როგორ მოვარიდოთ ბავშვი კომპიუტერის მონიტორს
გამომთვლელი მანქანის, ნავიგატორის, გასართობი და ა.შ. ფუნქციით.
რა გავაკეთოთ, თუ ამ „თანამედროვე სათამაშოზე“ დამოკიდებული გახდა ბავშვი?
ცხადია, ის მას სამეცნიერო სტატიების წასაკითხად არ გამოიყენებს, უბრალოდ, მთელი დღეები ითამაშებს ან იქნება სოციალურ ქსელში. ამის შედეგად, ვითარდება სწავლისადმი სრული აპათია. უამრავი მავნე და არასაჭირო ინფორმაცია ანაგვიანებს ბავშვის ტვინს, რომელიც ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სტატისტიკით, ყოველ მეორე ოჯახშია პრობლემა, როგორ მოვაშოროთ ბავშვი კომპიუტერის მონიტორს.
ყველა ღონისძიებას უნდა მივმართოთ, რომ ეს პრობლემა სამომავლოდ არ წამოიჭრას. როგორც წესი, კომპიუტერთან შეჩვევა იწყება მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს მაქსიმალურად თავისუფალი დრო და მინიმალური ყურადღება მშობლებისგან. შესაძლებელია, რეალურ სამყაროში რაღაც სირთულეები ჰქონდეს, მას არ ჰყავს მეგობრები, ჩაკეტილია, პრობლემები აქვს სწავლაში, რომელთა დამოუკიდებლად გადაჭრასაც ვერ ახერხებს, კონფლიქტები ოჯახში. ასეთ შემთხვევაში, ის ქვეცნობიერად ეძებს სხვა სამყაროს, სადაც მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს თავს. სწორედ აქ მოდის მხსნელად ვირტუალური სამყარო. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მშობლებმა, რომ ამ პრობლემას ყვირილითა და დასჯით ვერ გადაჭრით. სხვა მეთოდებით მოქმედებაა საჭირო.
პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, როგორი ურთიერთობა აქვს მას თანაკლასელებთან, აქვს თუ არა სირთულეები სწავლისას. შეიძლება ბავშვი რომელიმე საგანში ჩამორჩება. ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად დასჭირდება დამატებითი მეცადინეობა.
თუ ბავშვს რთული ურთიერთობა აქვს თანაკლასელებთან, აუცილებლად უნდა გამოვავლინოთ მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში, არც სკოლისა და კლასის ცვლილება შეიძლება იყოს ზედმეტი, თუ ეს ერთადერთი გამოსავალი იქნება შექმნილი სიტუაციიდან.
აუცილებელია გამოვნახოთ დრო ბავშვთან ერთად სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის. თუ მას კატეგორიულად არ სურს სახლიდან გამოსვლა, საგანგაშო არაფერია, ნუ დააძალებთ. მშობლები უნდა ესაუბრონ ბავშვებს. ყურადღება მიაქცევინეთ გარემოზე, უპასუხეთ ბავშვის მიერ დასმულ კითხვებს, აუხსენით გაუეგებარი მოვლენები და ა.შ.
ძალიან მნიშვნელოვანია დღის რეჟიმი. დასაწყისში ეს მარტივი არ იქნება, მშობლების მხრიდან მუდმივი კონტროლი და ნებისყოფა იქნება საჭირო. დღის რეჟიმი შეიძლება ბავშვთან ერთად შეადგინოთ, მასში კომპიუტერიც ჩართეთ, მხოლოდ მკაცრად შეუსაბამეთ ბავშვის ასაკს.
ბავშვის კომპიუტერის მონიტორის ეკრანიდან მოშორება შესაძლებელია. მშობლებს უკიდურესი სიბრძნე და მოთმინება მოეთხოვებათ, თუმცა, ბავშვის აღზრდა მარტივი ნამდვილად არ არის.
თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი გაიზარდოს წარმატებული, გაწონასწორებული ადამიანი, ყველაფერი ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოთ.
მუსიკის თერაპია ყველასათვის
თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი მოსწრებაზეა. ადამიანები ზოგჯერ ძალიან დაძაბულები არიან, რაც დამღუპველად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. მუსიკის თერაპია ამშვიდებს ადამიანს, აშორებს დაგროვილ ფსიქიკურ დაძაბულობას და გონების მოკრების საშუალებას აძლევს.
ჯერ კიდევ ბავშვობაში დედის ნაზი იავნანას ჰანგებია მუსიკალური თერაპიის პირველი სეანსები.
სპეციალისტები ამუშავებენ კატალოგებს, რომლებიც დაეხმარება გარკვეული დაავადების შესაბამისი მუსიკის შერჩევაში. ამგვარ მუსიკალურ წამალს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და ერთგვარად სასიამოვნოცაა.
მუსიკის მძლავრი მოქმედება აიხსნება მოსმენის პროცესში ადამიანის ტვინში მიმდინარე რთული რეაქციებით. მაგალითად, ემოციური დაძაბვით გამოწვეული თავის ტკივილის დროს მოცარტისა და ლისტის მოსმენას გვირჩევენ.
უარყოფითი ემოციების შემცირება შესაძლებელია ბახისა და ჰაიდნის მუსიკით. დაუკმაყოფილებლობისა და აღელვების გრძნობა შეიძლება დავძლიოთ შოპენის, შუბერტის, ბეთჰოვენის, ბრამსისა და დებიუსის მუსიკით.
რადგანაც ადამიანის სულში მუსიკალური შედევრების ზემოქმედებით ცოცხლდება განუმეორებელი ემოციები, დატკბით შოპენის მაზურკებითა და პრელუდიებით, შტრაუსის ვალსებით. ასე ნაკლებად შეგაწუხებთ შფოთი და საკუთარი შესაძლებლობების რწმენასაც შეიძენთ.
მუსიკით თერაპია აქვეითებს სისხლის წნევას, რადგანაც გული სინქრონულად სცემს სწორად შერჩეულ ნაწარმოებთან.
მუსიკის თერაპიას არ გააჩნია უკუჩვენება, ამიტომ კლასიკური მუსიკის მოსმენისას უმჯობესდება თვითგანწყობა და მნიშვნელოვნად მატულობს ცხოვრებისეული ტონუსი.