/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანდროლოგია

მამაკაცის ასაკობრივი პრობლემები

მამაკაცის ასაკობრივი პრობლემები
ბევრი რამ დაწერილა ქალებში კლიმაქსით გამოწვეულ პრობლემებზე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ასეთი რამ მამაკაცებსაც ახასიათებთ და ზოგჯერ საკმაოდ მძიმე შედეგსაც იწვევს.

ამ თემაზე საუბარი ვთხოვეთ უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს ალეკო ხელაიას.

- ბატონო ალეკო, რა ასაკიდან არის მოსალოდნელი მამაკაცებში კლიმაქსი და რატომ?

- მამაკაცის ორგანიზმში 50 წლის შემდეგ იწყება ცვლილებები, რომლებსაც თანამედროვე მედიცინაში ანდროპაუზას, მარტივად - მამაკაცურ კლიმაქსს უწოდებენ. ამის მიზეზია სათესლე ჯირკვლების მიერ ჰორმონ ტესტოსტერონის გამომუშავების შემცირება. დარწმუნებული ვარ, ბევრმა ეს იცის. ისიც ცნობილია, რომ პარალელურად ვითარდება სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, ორგაზმის შეგრძნების შესუსტება, ერექციული დისფუნქცია. მაგრამ თითქმის არავინ იცის, რომ ტესტოსტერონის დონის შემცირება იწვევს ან ამძიმებს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე (მეტაბოლური სინდრომი), ანემია, დეპრესია, ოსტეოპოროზი და მრავალი სხვა.

აქედან გამომდინარე, აშკარაა ტესტოსტერონის უმნიშვნელოვანესი როლი მამაკაცის ცხოვრების ამ პერიოდში. ეს კარგად აქვთ გააზრებული დასავლეთის ქვეყნებში, სადაც არსებობს მრავალი საზოგადოება თუ ასოციაცია, რომლებიც ასაკოვანი მამაკაცის ცხოვრების ხარისხზე ზრუნავენ.

- გამოდის, რომ ტესტოსტერონის კონტროლს და მისი ნორმალური დონის შენარჩუნებას მამაკაცისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების განვითარებასა და მიმდინარეობაში ამ ნივთიერების როლის მაგალითზე ვეცდები აგიხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის ტესტოსტერონის დონის კორექცია.

ტესტოსტერონი და ათეროსკლეოზი

ტესტოსტერონის ნაკლებობის დროს ირღვევა ქოლესტერინისა და ცხიმების ანუ ლიპიდების ცვლა, რაც ხელს უწყობს წვრილ და მსხვილ არტერიებში ცხიმოვანი ფოლაქების ჩალაგებას - ათეროსკლეროზის განვითარებას. ასოს მღვიმოვანი სხეულის არტერიების დიამეტრი 1-2 მმ-ს არ აღემატება. მათი დაზიანების შედეგად ვითარდება ერექციული დისფუნქცია. დამტკიცებულია, რომ ამ მომენტიდან 2-3 წლის თავზე თავს იჩენს პრობლემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ხოლო 5-6 წლის თავზე ვითარდება სერიოზული გართულებები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. ამით იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერექციული დისფუნქცია მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების პირველი ნიშანია.

ტესტოსტერონი და შაქრიანი დიაბეტი

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა.ტრამვა მივიღე სასქესო ასოზე.გავიკეთე გამოკვლევები,საგანგაშო არ არის,მაგრამ მაქვს დაბეჟილობა.უნებლიე ერექციის დროს,მაქვს საშინელი ტკივილები.ჩემი ექიმი არ არის საქართველოში და იქნებ მირჩიოთ რაიმე,რომ თავიდან ავირიდო ერექცია ერთი-ორი კვირის მანძილზე.მადლობა წინასწარ.</p>

ტესტოსტერონის ნაკლებობის დროს ძალზე აგრესიულად მიმდინარეობს შაქრიანი დიაბეტი, ხშირია ინსულინის რეზისტენტობა. შაქრიანი დიაბეტი, თავის მხრივ, ამძიმებს გულის იშემიური დაავადების მიმდინარეობას. ვითარდება და პროგრესირებს თირკმლის უკმარისობა, უარესდება მხედველობა, ქვედა კიდურების სისხლმომარაგება.

ტესტოსტერონი და სიმსუქნე

ტესტოსტერონის ნაკლებობას თან სდევს სიმსუქნე. ჯანმრთელობაზე მისი უარყოფითი გავლენა საყოველთაოდ არის ცნობილი. ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე განაპირობებს ტესტოსტერონის ჭარბ გარდაქმნას ესტროგენად - ქალის სასქესო ჰორმონად. ამის შედეგად სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება. ჭარბი წონა, ქოლესტერინისა და ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და შაქრიანი დიაბეტი ერთად შეადგენს მეტაბოლურ სინდრომს. არაერთი გამოკვლევით არის დამტკიცებული, რომ მეტაბოლური სინდრომის შემთხვევაში მამაკაცს გაცილებით სწრაფად - წელიწადში დაახლოებით 5 გრამით - ეზრდება პროსტატის ადენომა (მეტაბოლური სინდრომის თანხლების გარეშე ზრდა წელიწადში 1,25 გრამს არ აღემატება).

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ჩაშუშული პომიდორი სპერმის ხარისხს აუმჯობესებს
ჩაშუშული პომიდორი სპერმის ხარისხს აუმჯობესებს
შეფილდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა European Journal of Nutrition-ში.
სრულად
რა არის მამაკაცის "მენოპაუზა"?
რა არის მამაკაცის "მენოპაუზა"?
ჰორმონალური ცვლილებები დაბერების ბუნებრივი ნაწილია.
სრულად
ოსლერ-რანდიუ-ვებერის დაავადება
ოსლერ-რანდიუ-ვებერის დაავადება
(მემკვიდრული ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია)
სრულად
მამაკაცის შვილოსნობის შეფასებაა - MAR-ტესტი მამაკაცის იმუნოლოგიური უნაყოფობის დიდ ალბათობას მიუთითებს
მამაკაცის შვილოსნობის შეფასებაა - MAR-ტესტი მამაკაცის იმუნოლოგიური უნაყოფობის დიდ ალბათობას მიუთითებს
სპერმოგრამა - ეს არის ეაკულატის კვლევა, სპერმის ანალიზი, რომელიც მამაკაცის შვილოსნობის უნარის შეფასების საშუალებას იძლევა დადებითი
სრულად
რკინადეფიციტური ანემიის დროს რაციონი მდიდარი უნდა იყოს სურსათით, რომელშიც რკინა ჰემის ფორმით მოიპოვება
რკინადეფიციტური ანემიის დროს რაციონი მდიდარი უნდა იყოს სურსათით, რომელშიც რკინა ჰემის ფორმით მოიპოვება
რჩევები მათთვის, ვისაც რკინადეფიციტური ანემია აწუხებთ.
სრულად
ანდროპაუზა - ტესტოსტერონის დაქვეთება და ქოლესტერინის ცვლის დარღვევა
ანდროპაუზა - ტესტოსტერონის დაქვეთება და ქოლესტერინის ცვლის დარღვევა
გვესაუბრება უროლოგი ალეკო ხელაია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ანდროლოგია

გამარჯობათ, სპერმოგრამის შედეგი მაინტერესებს როგორია. მოცულობა(მლ) - 2მლ ფერი- მოთეთრო სუნი- სპეციფიური PH- (ნორმა 7,2-7,8) და აქ არაფერი წერია. გათხევადების დრო - 30 წელვადობა(სმ)- 0,3 სპერმატოზოიდების რ-ბა 1 მლ-ში - 78 (ნორმა>_40) კრიპტოზოსპერმია:მოძრავი, უძრავი- აქ არაფერი წერია , არც ნორმაში და არც ისე. სპერმატოზოიდების რ-ბა მთელ ეაკულატში- 156 (ნორმა >80). მოძრაობის უნარიანობა%- 55-60% (ნორმა >_50%). წინსვლითი სწორხაზოვანი%- არაფერი წერია და ნორმაა >_50%. მოძრაობის კოეფიციენტი - 2-3 (ნორმაა3-4) სიცოცხლის უნარიანობა% - 65% (ნორმაა a+b, >_50%) ნორმალური სპერმატოზოიდები- 45-47% (ნორმაა >_50%) პათოლოგიური ფორმები%- 53-55% (ნორმაა <_50%) სპერმიოლიზისი-ფრაგმენტაცია - 25-30% (ნორმაა 10-15%) მოუმწიფებელი სპ-ზოიდები % - არაფერი წერია და (ნორმაა <_2%) ლეიკოაგრეგაცია- არაფერი წერია (ნორმა - არა) ლეიკოციტები (მხ/ა) - 2-6 მხ/ა (ნორმაა 4×10 მდე) ერითროციტები- არაფერი წერია (ნორმაში - არა) ეპითელი- არაფერი წერია და (ნორმა - ერთეული) ლეციტინის მარცვლები - არაფერი წერია და ( ნორმა - დიდი რაოდ) სპერმაგრერაცია - არაფერი წერია (ნორმა - არა) სპერმაგლუტინაცია - +მიკრო (ნორმა - არა) ბეთხერის კრისტალები- არაფერი წერია (ნორმა - არა) ლორწო - მომატებული (ნორმა - არა).

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მამაკაცის ასაკობრივი პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის ასაკობრივი პრობლემები

ამ თემაზე საუბარი ვთხოვეთ უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს ალეკო ხელაიას.

- ბატონო ალეკო, რა ასაკიდან არის მოსალოდნელი მამაკაცებში კლიმაქსი და რატომ?

- მამაკაცის ორგანიზმში 50 წლის შემდეგ იწყება ცვლილებები, რომლებსაც თანამედროვე მედიცინაში ანდროპაუზას, მარტივად - მამაკაცურ კლიმაქსს უწოდებენ. ამის მიზეზია სათესლე ჯირკვლების მიერ ჰორმონ ტესტოსტერონის გამომუშავების შემცირება. დარწმუნებული ვარ, ბევრმა ეს იცის. ისიც ცნობილია, რომ პარალელურად ვითარდება სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, ორგაზმის შეგრძნების შესუსტება, ერექციული დისფუნქცია. მაგრამ თითქმის არავინ იცის, რომ ტესტოსტერონის დონის შემცირება იწვევს ან ამძიმებს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე (მეტაბოლური სინდრომი), ანემია, დეპრესია, ოსტეოპოროზი და მრავალი სხვა.

აქედან გამომდინარე, აშკარაა ტესტოსტერონის უმნიშვნელოვანესი როლი მამაკაცის ცხოვრების ამ პერიოდში. ეს კარგად აქვთ გააზრებული დასავლეთის ქვეყნებში, სადაც არსებობს მრავალი საზოგადოება თუ ასოციაცია, რომლებიც ასაკოვანი მამაკაცის ცხოვრების ხარისხზე ზრუნავენ.

- გამოდის, რომ ტესტოსტერონის კონტროლს და მისი ნორმალური დონის შენარჩუნებას მამაკაცისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

- ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების განვითარებასა და მიმდინარეობაში ამ ნივთიერების როლის მაგალითზე ვეცდები აგიხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის ტესტოსტერონის დონის კორექცია.

ტესტოსტერონი და ათეროსკლეოზი

ტესტოსტერონის ნაკლებობის დროს ირღვევა ქოლესტერინისა და ცხიმების ანუ ლიპიდების ცვლა, რაც ხელს უწყობს წვრილ და მსხვილ არტერიებში ცხიმოვანი ფოლაქების ჩალაგებას - ათეროსკლეროზის განვითარებას. ასოს მღვიმოვანი სხეულის არტერიების დიამეტრი 1-2 მმ-ს არ აღემატება. მათი დაზიანების შედეგად ვითარდება ერექციული დისფუნქცია. დამტკიცებულია, რომ ამ მომენტიდან 2-3 წლის თავზე თავს იჩენს პრობლემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ხოლო 5-6 წლის თავზე ვითარდება სერიოზული გართულებები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. ამით იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერექციული დისფუნქცია მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების პირველი ნიშანია.

ტესტოსტერონი და შაქრიანი დიაბეტი

ტესტოსტერონის ნაკლებობის დროს ძალზე აგრესიულად მიმდინარეობს შაქრიანი დიაბეტი, ხშირია ინსულინის რეზისტენტობა. შაქრიანი დიაბეტი, თავის მხრივ, ამძიმებს გულის იშემიური დაავადების მიმდინარეობას. ვითარდება და პროგრესირებს თირკმლის უკმარისობა, უარესდება მხედველობა, ქვედა კიდურების სისხლმომარაგება.

ტესტოსტერონი და სიმსუქნე

ტესტოსტერონის ნაკლებობას თან სდევს სიმსუქნე. ჯანმრთელობაზე მისი უარყოფითი გავლენა საყოველთაოდ არის ცნობილი. ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე განაპირობებს ტესტოსტერონის ჭარბ გარდაქმნას ესტროგენად - ქალის სასქესო ჰორმონად. ამის შედეგად სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება. ჭარბი წონა, ქოლესტერინისა და ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და შაქრიანი დიაბეტი ერთად შეადგენს მეტაბოლურ სინდრომს. არაერთი გამოკვლევით არის დამტკიცებული, რომ მეტაბოლური სინდრომის შემთხვევაში მამაკაცს გაცილებით სწრაფად - წელიწადში დაახლოებით 5 გრამით - ეზრდება პროსტატის ადენომა (მეტაბოლური სინდრომის თანხლების გარეშე ზრდა წელიწადში 1,25 გრამს არ აღემატება).


პროსტატის ადენომა

პროსტატის ადენომა 50 წელს გადაცილებული მამაკაცების განუყრელი თანამგზავრია. პაციენტები ხშირად აღინშნავენ, რომ მან უეცრად იჩინა თავი შარდის შეკავებით კარგი სუფრის შემდეგ ან შეცივების გამო. ასეთ დროს ადენომა უკვე დიდი ზომისაა, მამაკაცს კი დიდი ხანია აწუხებს:

  • შარდვის გაძნელება;
  • შარდვა სუსტი ნაკადით;
  • შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება.

ნელ-ნელა ვითარდება პროსტატის ადენომის გართულებები:

  • შარდის ქრონიკული შეკავება თირკმელების შეგუბებით;
  • შარდის ბუშტის დივერტიკულები და კენჭები;
  • საშარდე გზების ქრონიკული ინფექცია.

ჩემი ღრმა რწმენით, პროსტატის ადენომა, რომელიც აქვს თითქმის ყველა მამაკაცს, არ არის დაავადება. გაცილებით მართებული იქნება, მას ვუწოდოთ მდგომარეობა, რომელიც ცხოვრების განსაზღვრულ წესს გვკარნახობს, ხოლო იქცევა თუ არა იგი დაავადებად, ეს უკვე თავად მამაკაცსა და უროლოგთან მის ურთიერთობაზეა დამოკიდებული. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ უკვე არსებობს მედიკამენტები, რომლებიც აადვილებს მოშარდვას და ამცირებენ პროსტატის ადენომის ზომას, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მათი მიღება უროლოგთან უნდა იქნეს შეთანხმებული.

ტესტოსტერონი და ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი ეწოდება ძვლებიდან მინერალების დაკარგვის შედეგად განვითარებულ პათოლოგიურ ცვლილებებს. ძვლის სიმკვრივის დაქვეითება 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთა 4-6%-ში გვხვდება, ხოლო ოსტეოპენია - გაცილებით ხშირად, 33-47%-ში. მამაკაცებში მოტეხილობის სიხშირე ქალებთან შედარებით 10 წლით გვიან, 75 წლიდან იმატებს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბარძაყის ძვლის მოტეხილობა მამაკაცებში გაცილებით მძიმე შედეგებს იწვევს, ვიდრე ქალებში - ერთი წლის განმავლობაში საერთო სიკვდილიანობა შეადგენს 30-59%-ს (შედარებისთვის: ქალებში ეს მაჩვენებელი 20%-ს არ აღემატება). სიკვდილიანობის მატება მრავალი მიზეზით აიხსნება. მათ შორის უმთავრესია პარალელურად სხვადასხვა დაავადების არსებობა.

ოსტეოპოროზის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნევა ასაკი და გენეტიკური მიდრეკილება, 30-60%-ში კი მის განვითარებას მეორეული ფაქტორები იწვევს. ეს ფაქტორებია:

  • პრედნიზოლონისა და მისი ნაერთების გამოყენება. ოსტეოპოროზის ექვსიდან ერთი შემთხვევა ამ პრეპარატების გამოყენებით არის გამოწვეული. მათი მიღების ფონზე ოსტეოპოროზის განვითარების რისკი მამაკაცებში უკიდურესად მაღალია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიღების ხანგრძლივობა 6 თვეს აღემატება. ამგვარ ვითარებაში აუცილებელია ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. ამ პრეპარატების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ძვლის დაზიანებულ უბნებში მანამდე რჩება, ვიდრე არ მოხდება ძვლის ქსოვილის სრული აღდგენა (ზოგიერთი პრეპარატი - 1 წლის განმავლობაშიც კი). აქედან გამომდინარე, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის სავსებით საკმარისია სამთვიანი კურსის ჩატარება ყოველ წელს.
  • კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები - ანტიკონვულსანტები;
  • მამაკაცის სასქესო ჰორმონების დაბალი დონე. ანდროგენები - მამაკაცის სასქესო ჰორმონები - აუცილებელია ძვლის სიმკვრივის პიკის მისაღწევად და მის შესანარჩუნებლად.

ცალკე თემაა პროსტატის კიბოსა და ოსტეოპოროზის ურთიერთკავშირი. პროსტატის გავრცობილი კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდია ქირურგიული და მედიკამენტური კასტრაცია. ამგვარი მკურნალობა ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს და, შესაბამისად, ძვლების მინერალურ სიმკვრივეს. კლება წელიწადში 3,3%-ს შეადგენს.

ჰორმონული მკურნალობის შედეგად ძვლის მოტეხილობა პირველი 5 წლის განმავლობაში ხუთიდან ერთ მამაკაცს უვითარდება. ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება ერთი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ 3,7%-ით ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს. ეს პრეპარატები ასუსტებს ტკივილს მეტასტაზებით დაზიანებულ ძვლებში და ამცირებს მეტასტაზებით გამოწვეულ ძვლების მოტეხილობას. ამრიგად, ოსტეოპოროზის პრობლემა ძალზე მწვავედ დგას, განვითარებულ სახელმწიფოებში მას დიდი ყურადღება ექცევა, ვინაიდან ამ დაავადებით გამოწვეული პრობლემები მნიშვნელოვნად აუარესებს მამაკაცის ცხოვრების ხარისხს.

დღეს ოსტეოპოროზის დადგენა უკვე შესაძლებელია შარდში სპეციფიკური ცვლილებების საფუძველზე, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ჩაიტაროს ეს ანალიზი - ოსტეოპოროზის სკრინინგი.

- დაბოლოს, რას ურჩევთ მამაკაცებს?

- კიდევ ერთხელ დავუბრუნდები მეტაბოლური სინდრომის თვალით ადვილად დასანახავ გარემოებას - სიმსუქნეს, რაც ძალზე დამახასიათებელია საქართველოს მამაკაცებისათვის. ჭარბი სიმსუქნის დროს ტესტოსტერონის დანიშვნა ამცირებს წონას. მესამე თვეს წონის კლება შეადგენს 4 კილოგრამს, ხოლო მუცლის გარშემოწერილობა მცირდება 6 სანტიმეტრით. ეს არ არის ტესტოსტერონის პირდაპირი გავლენა და აიხსნება იმით, რომ მამაკაცი ტესტოსტერონის ინექციის შემდეგ (კეთდება 3 თვეში ერთხელ) ხდება გაცილებით აქტიური, ენერგიული, მეტს ვარჯიშობს და არის მოტივირებული, ჯანსაღად იკვებოს.

აქვე გეტყვით, რომ ტესტოსტერონის ნაკლებობა ხშირად იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, აღგზნებადობას ან, პირიქით, აპათიას, რომ აღარაფერი ვთქვათ დეპრესიაზე. თანამედროვე პროგრესული სამყაროს ზრუნვა ასაკოვანი მამაკაცის ცხოვრების ხარისხზე შესაშურია. პირველი ნაბიჯები უკვე ჩვენშიც გადაიდგა და ეს წერილი ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია.

პატივცემულო მამაკაცებო, ნებისმიერ ასაკში რომ ყველაფერი კიდევ უფრო უკეთ იყოს, დღესვე, მერე კი წელიწადში ერთხელ მიმართეთ უროლოგს და არ დაგავიწყდეთ ტესტოსტერონის დონის განსაზღვრა სხვა გამოკვლევებთან ერთად.