რას ურჩევენ მამაკაცებს სპერმის ხარისხის გასაუმჯობესებლად სპეციალისტები
მეცნიერებმა გააანალიზეს კვლევის ის მონაცემები, რომლითაც შეისწავლებოდა მამაკაცის ფერტილობის კავშირი დიეტასთან. მკვლევარებმა აღმოაჩინეს უკუპროპორციული დამოკიდებულება სპერმის დაბალ ხარისხსა და ჯანსაღ კვებას შორის. ჯანსაღი კვება მოიცავს საკვები ნივთიერებების (ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, Е, С, D ვიტამინები, ფოლის მჟავა, ბეტა-კაროტინი, სელენი, თუთია, კრიპტოქსანტინი, ლიკოპინი) მაღალი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ტრანსცხიმების დაბალი შემცველობის რაციონს.
სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ თევზი, ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, ბურღულეული, ბოსტნეული, ხილი, ცხიმების დაბალი შემცველობის რძის პროდუქტები დადებითად მოქმედებს სპერმის ხარისხზე. დამუშავებული ხორცი, სოიოს პროდუქტები, კარტოფილი, რძის ცხიმიანი პროდუქტები, ყველი, ყავა, ალკოჰოლი, ტკბილი სასმელები და ტკბილეული აქვეითებს სპერმის ხარისხს.
მეცნიერების დასკვნით, ჯანსაღი კვება, მაგალითად ხმელთაშუა ზღვის დიეტა, მნიშვნელოვნად ზრდის მამობის შანსებს.
ლალი ჩხიკვაძე