/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

ფსიქოლოგიური კონსულტაცია
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

  • ქმარი უცნაურად მაქებს - გამუდმებით მიმტკიცებს, რომ მე ყველაფრით ვჯობივარ მის პირველ ცოლს. რაც არ უნდა მოვამზადო, ქმრისგან მესმის: “ჩემი ყოფილი ცოლი ყოველთვის აკლებდა ხარშვას წვნიანს, შენ კი, ჩემო ძვირფასო, ყველაფერს შესანიშნავად აკეთებ!” ძალიან მაღიზიანებს ქების მისეული მანერა! როგორ მოვიქცე?

ირინე, 35 წლის

ალბათ გაგიჭირდებათ მეუღლისთვის იმის ახსნა, სახელდობრ რით გაღიზიანებთ მისი კომპლიმენტები - ფორმალურად ის ხომ ხოტბას გასხამთ! აუცილებელია უფრო ქმედითი მეთოდის პოვნა. შეუღლებამდე ალბათ თქვენც გქონდათ საპირისპირო სქესთან ურთიერთობის გამოცდილება.

ჰოდა, მორიგი რეპლიკის დროს, როცა კვლავ თავის ყოფილ ცოლს ახსენებს, სასხვათაშორისოდ შენიშნეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი ყოფილი თაყვანისმცემელი გამუდმებით უფულობაზე წუწუნებდა, მეორე უყურადღებო იყო, აი, თქვენი ძვირფასი მეუღლე კი სრულიადაც არ ჰგავს მათ და ძალიან გაგიმართლათ! ეჭვი არ შეგეპაროთ, მსგავსი “კომპლიმენტები” დააფიქრებს თქვენს მეუღლეს, უფრო მეტიც - გამოიწვევს ემოციების მთელ გამას ეჭვიანობიდან გაღიზიანებამდე და მომავალში აუცილებლად შეიკავებს თავს ყოფილი ცოლის ხსენებისგან.

  • დიდი ხანია ვეძებ სამსახურს, მაგრამ უშედეგოდ. ვათავსებ ჩემს მონაცემებს ინტერნეტში, ვიღებ გამოხმაურებას, მიწვევას, გავდივარ გასაუბრებაზე, მაგრამ რატომღაც ყველგან უარს მეუბნებიან. ჩემი ანკეტური მონაცემებით არაერთი დამკვეთი დაინტერესდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ცუდ შთაბეჭდილებას ვახდენ პირადი კონტაქტის დროს. მაინც რას არ ვაკეთებ ისე, როგორც საჭიროა? როგორ უნდა მოვიქცე პოტენციურ დამსაქმებელთან საუბრისას?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სალომე, 26 წლის

კიდევ ერთხელ ყურადღებით გადაიკითხეთ თქვენი რეზიუმე და გაიხსენეთ, როგორ გიჭირავთ თავი გასაუბრებაზე. ხშირად სიტყვა და საქმე სცდება ერთმანეთს. მაგალითად, გიწერიათ, კომუნიკაბელური და ინიციატივიანი ვარო, შეხვედრის დროს კი შებოჭილი ჩანხართ, მშრალად პასუხობთ შეკითხვებს. დამკვეთს შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს. მორიგი გასაუბრების წინ შეეცადეთ წინასწარ წარმოიდგინოთ თქვენი და გასაუბრების წარმმართველი პირის დიალოგი, რა კითხვა შეიძლება გაუჩნდეთ თქვენდამი, ზედმიწევნით გაიაზრეთ თქვენი ქცევის სტრატეგია, რათა ყველაფერი გათვლილი გქონდეთ, თქვენი ნათქვამი და ნამოქმედარი არავითარ შემთხვევაში წინააღმდეგობაში არ მოვიდეს თქვენსავე რეზიუმესთან.

  • ვარ მარტოხელა. ცოტა ხნის წინ ინტერნეტით რამდენიმე მამაკაცი გავიცანი. გვაქვს სახალისო მიმოწერა, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. არ მინდა, ვინმეს თავს მოვახვიო საკუთარი სურვილი და თვითონ შევთავაზო შეხვედრა. როგორ მოვახერხო, რომ ნაცნობებს ვუბიძგო, თავად მიიღონ გადაწყვეტლება, თავად გადადგან პირველი ნაბიჯი? როგორ შეიძლება ვირტუალური ნაცნობობის რეალობაში გადმოტანა?

შეკითხვა ექიმს
<p>აღგზნება არ მაქვს მომატებული ჩვეულებრივ მდგომარეობაში ასეთ ფოქრებზე აღგზნება არ მოდის , პორნოს ვუყირებდი და მაგ დროს ისედაც აღგზნებული ვიყავი და ვიქნებოდი თავისთავად მერე ორგაზმი გახანგძლივდა ელემნტარულად ხელიც რო მიმედო ეგრევე მოდილდა ორგაზმი ფიქრიც კი არ ჭირდებოდა თავისით მოდიოდა ან გონებრივად რო გამემახვილები ჩემს გენოტალიებზე ყურადღება მაშინაც მოდიოდა ხოდა ეს ფოქრი რო წამოვიდა წამიერი იყო კადრი არც ჩამდა წესოერად წამიერი იყო და უცებ გენოტალიებზე გადავიტანე აქცენტი და ეგრევე წამოვიდა ორგაზმი თავოსოთაც წამპვოდოდა ვფიქრობ რადგამ უკვე ისედაც აღგზნებული ვიყავო და ეს ფოქრი ღაფაერ შუაშია , ამუ ეს ფიქრები არ აღმაგზმენებს პირიქით მთრგუნავს</p>

ელენე, 29 წლის

მამაკაცებს ინტერნეტით გაცნობისას უამრავი მოტივი აქვთ: რეალური პრობლემებისგან თავისუფლებისა და ფლირტის ვირტუალურ სამყაროში გაქცევა, განტვირთვის მიზნით ვინმესთან გასაუბრების სურვილი, თვითშეფასების ამაღლება... შეგიძლიათ, თქვენს ვირტუალურ ნაცნობებს ჰკითხოთ, რატომ სტუმრობენ გაცნობის საიტებს და, მათი აზრით, რატომ არის, რომ ინტერნეტრომანები იშვიათად გადაიზრდება რეალურ ურთიერთობაში. თეორიული მსჯელობებიდან თანდათანობით გადახვალთ ამ პრობლემის უფრო პირადულ განხილვაზე, შედეგად კი ვინმემ შესაძლოა შეხვედრაც შემოგთავაზოთ.

კომენტარები (1)
ნიკა
გამარჯობათ,მე და ჩემ შეყვარებულს ძალიან გვიყვარს ერათმანეთი,რაგაცნაირი გახდათითქოს არ მიშვებს,თითქოს აგიზიანებს ინთერეს რო ვიჩენ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით(რას შვები,სად ხარ)მსგავსი მინიმალისტური კითხვებით,უხასიათო გახდა მარა იძახის რო ძალიან ვუყვარვარ და არაფერი შეცვლილა ,რა ვქნა და რა ხდება?როგორ მოვიქცე და როგორ დავიბრუნო ძველი ურთიერთობა
თარიღი : 05-05-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

7 უპირატესობა სამსახურში და ყოველდღიურ ცხოვრებაში
7 უპირატესობა სამსახურში და ყოველდღიურ ცხოვრებაში
რა არის დადებითი გაძლიერება
სრულად
განშორება და მარტოობა ანგრევს მამაკაცის ჯანმრთელობას
განშორება და მარტოობა ანგრევს მამაკაცის ჯანმრთელობას
მკვლევარებმა რამდენიმე ათასი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს.
სრულად
უხილავი მტერი: როგორ ვმართოთ სტრესი გლობალური არასტაბილურობის ეპოქაში
უხილავი მტერი: როგორ ვმართოთ სტრესი გლობალური არასტაბილურობის ეპოქაში
დილით ვიღვიძებთ და ტელეფონში გვახვდება შემაშფოთებელი საინფორმაციო სათაურები.
სრულად
რატომ უნდათ სექსის შემდეგ ტირილი ან მოწევა
რატომ უნდათ სექსის შემდეგ ტირილი ან მოწევა
ბევრი ამჩნევს: რაც არ უნდა კარგი იყოს სექსი, ორგაზმის შემდეგ ისინი განიცდიან უცნაურ ემოციებს - ზოგს ცრემლი ერევა,
სრულად
გლოვა - დანაკარგით გამოწვეული ტკივილი - ეტაპები და მათი ცოდნის მნიშვნელობა
გლოვა - დანაკარგით გამოწვეული ტკივილი - ეტაპები და მათი ცოდნის მნიშვნელობა
გლოვა რეაქციაა ადამიანის დანაკარგით გამოწვეულ ტკივილზე.
სრულად
ფსიქოლოგიური ეფექტები
ფსიქოლოგიური ეფექტები
(დასაწყისი იხ. #9 ნომერში)
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

გამარჯობა. ბოლოს გკითხეთ რა გამეკეთებინა როგორ მოვქცეულიყავი რადგან 2ადამიანის მიმართ მქონდა გრძნობები.. უნდა გითხრათ რომ ადამიანი ვისთანაც ურთიერთობაში ვიმყოფებოდი, რამოდენიმეჯერ მიღალატა, იმას ვერასდროს გავიგებ ბოლომდე იყო თუ არა შეხვედრით და უფრო ახლო ურთიერთობით ღალატი, მაგრამ მინაწერები და ფლირტაობა ბევრჯერ ვუპოვე სხვა გოგოებთან.. და ყოველ ჯერზე იფიცებოდა რომ აღარ იზამდა, საბოლოოდ 1-2კვირის წინ დაამატა ორმა გოგომ ერთდროულად და ვიეჭვე რაღაცეები მაგრამ რათქმაუნდა უარყო..( სხვადასხვა ქალაქში ვიმყოფებით და ვერ ჩავეძიებოდი და უფრო ვერ გავიგებდი ამ ამბავს) ამიტომ არც მიჩხუბია არაფერი, მხოლოდ შენსას აგრძელებთქო ვუთხარი და აქეთ მომაწვა რომ ტყუილა უბრალოდ ვეჭვიანობ და რომ დაიღალა თურმე ჩემი ამ ,,ეჭვიანობებით" და მე ვიგონებ თითქოს რამეს.. საბოლოოდ დაშორება არ უნდოდა მაგრამ მე დავემშვიდობე და ვუთხარი რომ თავის ცხოვრებს მიხედოს და შემეშვას. 1კვირაა კონტაქტი აღარ გვაქვს. ვფიქრობ როგორც საჭიროა იმ დონეზე არ ვუყვარვარ და ვეღარც მაფასებს ალბათ რადგან ამდენჯერ ვაპატიე რამე, ჰგონია რომ ისევ დავუბრუნდები, რაც არმოხდება.. მეორე ადამიანს კი რაც შეეხება, არის საოცარი პიროვნება, დღეს იშვიათად თუ შევხვდებით მსგავს ადამიანს, ყველასგან განსხვავებულს და ჩამოყალიბებულს თუ რა უნდა ცხოვრებაში და რა მიზნები აქვს. მე კი თავს ვიდანაშაულებდი ამ ადამიანის მიმართ გრძნობების გაჩენის გამო მანამდე.. ახლა აღარ ვნანობ. კიდევ თუ მომცემთ რჩევებს იმ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ ავიცილო თავიდან ყველაფერზე დარდი, როცა შემომაწვება რამე, ნამდვილად მადლობელი ვიქნები <3 პრობლემა ის არის კიდევ რომ ეს ადამიანი ამერიკაში იმყოფება და რამოდენიმე წელი მოგვიწევს ცალცალკე ყოფნა.. მიჭირს ეხლა ასეთ რთულ სიტუაციაში ის რომ ამ ადამიანს პირისპირ ვერ ვნახულობ და ვერ ველაპარაკები. იქნებ მომცეთ რჩევები, როგორ აღვიდგინო წინა ურთიერთობის ღალატებისგან დანგრეული ჩემი მენტალური მდგომარეობა.. დიდი მადლობა წინასწარ❤️

კატეგორია : ფსიქოლოგია

არ ვიცი როგორ დავიწყო.ჩემს ქმარზე სულ იმას ვფიქრობ რომ არ უყვარვარ. არ არის აქტიური.მგონია ხან რომ ქალის სხეული არ მოწონს და კაცები იზიდავს.რადგან იყო სიტუაცია ბიჭი გამოიწვია თვალებით.ისე უყურებდა და მერე რომ ბედნიერწბისგან სულ იცინის და კარგ ხასიათზე დგება.მითხარით რომ ეს შეიძლება მკმეჩვენოს?მეუბნება რომ მეჩვენება.და ერთი შემთხვევა არ ყოფილა.იყო რამოდწნიმე.ჩემს სხეულს არ ეფერება ისე რომ მე ვიგრძნო ალერსი.რატომ ვჩერდები ასეთთან თუ ვიტანჯები?არ ვიცი ვერ ვამტკიცებ ჩემს ხედვას ან იქნებ მე მეჩვენება ზიგჯერ ეჭვი მეპარება.იქნება აკვიატებული მაქვს და მაგიტომ?რქტომ ხდწბა.ამ ფიქრებს იქამდე მივყავარ რომ სიცოცხლე არ მინდა.ერატ ფსიქოლოგთქნ გავიარე გასაუბრება და მან მირჩია დავშორებოდი და ცუდად გავხდი კაღამ ეს რომ მითხრა.ვერ ვდგამ ამ ნაბიჯს.მის დაკარგვას ასე ვიტტანჯო მირჩევნია ზოგჯერ მაგრამ დავიღალე.სულ ვეჩხუბები და მიზეზებს ვეუბნები რაც სინამდვილეში არის.მაგალითად ის რომ ბეჭედი არ მიყიდეს და ხელი არ მოვაწერეთ 2 წელია უკვე.რა გავაკეთო არ ვიცი.მითხქრიატ რამე გთხოვთ

კატეგორია : ფსიქოლოგია

მოკლედ ჩემს მეგობარს დავარტყი. ბათუმში ვიყავით, გაუგებრობა მოხდა, აგრესია ისევ მოწინავე ემოცია გახდა და დავარტყი. არა, მუშტი არ მილეწია სახეში, გაშლილი ხელი წავიღე (არცთუისე ძლიერად) სადღაც კეფასთან. ამაზე ჩემი მეგობარი ძალიან გაბრაზდა, მეც გავბრაზდებოდი. ჩვენ არ ვართ უბრალო მეგობრები, მეექვსე წელია რაც ერთად მოვდივართ, ერთმანეთი გავზარდეთ, 13 წლის ვიყავი რომ გავიცანი, ის ჩემზე უფროსია. მან მითხრა რომ ამ დარტყმას არასდროს მაპატიებდა, მე ჩუმად ვიყავი. უფრო იმ ფაქტმა დამადუმა, რომ მითხრა რომ არ სჯეროდა ჩემი როცა ვეუბნებოდი რომ რეალურად გაუგებრობის გამო მოხდა ჩხუბი. ჩემი ნათქვამი გაიგო არასწორად და ამას მოჰყვა ყველაფერი, მეუბნებოდა რომ არა მე სწორად გავიგე რაც გავიგეო, არ გაპატიებო. საქმე კი რაშია. ამ ადამიანმა დაახლოებით ერთი წლის წინ ზურგში დანა ჩამარტყა, ძალიან ცუდი რამ გამიკეთა, მიღალატა. პრობლემა იმაშია რომ მე მაშინაც ვდუმდი, არ გამომიხატავს ჩემი აგრესია ბოლომდე, “ვაპატიე”. ეს იყო საშინელება, ახლო ადამიანმა მსგავსი რამ გაგიკეთოს… ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ბევრჯერ უღიარებია რომ ჩემზე ზურგს უკან იჭორავა ან რაღაც მომატყუა. მე სულ ვდუმდი, კი გვქონდა კამათები მაგრამ ძირითადად ვდუმდი - ეს რაღათქმაუნდა ჩემი შეცდომაა და არა მისი. როდესაც ის ცუდი რამ გამიკეთა წასვლა მინდოდა, მაგრამ მითხრა დარჩი და დამაკვირდი როგორ ვიცვლებიო. მის მერე ბევრჯერ მსურდა წასვლა მაგრამ ყოველთვის მაკავებდა. დიდხანს ვიფიქრე იმ დარტყმაზე… ეს არ იყო უბრალოდ ემოციურ ფონზე მოქნეული ხელი, ეს იყო იმ ყველაფრისგან დაგროვილი აგრესია რაც მე არ გამომიხატავს. ესეც ჩემი შეცდომაა, შეიკავებ ბევრს და ისეთ დროს ამოგასხამს როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება. მინდა ვთქვა ამ ადამიანს პროგრესი ნამდვილად აქვს თუმცა მე ვეღარ შევძლებ მის ნდობას, ცუდია, ეს დიდი ხნის შემდეგ გავიაზრე. ერთი წელი არ არის საკმარისი ნდობის აღსადგენად, ნდობა არაა სახუმარო თემა, ბევრად მეტია საჭირო. ცუდია რომ ფიზიკური შეხებით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამ დარტყმამ გამათავისუფლა მისგან. მე რომ წასვლა მინდოდა სულ მაკავებდა, მაგრამ მე არ ვეცდები მის დაბრუნებას. მან ყველგან დამბლოკა და ისე წავიდა, რაიმე უნდა ავუხსნა და ისე გავუშვა?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

  • ქმარი უცნაურად მაქებს - გამუდმებით მიმტკიცებს, რომ მე ყველაფრით ვჯობივარ მის პირველ ცოლს. რაც არ უნდა მოვამზადო, ქმრისგან მესმის: “ჩემი ყოფილი ცოლი ყოველთვის აკლებდა ხარშვას წვნიანს, შენ კი, ჩემო ძვირფასო, ყველაფერს შესანიშნავად აკეთებ!” ძალიან მაღიზიანებს ქების მისეული მანერა! როგორ მოვიქცე?

ირინე, 35 წლის

ალბათ გაგიჭირდებათ მეუღლისთვის იმის ახსნა, სახელდობრ რით გაღიზიანებთ მისი კომპლიმენტები - ფორმალურად ის ხომ ხოტბას გასხამთ! აუცილებელია უფრო ქმედითი მეთოდის პოვნა. შეუღლებამდე ალბათ თქვენც გქონდათ საპირისპირო სქესთან ურთიერთობის გამოცდილება.

ჰოდა, მორიგი რეპლიკის დროს, როცა კვლავ თავის ყოფილ ცოლს ახსენებს, სასხვათაშორისოდ შენიშნეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი ყოფილი თაყვანისმცემელი გამუდმებით უფულობაზე წუწუნებდა, მეორე უყურადღებო იყო, აი, თქვენი ძვირფასი მეუღლე კი სრულიადაც არ ჰგავს მათ და ძალიან გაგიმართლათ! ეჭვი არ შეგეპაროთ, მსგავსი “კომპლიმენტები” დააფიქრებს თქვენს მეუღლეს, უფრო მეტიც - გამოიწვევს ემოციების მთელ გამას ეჭვიანობიდან გაღიზიანებამდე და მომავალში აუცილებლად შეიკავებს თავს ყოფილი ცოლის ხსენებისგან.

  • დიდი ხანია ვეძებ სამსახურს, მაგრამ უშედეგოდ. ვათავსებ ჩემს მონაცემებს ინტერნეტში, ვიღებ გამოხმაურებას, მიწვევას, გავდივარ გასაუბრებაზე, მაგრამ რატომღაც ყველგან უარს მეუბნებიან. ჩემი ანკეტური მონაცემებით არაერთი დამკვეთი დაინტერესდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ცუდ შთაბეჭდილებას ვახდენ პირადი კონტაქტის დროს. მაინც რას არ ვაკეთებ ისე, როგორც საჭიროა? როგორ უნდა მოვიქცე პოტენციურ დამსაქმებელთან საუბრისას?

სალომე, 26 წლის

კიდევ ერთხელ ყურადღებით გადაიკითხეთ თქვენი რეზიუმე და გაიხსენეთ, როგორ გიჭირავთ თავი გასაუბრებაზე. ხშირად სიტყვა და საქმე სცდება ერთმანეთს. მაგალითად, გიწერიათ, კომუნიკაბელური და ინიციატივიანი ვარო, შეხვედრის დროს კი შებოჭილი ჩანხართ, მშრალად პასუხობთ შეკითხვებს. დამკვეთს შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს. მორიგი გასაუბრების წინ შეეცადეთ წინასწარ წარმოიდგინოთ თქვენი და გასაუბრების წარმმართველი პირის დიალოგი, რა კითხვა შეიძლება გაუჩნდეთ თქვენდამი, ზედმიწევნით გაიაზრეთ თქვენი ქცევის სტრატეგია, რათა ყველაფერი გათვლილი გქონდეთ, თქვენი ნათქვამი და ნამოქმედარი არავითარ შემთხვევაში წინააღმდეგობაში არ მოვიდეს თქვენსავე რეზიუმესთან.

  • ვარ მარტოხელა. ცოტა ხნის წინ ინტერნეტით რამდენიმე მამაკაცი გავიცანი. გვაქვს სახალისო მიმოწერა, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. არ მინდა, ვინმეს თავს მოვახვიო საკუთარი სურვილი და თვითონ შევთავაზო შეხვედრა. როგორ მოვახერხო, რომ ნაცნობებს ვუბიძგო, თავად მიიღონ გადაწყვეტლება, თავად გადადგან პირველი ნაბიჯი? როგორ შეიძლება ვირტუალური ნაცნობობის რეალობაში გადმოტანა?

ელენე, 29 წლის

მამაკაცებს ინტერნეტით გაცნობისას უამრავი მოტივი აქვთ: რეალური პრობლემებისგან თავისუფლებისა და ფლირტის ვირტუალურ სამყაროში გაქცევა, განტვირთვის მიზნით ვინმესთან გასაუბრების სურვილი, თვითშეფასების ამაღლება... შეგიძლიათ, თქვენს ვირტუალურ ნაცნობებს ჰკითხოთ, რატომ სტუმრობენ გაცნობის საიტებს და, მათი აზრით, რატომ არის, რომ ინტერნეტრომანები იშვიათად გადაიზრდება რეალურ ურთიერთობაში. თეორიული მსჯელობებიდან თანდათანობით გადახვალთ ამ პრობლემის უფრო პირადულ განხილვაზე, შედეგად კი ვინმემ შესაძლოა შეხვედრაც შემოგთავაზოთ.


  • მყავს მეგობარი, რომელიც ძალიან მიყვარს. დედაჩემს სურს, მალე შევუღლდეთ და მისი სტუმრობისას ხშირად გადაუკრავს ხოლმე სიტყვას ქორწინებაზე. მე შემკრთალი და დარცხვენილი ვდგავარ, ჩემი შეყვარებული კი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება. ცდილობს, ხუმრობაში გაატაროს, მაგრამ ვხედავ, რომ ეს საუბრები აბნევს. არაერთხელ ვთხოვე დედას, მეტი ტაქტი გამოიჩინოს, მაგრამ მას ჰგონია, რომ მე მეხმარება!

თათა, 24 წლის

ნუ მიიჩნევთ, რომ დედის გადაკრული სიტყვები მაინცდამაინც ზიანს მიაყენებს თქვენსა და თქვენი მეგობრის ურთიერთობას. თქვენი მეგობარი ხედავს თქვენს რეაქციას და მშვენივრად ესმის, რომ დედის “ინიციატივასთან” საერთო არაფერი გაქვთ. ამავე დროს დედის მოუთმენლობაშიც შეიძლება დავინახოთ დადებითი მხარე - შესაძლოა, ის იმას ახმოვანებდეს, რაც თქვენ გსურთ, ხმამაღლა კი ვერ გითქვამთ.

დაბოლოს, თქვენი მეგობარი ხედავს, რომ დედას სურს, რაც შეიძლება მალე დანათესავდნენ; ამრიგად, ბიჭი ხვდება, რომ მას სავსებით ენდობიან და “თავისიანად” მიაჩნიათ. თუმცა ქორწინების თემაზე საუბარი საჭიროა უაღრესად კორექტულად და დელიკატურად. აუხსენით დედას, რომ მისი უტაქტო სიტყვების გამო თავს უხერხულად გრძნობთ, წითლდებით, უადგილოდ ისვრით რეპლიკებს, ამან კი შესაძლოა ავნოს თქვენი შეყვარებულისა და თქვენს ურთიერთობას და თქვენი დაქორწინების პერსპექტივასაც.

  • მყავს შეყვარებული, რომელიც ძალიან მიყვარს. მასაც ვუყვარვარ. ორივემ 30 წელს გადავაბიჯეთ, მაგრამ ბევრად უფრო ახალგაზრდები გვგონია თავი. თუმცა, რაც დრო გადის, ჩემი მეგობრის ზოგიერთი ჩვევა უფრო და უფრო მაღიზიანებს, ის თანდათან სცილდება იმ იდეალს, რომელსაც მასში ვხედავდი. ვცდილობ, რაღაც-რაღაცები შევცვალო, მაგრამ არ გამომდის, ის მაინც თავისებურად იქცევა. როგორ მოვიქცე? როგორ მოვახერხო მასში იმის შეცვლა, რაც არ მომწონს? მე ხომ ის ძალიან მიყვარს!

თაკო, 31 წლის

ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ მან უკეთ იცის, როგორი უნდა იყოს მისი საყვარელი ადამიანი. ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვცდილობთ მის კორექციას, რათა ჩვენს წარმოსახვაში არსებულ იდეალს მივუახლოოთ. გვავიწყდება, რომ ეს უაზრობაა - პიროვნების ფორმირება ხომ ადრეულ ბავშვობაში მოხდა.

და მაინც, როგორ მოვიქცეთ, თუ ძალიან გვინდა, ჩვენი მეორე ნახევრის ქცევა შევცვალოთ?

მამაკაცთა უმრავლესობა ვერ იტანს აწეულ ტონს და ასეთ დროს პრინციპულად საპირისპიროდ იქცევა, მაშინაც კი, როცა გულის სიღრმეში აღიარებს, რომ ოპონენტი მართალია! რა საჭიროა ერთი და იმავეს ასჯერ გამეორება? ეს ხომ გამაღიზიანებელია! ამიტომ ქალმა არ უნდა დაიკავოს პოზიცია “აქ ყველაფერს მე ვწყვეტ!” უფრო იოლია, ეშმაკობით მიაღწიო შენსას.

ქალების უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ მთავარია საჭირო მომენტი აირჩიო. მრავალი ქალი აღიარებს, რომ იღლება ერთი და იმავეს გამეორებით და ფარ-ხმალს ყრის, გარკვეული ხნის შემდეგ კი მამაკაცი თხოვნას უთქმელად ასრულებს. პარადოქსია?

ბევრ ქალს კი სწამს, რომ სხვების თანდასწრებით ქმარს არ უნდა ეკამათო. მისი დარწმუნება მხოლოდ პირისპირ საუბრისას არის შესაძლებელი.

  • ნუ ეცდებით, მიაღწიოთ ზუსტ შესატყვისობას თქვენ მიერ შექმნილ ხატთან. გაიხსენეთ, რომ თქვენ ოდესღაც შეიყვარეთ სწორედ ეს ადამიანი თავისი ყველა თვისებით. ნუ შეალევთ მთელ სიცოცხლეს მისი გადაკეთებისთვის ბრძოლას. ზოგჯერ უმჯობესია, შეიცვალოთ დამოკიდებულება მისი ნაკლოვანებებისადმი.
  • ტაქტიანად გადაუკარით სიტყვა და არ გააკრიტიკოთ. თავი შეიკავეთ ნებისმიერი შენიშვნისგან უცხოთა ან ბავშვების თანდასწრებით. ნუ მიაყენებთ დარტყმას მის მამაკაცურ ავტორიტეტსა და თავმოყვარეობას.
  • ყოველთვის ილაპარაკეთ კონკრეტულად და არა ზოგადად.
  • სთხოვეთ და არ მოითხოვოთ. მოთხოვნისას ჩვენ ვამცირებთ პიროვნებას და აქ ირთვება წინააღმდეგობის მექანიზმი, რომელიც განსაკუთრებით აქვთ განვითარებული მოზარდებსა და მამაკაცებს. თუ სურვილს თხოვნის ფორმას მივცემთ, ამით გამოვხატავთ პატივისცემას თანამოსაუბრისადმი, ხაზს გავუსვამთ მის ძალას და აღვუძრავთ მას ჩვენი დახმარებისა და დაცვის სურვილს.

დაბოლოს, საყვარელი ადამიანის აღზრდის საუკეთესო საშუალებაა, ხშირად ვუთხრათ მას, რა კარგია და რა სწორად მოიქცა. წახალისება ხომ გაცილებით ეფექტურია, ვიდრე საყვედური და სასჯელი.