/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
1993წ. საქართველოში პირველად ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ბაზაზე პროფ. ა.ხომაურიძის ინიციატივით დაინერგა ენდოსკოპიური-გინეკოლოგიური მიმართულება,რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა რეპროდუქტოლოგი ბ-ნი რ. ჩარექიშვილი, გინეკოლოგ-ენდოსკოპისტის თანამდებობაზე.(მინისტრის ი.მენაღარიშვილის ბრძანება N13-10/37-8.02.1993)და მის მერე წარმატებით ასრულებს ენდოკოპიურ ოპერაციებს.1998 წელს. რ. ჩარექიშვილმა საქართველოში,პირველმა დანერგა და შეასრულა ლაპარასკოპიული ჰისტერექტომია-ვაგინალური ასისტენციით.ის არის ამ დარგის ჩამოყალიბების და განვითარების ერთერთი პირველი ფუძემდებელი საქართველოში.
15.03.2002წელს ბ/ნ რ. ჩარექიშვილს დაცული აქვს საკანდიტატო დისერტაცია „საკვერცხეების პოლიკისტოზის ქირურგიული მკურნალობა“(საკ.სერთიფიკატი N0031960),რომელიც ითვლება ერთადერთი ერთადერთ სამეცნიერო ნაშრომად,საქართველოს ფარგლებში დაცულ ენდესკოპიურ გინეკოლოგიაში.
საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ბრძ.N 01-10/2347)
11.03.2005 წელს გამონაკლისის სახით დაადასტურა ბ-ნი რ.ჩარექიშვილის უფლება,ენდოსკოპიურ-გინეკოლოგიაში მუშაობის.
ბ-ნ რ. ჩარექიშვილს დღემდე შესრულებული აქვს 16.000-ზე მეტი ლაპარასკოპიულ-გინეკოლოგიური ოპერაცია. აქვე გვინდა ავღნიშნოთ,რომ მიუხედავად ოპერაციების სიმრავლისა და სირთულისა,ყველა ოპერაცია დასრულებულია წარმატებით და მისი პროფესიული საქმიანობა და კომპეტენცია ეჭვქვეშ არ დამდგარა.ასევე აღანიშნავია,რომ არსებობს გარკვეული სახის ოპერაციები ენდოსკოპიურ-გინეკოლოგიაში, მაგ:ხელოვნური საშოს შექმნა „კოლპოპოეზი“,“როკიტან-მაიერ-კიუსტნერის“ სინდრომი,ღრმა ენდომეტრიოზის ენდოკოპიური მკურნალობა პარარექტალური სივრცის რეზექციით,საშვილოსნოს რეკონსტრუციული ენდოსკოპიური ოპერაციები თანდაყოლილი ანომალიების დროს.თავისი საქმიანობის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს 46(ორმოცდაექვსი)სამეცნიერო ნაშრომი.სისტემატიურად ღებულობს მონაწილეობას საქართველოს საზღვრებს გარეთ ჩატარებულ სამედიცინო კონფერენციებში.ასევე მისი ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოში ტარდება არაერთი საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია.იგი არამარტო ანვითარებს აღნიშნულ დარგს,არამედ უზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას და ზრდის მომავალ სპეციალისტებს.