ანდროპაუზა - ტესტოსტერონის დაქვეთება და ქოლესტერინის ცვლის დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანდროპაუზა - ტესტოსტერონის დაქვეთება და ქოლესტერინის ცვლის დარღვევა

- ბატონო ალეკო, რა ასაკიდან არის მოსალოდნელი მამაკაცებში კლიმაქსი და რატომ?

- მამაკაცის ორგანიზმში 50 წლის შემდეგ იწყება ცვლილებები, რომლებსაც თანამედროვე მედიცინაში ანდროპაუზას, მარტივად - მამაკაცურ კლიმაქსს უწოდებენ. ამის მიზეზია სათესლე ჯირკვლების მიერ ჰორმონ ტესტოსტერონის გამომუშავების შემცირება. დარწმუნებული ვარ, ბევრმა ეს იცის. ისიც ცნობილია, რომ პარალელურად ვითარდება სქესობრივი

ლტოლვის დაქვეითება, ორგაზმის შეგრძნების შესუსტება, ერექციული დისფუნქცია.

მაგრამ თითქმის არავინ იცის, რომ ტესტოსტერონის დონის შემცირება იწვევს ან ამძიმებს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე (მეტაბოლური სინდრომი), ანემია, დეპრესია, ოსტეოპოროზი და მრავალი სხვა.

აქედან გამომდინარე, აშკარაა ტესტოსტერონის უმნიშვნელოვანესი როლი მამაკაცის ცხოვრების ამ პერიოდში. ეს კარგად აქვთ გააზრებული დასავლეთის ქვეყნებში, სადაც არსებობს მრავალი საზოგადოება თუ ასოციაცია, რომლებიც ასაკოვანი მამაკაცის ცხოვრების ხარისხზე ზრუნავენ.

- გამოდის, რომ ტესტოსტერონის კონტროლს და მისი ნორმალური დონის შენარჩუნებას მამაკაცისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

- ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების განვითარებასა და მიმდინარეობაში ამ ნივთიერების როლის მაგალითზე ვეცდები აგიხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის ტესტოსტერონის დონის კორექცია.

ტესტოსტერონი და ათეროსკლეოზი

ტესტოსტერონის ნაკლებობის დროს ირღვევა ქოლესტერინისა და ცხიმების ანუ ლიპიდების ცვლა, რაც ხელს უწყობს წვრილ და მსხვილ არტერიებში ცხიმოვანი ფოლაქების ჩალაგებას - ათეროსკლეროზის განვითარებას. ასოს მღვიმოვანი სხეულის არტერიების დიამეტრი 1-2 მმ-ს არ აღემატება. მათი დაზიანების შედეგად ვითარდება ერექციული დისფუნქცია.

დამტკიცებულია, რომ ამ მომენტიდან 2-3 წლის თავზე თავს იჩენს პრობლემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ხოლო 5-6 წლის თავზე ვითარდება სერიოზული გართულებები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. ამით იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერექციული დისფუნქცია მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების პირველი ნიშანია.

ტესტოსტერონი და შაქრიანი დიაბეტი

ტესტოსტერონის ნაკლებობის დროს ძალზე აგრესიულად მიმდინარეობს შაქრიანი დიაბეტი, ხშირია ინსულინის რეზისტენტობა. შაქრიანი დიაბეტი, თავის მხრივ, ამძიმებს გულის იშემიური დაავადების მიმდინარეობას. ვითარდება და პროგრესირებს თირკმლის უკმარისობა, უარესდება მხედველობა, ქვედა კიდურების სისხლმომარაგება.

წაიკითხეთ სრულად