/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანდროლოგია

რა მოქმედებს სპერმის ხარისხზე

რა მოქმედებს სპერმის ხარისხზე
მამაკაცის ორგანიზმში სპერმის წარმოქმნა სქესობრივი მომწიფების მომენტიდან იწყება და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.

სპერმატოგენეზს დაახლოებით 72 დღე სჭირდება, ხოლო ქალის ორგანიზმში სიცოცხლისა და განაყოფიერების უნარს სპერმატოზოიდი დაახლოებით ორი დღე ინარჩუნებს. 1938-1970 წლებში უნაყოფობის მიზეზად მილილიტრ ეაკულატში 40 მილიონი სპერმატოზოიდის არსებობა ითვლებოდა.

1990 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ სპერმატოზოიდების მინიმალური ზღვარი 20 მილიონია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს ექიმებისთვის მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.

ჯანმრთელი სპერმისთვის ჯანმო-ს მიერ დადგენილი ნორმები ასეთია:

  • სპერმატოზოიდების კონცენტრაცია მილილიტრ ეაკულატში - არანაკლებ 20 მილიონისა;
  • სპერმის მოცულობა - არანაკლებ 2 მილილიტრისა;
  • ცოცხალი უნდა იყოს სპერმატოზოიდების მინიმუმ 50%;
  • ნორმალური ფორმა უნდა ჰქონდეს მინიმუმ 30%-ს;
  • მოძრავი უნდა იყოს სპერმატოზოიდების მინიმუმ 50%, ხოლო ამათგან ნახევარი სწრაფად უნდა მოძრაობდეს.

ახლა კი - ორი ინფორმაცია მამაკაცებისთვის: კარგი და ცუდი. ცუდი ის არის, რომ სპერმის ხარისხზე გავლენას ახდენს პრაქტიკულად ყველაფერი, კარგი კი ის, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კვერცხუჯრედებისგან განსხვავებით, რომლებიც ქალის ორგანიზმში ჯერ კიდევ დაბადებამდე ინერგება, სპერმა განუწყვეტლივ წარმოიქმნება. მეცნიერთა დიდი ნაწილი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სპერმის ფერტილობის გასაუმჯობესებლად საკმარისია ცხოვრების წესის თუნდაც 2-3 თვით შეცვლა.

სპერმის ხარისხზე მოქმედი 9 ფაქტორი

1. ქიმია

როგორც უკვე ითქვა, სპერმის ხარისხზე მოქმედებს პრაქტიკულად ყველაფერი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულ ფაქტორებს წარმოადგენს ალკოჰოლი, ნიკოტინი და ნარკოტიკული საშუალებები. მარიხუანას, კოკაინსა და ჰეროინს სპერმატოზოიდების კონცენტრაციის 50%-ით შემცირება შეუძლია, ხოლო მათი ხანგრძლივი მოხმარება შესაძლოა უნაყოფობის მიზეზად იქცეს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა.ტრამვა მივიღე სასქესო ასოზე.გავიკეთე გამოკვლევები,საგანგაშო არ არის,მაგრამ მაქვს დაბეჟილობა.უნებლიე ერექციის დროს,მაქვს საშინელი ტკივილები.ჩემი ექიმი არ არის საქართველოში და იქნებ მირჩიოთ რაიმე,რომ თავიდან ავირიდო ერექცია ერთი-ორი კვირის მანძილზე.მადლობა წინასწარ.</p>

სპერმის ხარისხზე მოქმედი კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორია ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც აქვეითებენ უჯრედების მოძრაობისა და სიცოცხლის უნარს.

2. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

ასევე დაგაინტერესებთ
სპერმის ხარისხის ასამაღლებლად ექსპერტები ნიგოზს გვირჩევენ

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები უშვილობის გავრცელებულ მიზეზად არის მიჩნეული. მაგალითად, ქლამიდიოზი ჩასახვის უნარს 33%-ით აქვეითებს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სასქესო ინფექციები მამაკაცებში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაავადების დროულად აღმოჩენასა და პრობლემების თავიდან აცილებაში რეგულარული სამედიცინო შემოწმება დაგეხმარებათ.

3. ეკოლოგია

ამერიკელ სპეციალისტებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საერთო აზრი იმის თაობაზე, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება სპერმის ხარისხზე. აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ ჰაერის დაბინძურება აქვეითებს სპერმატოზოიდების მოძრაობის სიჩქარეს. მეორე მხრივ, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ შიშის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან სპერმატოზოიდების მოძრაობის სიჩქარე უმნიშვნელოდ მცირდება. თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ სხვა ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების ხარისხი განსხვავებულია და ალბათ ანალოგიური კვლევის შედეგებიც განსხვავებული იქნება.

4. გადახურება

ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ მაღალი ტემპერატურა ფერტილობაზე მოქმედებს, მაგრამ ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მამაკაცის ჯანმრთელობას სერიოზულ კვალს ვერც ცხელი აბაზანა დააჩნევს და ვერც საუნა, თუ მათ მეტისმეტად ხშირად არ გამოიყენებენ. და მაინც, ხანგრძლივმა გადახურებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს. ექიმების აზრით, სარისკოა მუხლებზე დადებული ნოუთბუქით მუშაობა, მოჭერილი საცვლის ტარება და ხანგრძლივ გადახურებასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა (მაგალითად, მეტალურგიულ საწარმოში მუშაობა). საფრთხის შემცველია დიდხანს ჯდომაც (ეს უმთავრესად მძღოლებს ეხებათ), ვინაიდან ეს სათესლე ჯირკვლების გადახურებას იწვევს.

5. ინტელექტი

ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის თანამშრომელმა ჯეფრი მილერმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ ინტელექტის მაჩვენებელს პირდაპირი კავშირი აქვს სპერმის ხარისხთან. მილერი ვიეტნამის ომის ვეტერანთა ჯანმრთელობას იკვლევდა. ტესტირებამ აჩვენა, რომ ინტელექტუალურად განვითარებულ მამაკაცებს სპერმის უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ.

6. კვება

არც კვების მნიშვნელობის დავიწყება შეიძლება, ვინაიდან თუთიის, C, B12 და E ვიტამინების ნაკლებობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სპერმატოზოიდების აქტიურობაზე.

7. ზედმეტი წონა

დღემდე არ არსებობს საერთო აზრი ფერტილობაზე ჭარბი წონის გავლენის შესახებ. 2008 წლის ზაფხულში აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ მასის მაღალი ინდექსის მქონე მამაკაცების სპერმა უფრო მეტ ანომალიურ სპერმატოზოიდს შეიცავს. თუმცა ახლახან დანიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭარბი წონა სპერმატოზოიდების აქტიურობასა და კონცენტრაციაზე გავლენას არ ახდენს. მათი თქმით, მართალია, ზედმეტი წონა სასქესო ჰორმონების კონცენტრაციას აქვეითებს, მაგრამ სპერმის მაჩვენებლები უცვლელი რჩება.

8. ტრავმები

მართალია, მეცნიერები გამუდმებით გვირჩევენ, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ განსაზღვრული ტიპის ფიზიკური დატვირთვა უარყოფითად მოქმედებს სპერმის ხარისხზე. მაგალითად, ველოსპორტს თან სდევს სათესლე ჯირკვლების რეგულარული ტრავმირება, რაც, თავის მხრივ, სპერმატოზოიდთა მოძრაობის სიჩქარეს ამცირებს.

9. მობილური ტელეფონი

მეცნიერებს ისიც აინტერესებთ, რა გავლენას ახდენს მობილური ტელეფონი სპერმის ხარისხზე. კლივლენდის კლინიკის სპეციალისტებმა ახლახან რამდენიმე გამოკვლევაც კი ჩაატარეს. ერთ-ერთი ექსპერიმენტის მსვლელობისას 32 მამაკაცის სპერმის ნიმუში საუბრის რეჟიმში ჩართული მობილური ტელეფონების გვერდით მოათავსეს. ერთსაათიანი ზემოქმედების შემდეგ სპერმატოზოიდების სიცოცხლის უნარი საგრძნობლად შემცირდა. მეორე ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, მობილური ტელეფონის დღეში 4 საათზე მეტხანს გამოყენება აუარესებს სპერმის ხარისხს. მართალია, მეცნიერები აღიარებენ, რომ ამ სფეროში კიდევ მრავალი კვლევაა ჩასატარებელი, მამაკაცებს მაინც ურჩევენ, მობილური ტელეფონები შარვლის წინა ჯიბეში არ ჩაიდონ და უფრო ხშირად გამოიყენონ Hands-free გარნიტური.

ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, როცა თქვენი მეორე ნახევარი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს, გამონახეთ თანხა, რათა მეუღლესთან ერთად რამდენიმე კვირით მაინც გაემგზავროთ მთაში. სუფთა ჰაერი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სიცივე და მყუდრო გარემო თქვენი საუკეთესო წამალი გახდება.

კომენტარები (4)
გიორგი
როგორ გავზარდოთ სპერმის რაოდენობა?
თარიღი : 30-07-2023
giorgi
spremis sitxelem ra sheidzleba gamoiwvios?
თარიღი : 14-06-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ჩაშუშული პომიდორი სპერმის ხარისხს აუმჯობესებს

შეფილდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა European Journal of Nutrition-ში.
სრულად
რა არის მამაკაცის "მენოპაუზა"?
რა არის მამაკაცის "მენოპაუზა"?
ჰორმონალური ცვლილებები დაბერების ბუნებრივი ნაწილია.
სრულად
ოსლერ-რანდიუ-ვებერის დაავადება
ოსლერ-რანდიუ-ვებერის დაავადება
(მემკვიდრული ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია)
სრულად
მამაკაცის შვილოსნობის შეფასებაა - MAR-ტესტი მამაკაცის იმუნოლოგიური უნაყოფობის დიდ ალბათობას მიუთითებს

სპერმოგრამა - ეს არის ეაკულატის კვლევა, სპერმის ანალიზი, რომელიც მამაკაცის შვილოსნობის უნარის შეფასების საშუალებას იძლევა დადებითი
სრულად
რკინადეფიციტური ანემიის დროს რაციონი მდიდარი უნდა იყოს სურსათით, რომელშიც რკინა ჰემის ფორმით მოიპოვება

რჩევები მათთვის, ვისაც რკინადეფიციტური ანემია აწუხებთ.
სრულად
ანდროპაუზა - ტესტოსტერონის დაქვეთება და ქოლესტერინის ცვლის დარღვევა

გვესაუბრება უროლოგი ალეკო ხელაია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა მოქმედებს სპერმის ხარისხზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები