/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

მოკევთილი მკერდის რეკონსტრუქცია

მოკევთილი მკერდის რეკონსტრუქცია
ქირურგიის განვითარების სხვადასხვა საფეხურზე სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციის მრავალი მეთოდი იქნა შემუშავებული, მაგრამ დროის გამოცდას მხოლოდ რამდენიმე

მათგანმა გაუძლო. გვესაუბრება ონკოლოგიური დისპანსერის ხელმძღვანელი მიხეილ ჯანჯალია.

  • მასტექტომია ანუ სარძევე ჯირკვლის მოკვეთა ძუძუს კიბოს მკურნალობის რადიკალური გზაა, მაგრამ, სამწუხაროდ, არცთუ სრულყოფილი. ჯანმრთელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ის ქალს გადაულახავ ფსიქოლოგიურ და კოსმეტიკურ პრობლემას უქმნის. შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის თავიდან აცილება?

- მოგეხსენებათ, დაავადების მკურნალობის საუკეთესო მეთოდი მისი პროფილაქტიკაა. ეს ფრთიანი გამოთქმა ყველაზე მეტად ალბათ სწორედ ძუძუს კიბოს მიესადაგება. მკერდის კიბო ქალთა ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც ბოლო ხანს უფრო მეტად გახშირდა - საქართველოში 100 000 ქალიდან 50-ს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე აღენიშნება.

ძუძუს კიბოს თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისი ადრეულ, კიბოსწინარე სტადიაში გამოვლენა და მკურნალობაა. საამისოდ მეტად ეფექტური ხერხია თვითგასინჯვა. მის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ქალს მხედველობიდან არ უნდა გამოეპაროს:

  1. კანის ანთება ან შეწითლება;
  2. კანის დაჭმუჭვნა (ლიმონის ქერქის მსგავსი კანი);
  3. დანაოჭება;
  4. სარძევე ჯირკვლის უჩვეულო ტკივილი;
  5. სიწითლისა და წვის შეგრძნება დვრილის არეში;
  6. დვრილის ჩაზნექა;
  7. სისხლიანი ან სხვა სახის გამონადენი ძუძუდან.

თუ ერთ-ერთი ნიშანი მაინც შეამჩნიეთ, გირჩევთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ-მამოლოგს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუნდაც არაფერს უჩიოდეთ _ თავს ნუ დაიმშვიდებთ, პერიოდულად მაინც მიბრძანდით კონსულტაციისთვის მამოლოგთან. პროფილაქტიკურ გამოკვლევათა სიხშირე ქალის ასაკზეა დამოკიდებული.

თუ 20-დან 39 წლამდე ასაკისა ბრძანდებით, გირჩევთ ჩაიტაროთ:

  1. თვითგასინჯვა - თვეში ერთხელ;
  2. ექიმის კონსულტაცია - ორ წელიწადში ერთხელ მაინც.
შეკითხვა ექიმს
<p>-რატო შრიძლება დაეწიოს ადამიანს კალიუმი?თუ ის არც ვარჯიშობს რომ ოფლიანობდეს არც ბანანი აკლია დშეი 3ცალ ბანანს ეამს რაცანია და რავიცი ვეტ ვხდები რატო უნდა იყოს დაბალი?მედიკამენტსაც ანაპრილინოს გარდა არაფერს ვიყენებ.ისიც დღეში 5გრამი ხან იფრო ნაკლები</p>

თუ 40-დან 49 წლამდე:

  1. თვითგასინჯვა - თვეში ერთხელ;
  2. ექიმის კონსულტაცია - წელიწადში ერთხელ;
  3. ინსტრუმენტული გამოკვლევა - წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ.

თუ 50 წელს ბრძანდებით გადაცილებული:

  1. თვითგასინჯვა - თვეში ერთხელ;
  2. ექიმის კონსულტაცია - წელიწადში ერთხელ;
  3. ინსტრუმენტული გამოკვლევა - წელიწადში ერთხელ.

შეგახსენებთ: ამ ასაკში დაავადების ალბათობა ყველაზე მეტია.

  • როგორ შეირჩევა მკურნალობის მეთოდი?

ასევე დაგაინტერესებთ
ხორცის მოხმარება და სარძევე ჯირკვლის კიბო - რა უნდა იცოდეთ
რა კატეგორიის ქალები არიან ძუძუს კიბოს განვითარების რისკის ქვეშ

- მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად აუცილებლად უნდა განისაზღვროს კიბოს სტადია. ამ კუთხით მნიშვნელობა აქვს სიმსივნის ზომას, ლიმფური ჯირკვლების მდგომარეობასა და მეტასტაზების არსებობას ანუ პროცესის გავრცელებას სხეულის სხვა მიდამოებში. სტადიის განსაზღვრის შემდეგ შეიძლება მკურნალობის მეთოდის შერჩევა. რადიკალური ოპერაციის დროს არა მარტო სარძევე ჯირკვალს, არამედ მის ქვემოთ მდებარე გულმკერდის კუნთებსა და ახლომდებარე ლიმფურ კვანძებსაც კვეთენ. ამჟამად მრავალი ქირურგი უპირატესობას ანიჭებს მოდიფიცირებულ რადიკალურ მასტექტომიას, რომლის დროსაც შესაძლებელია კუნთების შენარჩუნება. ასეთი ოპერაციის შემდეგ ქალი თავისუფლად ამოძრავებს მხარსა და ხელს, ნაკლებ შესამჩნევად იცვლება ფიგურა და სარძევე ჯირკვლის პროთეზირებაც უფრო ადვილია.

კიბოს ადრეულ სტადიაში შესაძლებელია ნაწილობრივი მასტექტომიის ჩატარება სხივურ თერაპიასთან ერთად.

  • მკერდის რეკონსტრუქციისთვის გამოყენებული მასალა ორგანიზმისთვის თვითონვეა უცხო სხეული. ხომ არ შეუქმნის იგი ქალს დამატებით პრობლემებს?

- სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციის თანამედროვე მეთოდებს მინიმუმამდე დაჰყავს გართულებათა რისკი პოსტოპერაციულ პერიოდში.

  • რამდენნაირი მეთოდიკა არსებობს სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციისთვის?

- მკერდის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენება:

  1. ხელოვნური მასალა (ექსპანდერი/იმპლანტანტი);
  2. პაციენტისავე ან დონორის ქსოვილები, კერძოდ:
    1. მუცლის სწორი კუნთის ნაჭერი (ნაფლეთი);
    2. თორაკო-დორზალური ნაჭერი ანუ მოკვეთილი მკერდის მიმდებარე კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი;
    3. დუნდულების ნაჭერი - კანქვეშა ქსოვილი ამ ადგილებში სქელი, საშუალოდ 8-10 სმ-ის სისქისაა;
    4. წელის მიდამოს გვერდითი ნაწილების ნაჭერი;
    5. კომბინირებული მასალა (იმპლანტანტი+ქსოვილი).

ძუძუს დვრილის რეკონსტრუქციისთვის ადგილობრივ ქსოვილებს იყენებენ, არეოლებისთვის კი - ბარძაყის ქსოვილოვან ნაჭერს ან ტატუირების მეთოდს. მასალას პაციენტს ქირურგი ინდივიდუალურად, მისი მდგომარეობის საფუძველზე შეურჩევს.

ქალები, რომელთაც ჩატარებული აქვთ მასტექტომია, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ამით ისინი მხოლოდ სოციალური რეაბილიტაციის პროცესს კი არ გაიადვილებენ, არამედ მეტასტაზების ზრდისა და მეორე სარძევე ჯირკვალზე პირველადი სიმსივნის განვითარების რისკსაც აიცილებენ თავიდან. მეტასტაზები უმეტესად მასტექტომიიდან 3-5 წლის შემდეგ იჩენს თავს. რეციდივის ალბათობა წლიდან წლამდე მცირდება.

კიდევ ერთხელ გირჩევთ, იქონიოთ მუდმივი კონტაქტი თქვენს ექიმთან - სიმსივნური პროცესის დროული გამოვლენა მკურნალობის შედეგიანობის საწინდარია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სილამაზე მამაკაცურად კანის მოვლის მარტივი ნიუანსები
სილამაზე მამაკაცურად კანის მოვლის მარტივი ნიუანსები
ცივილიზებულ სამყაროში ძნელად ნახავთ კაცებს, რომლებიც სახეს საპნით იბანენ და გაპარსვის შემდეგ ჭრილობებზე ქაღალდს იფენენ.
სრულად
მამაკაცის იდეალური სამოსი
მამაკაცის იდეალური სამოსი
ეტიკეტზე მითითებული ზომა არ არის იმის გარანტია, რომ ტანსაცმელი ხელთათმანივით მოერგება ადამიანს.
სრულად
მამაკაცის იდეალური სამოსი
მამაკაცის იდეალური სამოსი
ეტიკეტზე მითითებული ზომა არ არის იმის გარანტია, რომ ტანსაცმელი ხელთათმანივით მოერგება ადამიანს.
სრულად
რა პრობლემებზე უჭირთ მამაკაცებს ღიად საუბარი
რა პრობლემებზე უჭირთ მამაკაცებს ღიად საუბარი
მამაკაცების ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემები
სრულად
პირველი დახმარება საზარდულის დაზიანებებისას
პირველი დახმარება საზარდულის დაზიანებებისას
ფეხბურთის მატჩის ყურებისას, ალბათ, შეგიმჩნევიათ, საჯარიმო დარტყმის დროს, მოთამაშეები დგანან კარის წინ და ხელებით იცავენ საზარდულის მიდამოს.
სრულად
მოწესრიგებული მამაკაცი
მოწესრიგებული მამაკაცი
თავის სწორად მოვლა დიდ დროს არ მოითხოვს. თავის მოწესრიგების ყოველდღიურ წესებში შეტანილი მცირე ცვლილებები დაგეხმარებათ, რამდენიმე წუთში საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მოკევთილი მკერდის რეკონსტრუქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები