/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ჯანსაღი კვების მნიშვნელობა

ჯანსაღი კვების მნიშვნელობა
ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ, იაფ და სასარგებლო კერძებს.

რაციონალური კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, ორგანიზმის ზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ით სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია განსაზღვრავს, 15%-ით - გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ით - ცხოვრების წესი და კვება.

სწორი კვება საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა, გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.

  • საკვები ნივთერებები და მათი ფუნქციები ორგანიზმში

კვების სრულფასოვნება განისაზღვრება ისეთი საკვები ნივთიერებების ბალანსით, როგორებიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მიერალური ნივთიერებები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცილები - “საშენი მასალა”, რომლისგანაც შედგება ორგანიზმი და სასიცოცხლოდ აუცილებელი ყველა ნივთიერება: ჰორმონები, ფერმენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

ცხიმები ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით, ცხიმში ხსნადი ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.

შეკითხვა ექიმს
<p>-რამდენას ჯანსაღია ნორვეგიული შებოლილი ორაგული ავოკადოსთან ერთად? და შეიძლება თუ არა ყოველდღიურად მიღება</p>

ნახშირწყლები სიცოცხლისთვის აუცილებელი ენერგიის წყაროა.

საკვები ბოჭკოები ხელს უწყობს საკვების მონელებასა და ათვისებას, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს პროფილაქტიკისთვის.

მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და, საზოგადოდ, ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობას.

  • როგორ ვიკვებოთ სწორად

ბალანსირებული რაციონი - ეს არის პროდუქტების მიღება ოპტიმალური თანაფარდობით, რომლის თანამედროვე მოდელს აქვს პირამიდის სახე და მასზე ორიენტაციით შეგიძლიათ შეადგინოთ ყოველდღიური ბალანსირებული რაციონი:

პირამიდის ფუძე - პური, მარცვლეული და კარტოფილი (6-11 ერთ. დღეში);

I საფეხური - ბოსტნეული და ხილი (5-8 ერთ. დღეში);

II საფეხური - რძის ნაწარმი (რძე, იოგურტი, ყველი 2-3 ერთ. დღეში); ასევე ხორცი, ფრინველი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები და ნიგოზი (2-3-ჯერ დღეში);

პირამიდის მწვერვალი - ცხიმები, ზეთები (იშვიათად 2-3-ჯერ დღეში); აგრეთვე - ალკოჰოლი და ტკბილეული (ეპიზოდურად 2-3-ჯერ).

პროდუქტები იყოფა ექვს ძირითად ჯგუფად:

  1. პური, ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი და კარტოფილი;
  2. ხილი და ბოსტნეული;
  3. ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კერცხი, ნიგოზი;
  4. რძე, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი;
  5. ცხიმები, ზეთები;
  6. პროდუქტები, რომელთა მიღება შეზღუდული რაოდენობით უნდა მოხდეს.

პროდუქტების ყოველი ჯგუფიდან შემოთავაზებული ულუფების (პირობითი ერთეულების) მოხმარებისას შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ დღის განმავლობაში სავსებით უზრუნველყოფთ ორგანიზმის მოთხოვნილებას ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით.

I და II ჯგუფის პროდუქტები, რომლებიც საკვები რაციონის საფუძველს წარმოადგენს, ყველაზე სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარებას.

  • სურსათის ულუფების პირობითი ერთეულები

1. პური, ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი და კარტოფილი (6-11 ერთეული დღეში) წარმოადგენს ენერგიის, ნახშირწყლების, ბოჭკოების (უჯრედისი), ცილების, B ჯგუფის ვიტამინების, რკინისა და სხვა საჭირო ნივთიერებათა წყაროს. ეს პროდუქტები ჩვენი კვების საფუძველია.

1 ერთეული = პურის 1 ნაჭერი.

1 ერთ = 1/2 საჩაროზე თეფში ფაფა.

1 ერთ = 1 საჩაროზე თეფში მომზადებული კარტოფილი.

1 ერთ = 1 საჩაროზე თეფში წვნიანი.

2. ხილი და ბოსტნეული (5-8 ერთ. დღეში) წარმოადგენს ბოჭკოების (უჯრედისის), ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყაროს. რაც უფრო მდიდარია რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, მით უკეთ არის იგი ბალანსირებული. რეკომენდებულია მათი მიღება რამდენიმე დღის განმავლობაში (არანაკლებ 400 გრამისა დღეში).

1 ერთ = საშუალო ზომის 1 ცალი ბოსტნეული ან ხილი.

1 ერთ = 1 საჩაროზე თეფში მოხარშული ბოსტნეული.

1 ერთ = 1 საჩაროზე თეფში ბოსტნეულის წვნიანი.

1 ერთ = 1/2 ჭიქა ხილის წვენი.

3. ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი, ნიგოზი, თხილი (2-3 ერთ. დღეში) წარმოადგენს ცილების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყაროს.

მაღალი ცხიმიანობის მქონე ხორცი და ხორცის პროდუქტები უნდა შეიცვალოს პარკოსნებით, თევზით, ფრინველის ან მჭლე ხორცით.

1 ერთ = 85-90 გ ხორცი.

1 ერთ = ქათმის ბარკალი ან მკერდის ნახევარი.

1 ერთ = 3/4 საჩაროზე თეფში დაჭრილი თევზი.

1 ერთ = 1 საჩაროზე თეფში პარკოსნები (ლობიო, ბარდა, სოია და ა.შ.).

1 ერთ = 1/2 კვერცხი.

1 ერთ = 2 სუფრის კოვზი თხილი ან ნიგოზი.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სილამაზე მამაკაცურად კანის მოვლის მარტივი ნიუანსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სილამაზე მამაკაცურად კანის მოვლის მარტივი ნიუანსები

მიუხედავად ამისა, ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო წარმოდგენა მამაკაცის გარეგნობაზე ზრუნვის სისტემაზე.

თანამედროვე მამაკაცები ორ ჯგუფად იყოფიან:

  1. პირველი ჯგუფის წარმომადგენლები ყოველდღიურად დიდი სიამოვნებით იყენებენ კანის მოვლის მრავალფეროვან საშუალებებს და არ ცდილობენ ამის დამალვას.
  2. მეორე ჯგუფს მიკუთვნებულები კი, ერიდებიან მაღაზიაში კოსმეტიკური საშუალებების შეძენას.
  • რატომ უჩნდებათ მამაკაცებს ნაოჭები ქალებზე უფრო გვიან?

მამაკაცები ქალებისგან არა მხოლოდ აზროვნებით, კანის აგებულებითაც გამოირჩევიან. მამაკაცის კანი 20%-ით უფრო უხეშია, ვიდრე ქალისა, რადგან ის ბევრად მეტ კოლაგენსა და ელასტინის ბოჭკოს შეიცავს. ეს არის მთავარი ახსნა იმისა, რომ მამაკაცებს ნაოჭები უფრო გვიან უჩნდებათ, ულტრაიისფერი სხივები კი მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს მათ კანს.

  • რატომ არის მამაკაცის კანი ხშირად მიდრეკილი ცხიმიანობისკენ?

ჯერ ერთი, მას აქვს ბევრი ცხიმოვანი ჯირკვალი. მეორეც, ჰორმონ ტესტოსტერონის გამოყოფის გამო, ცხიმი აქტიურად იწარმოება. დაბოლოს, დიდი ფორები და გაძლიერებული სისხლის მიმოქცევა თავის საქმეს აკეთებს. ბუნებრივია, ასაკთან ერთად ტესტოსტერონის რაოდენობა იკლებს და კანი უფრო მშრალი ხდება. ამიტომ მას საფუძვლიანი მოვლა სჭირდება.

მამაკაცის ორგანიზმი აქტიურად გამოიმუშავებს პროსტაგლანდინებსაც (ჰორმონის მსგავსი ნივთიერებები), რომლებიც პროვოცირებს კანზე სხვადასხვა სახის სიწითლესა და ანთებას. და საერთოდ, მამაკაცის კანი ბევრად უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ქალის. მგრძნობელობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს რეგულარული გაპარსვა, რომელიც ანადგურებს კანის ბუნებრივ დაცვას – ლიპიდურ ფენას და, შესაბამისად, ის ასე აგრესიულად აღიქვამს გარემოს „შემოტევებს“.

  • მოვლის უმარტივესი ალგორითმი გასუფთავება

უბრალოდ წყლით დაბანა და კანის გაწმენდა სრულად განსხვავებული პროცედურებია და ერთმანეთს ვერ ანაცვლებს. მამაკაცის კანი მიდრეკილია ცხიმიანობისკენ. ცხიმის დაგროვება და გაძლიერებული ოფლიანობა იწვევს ფორების ჩაკეტვას, შესაბამისად, კანზე ანთებას და შავ წერტილებს.

ამისათვის საუკეთესო გამოსავალი იქნება დილას და საღამოს თბილი წყლით დაბანა სპეციალური გამწმენდი ქაფებისა და დასაბანი გელების გამოყენებით. ისინი შესანიშნავად აშორებენ კანს ცხიმსა და ჭუჭყს. სახის დაბანის დასრულების შემდეგ, გაიწმინდეთ ის ლოსიონით ან ტონერით დასველებული ბამბის დისკით.

  • პილინგი

გამწმენდ გელებსა და ქაფებს მხოლოდ კანის ზედა ფენის გაწმენდა შეუძლია, ამიტომ, შესაძლოა, უფრო ღრმა წმენდა დაგჭირდეთ.

შეიძინეთ სახის სკრაბი და გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. აბრაზიული მყარი ნაწილაკები ადვილად მოაცილებენ კანის გარქოვანებულ ფენას და დაარბილებენ მას. სკრაბი გააადვილებს პარსვის პროცედურასაც. გარდა ამისა, პილინგი კანს შესაძლებლობას მისცემს უკეთ აითვისოს კოსმეტიკური საშუალებების სასარგებლო კომპონენტები.

  • დატენიანება

წყალი სწორედ ის ნი­ვ­თიერებაა, რომელიც მ­ნიშვნელოვნად ახანგ­რძლივებს კანის ახალგაზრდობას. თუ არ გსურთ ნაადრევად აღმოაჩინოთ სახეზე ნაოჭები, უნდა დაუმეგობრდეთ სამკურნალო ტენიანობას. ამ სიტუაციაში ერთ-ერთი პრობლემა გაპარსვაა: ამის შემდეგ კანის ფორები იხსნება, რაც იწვევს ტენის დაკარგვას.

გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წასმა თვალების ირგვლივ კანზე. კაცები უფრო ნელა ბერდებიან, ვიდრე ქალები, მაგრამ ყველაფერი ხდება არა თანდათანობით, არამედ დაჩქარებულად.

  • ქალის თუ მამაკაცის

არ არსებობს ქალისა და მამაკაცის კოსმეტიკას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა, შეფუთვის დიზაინისა და არომატული სუნამოების გარდა. ეს წარმოების მარკეტინგის ნათელი მაგალითია. ამ პროდუქტების შემადგენლობა თითქმის იდენტურია. დამატენიანებელი და მკვებავი თვისებები თანაბრად ვლინდება როგორც ქალის, ისე მამაკაცის კანზე.

ასე რომ, თავისუფლად აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი კრემი ან ტონიკი, მხოლოდ მისი კომპონენტებისა და გამოყენების ჩვენებების (მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული ან ნორმალური კანისთვის) გათვალისწინებით.

  • ორგანული იდეალური გადაწყვეტილებაა

ერთადერთი კოსმეტიკა, რომელიც ნამდვილად მიანიჭებს კანს განსაკუთრებულ ჯანმრთელობასა და სილამაზეს, არის ორგანული კოსმეტიკა. მას განსაკუთრებულ რეკლამას არ უწევენ, მაგრამ ორგანული კოსმეტიკის სარგებლობის შესახებ ბევრმა იცის. ორგანული ნივთიერებები კანზე უჯრედულ დონეზე მოქმედებს, ააქტიურებს უჯრედებში საჭირო ბიოქიმიურ პროცესებს და, რაც მთავარია, მხოლოდ ჯანმრთელობისთვის უვნებელი კომპონენტებისგან შედგება.

კიდევ ერთი თავისებურება უმაღლესი სტანდარტების სერტიფიცირებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანული კოსმეტიკა არის უმაღლესი ხარისხის და უვნებელი პროდუქტი, რომელიც კანს მხოლოდ გარანტირებულ სარგებელს მოუტანს.