ფსიქოლოგიური ეფექტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური ეფექტები

8. თანმიმდევრობის ეფექტი

  • თანმიმდევრობის კანონის ზემოქმედება იმაში ვლინდება, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ერთი და იგივე პირობებზე, თუკი შევცლით დავალების შესრულების თანმიმდევრობას.

მაგალითად, რომელიმე ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს მკვლევარი ცვლის ექსპერიმენტის შემადგენელი ნაწილების თანმიმდევრობას, მაშინ ექსპერიმენტის მონაწილის ადაპტაციაც უკეთესი იქნება ან უარესი. ამის გამო ფსიქოლოგიაში მიღებულია ბევრი კვლევის ჩატარება ერთი რომელიმე ეფექტური სქემის მიხედვით.

თანმიმდევრობის ეფექტი ხშირად ახდენს ზეგავლენას ადამიანების საქმიანობაზე. ორგანიზაციის თანამშრომლების საქმიანობის პროდუქტიულობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმის მიხედვით, თუ როგორია მათი დღის წესრიგის თანმიმდევრობა.

სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებსაც ხელმძღვანელობა ატარებს სამსახურში, შეუძლია ნაადრევად გადაღალოს ან პირიქით, გაზარდოს თანამშრომლების ქმედითუნარიანობა.

სპორტსმენი, რომელიც ვარჯიშობს კონკრეტული პროგრამის მიხედვით, შეძლებს თავისი პროდუქტიულობის გაზრდას, თუ ვარჯიშის პროგრამის ვარირებას მოახდენს.

მშობლებს შეუძლიათ შვილების ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა დღის განმავლობაში, ინდივიდუალური დღის წესრიგის შედგენით ან აღზრდის უნიკალური მიდგომის შემუშავებით.

პედაგოგებს შეუძლიათ გააუმჯობესონ მოსწავლეების ათვისების ტემპი სასწავლო პროცესში ცვლილებების შეტანით და სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილების გადანაცვლებით.

9. ჰოტჰორნის ეფექტი

  • ჰოტჰორნის ეფექტი – ეს არის ამგვარი ფენომენი: როდესაც ადამიანმა იცის, რომ რაიმე ექსპერიმენტში მონაწილეობს, ეს იწვევს დამახინჯებულ ან უმეტესად გაუმჯობესებულ შედეგს.

ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ექსპერიმენტში და იცის ამის შესახებ, იწყებს უფრო ეფექტურად მოქმედებას, არის უფრო კონცენტრირებული და უფრო გულმოდგინედ ასრულებს დავალებას, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში.

ადამიანის მოთხოვნილება, იგრძნოს მიკუთვნებულობა რაიმე განსაკუთრებულ „ექსპერიმენტულ“ ჯგუფთან, იწვევს მისი ქცევის ცვლილებას, შესაბამისად, გავლენას ახდენს მის მოქმედებებზე.

ჰოტჰორნის ეფექტს უწოდებენ ასევე მოვლენას, რომლის დროსაც ყოველი ინოვაცია იწვევს შედეგების გაუმჯობესებას, რადგან ის იწვევს ადამიანების ენთუზიაზმს.

ჰოტჰორნის ეფექტის დახმარებით შესაძლებელია ზეგავლენის მოხდენა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე ან ორგანიზაციაში თანამშრომელთა შრომისუნარიანობაზე.

არსებობს სხვადასხვა ვარიანტი. პირველ რიგში, შესაძლებელია, თანამშრომლებს შევატყობინოთ, რომ ტარდება მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც გაუმჯობესდება ეს სფერო. მეორე, შესაძლებელია საქმიანობაში დავნერგოთ სიახლე, რომლის შედეგადაც ადამიანები ჩვეულებრივზე უფრო მეტი ინტერესით შეასრულებენ თავიანთ ფუნქციას.

თუმცა, არსებობს ამ საკითხის მეორე მხარეც: ხშირ შემთხვევაში ექსპერიმენტები ტარდება მონაცემების მოსაპოვებლად. ასეთ დროს ადამიანების ინფორმირება ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, ცუდ გავლენას მოახდენს შედეგებზე. ამიტომ, ექსპერიმენტის მონაწილეებმა არ უნდა იცოდნენ ამის შესახებ, ან ის მაინც არ უნდა იცოდნენ, რისი დადგენაა განზრახული ამ ექსპერიმენტით.

10. დოქტორ ფოქსის ეფექტი

  • დოქტორ ფოქსის ეფექტი ის არის, რომ იმ ადამიანის გამომხატველობის უნარი, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის, შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, ამ ინფორმაციის მიმღებისთვის ვიდრე თავად მიწოდებული ინფორმაცია. მთხრობელის ნიჭმა შეიძლება გადაფაროს ინფორმაციის ცუდი ხარისხი, ფიქტიურობა, უსარგებლობა და მნიშვნელობის ნაკლებობა. ამავე დროს ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია მიიღო, დარწმუნებული იქნება იმაში, რომ ნამდვილად გაიგო ბევრი ახალი რამ და ბევრი რამ ისწავლა მიღებული ინფორმაციისგან.

ადამიანებს, რომლებსაც გამოკვეთილი არტისტული ან ორატორული ნიჭი და უნარები აქვთ, შეუძლიათ ძლიერი ზეგავლენა მოახდინონ ადამიანებზე თავიანთი ნიჭით. მაგალითად, ესწრებით ლექციას ან სემინარს და თქვენ წინაშეა ქარიზმატული, ემოციური ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი შესანიშნავად გადმოსცეს ინფორმაცია. ამავე დროს ლექტორი საერთოდ ვერ ერკვევა ამ კონკრეტულ თემაში. მისი მონათხრობის ინფორმაციულობა ძალზე მწირია. ღონისძიების დასრულების შემდეგ თქვენ მაინც დადებითი შთაბეჭდილება გექნებათ და დარწმუნებული იქნებით, რომ დიდი მოცულობით სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ. ეს კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ ადამიანის იმიჯი, ნაწილობრივ, მისი ხასიათისა და ფსიქიკის გარკვეული მახასიათებლები, ჩვენზე გაცილებით დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე ის, რაზეც ეს ადამიანი მოგვითხრობს.

მთხრობელის უნარების განვითარება დაგეხმარებათ ნებისმიერი საუბრის წარმართვასა და ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენაში, ისე, რომ მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვოთ.

11. პირველი შთაბეჭდილების ეფექტი

  • პირველი შთაბეჭდილების ეფექტის არსი ის არის, რომ სხვა ადამიანებთან შეხვედრისა და მათი შეფასების დროს ადამიანები ხშირად იმ შთაბეჭდილებას ენდობიან, რომელიც მათ ექმნებათ ურთიერთობის პირველ წუთებში. ისეც ხდება, რომ ურთიერთობის დროს ყველა შემდგომი შთაბეჭდილება და ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდება.

პირველი შთაბეჭდილება შეიძლება შეიქმნას განზრახ ან უნებლიეთ. პირველ შთაბეჭდილებაზე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ისეთი თვისებები, როგორიც არის მისი გარეგნობა, თავის დაჭერისა და საუბრის მანერა, თავდაჯერება ან თავდაუჯერებლობა, ხმა, გამოხედვა და ა.შ.

უცხო ადამიანებთან შეხვედრის დროს ყურადღება მიაქციეთ იმას, თქვენ როგორ იწყებთ მათ შეფასებას: მიაქციეთ ყურადღება იმ ადამიანის თვისებებს, ვისთანაც ურთიერთობთ, ემოციებს, რომელსაც ეს ადამიანი იწვევს თქვენში.

თქვენთვის, ალბათ, ცნობილია სიტუაცია, როდესაც ადამიანთან პირველი შეხვედრისას თავში გიტრიალებთ მასთან დაკავშირებული წინასწარი „მონაცემები“. თუ ადამიანი თავიდანვე მოგეწონათ, შემდგომშიც მის მიმართ სიმპათიით იქნებით განწყობილი. თუკი არ მოგეწონათ, მის მიმართ დამოკიდებულებაც შესაბამისი გექნებათ. თავდაპირველი დადებითი ან ნეგატიური შეგრძნება შეგინარჩუნდებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემდგომში ამ ადამიანის ქცევა განსხვავებული აღმოჩნდება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანს შეუძლია ისწავლოს პირველი შთაბეჭდილების სპეციალურად შექმნა: ამისთვის საჭიროა მოვემზადოთ უცხო ადამიანებთან შესახვედრად და ურთიერთობის პროცესში ვაკონტროლოთ თავი: საუბრისთვის წინასწარ მომზადებით, ქცევით, გარეგნობით და ა. შ.

12. თვითმხილველის ეფექტი

  • თვითმხილველის ეფექტი (ასევე მოწმის ეფექტი ან ჯენოვეზეს სინდრომი) ვლინდება იმაში, რომ ადამიანები რომლებიც რაიმე საგანგებო სიტუაციის მოწმეები აღმოჩნდნენ, არ ცდილობენ დაზარალებულების დახმარებას და განზე დარჩენას ამჯობინებენ.

საინტერესო ის არის, რომ რაც უფრო მეტია თვითმხილველი, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ვინმე დაეხმარება დაზარალებულს, რადგან თითოეული მათგანი თვლის, რომ ვინმე სხვამ უნდა აღმოუჩინოს დახმარება. თუ თვითმხილველი მარტოა, ალბათობა იმისა, რომ ის აღმოუჩენს დახმარებას, არსებითად იზრდება.

თვითმხილველის ეფექტის ნათელი ილუსტრაციაა საინფორმაციოს საშუალებით გადმოცემული ახალი ამბები სხვადასხვა შემთხვევების შესახებ. სადაც ნათქვამია ხოლმე, რომ ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ შემთხვევის თვითმხილველები, არანაირი დახმარება არ აღმოუჩინეს დაზარალებულებს. შესაძლოა, თქვენ თავადაც გქონიათ შემთხვევა, როცა, მაგალითად, ადამიანი ცუდად გახდა ხალხმრავალ ადგილას და წაიქცა, იქვე მყოფი ხალხი კი არაფერს აკეთებს და აგრძელებს ყურებას. თითოეულს შეეძლო დახმარება, მაგრამ ფიქრობდა, რომ ვინმე სხვა დაეხმარებოდა. სინამდვილეში ეს არის გულგრილობისა და არაჰუმანურობის გამოვლინება.

თუ თქვენ შემთხვევით გახდებით მოწმე რაიმე შემთხვევისა, ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე სხვა დაეხმარება, ნუ გადგებით განზე, პირიქით, შეეცადეთ დაეხმაროთ დაზარალებულს. შესაძლოა ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ.

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ რეაგირებენ ადამიანები სიტუაციაზე, მთავარია როგორ რეაგირებთ თქვენ.

13. ჰალოს ეფექტი

  • ჰალოს ეფექტის არსი ასეთია: თუ ადამიანმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება, შემდგომში ადამიანები მას „მიაწერენ“ სხვა კარგ თვისებებსაც, რომლებიც რეალურად შეიძლება არც ჰქონდეს. თუკი, ადამიანმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, შემდგომში ადამიანები გაუცნობიერებლად მასში ცუდ თვისებებს დაინახავენ, ამ პიროვნების ზოგადი მახასიათებლების მიუხედავად.

ჰალოს ეფექტი ხშირად ვლინდება გარეგნული შეფასების დროს: თუ ადამიანი გარეგნულად ლამაზია, მას აღიქვამენ ჭკვიანად, განათლებულად, სასიამოვნოდ ურთიერთობაში და ა. შ. თუკი ადამიანი არც ისე მიმზიდველი გარეგნობისაა, მისი შეფასებაც საპირისპირო იქნება.

ჰალოს ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს სამსახურში ან სწავლის დროს: თუ თქვენ თავიდანვე წარმოაჩენთ თავს კეთილსინდისიერ და პასუხისმგებლობიან მოსწავლედ, სტუდენტად ან თანამშრომლად, ბეჯითად შეასრულებთ ყველა დავალებას, აქტიურად მიიღებთ მონაწილეობას სასწავლო ან სამუშაო პროცესში, ამით შეიქმნით დადებით რეპუტაციას, რომელიც მომავალში თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. ამის შემდეგ თქვენ გაპატიებენ პატარ-პატარა შეცდომებს სამსახურში, დავალების შეუსრულებლობას რაიმე მიზეზით, გაკვეთილების გაცდენას და ა.შ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამით ბოროტად სარგებლობა არ ღირს, რადგან შეიძლება დაკარგოთ თქვენი რეპუტაცია.

ეცადეთ, ყველგან და ყოველთვის წარმოაჩინოთ თავი საუკეთესო კუთხით და გამოავლინეთ დადებითი თვისებები. სწორედ ეს გაგიწევთ კარგ სამსახურს.

ნუ წარმოაჩენთ თავს იმაზე უკეთესად, ვიდრე სინამდვილეში ხართ. უბრალოდ, ყურადღება დაუთმეთ თქვენს სისუსტეებს და ეცადეთ, ისინი აღმოფხვრათ და უფრო ძლიერ პიროვნებად გარდაქმნათ თავი.

რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ განხილული ფსიქოლოგიური ეფექტების გარდა, კიდევ არსებობს სხვები. არსებობს უამრავი მსგავსი ეფექტი და ყველა მათგანი უნიკალური და საინტერესოა. ფსიქოლოგია ძალიან ღრმა მეცნიერებაა და შედგება მრავალი მახასიათებლისა და ნიუანსისგან.

ზემოთ მოყვანილი ეფექტები საკმარისი უნდა იყოს იმის გასააზრებლად, რომ ადამიანის ცხოვრება სავსეა გასაოცარი ფენომენებით, ხოლო თავად პიროვნება – ღრმა და დეტალური შესწავლის საგანია.

სურვილი – გავერკვეთ ადამიანის ნატურის თავისებურებებში, ეს არის მიზეზი – ვეძიოთ, ავითვისოთ ახალი ცოდნა, გავხდეთ უკეთესები და უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. განვითარდით, გადაშალეთ თქვენ წინაშე ადამიანის განუმეორებელი ბუნების ახალი საზღვრები.