წყლულოვანი დაავადება და სამკურნალო კვება

კუჭსა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები როცა იჩენს თავს.
რა შეიძლება და რა იკრძალება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას, რას ითვალისწინებს დიეტა, მოდი, ერთად გავერკვეთ.
ოპერაციის შემდგომ
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
პოსტოპერაციულ პერიოდში აუცილებელია სპეციალური დიეტის დაცვა, ამასთან, ოპერაციის შემდგომ პირველი სამი დღე იკრძალება კვება, მე-4-5 დღეს დაშვებულია კენკრის კისელი ან ჩაის დალევა.
შემდგომ დიეტა ფართოვდება მცენარეული წვნიანების, პიურეს სახით, მარცვლოვანი რძის ფაფებით.
დიეტის მიზანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ყველა გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილება, იგი 7-დან 10 დღემდე გრძელდება.
გამწვავების პერიოდი
გამწვავების პერიოდში აუცილებელია ასევე მკაცრი დიეტის დაცვა, საკვები უნდა იყოს მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული, გახეხილი ან პიურეს სახით, ეტაპობრივად ხდება საკვების ულუფის გაზრდა.
ასეთი კვების მიზანია ორგანიზმის შევსება საჭირო ნივთიერებებით და ენერგიის აღდგენა, ეს კვების გარდამავალი ტიპია, მკაცრი დიეტიდან ნახევრად მკაცრ ფორმაზე.
რემისიის პერიოდში
ინიშნება დიეტა, რომელიც მაქსიმალურად უახლოვდება კვების ჩვეულებრივ ტიპს, თუმცა მცირედი შეზრუდვებით. მისი მიზანია მყარი და ხანგრძლივი რემისიის შენარჩუნება.
ნებისმიერ ეტაპზე დიეტა ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის – თანმხლები დაავადებების, დაავადების სტადიის, ასაკისა და სხეულის მასის გათვალისწინებით.
დიეტური კვება წყლულოვანი დაავადებისას ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ სწორად შერჩეულ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად მას მართლაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია პაციენტის სრული გამოჯანმრთელების პროცესში. ამისთვის კი საჭიროა რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:
- პირველ ყოვლისა, პაციენტი უნდა იკვებებოდეს მცირე ულუფებით, დანაწევრებულად, დღეში საშუალოდ 6-7-ჯერ, კვების გრაფიკის მკაცრი დაცვით, ხანგრძლივი შუალედების გარეშე და შუალედებში წახემსებაც აკრძალულია. ტრაპეზებს შორის შუალედი არ უნდა აღემატებოდეს 3,5 საათს, ვახშამი კი უნდა დაიგეგმოს დაძინებამდე არა უმცირეს 2 საათით ადრე;
- სწორად უნდა შეირჩეს საკვები პროდუქტები, უნდა შევაჩეროთ არჩევანი ისეთებზე, რომლებიც მოქმედებენ კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე და მის წვენში მარილმჟავას ანეიტრალებენ, შესაბამისად, კატეგორიულად იკრძალება კვებითი გამღიზიანებლები, პაციენტის რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ყველა ის პროდუქტი, რომლებიც ზრდის კუჭის წვენში მჟავიანობას (ექსტრაქტების შემცველი პროდუქტები) და ძნელად მოსანელებელია (მცენარეული უჯრედისით მდიდარი პროდუქტები);
- გასათვალისწინებელია საკვების თერმული და მექანიკური თვისებები. პროდუქტები უნდა იყოს კარგად დანაწევრებული და დამუშავებული, საკვები არც ცივი უნდა იყოს და არც ძალიან ცხელი. საკვების ტემპერატურა უნდა უახლოვდებოდეს 32-38 გრადუსს, ასე იგი გაცილებითა ადვილად შეიწოვება და მოინელება. აკრძალულია 15 გრადუსზე მცირე და 55 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის საკვები;
- რაციონიდან გამოსარიცხია მძიმე, ცხიმიანი და შემწვარი საკვები, აგრეთვე ნახევარფაბრიკატები, დაკონსერვებული პროდუქტები და ფასტ-ფუდი;
- შესაძლებელია საკვებში მცენარეული და ნაღების კარაქის ზომიერი დამატება, ცხიმები, როგორც მცენარეული, ისე ცხოველური, აჩქარებს კუჭსა და ნაწლავში არსებულ წყლულების შეხორცებას;
- საკვები აუცილებლად უნდა იყოს თერმულად დამუშავებული: მოხარშული, ორთქლზე დამზადებული ან გამომცხვარი;
- დღეში რეკომენდებულია 1,5 ლ სითხის მიღება სასმელი წყლის სახით;
- რაციონში უნდა შემცირდეს სუფრის მარილის რაოდენობა და ის არ უნდა აღემატებოდეს 6-8 გრამს, გამწვავების პერიოდში სასურველია რაციონიდან სუფრის მარილის სრულად გამორიცხვა;
- რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული, რაც გულისხმობს მასში ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების ასეთ შემცველობას: 100-120 გრამი ნახშიწყლები, 80-100 გრამი ცხიმები და 400-450 გრამი ცილები. კალორაჟი კი უნდა მიიღონ ასაკობრივი ნორმის შესაბამისად.
რაციონის რეკომენდებული კომპონენტები
რძის ნაწარმი
დაშვებულია რძე, ნაღები, კეფირი, ხაჭო და არაჟანი. წყლულოვანი დაავადების მქონეთათვის რძე განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტია, ამიტომ თუ მისი დალევა არ გსიამოვნებთ, ეცადეთ ყავაში ან ჩაიში დაიმატოთ.
პური
აქ ყურადღების გამოჩენა გვმართებს, რამდენადაც წყლულოვანი დაავადების მქონეთათვის ყველა პური არ არის რეკომენდებული, ის აუცილებლად უნდა იყოს კარგად გამომშრალი, ერთი დღის თეთრი პური, მისაღებია ორცხობილებიც.
ბოსტნეული
დაშვებულია ისეთი ბოსტნეული, როგორებიცაა კარტოფილი, სტაფილო, გოგრა, ყაბაყი, არამჟავე პომიდორი.
ხილი და კენკრა
დაშვებულია ისეთი ხილი და კენკრა, რომელთაც არ გააჩნიათ სქელი და მაგარი კანი, მაგალითად: მარწყვი, ვაშლი, ბანანი, აგრეთვე ხილისა და კენკრისგან დამზადებული ახალი კომპოტი და კისელი.
ტკბილეულობა
ტკბილეულობიდან დასაშვებია ზეფირი და ხილის ჟელეები.
სასმელები
დაშვებულია უგაზო წყალი, არამჟავე წვენები, წყლით გაზავებული ასკილის წვენი.
უცხიმო ხორცი და თევზი, კვერცხი
ქათმის, საქონლის, კურდღლის ხორცი მოხარშული, ასევე თევზი, დიეტაში შეიძლება ქათმის კვერცხი მოხარშული ან ომლეტის სახით, არა უმეტეს 3 ცალი დღეში.
ფაფები
ფაფები მოხარშული რძეზე ან წყალზე, ბრინჯის, წიწიბურას, მანანის, შვრიის.
აკრძალულია!
- შემწვარი, შებოლილი და მარინადი პროდუქტი, მჟავე საკვები და მწნილეულობა, ყველა ის პროდუქტი, რომელიც კუჭის წვენში ზრდის მჟავიანობას;
- მწარე საკვები, მდოგვი, სხვადასხვა ტიპის სოუსი, კონსერვები, მწარე კონცენტრატები;
- ფენოვანი ცომისგან დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი;
- ბოსტნეულიდან იკრძალება მყარი სახეობები, რომლებიც დიდი რაოდენობის მცენარეულ უჯრედისს შეიცავენ და სქელი კანი აქვთ;
- ჩირი, განსაკუთრებით ქიშმიში, ლეღვის და ფინიკის, მზესუმზირა, თხილი და კაკალი;
- გამწვავების პერიოდში აკძალულია ნაყინი და შოკოლადი;
- სასმელებიდან გაზიანი სასმელი, ბურახი და მაგარი ყავა, მჟავე წვენები, გამწვავების პერიოდში სრულად უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი;
- ცხიმიანი ხორცი, ღორის, ცხვრის, ფრინველის კანი, ლორი, იკრძალება ნახარშები, ძეხვეულობა, სოსისი და სარდელები;
- აკრძალულია პარკოსნები: ბარდა, ლობიო და სიმინდი.
სამკურნალო პროდუქტები
წყლულოვანი დაავადებისას დაშვებული პროდუქტების სიმრავლის მიუხედავად, მათ შორის არის ისეთები, რომლებსაც სამკურნალო ეფექტი აღენიშნებათ, ისინი ორგანიზმს ამაგრებენ და აქტიურად ებრძვიან Hელიცობაცტერ Pყლორი-ს, იმ ბაქტერიას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე ეროზიებისა და წყლულების გაჩენის მიზეზია, ასეთებია:
რძე
რძეს უნარი შესწევს ამოავსოს და ამოფინოს კუჭის კედელი და ამით აგრესიულ პროდუქტებსა და კუჭის წვენს აღარ მისცეს კედლის დაზიანების საშუალება.
სპეციალისტები ყოველთვის იძლევიან რეკომენდაციას, პაციენტებმა რეგულარულად მიიღონ დაბალი ცხიმიანობის შემცველი რძე, რამდენადაც ეს აჩქარებს წყლულის შეხორცების პროცესს, ამასთან, რძის მიღების შემდგომ პაციენტებს წყლულით გამოწვეულ ტკივილებს მნიშვნელოვნად უმცირებს და ზოგჯერ საერთოდ უქრობს კიდეც.
თაფლი
თაფლი რძეზე არანაკლებ სასარგებლო პროდუქტია წყლულოვანი დაავადებისას, რომლის მცირე რაოდენობით მიღებაც რეკომენდებულია ყოველდღიურად.
იგი მის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტებისა და ვიტამინების წყალობით დადებითად მოქმედებს მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, აქრობს ანთებით პროცესებს, ამოავსებს კუჭის კედელს და ანეიტრალებს კუჭის წვენში მჟავიანობას, ამცირებს მის სეკრეციას და ამცირებს ტკივილს.
იკლებს ასევე წყლულოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელი ღებინების შეგრძნება და გულძმარვა, სისხლში ზრდის ჰემოგლობინის დონეს და ანემიის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.
კომბოსტოს წვენი
სამკურნალო თვისება გააჩნია მხოლოდ წვენს და არა თავად კომბოსტოს, ამასთან ახალგამოწურულს. ის შეიცავს ასკორბინის მჟავასა და წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინის საკმაოდ მდგრად ფორმას, ამასთან ებრძვის ჰელოკობაქტერიას და აჩქარებს წყლულის შეხორცებას.
გაითვალისწინეთ!
მთავარი წესი, რომლის დაცვაც აუცილებელია წყლულით მოავადე ადამიანისთვის, სამკურნალო და მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად – არის პოზიტიური განწყობა და გამოჯანმრთელების მყარი რწმენა.
მხოლოდ ამ ფაქტორთა ერთობლიობითაა შესაძლებელი პრობლემის საფუძვლიანი და სრული მოგვარება.