/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

დიეტა ქრონიკულად მოავადეთათვის

დიეტა ქრონიკულად მოავადეთათვის
საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაზაფხულზე ქრონიკული დაავადებების გამწვავება მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად საკვებსა და კვების ნირის ცვლილებასაც უკავშირდება,

თუმცა გამწვავებისას ავადმყოფები რაციონს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ტკივილის დაამებას წამლებით ცდილობენ. არადა, ქრონიკულმა დაავადებამ თავი რომ არ შეგვახსენოს, ზოგჯერ სპეციალისტთა რეკომენდაციების მიხედვით კვებაც საკმარისია. როგორ ვიკვებოთ გაზაფხულზე და რა ვიღონოთ, თუ ქრონიკული პროცესი, მცდელობის მიუხედავად,მაინც გამწვავდა? ამ საკითხებზე ოჯახის ექიმი თინათინ ქავთარაძე გვესაუბრება:

  • ქალბატონო თინა, ბევრისგან გაგვიგონია, რომ ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პანკრეატიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ზოგიერთი პათოლოგია, ძვალ-სახსართა დაავადებები, ტუბერკულოზი, ფსიქონერვული მოშლილობანი) გაზაფხულზე შესაძლოა არც კი გამწვავდეს, თუ ამ პერიოდის დადგომისთანავე დავიწყებთ სამკურნალო დიეტის დაცვას. რამდენად შეეფერება ეს მოსაზრება სინამდვილეს და როგორია სამკურნალო დიეტის როლი ქრონიკული დაავადებების მკურნალობის პროცესში?

- ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ორგანიზმში ყოველდღიურად 50-მდე შეუცვლელი ნივთიერება მოხვდეს, მათ შორის - ამინომჟავები, ვიტამინთა უმრავლესობა, მინერალური ნივთიერებანი, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ცილები, ნახშირწყლები. ორგანიზმი მხოლოდ ასეთი კვებისას ახერხებს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურად წარმართვას და, საზოგადოდ, სრულფასოვან მუშაობას.

გაზაფხულზე კვების ნირის ცვლილებისას რამდენადმე ფერხდება ორგანიზმის სრულფასოვანი მომარაგება საჭირო კომპონენტებით, რაზეც პრაქტიკულად ჯანმრთელი ორგანიზმიც კი მტკივნეულად რეაგირებს. ქრონიკულად მოავადეებისთვის ეს კიდევ უფრო დიდი დარტყმაა, რომელსაც მათი ორგანიზმი პათოლოგიური პროცესის გამწვავებით პასუხობს. ამის კვალობაზე, როდესაც ადამიანი ზუსტად და განუხრელად ასრულებს ექიმის მიერ დანიშნულ როგორც მედიკამენტურ, ისე დიეტო-ლოგიურ რეკომენდაციებს, სავსებით შესაძლებელია, გაზაფხულზე ქრონიკულმა პროცესმა თავი არც კი შეახსენოს.

  • დიეტა ანუ სამკურნალო კვება სხვადასხვა პათოლოგიის დროს რადიკალურად განსხვავებულია, ამიტომ მოდი, მკითხველს სისტემების მიხედვით ვურჩიოთ, როგორ იკვებოს, რომ სნეულება არ გაუმწვავდეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ნებისმიერი დაავადების დროს დიეტა ითვალისწინებს სამკურნალო კვების ძირითად პრინციპებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამა თუ იმ პროფილის პაციენტის რაციონი, ასე, მაგალითად:

ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას დიეტის მთავარი პრინციპია ორგანიზმის ყოველდღიური მომარაგება ხარისხიანი სასმელი წყლით (რათა გაუმჯობესდეს სისხლისა და ლიმფის ფუნქციონირება), კალიუმითა და კალციუმის იონებით მდიდარი პროდუქტით. ეს ორი ელემენტი აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური მუშაობისთვის. კალციუმის იონების საშუალებით ხდება უჯრედგარე და უჯრედშიგა არეებში სითხის გადანაწილება, რაც საბოლოოდ განაპირობებს კიდეც არტერიული წნევის მაჩვენებელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მაგნიუმით მდიდარი პროდუქტი, რადგან მაგნიუმი გულის ნორმალური რიტმის შენარჩუნებას ემსახურება. დიეტის ერთ-ერთი პრინციპი სუფრის მარილის შეზღუდვაა. აუცილებელია საკვების ენერგეტიკული ღირებულების შემცირება ცხიმებისა და ნახშირწყლების ხარჯზე. ავადმყოფებმა უარი უნდა თქვან იმ ნივთიერებათა მიღებაზეც, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე გამღიზიანებლად მოქმედებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

პაციენტის სადღეღამისო რაციონი ასეთია:

  • ცილები - 90 გრამი (55-60% ცხოველური წარმოშობის უნდა იყოს);
  • ცხიმები - 70 გრამი (25-30 მცენარეული);
  • ნახშირწყლები - 350-400 გრამი.

მთელი სადღეღამისო რაციონი არ უნდა აჭარბებდეს 2500-2600 კილოკალორიას.

ასევე დაგაინტერესებთ
რას გულისხმობს დაბალანსებული დიეტა
წყლულოვანი დაავადება და სამკურნალო კვება

ნებადართულია: წინა დღეს გამომცხვარი პური, ნებისმიერი სახის ვეგეტარიანული წვნიანი, უცხიმო ხორცი, თევზი და ქათამი, რძე და მისი პროდუქტები, განსაკუთრებით - ხაჭო, სხვადასხვა სახის ბურღული, მოხარშული მაკარონი, მოხარშული ბოსტნეული, რბილი, მწიფე ხილი და კენკრა, თაფლი, მურაბა.

აკრძალულია: ახალი პური, ნამცხვარი, პარკოსნების წვნიანი, ხორცის, თევზისა და ქათმის ბულიონი, ცხიმიანი ხორცი, ძეხვეული, მარილიანი თევზი და ყველი, მარინადი და მწნილი, უხეში უჯრედისის შემცველი ხილი, შოკოლადი, მაგარი ჩაი, ყავა და კაკაო.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადები

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკურმა დიეტამ უნდა უზრუნველყოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მექანიკური, ქიმიური და თერმული დაზოგვა. მომატებული მჟავიანობისას იზღუდება კუჭის სეკრეციის ძლიერ ამგზნები საჭმელები, აგრეთვე - ის ნივთიერებები, რომლებიც იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, დიდხანს რჩება კუჭში და ძნელი მოსანელებელია. საკვები ძირითადად გახეხილი, წყალსა და ორთქლზე მოხარშული უნდა იყოს. ზომიერად უნდა შეიზღუდოს სუფრის მარილი, ძლიერ ცივი ან ცხელი საკვები კი საერთოდ აიკრძალოს.

მომატებული მჟავიანობისასრეკომენდებულია რძე (4-5 ჭიქა), ნაღები, კარაქი, ახალი ხაჭო, არაჟანი, შვრიის ან მანანის თხიერი ფაფა, ბურღულის ლორწოვანი სუპი, მცენარეული ზეთით მომზადებული წვნიანი, თეთრი ორცხობილა, თეთრი პური, ბოსტნეულისა და ხილის წვენები, თოხლოდ მოხარშული კვერცხი ან მისი სუფლე, ორთქლზე მოხარშული ხორცისა და თევზის კატლეტები, გუფთა. ბოსტნეული უნდა მოიხარშოს და პიურეს ან პუდინგის სახით იჭამოს. ტკბილეულიდან დასაშვებია ნაღების კრემი, კისელი, ჟელე, გახეხილი ხილის კომპოტი.

დაქვეითებული მჟავიანობისასსაკვები შერეულია - კუჭის ლორწოვანის გამღიზიანებელი პროდუქტები რაციონიდან უნდა გამოითიშოს, მათ ნაცვლად კი ჩაირთოს კუჭის წვენის გამოყოფის მასტიმულებელი პროდუქტები. დასაშვებია რძე, ხაჭო, არაჟანი, კარაქი, თოხლო კვერცხი, ბულიონი, გაწურული წვნიანი, წიწიბურას, ბრინჯის, მანანის ბურღულის ფაფა, მოხარშული მჭლე ხორცი და თევზი, მოხარშული და გახეხილი ბოსტნეული, ნაყინი, კისელი, კომპოტი, გახეხილი ახალი ხილი, თეთრი გამხმარი პური, თეთრი ორცხობილა, ჩაი, ყავა, კაკაო, კეფირი, ბოსტნეულისა და ხილის წვენები. ორივე შემთხვევაში გასათვალისწინებელია რამდენიმე რეკომენდაცია: სუფრის მარილი იზღუდება 8 გრამამდე; სასურველია A და C, B ჯგუფის ვიტამინების სმა; დღე-ღამეში დასაშვებია 1,5 ლიტრამდე სითხის მიღება, კვება სასურველია დღეში 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით, ამასთანავე, საკვები კარგად უნდა დაიღეჭოს.

ქრონიკული ჰეპატიტისა და ქოლეცისტიტი

ქრონიკული ჰეპატიტისა და ქოლეცისტიტის დროს აუცილებელია, რაციონი შეიცავდეს საკმარისი ოდენობის სრულფასოვან, ადვილად ასათვისებელ ცილებს. ყაბზობისას დასაშვებია მცენარეული ცხიმიც. ნახშირწყლების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფიზიოლოგიურ ნორმას, ხოლო ჭარბი წონის პაციენტებისთვის ის ფიზიოლოგიურზე ოდნავ ნაკლებიც კი უნდა იყოს. დიეტა ასევე გულისხმობს დაავადებული ორგანოს დაზოგვას, რაც კულინარიულად საგულდაგულოდ დამუშავებული პროდუქტებით მიიღწევა. საკვების უკეთესი ათვისებისა და მონელებისთვის აუცილებელია მისი ხშირი, დანაწევრებული მიღება. ეს საგრძნობლად აუმჯობესებს ნაღვლის წარმოქმნასა და მოქმედებას.

მენიუ უნდა შეიცავდეს უჯრედისით მდიდარ სურსათს, რათა გაიზარდოს ნაღვლის მოქმედების ეფექტი და ხელი შეეწყოს ორგანიზმიდან ქოლესტერინის მაქსიმალურ გამოდევნას.

დასაშვებია: ვეგეტარიანული სუპი, რძის ნაწარმი, მარცვლოვანთა სუპი, ბოსტნეულის ნახარში, მოხარშული ხორცი, მჭლე ქათამი, მოხარშული, ასევე მჭლე თევზი, კეფირი, მაწონი, აციდოფილური რძე, ხაჭო - დღეში 200 გრამამდე, ფაფა, თეთრი და შავი პური, მწიფე ხილი, კენკრა (გარდა მჟავე სახეობებისა) - ცოცხალიც და მოხარშულიც, ბოსტნეული და მწვანილი (განსაკუთრებით კარგია სტაფილო და ჭარხალი), მურაბა, თაფლი. შაქარი დასაშვებია დღეში 70 გრამამდე, ბოსტნეულისა და ხილის წვენები კი შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოთ. ნებადართულია რძიანი, არცთუ ისე მაგარი ჩაი.

უნდა შეიზღუდოს ცხიმები (ნაღები, კარაქი - 10 გრამამდე დღეში, მცენარეული ზეთი - 20-30 გრამამდე, კვერცხი მხოლოდ ერთი ცალია დასაშვები), სუფრის მარილი - 10 გრამამდე, კარგია: A, C, B1, B2, B12, PP, K ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა. საკვების მიღება სასურველია დღეში 5-ჯერ, მცირე ულუფებით. აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლური სასმელები, ღვიძლი, პარკოსნები, სოკო, ისპანახი, მჟაუნა, მწვანე ხახვი, ცხიმიანი ხორცი, დამარილებული, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტი, ნაყინი, კაკაო, გაზიანი სასმელები, შოკოლადი.

ქრონიკული პანკრეატიტი

ქრონიკული პანკრეატიტისას აუცილებელია ცილებით მდიდარი სურსათით კვება. სამაგიეროდ, უნდა შეიზღუდოს ცხიმები და ნახშირწყლები, ნაწილობრივ - შაქარიც. მკაცრი შეზღუდვა ვრცელდება ექსტრაქტულ ნივთიერებებზე, პურინებზე, ქოლესტერინზე, ეთერზეთებზე, უხეშ უჯრედისზე. აკრძალულია შემწვარი საკვები.

აუცილებელია ვიტამინების გაძლიერებული მიღება. სადილი ძირითადად გახეხილი ან წვრილად დაჭრილი, წყალში ან ორთქლზე მოხარშული პროდუქტებისგან უნდა მომზადდეს.

აკრძალულია ცხელი და ცივი კერძები, სუფრის მარილი დასაშვებია დღეში არა უმეტეს 10 გრამისა, სითხე - 1,5 ლიტრი.

კვების რეჟიმი: 5-6-ჯერ დღეში, მცირე ულუფებით. რეკომენდებულია იგივე სურსათი, რაც ქრონიკული ჰეპატიტისა და ქოლეცისტიტის დროს, იმ განსხვავებით, რომ ქრონიკული პანკრეატიტისას უნდა გაიზარდოს (დღეში 150 გრამამდე) ცილების შემცველობა, მათ შორის 80-85% - ცხოველურის ხარჯზე. ყოველგვარი სადილი უნდა მომზადდეს ორთქლზე, გახეხილი და დანაწევრებული პროდუქტით.

ძვალსახსროვანი სისტემა

ძვალსახსროვანი დაავადებებისას რეკომენდებულია, საერთოდ ავკრძალოთ ცხარე ექსტრაქტული სანელებლები, ხორცის ნახარში, ღვიძლი, შემწვარი პროდუქტი, თევზი, მარცვლოვნები, ყავა, კაკაო და შოკოლადი, ალკოჰოლური სასმელები. არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით სითხის მიღება.

რეკომენდებულიარძე და რძის ნაწარმი, თეთრი და შავი პური, შაქარი, თაფლი, ვეგეტარიანული სუპი, რძეზე მომზადებული ბურღულის ფაფა, ტკბილი ხილი, მურაბა, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, კარგია ლიმონით, ძმრითა და დაფნის ფოთლით შენელებული კერძები. კვირაში 2-3-ჯერ დასაშვებია კვერცხის, მჭლე ხორცისა და თევზის მიღება. სუფრის მარილის ოდენობა დღეში 6-7 გრამამდე მცირდება. კარგია C და B1 ვიტამინები.

თირკმლის დაავადებები

თირკმლის დაავადებებისას რეკომენდებულია ასეთი დიეტა:

ურემიის შემთხვევაში იზღუდება (20-25 გრამამდე) ცილების სადღეღამისო ულუფა. უპირველეს ყოვლისა, შეიზღუდოს პარკოსნების, მცენარეული ცილების, ბურღულეულისა და თეთრი პურის ოდენობა. მცენარეული ცილების ბიოლოგიური ღირებულება რამდენადმე ჩამოუვარდება ცხოველური ცილებისას, სამაგიეროდ, ორგანიზმს ძლიერ ამძიმებს ცვლის მავნე პროდუქტებით. ამიტომაც არის აუცილებელი მათი შეზღუდვა. პაციენტს შეუძლია, დიდი ოდენობით მიიღოს გლუკოზის შემცველი პროდუქტები (დაახლოებით 150 გრამი დღეში).

რეკომენდებულია: ძირითადად მოხარშული და გახეხილი ბოსტნეული, ხილი, განსაკუთრებით - კალიუმის მარილებით მდიდარი ჭერმის ჩირი (კურაგა), ქიშმიში, შავი ქლიავი, ბურღულეული - ზომიერად. დასაშვებია წიწიბურას რძიანი ფაფა, რძიანი ჩაი, უმარილო თეთრი პური, სუფთა შაქარი - დღეში 70 გრამამდე, კარაქი - 30 გრამამდე. აუცილებელია C, K და B ჯგუფის ვიტამინების მიღება.

კვების რეჟიმი დანაწევრებულია, სითხე - 600-800 მლ. სრულიად უნდა გამოირიცხოს მარილი.

ტუბერკულოზი

ფილტვების, ძვლების, ლიმფური ჯირკვლისა და სახსრების ტუბერკულოზის დროს, როგორც გამწვავების, ისე რემისიის ფაზაში, დიეტა გულისხმობს მაღალი ენერგოღირებულების მქონე საკვების მიღებას. განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს რაციონში ცილების, რძის ნაწარმის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობა. სადღეღამისო რაციონი ასეთია:

  • ცილები - 110-130 გრამი (60% ცხოველური წარმოშობისა უნდა იყოს);
  • ცხიმები - 110-120 გრამი;
  • ნახშირწყლები - 400-450 გრამი.

სადღეღამისო რაციონის ენერგოღირებულება არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 3000-3400 კკალორიას.

ნერვული სისტემა

ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადებებისას დიეტა საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა გამოირიცხება ცხარე სანელებლები, შებოლილი პროდუქტი, ცხიმიანი, შემწვარი, ხორცი, ერთი სიტყვით, სურსათი, რომელიც ნერვულ სისტემას აღაგზნებს, მათ შორის - ალკოჰოლი, მაგარი ჩაი, ყავა. სასურველია სუფრის მარილის მცირედი შეზღუდვაც. რეკომენდებულია საქონლის ღვიძლი, ენა, რძის პროდუქტები და პარკოსნები, საკვები, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ფოსფორს.

  • როგორ მოვიქცეთ, თუ დაავადება მაინც გამწვავდა?

- ნებისმიერი ქრონიკული დაავადების გამწვავებისას სამკურნალო კვების ძირითადი პრინციპები უცვლელი რჩება. არც იმ პროდუქტის ჩამონათვალი იცვლება, რომელიც მენიუდან უნდა გამოირიცხოს. უბრალოდ, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება გადაიხედოს და რამდენადმე შეიცვალოს სურსათის კულინარიული დამუშავების წესები, გამოირიცხოს შინაურ პირობებში დაკონსერვებული საკვები და სხვა. გამწვავებისას სწრაფი ეფექტის მისაღებად აუცილებელია იმ ვიტამინების სააფთიაქო ფორმით დამატება, რომელთა მიღებაც პროფილაქტიკური კვებისას სურსათის მეშვეობით არის რეკომენდებული. გარდა ამისა, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების გამწვავებისას აბსოლუტურად იკრძალება ალკოჰოლური სასმელები. ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო ისეთი პაციენტებისადმი, რომელთაც ორი ან მეტი ქრონიკული დაავადება აწუხებთ, მაგრამ მხოლოდ ერთი უმწვავდებათ - ასეთ დროს დიეტას, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მათი მკურნალი ექიმი ან ექიმთა ჯგუფი ადგენს.

  • როდის უნდა დაიწყონ ქრონიკულად მოავადეებმა პროფილაქტიკური დიეტის დაცვა?

- პროფილაქტიკური მიზნით სამკურნალო კვება ქრონიკულად მოავადეებმა სასურველია თებერვლის ბოლოდან დაიწყონ და დაახლოებით მარტის ბოლომდე განაგრძონ. ხანგრძლივი დიეტა სასურველი არ არის, ვინაიდან ერთფეროვანი საკვები და განსაზღვრული შეზღუდვები არასასურველ გავლენას ახდენს თავად ქრონიკულ პროცესზე და, შესაბამისად, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასა თუ ფსიქოემოციურ სფეროზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საიდან იღებს ორგანიზმი ყველაზე მეტ მარილს?

ადამიანი ყველაზე მეტ მარილს გადამუშავებული საკვებიდან იღებს.
სრულად
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ხშირად თან ახლავს ფიზიკური დისკომფორტი, ემოციური სირთულეები
სრულად
რომელი საკვები დაგეხმარებათ იოდის დეფიციტის თავიდან აცილებაში

რძის პროდუქტების რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ იოდის დეფიციტისგან დაცვაში.
სრულად
რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ თევზი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

მნიშვნელოვანია კვების რაციონში კვირაში ორ-სამჯერ თევზის ჩართვა.
სრულად
დასახელდა დიეტა, რომელიც დაგვეხმარება,  70 წლამდე ვიცხოვროთ ქრონიკული დაავადებების გარეშე

კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, უნდა შეზღუდოთ გარკვეული საკვების მოხმარება.
სრულად
ექსპერტები მოხუცებს მოუწოდებენ, რაციონში შეიტანონ ერთი ხელმისაწვდომი პროდუქტი

ქაშაყის მიღებით, შესაძლებელია ხანდაზმულ ადამიანებში ოსტეოპოროზის თავიდან აცილება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დიეტა ქრონიკულად მოავადეთათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტა ქრონიკულად მოავადეთათვის

თუმცა გამწვავებისას ავადმყოფები რაციონს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ტკივილის დაამებას წამლებით ცდილობენ. არადა, ქრონიკულმა დაავადებამ თავი რომ არ შეგვახსენოს, ზოგჯერ სპეციალისტთა რეკომენდაციების მიხედვით კვებაც საკმარისია. როგორ ვიკვებოთ გაზაფხულზე და რა ვიღონოთ, თუ ქრონიკული პროცესი, მცდელობის მიუხედავად,მაინც გამწვავდა? ამ საკითხებზე ოჯახის ექიმი თინათინ ქავთარაძე გვესაუბრება:

  • ქალბატონო თინა, ბევრისგან გაგვიგონია, რომ ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პანკრეატიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ზოგიერთი პათოლოგია, ძვალ-სახსართა დაავადებები, ტუბერკულოზი, ფსიქონერვული მოშლილობანი) გაზაფხულზე შესაძლოა არც კი გამწვავდეს, თუ ამ პერიოდის დადგომისთანავე დავიწყებთ სამკურნალო დიეტის დაცვას. რამდენად შეეფერება ეს მოსაზრება სინამდვილეს და როგორია სამკურნალო დიეტის როლი ქრონიკული დაავადებების მკურნალობის პროცესში?

- ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ორგანიზმში ყოველდღიურად 50-მდე შეუცვლელი ნივთიერება მოხვდეს, მათ შორის - ამინომჟავები, ვიტამინთა უმრავლესობა, მინერალური ნივთიერებანი, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ცილები, ნახშირწყლები. ორგანიზმი მხოლოდ ასეთი კვებისას ახერხებს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურად წარმართვას და, საზოგადოდ, სრულფასოვან მუშაობას.

გაზაფხულზე კვების ნირის ცვლილებისას რამდენადმე ფერხდება ორგანიზმის სრულფასოვანი მომარაგება საჭირო კომპონენტებით, რაზეც პრაქტიკულად ჯანმრთელი ორგანიზმიც კი მტკივნეულად რეაგირებს. ქრონიკულად მოავადეებისთვის ეს კიდევ უფრო დიდი დარტყმაა, რომელსაც მათი ორგანიზმი პათოლოგიური პროცესის გამწვავებით პასუხობს. ამის კვალობაზე, როდესაც ადამიანი ზუსტად და განუხრელად ასრულებს ექიმის მიერ დანიშნულ როგორც მედიკამენტურ, ისე დიეტო-ლოგიურ რეკომენდაციებს, სავსებით შესაძლებელია, გაზაფხულზე ქრონიკულმა პროცესმა თავი არც კი შეახსენოს.

  • დიეტა ანუ სამკურნალო კვება სხვადასხვა პათოლოგიის დროს რადიკალურად განსხვავებულია, ამიტომ მოდი, მკითხველს სისტემების მიხედვით ვურჩიოთ, როგორ იკვებოს, რომ სნეულება არ გაუმწვავდეს.

- ნებისმიერი დაავადების დროს დიეტა ითვალისწინებს სამკურნალო კვების ძირითად პრინციპებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამა თუ იმ პროფილის პაციენტის რაციონი, ასე, მაგალითად:

ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას დიეტის მთავარი პრინციპია ორგანიზმის ყოველდღიური მომარაგება ხარისხიანი სასმელი წყლით (რათა გაუმჯობესდეს სისხლისა და ლიმფის ფუნქციონირება), კალიუმითა და კალციუმის იონებით მდიდარი პროდუქტით. ეს ორი ელემენტი აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური მუშაობისთვის. კალციუმის იონების საშუალებით ხდება უჯრედგარე და უჯრედშიგა არეებში სითხის გადანაწილება, რაც საბოლოოდ განაპირობებს კიდეც არტერიული წნევის მაჩვენებელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მაგნიუმით მდიდარი პროდუქტი, რადგან მაგნიუმი გულის ნორმალური რიტმის შენარჩუნებას ემსახურება. დიეტის ერთ-ერთი პრინციპი სუფრის მარილის შეზღუდვაა. აუცილებელია საკვების ენერგეტიკული ღირებულების შემცირება ცხიმებისა და ნახშირწყლების ხარჯზე. ავადმყოფებმა უარი უნდა თქვან იმ ნივთიერებათა მიღებაზეც, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე გამღიზიანებლად მოქმედებს.

პაციენტის სადღეღამისო რაციონი ასეთია:

  • ცილები - 90 გრამი (55-60% ცხოველური წარმოშობის უნდა იყოს);
  • ცხიმები - 70 გრამი (25-30 მცენარეული);
  • ნახშირწყლები - 350-400 გრამი.

მთელი სადღეღამისო რაციონი არ უნდა აჭარბებდეს 2500-2600 კილოკალორიას.

ნებადართულია: წინა დღეს გამომცხვარი პური, ნებისმიერი სახის ვეგეტარიანული წვნიანი, უცხიმო ხორცი, თევზი და ქათამი, რძე და მისი პროდუქტები, განსაკუთრებით - ხაჭო, სხვადასხვა სახის ბურღული, მოხარშული მაკარონი, მოხარშული ბოსტნეული, რბილი, მწიფე ხილი და კენკრა, თაფლი, მურაბა.

აკრძალულია: ახალი პური, ნამცხვარი, პარკოსნების წვნიანი, ხორცის, თევზისა და ქათმის ბულიონი, ცხიმიანი ხორცი, ძეხვეული, მარილიანი თევზი და ყველი, მარინადი და მწნილი, უხეში უჯრედისის შემცველი ხილი, შოკოლადი, მაგარი ჩაი, ყავა და კაკაო.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადები

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკურმა დიეტამ უნდა უზრუნველყოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მექანიკური, ქიმიური და თერმული დაზოგვა. მომატებული მჟავიანობისას იზღუდება კუჭის სეკრეციის ძლიერ ამგზნები საჭმელები, აგრეთვე - ის ნივთიერებები, რომლებიც იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, დიდხანს რჩება კუჭში და ძნელი მოსანელებელია. საკვები ძირითადად გახეხილი, წყალსა და ორთქლზე მოხარშული უნდა იყოს. ზომიერად უნდა შეიზღუდოს სუფრის მარილი, ძლიერ ცივი ან ცხელი საკვები კი საერთოდ აიკრძალოს.

მომატებული მჟავიანობისას რეკომენდებულია რძე (4-5 ჭიქა), ნაღები, კარაქი, ახალი ხაჭო, არაჟანი, შვრიის ან მანანის თხიერი ფაფა, ბურღულის ლორწოვანი სუპი, მცენარეული ზეთით მომზადებული წვნიანი, თეთრი ორცხობილა, თეთრი პური, ბოსტნეულისა და ხილის წვენები, თოხლოდ მოხარშული კვერცხი ან მისი სუფლე, ორთქლზე მოხარშული ხორცისა და თევზის კატლეტები, გუფთა. ბოსტნეული უნდა მოიხარშოს და პიურეს ან პუდინგის სახით იჭამოს. ტკბილეულიდან დასაშვებია ნაღების კრემი, კისელი, ჟელე, გახეხილი ხილის კომპოტი.

დაქვეითებული მჟავიანობისას საკვები შერეულია - კუჭის ლორწოვანის გამღიზიანებელი პროდუქტები რაციონიდან უნდა გამოითიშოს, მათ ნაცვლად კი ჩაირთოს კუჭის წვენის გამოყოფის მასტიმულებელი პროდუქტები. დასაშვებია რძე, ხაჭო, არაჟანი, კარაქი, თოხლო კვერცხი, ბულიონი, გაწურული წვნიანი, წიწიბურას, ბრინჯის, მანანის ბურღულის ფაფა, მოხარშული მჭლე ხორცი და თევზი, მოხარშული და გახეხილი ბოსტნეული, ნაყინი, კისელი, კომპოტი, გახეხილი ახალი ხილი, თეთრი გამხმარი პური, თეთრი ორცხობილა, ჩაი, ყავა, კაკაო, კეფირი, ბოსტნეულისა და ხილის წვენები. ორივე შემთხვევაში გასათვალისწინებელია რამდენიმე რეკომენდაცია: სუფრის მარილი იზღუდება 8 გრამამდე; სასურველია A და C, B ჯგუფის ვიტამინების სმა; დღე-ღამეში დასაშვებია 1,5 ლიტრამდე სითხის მიღება, კვება სასურველია დღეში 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით, ამასთანავე, საკვები კარგად უნდა დაიღეჭოს.

ქრონიკული ჰეპატიტისა და ქოლეცისტიტი

ქრონიკული ჰეპატიტისა და ქოლეცისტიტის დროს აუცილებელია, რაციონი შეიცავდეს საკმარისი ოდენობის სრულფასოვან, ადვილად ასათვისებელ ცილებს. ყაბზობისას დასაშვებია მცენარეული ცხიმიც. ნახშირწყლების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფიზიოლოგიურ ნორმას, ხოლო ჭარბი წონის პაციენტებისთვის ის ფიზიოლოგიურზე ოდნავ ნაკლებიც კი უნდა იყოს. დიეტა ასევე გულისხმობს დაავადებული ორგანოს დაზოგვას, რაც კულინარიულად საგულდაგულოდ დამუშავებული პროდუქტებით მიიღწევა. საკვების უკეთესი ათვისებისა და მონელებისთვის აუცილებელია მისი ხშირი, დანაწევრებული მიღება. ეს საგრძნობლად აუმჯობესებს ნაღვლის წარმოქმნასა და მოქმედებას.

მენიუ უნდა შეიცავდეს უჯრედისით მდიდარ სურსათს, რათა გაიზარდოს ნაღვლის მოქმედების ეფექტი და ხელი შეეწყოს ორგანიზმიდან ქოლესტერინის მაქსიმალურ გამოდევნას.

დასაშვებია: ვეგეტარიანული სუპი, რძის ნაწარმი, მარცვლოვანთა სუპი, ბოსტნეულის ნახარში, მოხარშული ხორცი, მჭლე ქათამი, მოხარშული, ასევე მჭლე თევზი, კეფირი, მაწონი, აციდოფილური რძე, ხაჭო - დღეში 200 გრამამდე, ფაფა, თეთრი და შავი პური, მწიფე ხილი, კენკრა (გარდა მჟავე სახეობებისა) - ცოცხალიც და მოხარშულიც, ბოსტნეული და მწვანილი (განსაკუთრებით კარგია სტაფილო და ჭარხალი), მურაბა, თაფლი. შაქარი დასაშვებია დღეში 70 გრამამდე, ბოსტნეულისა და ხილის წვენები კი შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოთ. ნებადართულია რძიანი, არცთუ ისე მაგარი ჩაი.

უნდა შეიზღუდოს ცხიმები (ნაღები, კარაქი - 10 გრამამდე დღეში, მცენარეული ზეთი - 20-30 გრამამდე, კვერცხი მხოლოდ ერთი ცალია დასაშვები), სუფრის მარილი - 10 გრამამდე, კარგია: A, C, B1, B2, B12, PP, K ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა. საკვების მიღება სასურველია დღეში 5-ჯერ, მცირე ულუფებით. აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლური სასმელები, ღვიძლი, პარკოსნები, სოკო, ისპანახი, მჟაუნა, მწვანე ხახვი, ცხიმიანი ხორცი, დამარილებული, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტი, ნაყინი, კაკაო, გაზიანი სასმელები, შოკოლადი.

ქრონიკული პანკრეატიტი

ქრონიკული პანკრეატიტისას აუცილებელია ცილებით მდიდარი სურსათით კვება. სამაგიეროდ, უნდა შეიზღუდოს ცხიმები და ნახშირწყლები, ნაწილობრივ - შაქარიც. მკაცრი შეზღუდვა ვრცელდება ექსტრაქტულ ნივთიერებებზე, პურინებზე, ქოლესტერინზე, ეთერზეთებზე, უხეშ უჯრედისზე. აკრძალულია შემწვარი საკვები.

აუცილებელია ვიტამინების გაძლიერებული მიღება. სადილი ძირითადად გახეხილი ან წვრილად დაჭრილი, წყალში ან ორთქლზე მოხარშული პროდუქტებისგან უნდა მომზადდეს.

აკრძალულია ცხელი და ცივი კერძები, სუფრის მარილი დასაშვებია დღეში არა უმეტეს 10 გრამისა, სითხე - 1,5 ლიტრი.

კვების რეჟიმი: 5-6-ჯერ დღეში, მცირე ულუფებით. რეკომენდებულია იგივე სურსათი, რაც ქრონიკული ჰეპატიტისა და ქოლეცისტიტის დროს, იმ განსხვავებით, რომ ქრონიკული პანკრეატიტისას უნდა გაიზარდოს (დღეში 150 გრამამდე) ცილების შემცველობა, მათ შორის 80-85% - ცხოველურის ხარჯზე. ყოველგვარი სადილი უნდა მომზადდეს ორთქლზე, გახეხილი და დანაწევრებული პროდუქტით.

ძვალსახსროვანი სისტემა

ძვალსახსროვანი დაავადებებისას რეკომენდებულია, საერთოდ ავკრძალოთ ცხარე ექსტრაქტული სანელებლები, ხორცის ნახარში, ღვიძლი, შემწვარი პროდუქტი, თევზი, მარცვლოვნები, ყავა, კაკაო და შოკოლადი, ალკოჰოლური სასმელები. არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით სითხის მიღება.

რეკომენდებულია რძე და რძის ნაწარმი, თეთრი და შავი პური, შაქარი, თაფლი, ვეგეტარიანული სუპი, რძეზე მომზადებული ბურღულის ფაფა, ტკბილი ხილი, მურაბა, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, კარგია ლიმონით, ძმრითა და დაფნის ფოთლით შენელებული კერძები. კვირაში 2-3-ჯერ დასაშვებია კვერცხის, მჭლე ხორცისა და თევზის მიღება. სუფრის მარილის ოდენობა დღეში 6-7 გრამამდე მცირდება. კარგია C და B1 ვიტამინები.