/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

პური - აუცილებელი, მაგრამ სახიფათო

პური - აუცილებელი, მაგრამ სახიფათო
დეტექტივების ავტორები წერენ, რა ძნელი მოსაპოვებელია ესა თუ ის შხამი: უნდა მოისყიდო ექიმი, ექთანი ან ფარმაცევტი, დაუმეგობრდე გეოლოგს ან ბიოლოგს, ეხვეწო

მღრღნელებისა თუ მწერების გამანადგურებელი სამსახურის მუშაკებს... ეტყობა, ეს მწერლები ცხოვრებას არ იცნობენ - საკმარისია, შეხვიდე ქუჩის კუთხეში არსებულ პატარა მაღაზიაში ან საცხობში და პური შეიძინო. გგონიათ, ეს ჟურნალისტის ფანტაზიაა?

  • საქართველოში, სადაც ხორბლის მსოფლიოში ცნობილი ჯიშების ნახევარზე მეტია აღმოჩენილი (რის გამოც ქვეყანას ხორბლის აკვნადაც მოიხსენიებენ), პურ-ფუნთუშეულის წარმოების სფეროში არსებული მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა.

ალბათ, მრავალი თქვენგანი დამეთანხმება, რომ ჩვენს მაღაზიებსა თუ საცხობებში ნაყიდი პური იმავე თუ არა, მეორე დღეს ნამცეცებად იშლება ან, პირიქით, ისე მკვრივდება, რომ ცემენტში მოზელილი გეგონებათ. ან ობით იფარება. ან ისეთი წებოვანი ხდება და ისეთ სუნს უშვებს, რომ ხელის მოკიდებაც აღარ მოგინდებათ. ან ისეთი მომჟავო ან მოტკბოა, რომ ჭამის სურვილი გეკარგებათ. ალბათ, ნაცნობ-მეგობრისგან თქვენც გაგიგონიათ: “პურს ისეთი გემო და სუნი აღარ აქვს, როგორიც წინათ”, ან “პური ყუათიანი აღარ არის”, ან “კაცმა არ იცის, რას გვაჭმევენ” და სხვა. ექსპერტები კი ამ ყველაფერს ამატებენ: “პური შესაძლოა სახიფათოც იყოს”.

ყველაფერი მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო. ჩვენს მაღაზიებში ჯერ საფურაჟე ფქვილით გამომცხვარი პური გამოჩნდა, რომელსაც ალაგ-ალაგ ქვიშაც ერია, შემდეგ ეგრეთ წოდებული “კომუნისტური სახელმწიფო სტანდარტი” (ГосТ-ი) გაუქმდა და დაიწყო სრული უკანონობა - ვინ, როგორ და რა ფქვილისგან აცხობდა პურს, არავინ იცოდა. ცოტა ხანში ეს პური გაძვირდა კიდეც, რაზეც მომავალმა “ვარდებიანმა რევოლუციონერებმა” ვაი-უშველებელი დააწიეს შევარდნაძის მთავრობას, თუმცა მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში, პურის ფასმა უფრო მოიმატა, ხარისხმა კი დაიკლო.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მომდევნო ფაზა ამ ყველაფრის დაკანონება გახლდათ. კანონით, მავნე პროდუქტის გაყიდვა იკრძალება, მაგრამ შესამოწმებელი ნორმა დღესაც არ არის დადგენილი. ეგრეთ წოდებული “შავი პური” სპეცსაღებავებით ან დამწვარი შაქრით იღებება და დიდ საფრთხეს წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის თუ წონის დაკლების მსურველთათვის, ხოლო ლაბორატორია, რომელიც დაადგენს, შეღებილია თუ არა პური, საქართველოში არ არსებობს. ერთი სიტყვით, ოც წელიწადზე მეტია, ისეთ პურს ვჭამთ, რომელიც ჯანმრთელობას გვინგრევს და სიცოცხლეს გვიმოკლებს, გამკითხავი კი არავინ არის. არც ახლანდელი “გოსტი” ჩანს და არც ევროსტანდარტი, რომლის მიხედვითაც უნდა ცხვებოდეს პური.

ფაქტია ისიც, რომ წლებია, საქართველოში მასობრივად აღარ შემოდის სათანადო ხარისხის მქონე ნედლეული, არ მოწმდება წისქვილკომბინატები თუ კერძო საცხობები. ის კი არა, ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ ხორბალი დაფქვის წინ არ ირეცხება და მასში მიწის ყველა ბაქტერია რჩება! შედეგად გამომცხვარი პური მეორე დღეს ობისგან მწვანდება. ობის სოკოთი პური საცხობი ღუმლიდან გამოღების შემდეგაც შეიძლება დაბინძურდეს: ჰაერიდან, პერსონალის დაუბანელი ხელებიდან და სხვა.

არცთუ იშვიათად წააწყდებით კარტოფილის ჩხირით დასნებოვნებული ფქვილისგან გამომცხვარ პურსაც. ასეთი პური გარედან საღი ჩანს, გაჭრილს კი არასასიამოვნო სუნი აქვს, ხოლო რბილობი - წებოვანი და სველი. მართალია, ასეთი პური არ მოგკლავთ, მაგრამ კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება გარანტირებული გექნებათ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

სხვა საქმეა ის პესტიციდები და სხვა შხამ-ქიმიკატები, რომლებითაც მავნე კუსებურას და მარცვლეულის სხვა მავნებლებსა თუ პარაზიტებს ებრძვიან. ეს შხამები ადამიანის ორგანიზმშიც გადადის.

დამტკიცებულია, რომ ზოგიერთი ტოქსიკური აირი, რომლებითაც ხორბალს და ფქვილს ამუშავებენ, თანდათან გროვდება ლაბორატორიის ვირთხების ორგანიზმში და თავის ტვინისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებს იწვევს.

და თუ ზოგიერთ “მარცვლეულის ბიუროკრატს” უკვე დარღვეული აქვს ტვინის ფუნქცია, ამის გამო ჩვენ რატომ უნდა ვზღოთ?!

ეს ყველაფერი არ არის: ხშირად პურს წებოვანას ანუ გლუტენს უმატებენ, რათა მაჩვენებლები ნორმამდე გაზარდონ. შედეგად დოკუმენტებში პური კარგია, საჭმელად კი უვარგისი.

პურპროდუქტების მრეწველობა აქტიურად იყენებს თერმოფილურ საფუარსაც, რომელიც ადამიანის უჯრედებში ვირუსების შეღწევის ალბათობას ზრდის.

წესების მიხედვით, მეწარმე რეგისტრაციის დროს აპატენტებს თავის რეცეპტურას და პურის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რა ფქვილისგან არის ის დამზადებული და რა დანამატებს შეიცავს, თუმცა ასეთ ეტიკეტიან პურს თითო-ოროლას თუ წააწყდება მყიდველი. მომხმარებელმა ხომ უნდა იცოდეს, რაში იხდის თავისი შემოსავლის თითქმის ნახევარს? ჩვენ ხომ ჯანმრთელობა კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული. როგორ უნდა გაუმჯობესდეს პურის ხარისხი?

ამ კითხვაზე პასუხი სასწრაფოდ და ერთობლივად უნდა გავცეთ მოქალაქეებმა, პურპროდუქტების მწარმოებლებმა და, რა თქმა უნდა, ქვეყნის მამებმა. სხვა გამოსავალი არ არსებობს, რადგან პურს - ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამ პროდუქტს - საფრთხე ემუქრება და მასთან ერთად საფრთხე გვემუქრება ჩვენც, მის მომხმარებლებს.

  • როგორ ავირჩიოთ ნაკლებად მავნე პური?

პურის ვარგისობის ვადა საშუალოდ სამი დღეა. თუ ეტიკეტზე მეტია მითითებული, პური კონსერვანტებით არის გატენილი. პურის ქერქი უნდა იყოს ხრაშუნა, ოდნავ ამობურცული, პრიალა და გლუვი. ტალღოვანი ქერქი იმაზე მეტყველებს, რომ პური კარგად არ არის გამომცხვარი და მალე დაობდება. თუ თითის დაჭერისას ფორმა სწრაფად არ აღდგა, ნუ შეიძენთ.

პურს არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი და გემო, არ უნდა იყოს დამწვარი, დასვრილი, ჩავარდნილი და ზედმეტად თეთრი. შეფუთული პურის დაბინძურების შანსი ნაკლებია.

დაბოლოს, ყველაზე სასარგებლოდ მაინც საღი (გაუწმენდავი, დაუცეხვავი) ან ღერღილი მარცვლეულის პური მიიჩნევა.

კომენტარები (1)
SAERTOD AR JAMOT PURI
შეცვალეთ იგი გრეჩიხით, სიმინდის ფქვილით. თეთრი პური კი საერთოდ ამოიღეთ რაციონიდან, პური და ხორბალი,შეიცავს გლუტეინს....ნივთიერებაა ასეთი. როდესაც,ვჭამთ ხორბალპოდუქციას,ეს გლუტეინი,სისხლში მოხვედრის დროს,გარდაიქმნება შაქრად..... გრეჩიხა საერთოდ არ შეიცავს გლუტეინს,ამით ის არის უნიკალური პროდუქტი.....პურფუნთუშეულის მოყვარულებმა წაიკითხეთ გლუტეინის შესახებ....თუ რა მავნებელია,იგი
თარიღი : 14-01-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ხშირად თან ახლავს ფიზიკური დისკომფორტი, ემოციური სირთულეები
სრულად
რომელი საკვები დაგეხმარებათ იოდის დეფიციტის თავიდან აცილებაში
რომელი საკვები დაგეხმარებათ იოდის დეფიციტის თავიდან აცილებაში
რძის პროდუქტების რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ იოდის დეფიციტისგან დაცვაში.
სრულად
რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ თევზი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ თევზი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
მნიშვნელოვანია კვების რაციონში კვირაში ორ-სამჯერ თევზის ჩართვა.
სრულად
დასახელდა დიეტა, რომელიც დაგვეხმარება,  70 წლამდე ვიცხოვროთ ქრონიკული დაავადებების გარეშე
დასახელდა დიეტა, რომელიც დაგვეხმარება, 70 წლამდე ვიცხოვროთ ქრონიკული დაავადებების გარეშე
კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, უნდა შეზღუდოთ გარკვეული საკვების მოხმარება.
სრულად
ექსპერტები მოხუცებს მოუწოდებენ, რაციონში შეიტანონ ერთი ხელმისაწვდომი პროდუქტი
ექსპერტები მოხუცებს მოუწოდებენ, რაციონში შეიტანონ ერთი ხელმისაწვდომი პროდუქტი
ქაშაყის მიღებით, შესაძლებელია ხანდაზმულ ადამიანებში ოსტეოპოროზის თავიდან აცილება.
სრულად
მოდა თუ დაავადება? როდის არის საზიანო დიეტა გლუტენის გარეშე
მოდა თუ დაავადება? როდის არის საზიანო დიეტა გლუტენის გარეშე
ბევრი ადამიანი ირჩევს პროდუქტებს მაღაზიებში წარწერით „არ შეიცავს გლუტენს“ და ფიქრობს, რომ ეს მათ წონაში დაკლებაში, გარეგნობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პური - აუცილებელი, მაგრამ სახიფათო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები