/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ასთენოპია, ანუ დაღლილი თვალის სინდრომი - რატომ ვითარდება და როგორ ვუმკურნალოთ

ასთენოპია, ანუ დაღლილი თვალის სინდრომი - რატომ ვითარდება და როგორ ვუმკურნალოთ
რა არის ასთენოპია

ასთენოპია არის სიმპტომების ჯგუფი, რომელიც ვლინდება ინტენსიური და ხანგრძლივი ვიზუალური სტრესის შემდეგ.

მისი სხვა სახელია დაღლილი თვალის სინდრომი ან ციფრული სტრესი. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ასთენოპია შედის მხედველობის სუბიექტური დარღვევების ჯგუფში.

ასთენოპია ყველასთვის განსხვავებულად ვლინდება. მაგალითად, ჩვეულებრივად, ადამიანს მხედველობის სიმახვილის პრობლემა არ აქვს, მაგრამ მანქანის ტარებიდან 30-40 წუთის შემდეგ საგზაო ნიშნების კონტურები და ფარები ბუნდოვანი ხდება.

გადაღლილი თვალის სინდრომი გვხვდება ყველა ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულთა 46% განიცდის ასთენოპიას კომპიუტერთან მუშაობის დროს ან მის შემდეგ, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი სკოლის მოსწავლეებს შორის სულ მცირე 23%-ია.

გადაღლილი თვალის სინდრომი მიუთითებს როგორც არსებულ დარღვევებზე, ასევე მოსალოდნელ პრობლემაზე. უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან:

  • ვინცბევრს მუშაობს კომპიუტერთან ან არის დაკავებული საქმიანობით, რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ ვიზუალურ კონცენტრაციას;
  • მხედველობისპრობლემების მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც კორექცია სჭირდება. შორსმხედველობა, ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი ამ მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებულია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

მხედველობის ნებისმიერი გადაჭარბებული და გახანგრძლივებული დაძაბვა ასთენოპიური სინდრომია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის თვალის კუნთის დაღლილობა, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, რომელთაგან ერთ-ერთია, როდესაც პაციენტი არ ატარებს სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს.

ამ მდგომარეობაში ბავშვებისთვის რთული ხდება დიდი მოცულობის ტექსტის აღქმა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ეწყებათ თავის ტკივილი, დაღლილობა და უყურადღებობა. ყველაზე ხშირად, ასეთი პაციენტები თავდაპირველად მიმართავენ ნევროლოგს.

ასთენოპიის (თვალისგადაღლის) სიმპტომები

სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ან კითხვის დროს, განსაკუთრებით თუ შრიფტი მცირეა ან განათება სუსტია. როგორც წესი, მას თან ახლავს დისკომფორტი - თვალების სიწითლე ან სიმშრალე.

არის ასევე სხვა სიმპტომებიც: მაგალითად, თავის, ზურგის ან კისრის ტკივილი. ასთენოპიის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებებია:

  • თვალებისქავილი, სიწითლე და სიმშრალე;
  • ციფრულდა სხვა სინათლის წყაროებზე, ტექსტზე, სურათებზე ფოკუსირების სირთულე;
  • თვალებშისინათლის ციმციმები, ფარდა, კონტურების დაბინდვა;
  • თავბრუსხვევა,თავის ტკივილი, ტკივილი წარბების მიდამოში;
  • კისრისკუნთების რიგიდობა, ზოგადი დაღლილობა და ზურგის ტკივილი.

რატომიღლებათვალი

თვალს აქვს რამდენიმე კუნთი, რომელიც ეხმარება მას ფოკუსირებაში. ცილიარული კუნთი ცვლის ლინზის ფორმას, ექსტრაოკულარული კუნთები თვალებს გვერდებზე გადაადგილების საშუალებას აძლევს. ჩვეულებრივ ეს კუნთები გამართულად ფუნქციონირებენ, მაგრამ გადაჭარბებილი დატვირთვის შემთხვევაში, იღლებიან. არსებობს ასთენოპიის განვითარების რამდენიმე მექანიზმი, ასევე მისი კლასიფიკაცია:

  • აკომოდაციისასთენოპია. ასოცირებულია ცილიარული კუნთის მომატებულ დაძაბულობასთან თანდაყოლილი რეფრაქციული ან შეძენილი ანომალიების გამო.
  • ასთენიურიასთენოპია. იგი ვითარდება ორგანიზმის ზოგადი გადაღლისა და დასუსტების ფონზე, სისტემური დაავადებების, სხვადასხვა ინტოქსიკაციებისა და ინფექციების, მაგალითად, კონიუნქტივიტის შემდეგ.
  • კუნთოვანიასთენოპია. ხდება გარე კუნთების დისფუნქციით, რომლებიც უზრუნველყოფენ თვალის ბრუნვას ყველა სიბრტყეში.
  • ნერვულიასთენოპია. სიმპტომები ვლინდება გარკვეული ნეიროფსიქიატრიული დარღვევებით, გახანგრძლივებული სტრესით და ნევროზებით.

რაიწვევსთვალისდაღლილობას:

.ახლომდებარე ობიექტებზე ყურადღების ხანგრძლივი კონცენტრაცია;

  • ელექტრონულიეკრანების, მათ შორის კომპიუტერების, სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების ხანგრძლივი ყურება;
  • ხანგრძლივიკითხვა, მათ შორის ციფრული მედიიდან;
  • ავტომობილისმართვა, განსაკუთრებით შებინდებისას ან ღამით;
  • მხედველობის არსებული პრობლემები.

ასთენოპიისმკურნალობა

პირველ რიგში საჭიროა ოფთალმოლოგთან ვიზიტი.

შემდგომი ტაქტიკა დამოკიდებული იქნება ასთენოპიის მიზეზებზე. ასთენოპიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

  1. წამალი,როდესაც ექიმი დანიშნავს სპეციალურ პრეპარატებს, რომლებიც აუმჯობესებენ ცილიარული კუნთის ფუნქციონირებას;
  2. ფიზიოთერაპია,რომელიც მოიცავს მიკროცირკულაციისა და ზოგადად სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
  3. მხედველობისსწორი კორექცია.

„ასევე მნიშვნელოვანია „ჰიგიენის“ ზოგადი წესების დაცვა, ისინი საკმაოდ მარტივია. გახანგრძლივებული ვიზუალური დატვირთვისას, აუცილებელია შესვენება. აქ დაგვეხმარება 20/20/20 წესი. ყოველ 20 წუთში საჭიროა 20 წამის განმავლობაში გადაიტანოთ ყურადღება, დააკვირდეთ 5-6 მ მანძილზე მდებარე ობიექტებს, ასევე აუცილებელია სამუშაო ადგილის განათების, ეკრანის სწორი პოზიციისა და პოზის მონიტორინგი.

  • დაისვენეთმუშაობისას. დაჭიმეთ ზურგი, კისერი და მხრები, რათა შეამციროთ დაძაბულობა და კუნთების დაღლილობა. მოერიდეთ გაჯეტებს ამ დროისთვის.
  • შეეცადეთუფრო ხშირად დახამხამოთ თვალი. ეს დაიცავს თვალის ზედაპირის ტენიანობას. ექიმთან შეთანხმებით შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური წვეთები „ხელოვნური ცრემლი“.
  • დააკვირდითთქვენს პოზას. სკამის სიმაღლე ისე უნდა იყოს მორგებული, რომ ფეხები იატაკს დაეყრდნოს. კომპიუტერთან მუშაობისას დარწმუნდით, რომ მაჯები კლავიატურას არ ეყრდნობა. შეეცადეთ იჯდეთ ისე, რომ მონიტორიდან მანძილი იყოს მინიმუმ 50 სმ.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რომელი სახეობის პურია ყველაზე ჯანსაღი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი სახეობის პურია ყველაზე ჯანსაღი

პურის ზოგიერთი სახეობა ბუნებრივად მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებითა და მინერალებით. სხვები კი მზადდება რაფინირებული მარცვლეულისგან და, როგორც წესი, შეიცავს დამატებით ვიტამინებსა და მინერალებს.

ჯანსაღი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი პურის არჩევანი:

მთლიანი მარცვლეულისგან დამზადებული პური - დადასტურებულია, რომ მთლიანი მარცვლეულის პურში მეტია გარკვეული საკვები ნივთიერებების რაოდენობა. მმარცვალი დამუშავების შედეგად კარგავს რიგ სასარგებლო თვისებებს, მაშინ, როცა მთლიანი მარცვალი მდიდარია ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით. მარცვლეული სამი ნაწილისაგან შედგება, ესენია, გარსი, ენდოსპერმი და ჩანასახი.

  • მარცვლეულის გარსი მდიდარია ბოჭკოვანი უჯრედისით, მინერალებითა და B ვიტამინით;
  • ენდოსპერმი, ანუ მარცვლეულის შიგთავსი, მდიდარია ნახშირწყლებითა და ცილებით;
  • მარცვლის ჩანასახი კი საკვებით მდიდარია. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს: E, B და ჯანსაღ ცხიმებს

წმინდად დაფქვისა და გაცრისას კი მარცვლეულის გარსი და ჩანასახი იკარგება. რჩება მინერალებით და ვიტამინებით გაღარიბებული მასა - ფქვილი. გარდა ამისა, მთლიანი მარცვლეულის პური უფრო მდიდარია ბოჭკოთი და პროტეინებით, ვიდრე რაფინირებული. მთლიანი მარცვლეული დაკავშირებულია ჯანმრთელობის უამრავ სარგებელთან, მათ შორის ტიპი 2 დიაბეტის, გულის დაავადებებისა და ზოგიერთი კიბოს რისკის შემცირებასთან.

ფერმენტირებული პური - ხელს უწყობს ფიტატების რაოდენობის შემცირებას, ასევე ცნობილია, როგორც ფიტის მჟავა. ფიტატები იკავშირებენ გარკვეულ მინერალებს და აფერხებენ მათ შეწოვას.

შვრიის პური - ჩვეულებრივ, მზადდება შვრიის, მთლიანი ხორბლის ფქვილის, საფუარის, წყლისა და მარილის კომბინაციით. გამომდინარე იქიდან, რომ შვრია დაკავშირებულია ჯანმრთელობის უამრავ სარგებელთან, შვრიის პური შეიძლება იყოს ჯანსაღი არჩევანი. კერძოდ, შვრია მდიდარია ბოჭკოვანი და სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, მათ შორის მაგნიუმით, B1 ვიტამინით (თიამინი), რკინით და თუთიით. შვრიაში შემავალი ბოჭკო, რომელიც ცნობილია, როგორც ბეტა-გლუკანი, შეიძლება დაეხმაროს ქოლესტერინის დონის შემცირებას, სისხლში შაქრის რეგულირებას და მაღალი წნევის შემცირებას. კვლევების მიმოხილვამ აჩვენა, რომ 3 გრამი ან მეტი ბეტა-გლუკანის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ,,ცუდი" ქოლესტერინის დონეს. მეტი სარგებლის მისაღებად, შვრიის პურის არჩევისას, მოძებნეთ ის, რომელშიც პირველ ორ ინგრედიენტად არის შვრია და მთლიანი ხორბლის ფქვილი. (ვინაიდან, შვრიისაგან დამზადებულ ზოგიერთ პურში იყენებენ რაფინირებულ ფქვილს).

screenshot-2023-04-24-at-2047-1682355089.07.png

სელის პური - სელის პური, რომელიც მზადდება მთლიანი მარცვლეულის ფქვილისგან და სელის თესლისგან, არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პური, რომლის მირთმევაც შეგიძლიათ. სელის თესლი მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, კერძოდ, ალფა-ლინოლენის მჟავით და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით. კვლევებმა დაადგინა, რომ დიეტური ალფა-ლინოლენის მჟავის მიღება დაკავშირებულია გულის დაავადების დაბალ რისკთან. სელის თესლი ასევე შეიცავს ნაერთებს, რომლებსაც ლიგნანები ეწოდება. ისინი ორგანიზმში ანტიოქსიდანტების როლს ასრულებენ და შეუძლიათ გარკვეული ტიპის კიბოს პრევენცია. სელის პურის მოხმარებას შეიძლება ჰქონდეს დამატებითი სარგებელი, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციების გაუმჯობესება. თუმცა, დარწმუნდით, რომ ირჩევთ მინიმალური ინგრედიენტებით დამზადებულ სელის პურს, როგორებიცაა მთლიანი ხორბლის, მარცვლეულის ფქვილი, საფუარი, წყალი, მარილი და სელის თესლი.

ჭვავის პური - ჭვავი ძალიან ჰგავს ხორბალს, მაგრამ ჩვეულებრივ უფრო მუქი და მკვრივია. ტრადიციული ჭვავის პური მზადდება მხოლოდ ჭვავის ფქვილისგან და არ შეიცავს ხორბლის ფქვილს, ხოლო თანამედროვე ჭვავის პურის უმეტესობა მზადდება ამ ორის კომბინაციით. ხორბალთან შედარებით, ჭვავს მეტი საკვები ნივთიერება გააჩნია. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ჭვავის პურმა შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი ნაყროვანების შეგრძნებას და გავლენა მოახდინოს სისხლში შაქარის დონეზე, ვიდრე ხორბლის პურმა. ჭვავს აქვს უნარი დაარეგულიროს ინსულინის გამოყოფა, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია ხსნადი ბოჭკოს მაღალი შემცველობით. ხსნადი ბოჭკო არის ნახშირწყალი, რომელიც იხსნება წყალში და ნაწლავში გელის მსგავს კონსისტენციას იღებს. ხსნადი ბოჭკოვანი საკვების მიღება ხელს უწყობს ნახშირწყლების მონელების შენელებას, რაც ამცირებს ინსულინის გამოყოფას და სისხლში შაქრის მატებას.

screenshot-2023-04-24-at-2049-1682355125.40.png

უფრო ჯანსაღია პური, რომელიც დამზადებულია ბუნებრივ საფუარზე.

პური არ უნდა შეიცავდეს არასაჭირო ინგრედიენტებს, როგორიცაა დიდი რაოდენობით დამატებული შაქარი ან მცენარეული ზეთები.