არტიშოკი მდიდარია ანტიოქსიდანტით, რომელიც ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს

ხახვი
ხახვი მდიდარია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფლავონოიდით - კვერციტინით. კვლევები ცხადყოფს, რომ მისი რეგულარული მოხმარება კიბოს განვითარების ალბათობას ამცირებს. ერთი ჭიქა გატარებული ხახვის ენერგეტიკული ღირებულებაა 61 კილოკალორია; შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.
არტიშოკი
ეს ბოსტნეული მდიდარია სილიმაფინით - ანტიოქსიდანტით, რომელიც ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს. მის შემადგენლობაში შემავალი უჯრედისი არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ერთი საშუალო ზომის არტიშოკის ენერგეტიკული ღირებულებაა 60 კილოკალორია, შეიცავს 7 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.
რჩევა: ხარშეთ არტიშოკი ორთქლზე 30-40 წუთის განმავლობაში. მოასხურეთ ახალგამოწურული ლიმონის წვენი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
წყლის წიწმატი
წყლის წიწმატში უხად არის ფენეთილიზოციოცენატი, რომელიც ჩ და E ვიტამინებთან ერთად თრგუნავს კიბოს უჯრედების განვითარებას. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 4 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.
რჩევა: წყლის წიწმატი დაამატეთ ბუტერბროდს, შეკაზმეთ მისი ფოთლებით სალათები.
ბოკ-ჩოუ (ჩინური კომბოსტო)
ბოკ-ჩოუ შეიცავს ბრასინინს, რომელიც, ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. მის შემადგენლობაში შედის ინდოლები და იზოციატებიც, რომლებიც აქვეითებს ესტროგენის დონეს და ამითაც ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას. ერთი ულუფა შეიცავს 158 გრამ კალციუმს (დღიური ნორმის 16%), რომელიც აუცილებელია ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად. ენერგეტიკული ღირებულებაა 20 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.
რჩევა: დაჭერით ბოკ-ჩოუს თეთრი წვნიანი ღეროები და მოაყარეთ შემწვარ კარტოფილს სუფრასთან მიტანის წინ ან შეკაზმეთ ზეითუნის ზეთითა და ნივრით და მიირთვით.