ოქსიდაციური სტრესი - გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოქსიდაციური სტრესი - გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები

ანტიოქსიდანტებით მდიდარი კვება ხელს უყწობს ოქსიდაციური სტრესის თავიდან აცილებას.

რა არის ოქსიდაციური სტრესი?

თავისუფალი რადიკალები არის ჟანგბადის შემცველი მოლეკულები. ისინი გადამწყვეტია სხეულის გარკვეული ფუნქციებისთვის, როგორიცაა პათოგენების წინააღმდეგ ბრძოლა. კვლევა ვარაუდობს, რომ თავისუფალი რადიკალები შეიძლება სასარგებლო იყოს ჭრილობების შეხორცების პროცესში. თუმცა, გამომდინარე იქიდან,რომ თავისუფალ რადიკალებს აქვთ ელექტრონების არათანაბარი რაოდენობა, ისინი უფრო რეაქტიულები არიან. როდესაც ისინი იღებენ ელექტრონს სხვა ნივთიერებიდან, როგორიცაა დნმ-ის ჯაჭვი, მათ შეუძლიათ შეცვალონ ან დააზიანონ ჯაჭვის სტრუქტურა. თავისუფალი რადიკალების გადაჭარბებული ზემოქმედება იწვევს ორგანიზმში ოქსიდაციურ სტრესს.

ოქსიდაციური სტრსის გამომწვევი შესაძლოა იყოს:

  • ინფექცია;
  • გადაჭარბებული ვარჯიში;
  • ტოქსინების ზემოქმედება;
  • დამწვრობა;
  • დაზიანებები

ოქსიდაციურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, როგორიცაა: სწრაფი დაბერება, ანთება. ანტიოქსიდანტები კი ანეიტრალებენ მათ მავნე ზემოქმედებას.

რა იწვევს ოქსიდაციურ სტრესს?

ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს თავისუფალ რადიკალებს ვარჯიშის ან გარკვეული საკვების ან სასმელის საპასუხოდ. მაგალითად, ალკოჰოლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს თავისუფალი რადიკალების მატება.

გარდა ამისა, თავისუფალი რადიკალების მრავალი წყარო არსებობს, მათ შორის:

  • სიგარეტი;
  • ჰაერის დაბინძურება;
  • სამრეწველო ქიმიკატები;
  • რადიაცია;
  • პესტიციდები

ამ წყაროებიდან თავისუფალი რადიკალების კუმულაციურმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ოქსიდაციური სტრესი, უჯრედებისა და ქსოვილების დაზიანება.

ოქსიდაციური სტრესის ზოგიერთი შესაძლო ნიშანია:

  • ქრონიკული დაღლილობა;
  • მეხსიერების გაუარესება;
  • ინფექციები

ოქსიდაციურმა სტრესმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დაბერებას.

გარდა ამისა, ოქსიდაციურმა სტრესმა შეიძლება გაზარდოს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების რისკი, როგორიცაა:

კიბო.

ანთებითი დაავადებები.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. რესპირატორული დაავადებები.

ღვიძლის დაავადება - კვლევა ვარაუდობს, რომ ოქსიდაციური სტრესი ხელს უწყობს ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანებას.

ნევროლოგიური დარღვევები - როგორიცაა დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება,

თირკმელების დაავადება - ოქსიდაციურმა სტრესმა შეიძლება დააზიანოს თირკმლის ფუნქცია და პოტენციურად გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.

როგორ ავიცილოთ თავიდან ოქსიდაციური სტრესი?

ვინაიდან ანტიოქსიდანტები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, მიჩნეულია, რომ ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა სასარგებლოა ოქსიდაციური სტრესისგან დასაცავად.

ანტიოქსიდანტებია:

  • A, C, E ვიტამინი;
  • ბეტა კაროტინი;
  • ლიკოპენი;
  • სელენი;
  • თუთია;
  • ფენოლური ნაერთები

ბევრი საკვები შეიცავს ამ ნივთიერებებს, მათ შორის:

  • კენკრა, როგორიცაა მარწყვი, ჟოლო და მოცვი;
  • ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი, კომბოსტო და კალე’
  • ციტრუსები, როგორიცაა ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი და გრეიფრუტი;
  • ბულგარული წიწაკა;
  • გოგრა;
  • პომიდორი;
  • ბროკოლი;
  • ტკბილი კარტოფილი;
  • ყურძენი;
  • ავოკადო;
  • ალუბალი;
  • თხილეული;
  • პარკოსნები;
  • მზესუმზირისა და სეზამის მარცვლები;
  • თევზი;
  • მწვანე ჩაი;
  • შავი შოკოლადი

ცხოვრების წესში შემდეგი ცვლილებების შეტანა დაგეხმარებათ ოქსიდაციური სტრესის თავიდან აცილებაში: შეწყვიტეთ მოწევა, შეიტანეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები თქვენს დიეტაში. შეზღუდეთ ალკოჰოლის მოხმარება, შეამცირეთ სტრესის დონე, შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისთვის, იფიქრეთ მედიტაციის ან იოგას დაწყებაზე ემოციური სტრესის შესამსუბუქებლად, დაიცავით თქვენი კანი, მიუხედავად იმისა, რომ მზის შუქი D ვიტამინის მნიშვნელოვანი წყაროა, მზის ზემოქმედება ოქსიდაციური სტრესის კიდევ ერთი მიზეზია. მზისგან დამცავი კრემის რეგულარული გამოყენება იცავს თქვენს კანს მზის დაზიანებისგან, ივარჯიშეთ, რადგან ზომიერი ვარჯიში სასარგებლოა ოქსიდაციური სტრესის თავიდან ასაცილებლად და ზოგადად ჯანმრთელობისთვის. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებულმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს ოქსიდაციური სტრესის ზრდა. მიიღეთ საკმარისი ძილი, ის გადამწყვეტია ჯანმრთელობისთვის.