წინამდებარე ჯირკვლის ადენომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

რადგანაც სწორედ ამ პერიოდს ახლავს მნიშვნელოვანი ჰორმონული გარდაქმნები.

რისკის ფაქტორები

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარების შესაძლებლობა იზრდება შემდეგი ფაქტორებისას:

  • არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება;
  • სტრესული გარემო;
  • ორგანიზმში ანთებითი პროცესის პროგრესირება;
  • ალკოჰოლის, თამბაქოს ჭარბი მოხმარება;
  • სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება;
  • ჰორმონული ჯგუფის სამკურნალო პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • ცხოვრების უმოძრაო წესი;
  • მემკვიდრული ფაქტორი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჭარბი წონა.

სიმპტომები

  • ტკივილი შარდვისას;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება სუბფებრილურამდე;
  • ურეთრის გაღიზიანება, რომელიც თან ახლავს შარდვას;
  • ლიბიდოს დაქვეითება, ერექციის დარღვევა, პოტენციის დაქვეითება;
  • ჰემატურია;
  • შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება. მიუხედავად შარდვის გახშირებული სურვილისა, შარდის გამოყოფა ხდება წვეთობით.

განვითარების სტადიები

წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარება სამ სტადიად მიმდინარეობს: კომპენსირებული, სუბკომპენსირებული და დეკომპენსირებული. თითოეულ სტადიას ახასიათებს გარკვეული პათოლოგიური მდგომარეობა და სიმპტომატიკა.

პირველი სტადია – კომპენსირებული

გამოხატული ნიშნები არ აღინიშნება, ამიტომ მამაკაცი ვერც კი ხვდება პროცესის დაწყებას. შარდის შეკავება იშვიათია. გამოკვლევით დგინდება პროსტატის გადიდება, რომელსაც აქვს მკვეთრი საზღვრები.

მეორე სტადია – სუბკომპენსირებული

გადიდებული ჯირკვალი აწვება ურეთრას. მამაკაცი ამჩნევს, რომ შარდის ნაკადი არის წყვეტილი. ექოსკოპიურად დგინდება შარდის ბუშტში ნარჩენი შარდი.

მესამე სტადია – დეკომპენსირებული

აღინიშნება მკვეთრი კლინიკური გამოვლინება. შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის მუდმივად არსებობისას ორგანო იჭიმება, რასაც თან ახლავს მტკივნეულობა, შარდვის დროს აუცილებელი ხდება მუცლის კუნთების დაძაბვა. შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის არსებობისას ხელსაყრელი გარემო იქმნება ინფიცირებისათვის თირკმელების შემდგომი დაზიანებით. საგანგაშო სიგნალია შარდში სისხლის გამოჩენა, ტემპერატურის მომატება, წონის დაქვეითება.

დროული მკურნალობის გარეშე შეიძლება განვითარდეს რამდენიმე გართულება:

  • ინფექციურ-ანთებითი პროცესები უროგენიტალური ტრაქტის ორგანოებში;
  • უროგენიტალური ტრაქტის ორგანოების კონკრემენტები;
  • ჰიდრონეფროზი.

დიაგნოსტიკა

კვლევის პირველი მნიშვნელობის ამოცანაა ადენომის სტადიის განსაზღვრა. ამ დროს ინიშნება შემდეგი ლაბორატორიული, აპარატული და ინსტრუმენტული კვლევა:

  • სისხლის საერთი და ბიოქიმიური ანალიზი;
  • შარდის ანალიზი;
  • სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) განსაზღვრა;
  • პროსტატის ბიოფსია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა

ადენომის საწყის სტადიაში ნაჩვენებია კონსერვატული მკურნალობა, რომლის უეფექტურობის დროს შესაძლებელია ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა.

პროფილაქტიკა

პროსტატის ადენომის განვითარების მინიმალიზაციისთვის საჭიროა სქესობრივი ცხოვრების სტაბილიზაცია. არ დავუშვათ ჰორმონული დისბალანსის განვითარება. მნიშვნელოვანია პერიოდულად უროლოგის კონსულტაცია. გავზარდოთ ფიზიკური აქტოვობა, რითაც გაუმჯობესდება პროსტატის სისხლით მომარაგება, რაც ამცირებს ჰიპერპლაზიის განვითარების შესაძლებლობას.

ადენომის დროული მკურნალობა ზრდის კეთილსაიმედო პროგნოზს.