მამაკაცის შვილოსნობის შეფასებაა - MAR-ტესტი მამაკაცის იმუნოლოგიური უნაყოფობის დიდ ალბათობას მიუთითებს

და ავლენს სასქესო სფეროს ზოგიერთ დაავადებას. ანალიზისთვის სპერმის მიღების ძირითადი მეთოდი მასტურბაციაა. სპერმის ჩაბარების წინ 2 დღის მანძილზე საჭიროა ეაუკულაციისგან თავის შეკავება.
მამაკაცმა ანალიზისთვის უნდა ჩააბაროს ეაკულაციისას გამოყოფილი მთელი ეაკულატი. არაა რეკომენდებული ანალიზისთვის შეწყვეტილი სქესობრივი აქტის, ორალური სექსის ან ლატექსის პრეზერვატივით მიმდინარე სექსის დროს მიღებული სპერმის ჩაბარება. ეს კვლევის არასწორ შედეგებს მოგვცემს.
მოცულობა - ეაკულატის მოცულობის შემცირება აღინიშნება სასქესო ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობისას, რაც შეიძლება განპირობებული იყოს სისხლში მამაკაცის ჰორმონების დონის დაქვეითებით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
MAR - ტესტი, IgG
ეს ტესტი სპერმოგრამასთან ერთად კეთდება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნით ცალკე არ ტარდება. ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს სპერმატოზოიდების ზედაპირზე G კლასის ანტისპერმული ანტისხეულების არსებობა (არარსებობა).
სპერმატოზოიდების ზედაპირზე ანტისპერმული გარსის წარმოქმნა იწვევს მათ იმუნოლოგიურ უნაყოფობას. ანტისპერმულ ანტისხეულებს მიეკუთვნება IgG, IgA და IgM ტიპის იმუნოგლობულინები, რომლებიც წარმოიქმნება სათესლეებში, მათ დანამატებსა და თესლის გამომყოფ სადინარებში. აღნიშნული ანტისხეულები მოქმედებს სპერმატოზოიდის სხვადასხვა ნაწილის მემბრანის ანტიგენის საწინააღმდეგოდ.
სპერმოგრამაში ანტისპერმული ანტისხეულებით დაფარული სპერმატოზოიდები ფასდება როგორც ნორმალური, სინამდვილეში, ისინი განაყოფიერებაში არ მონაწილეობენ. MAR-ტესტის საშუალებით განისაზღვრება ასეთი ანტისხეულების რაოდენობა. MAR-ტესტის დადებითი კრიტერიუმია 50%-იან ზღვარზე მაღალი მაჩვენებელი.
დადებითი MAR-ტესტი მამაკაცის იმუნოლოგიური უნაყოფობის დიდ ალბათობას მიუთითებს.