ჩაშუშული პომიდორი სპერმის ხარისხს აუმჯობესებს
პროფესორმა, ანდროლოგმა ალან პეისიმ და მისმა კოლეგებმა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად 19-დან 30 წლამდე ასაკის 56 ჯანმრთელი მამაკაცი მიიწვიიეს, რომელთაგან ნახევარს სპერმის ცუდი ხარისხი ჰქონდა.
მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს ორ ჯგუფად. ერთმა ჯგუფმა მიიღო ლიკოპენის კაფსულები (ორგანული პიგმენტი კაროტინოიდების კლასიდან, რომელიც განსაზღვრავს ზოგიერთი ხილის, განსაკუთრებით პომიდვრის, წითელ ფერს) 12 კვირის განმავლობაში.
ლიკოპენის დღიური დოზა იყო 14 მილიგრამი. მონაწილეთა მეორე ჯგუფი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იღებდა პლაცებო კაფსულებს. თუმცა, არც მონაწილეებმა და არც თავად მკვლევარებმა არ იცოდნენ, ვინ რას იღებდა.
სამი თვის შემდეგ მამაკაცებს გაუკეთეს სპერმის ანალიზი და გაირკვა, რომ მათ, ვინც იღებდა ლიკოპენს, მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა სპერმის ხარისხი - სათესლე სითხეში სწრაფად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა გაიზარდა 40%-ით, რაც ზრდის კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსებს. გაორმაგდა ნორმალური ფორმისა და ზომის სპერმის რაოდენობა.
- იმის გამო, რომ ლიკოპენი უკეთესად შეიწოვება ორგანიზმის მიერ მოხარშული პომიდვრიდან, მეცნიერები მამაკაცებს ურჩევენ, მეტი ტომატის პასტა, პიურე ან ჩაშუშული პომიდორი ჭამონ.
- თუმცა, იმის გამო, რომ ლიკოპენის რაოდენობა, რომელიც კვლევის მონაწილეებმა მიიღეს, დღეში 5 ქილა ჩაშუშული პომიდვრის ექვივალენტური იყო, მამაკაცებისთვის, რომლებსაც ჩასახვის პრობლემები აქვთ, შესაძლოა უკეთესი იყოს ლიკოპენის, როგორც კვებითი დანამატის მიღება.
პეისი და მისი კოლეგები გეგმავენ გააგრძელონ ლიკოპენის ეფექტის შესწავლა სპერმის ხარისხზე უფრო ფართო კვლევებში.
ასევე დაგაინტერესებთ
1990 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ სპერმატოზოიდების მინიმალური ზღვარი 20 მილიონია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს ექიმებისთვის მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.
ჯანმრთელი სპერმისთვის ჯანმო-ს მიერ დადგენილი ნორმები ასეთია:
- სპერმატოზოიდების კონცენტრაცია მილილიტრ ეაკულატში - არანაკლებ 20 მილიონისა;
- სპერმის მოცულობა - არანაკლებ 2 მილილიტრისა;
- ცოცხალი უნდა იყოს სპერმატოზოიდების მინიმუმ 50%;
- ნორმალური ფორმა უნდა ჰქონდეს მინიმუმ 30%-ს;
- მოძრავი უნდა იყოს სპერმატოზოიდების მინიმუმ 50%, ხოლო ამათგან ნახევარი სწრაფად უნდა მოძრაობდეს.
ახლა კი - ორი ინფორმაცია მამაკაცებისთვის: კარგი და ცუდი. ცუდი ის არის, რომ სპერმის ხარისხზე გავლენას ახდენს პრაქტიკულად ყველაფერი, კარგი კი ის, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.
კვერცხუჯრედებისგან განსხვავებით, რომლებიც ქალის ორგანიზმში ჯერ კიდევ დაბადებამდე ინერგება, სპერმა განუწყვეტლივ წარმოიქმნება. მეცნიერთა დიდი ნაწილი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სპერმის ფერტილობის გასაუმჯობესებლად საკმარისია ცხოვრების წესის თუნდაც 2-3 თვით შეცვლა. განაგრძეთ კითხვა