენ მიერ შეთავაზებულ წრეზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ 6-7 წლის ასაკის ბავშვის ნერვული სისტემა სწრაფად იფიტება და ერთ ჯერზე 35 წუთზე მეტი ყურადღების კონცენტრაცია არ შეუძლია.
  • 6-7 წლის ბავშვები, იმის გამო, რომ მათი მოძრაობები აქტიურად ვითარდება, მოუსვენრები და აქტიურები არიან, ზოგჯერ უფროსები თვლიან, რომ ჰიპერაქტიურებიც კი. ეს ბუნებრივია ამ ასაკისათვის და თუ ბავშვი არ უშლის სხვებს ხელს და არც დასწავლა უფერხდება, ნუ ეცდებით, რომ აიძულოთ მშვიდად ჯდომა.
  • არ არსებობს ზარმაცი და უპასუხისმგებლო პირველკლასელი. თუ ბავშვი არ იჩენს ინტერესს სწავლის მიმართ, გასარკვევია, რა უშლის ხელს მის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას;
  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის სტიმულირება, რაც გულისხმობს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებას და მასთან ერთად სულ მცირე დროით მაინც მისთვის საინტერესო თემის, თამაშისა თუ მოვლენის განხილვას;
  • ხელი შეუწყვეთ ბავშვს, დამოუკიდებლად გააკეთოს დავალებები, თუნდაც შეცდომით. უთხარით: „ვიცი, რომ შესანიშნავად შეძლებ შენ თვითონ გააკეთო. თუ გაგიჭირდა, მე დაგეხმარები“. შეაქეთ ბავშვი იმისთვის, რაც კარგად გამოუვიდა, თუ შეცდომები დაუშვა უთხარით: „მოდი, ვნახოთ ეს სხვანაირად როგორ უნდა გავაკეთოთ, აბა კიდევ სცადე“;
  • სწავლის მოტივაცია და ბავშვის მონდომება ამ ასაკში უფროსებზეა დამოკიდებული. ამიტომ აუცილებელია, რომ მშობლებისთვის შეცდომის დაშვება ლეგიტიმური იყოს და არ გაკიცხოს ბავშვი ამისთვის. ბავშვს უნდა გააგებინოთ, რომ შეცდომის დაშვების გარეშე ვერ ისწავლის და ვერ გაიგებს, რა შეუძლია და რა უნდა გააუმჯობესოს. ასე ბავშვი სწავლობს დაბრკოლების გადალახვას, ემოციურ რეგულაციას და ადეკვატური თვითშეფასება უყალიბდება;
  • შეცდომების უგულვებელყოფა და უმიზეზოდ შექებაც საზიანოა ბავშვისთვის. ასევე საზიანოა შეცდომის ბავშვის პიროვნებასთან გაიგივება და მისი შეფასება როგოც უყურადღებო, ზარმაცი, უპასუხისმგებლო ბავშვის. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეცდომის დაშვება ნორმალური მოვლენაა სწავლის პროცესში და სასარგებლოა ახალი მასალის ათვისებისას.
  • აუცილებელია ისეთი რეპლიკები, რომელთა საშუალებითაც ბავშვი მიხვდება, რომ შეცდომა ლეგიტიმურია და შეცდომის დაშვება არ ნიშნავს, რომ ის ცუდია ან ვინმეს იმედებს გაუცრუებს. კერძოდ, აღნიშნავთ შეცდომას, ან იმას, რაც არასწორად გააკეთა.
  • დავალების შემოწმების დროს, პირველ რიგში, აღნიშნეთ რა გააკეთა კარგად და მერე მიუთითეთ შეცდომებზე.
  • ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დამოკიდებულება – სახის გამომეტყველება და ტონი, როგორ აფასებთ ბავშვის მიერ გაკეთებულ დავალებას. შეცდომა უნდა იყოს ლეგიტიმური. თქვენ ბავშვისათვის ავტორიტეტი ხართ და თუ ბავშვმა შეგატყოთ, რომ უკმაყოფილო ხართ მის მიერ დაშვებული შეცდომით, ჩათვლის, რომ აღარ გიყვართ და „ცუდი ბიჭია/გოგოა“. თქვენგან უნდა გაიგოს, რომ შეცდომა გარდაუვალია სწავლის პროცესში და აუცილებელია იმისათვის, რომ მიხვდე – რა არ იცი და როგორ ისწავლო.
  • გამონახეთ დრო, კვირაში 2-ჯერ მაინც, რომ ერთად წაიკითხოთ. წიგნისა და კითხვისადმი დადებითი განწყობა მშობელთან ურთიერთობაში ყალიბდება. აუცილებლად იმსჯელეთ წაკითხულზე, ჰკითხეთ ბავშვს რა მოეწონა, თქვენი აზრიც გაუზიარეთ. ის პირველივე კლასიდან უნდა მიეჩვიოს წაკითხულის შესახებ მსჯელობას და თავისი აზრის გამოხატვას;
  • ამ ასაკის ბავშვები პრაქტიკულად, ხატოვანი შთაბეჭდილებებით სწავლობენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათთან ერთად საგანმანათლებლო ლაშქრობების, ექსკურსიების მოწყობა. თუ ამ დროს უფროსები საინტერესო ამბებს უყვებიან და ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, რაც ნახეს, წაახალისებენ შთაბეჭდილებების გაზიარებას, ასე მიღებული ცოდნა ძალიან მყარი და ფასეულია.
  • არ შეადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს, არც თავის და-ძმას. ეს უარყოფითად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე.
  • თანამედროვე ბავშვები საკმაოდ არიან მიჯაჭვული კომპიუტერზე. შუა ბავშვობის პერიოდში, ცხადია, ილუზიაა კომპიუტერის აკრძალვა, რადგან ბავშვისთვის კომპიუტერული თამაშები თანატოლებთან წარმატებული კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. ამიტომ აუცილებელია კომპიუტერი ბავშვის შემეცნების სტიმულირებისთვის გამოვიყენოთ.
  • პირველ რიგში, დააწესეთ კომპიუტერთან ურთიერთობის დრო. ბავშვთან/ბავშვებთან ერთად შეიმუშავეთ კომპიუტერის გამოყენების გრაფიკი, რომელიც უნდა შესრულდეს. ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ თუ შეთანხმებული წესი არ შესრულდა, მას მეორე დღეს არ ექნება კომპიუტერთან ურთიერთობის საშუალება. მეორე მხრივ, თუ კვირის განმავლობაში ბავშვი იცავს კომპიუტერის გამოყენების გრაფიკს, ის დაჯილდოვდება კომპიუტერზე თამაშის დამატებითი დროით კვირის ბოლოს.
  • მოუძებნეთ შემეცნებითი ვებგვერდები მისი ინტერესების გათვალისწინებით და მცირე დროით მაინც ერთად მოძებნეთ საინტერესო ინფორმაცია, მისთვის შესაფერისი თამაში. გაუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები, რაც აუცილებელია ბავშვთან ნდობის ატმოსფეროსა და მჭიდრო კონტაქტისათვის.

ბავშვის ქცევის მართვა და ემოციური რეგულაციის ხელშეწყობა

  • 8 წლის ასაკის ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმის წინასწარ ცოდნას, პროგნოზირებად სიტუაციას. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა დროს რისი გაკეთება მოუწევს და თვითონ მიეჩვიოს ამის კონტროლს. ეს ხელს უწყობს ბავშვის დამოუკიდებლობას და თვითრეგულაციის უნარის განვითარებას.

ჩამოკიდეთ მის სამუშაო მაგიდასთან ცხრილი, ასევე შეთანხმდით, რომ თვითონ მიალაგოს მაგიდა და მოიმზადოს ჩანთა. ასწავლეთ, ეს როგორ უნდა გააკეთოს. დაუშვებელია ბავშვს თქვენ ჩააცვათ და აჭამოთ იმის საბაბით, რომ გეჩქარებათ ან თვითონ ამას არა აკეთებს.