/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

კონიუნქტივიტი და მისი მკურნალობა

კონიუნქტივიტი და მისი მკურნალობა
რა დაავადებაა კონიუნქტივიტი, როგორ და რა ფორმით ვლინდება და როგორ მკურნალობენ მას, ამის შესახებ "ავერსის" კლინიკის ექიმი ოფთალმოლოგი ნინო თხელიძე

გვესაუბრება.

  • რას წარმოადგენს კონიუნქტივიტი?

- კონიუნქტივიტი თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთებაა. იგი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა - თვალის პათოლოგიების საერთო რაოდენობის 30-40% მის წილად მოდის. კონიუნქტივიტით დაავადება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

  • რა იწვევს კონიუნქტივიტს?

- კონიუნქტივიტის მიზეზთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია და მოიცავს როგორც ეგზოგენურ – გარეგან, ასევე ენდოგენურ - შინაგან - ფაქტორებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეტიოლოგიური ანუ გამომწვევი ფაქტორის მიხედვით განასხვავებენ ბაქტერიულ, ვირუსულ, სოკოვან, ალერგიულ და ზოგადი დაავადებების ფონზე განვითარებულ კონიუნქტივიტებს.

მიმდინარეობის მიხედვით კი მწვავესა და ქრონიკულს. მწვავე ფორმა თანაბრად გხვდება ბავშვებსა და ზრდასრულებში, ხოლო ქრონიკული ფორმით უმეტესად ზრდასრული ადამიანები ავადდებიან.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი. დროდადრო მაქვს თვალზე ალერგიული რეაქციები- ტრანსპორტში კითხვისას ტელეფონში,ასევე ტელეფონში თუ მიწევს სიბნელეშე მოხმარება ,დიდხანს ურთიერთობა ,კითხვა და ა.შ. ბოლოს მქონდა ძლიერი ქავილი თვალში. ექიმმა ჩამიტარა სრული კვლევა. არაფერი ხარვეზი.დამინიშნა ალერგოვისი სამი თვით. ერთი კვირის შემდეგ არაფერი მოიხსნა საერთოდ,არაფერს მშველის დღემდე. მივმართე მას ისევ, დექსამეტაზონი დამიმატა, ჩავიწვეთე თუ არა მაშინვე,ერთ წვეთზე მოიხსნა ყველაფერი. ერთი კვირა გამოვიყენე. ეხლა ალაგ ალაგ მაქვს ისევ წვა და რეაქციები. რა შეიძლება ხანგზლივად ჩავიწვეთო,ანტიჰისტამინი,უკონსერვანტო,რქოვანა რომ არ დააზიანოს ან თუ შეიძლება დექსამეტაზონი გამოვიყენო ასეთ დროს,თუნდაც ერთჯერადად ან რამდენიმე დღე, თვალის წნევაზე რომ არ იმოქმედოს.</p>

კონიუნქტივიტი ხშირად გვხვდება იზოლირებულად, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც იგი ასოცირებულია თვალის სხვა სტრუქტურების ანთებით პროცესთან, მაგალითად, ქუთუთოს ანთებასთან (ამ შემთხვევაში დაავადებას ბლეფაროკონიუნქტივიტს ვუწოდებთ) ან რქოვანას ანთებასთან (ეს კერატოკონიუნქტივიტია).

  • როგორია კონიუნქტივიტის კლინიკური სურათი, რას უჩივიან პაციენტები?

- მიუხედევად გამომწვევი ფაქტორების მრავალფეროვნებისა, კონიუნქტივიტს საერთო სიმპტომები აქვს. ყველაზე გავრცელებული ჩივილია სიწითლე. პაციენტები ასევე უჩივიან ცრემლდენას, თვალის ქავილს, თვალში უცხო სხეულის, წვის შეგრძნებას, სინათლის შიშს, გამონადენს კონიუნქტივური ღრუდან. დათვალიერებისას აღმოვაჩენთ ბულბარული და პალპებრული კონიუნქტივის, გარდამავალი ნაკეცის შეშუპებას, ჰიპერემიას. ზოგიერთ შემთხვევაში გამოხატულია ფოლიკულური ინფილტრაცია და პაპილარული ჰიპერტროფია. გამონადენი შესაძლოა იყოს ლორწოვანი, ჩირქოვანი, სეროზული, ფიბრინოზული ან შერეული ხასიათისა, მცირე ან უხვი. გამონადენის სახეობა და რაოდენობა კონიუნქტივიტის სახეობაზეა დამოკიდებული.

  • რა სახის კონიუნქტივიტები გვხვდება ყველაზე ხშირად?

ასევე დაგაინტერესებთ
საკვები, რომელიც აუცილებელია თვალის ჯანმრთელობისთვის
დიაბეტური რეტინოპათია

- ყველაზე ხშირად - ბაქტერიული კონიუნქტივიტები, მათ შორის პირველი ადგილი კი მწვავე არასპეციფიკურ კატარულ კონიუნქტივიტს უკავია. დაავადებას სტაფილოკოკური ან სტრეპტოკოკული ინფექცია იწვევს (წესისამებრ, ეს კონიუნქტივის ღრუს ბინადარი საპროფიტული მიკროორგანიზმების გააქტიურების შედეგია). როგორც სახელწოდება მიგვითითებს, იწყება მწვავედ, მკვეთრად გამოხატული სუბიექტური ჩივილებით, თავდაპირველად - ერთ თვალზე, რამდენიმე დღეში - მეორეზეც. ახასიათებს უხვი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი.

თუ პაციენტმა დროულად არ მიმართა ოფთალმოლოგს ან მკურნალობა არასწორად წარიმართა, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ქრონიკული არასპეციფიკური კონიუნქტივიტი, რომელიც გავრცელებით მეორე ადგილზეა. ყოველგვარი გენეზის ქრონიკული კონიუნქტივიტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ადგილობრივი და სისტემური ფაქტორები. ადგილობრივ ფაქტორებს მიეკუთვნება თვალისა და მისი დანამატების ზოგიერთი პათოლოგია: ცრემლის გამოყოფის დარღვევა, არაკორეგირებული რეფრაქციული მანკები, ქუთუთოების ანთებითი დაავადებები და სხვა, სისტემურს - პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ცხვირის დანამატი წიაღების ანთებითი პროცესები, ჰიპოვიტამინოზი...

ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით - ბოლო ხანს, ხშირია ადენოვირუსული კონიუნქტივიტი ანუ ფარინგოკონიუნქტივური ციებ-ცხელება. ეს დაავადება ჯერ კიდევ 1889 წელს აღწერეს, თუმცა მისი გამომწვევის, ადენოვირუსის (3, 5, 7 სეროტიპი), აღმოჩენა მხოლოდ XX საუკუნის 50-60-იან წლებში მოხერხდა.

ინფექცია ვრცელდება ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით. ხშირად ავადდებიან ბავშვები. საინკუბაციო პერიოდი - დრო ინფიცირებიდან დაავადების კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე - 7-8 დღეს შეადგენს.

კონიუნქტივიტს წინ უძღვის გამოხატული ნაზოფარინგიტი, ტემპერატურის მომატება, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება. ტემპერატურის მომატების მეორე ტალღას ერთვის ქუთუთოს შეშუპება, რომელიც ხშირად ისეთი ძლიერია, რომ თვალის ნაპრალის მნიშვნელოვან შევიწროებას იწვევს და თვალის გახელას ართულებს.

პაციენტი უჩივის თვალში უცხო სხეულის შეგრძნებას, ცრემლდენას. გამოკვლევისას აღმოვაჩენთ ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას, შეშუპებას, გამონადენს, ფოლიკულურ ინფილტრაციას, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითებას. სიმპტომები თავდაპირველად ცალ თვალზეა გამოხატული, 2-3 დღის შემდეგ კი მეორეზეც იჩენს თავს. ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში ადენოვირუსული კონიუნქტივიტი სავსებით იკურნება. კონიუნქტივიტის ზოგიერთ ფორმას სეზონურობა ახასიათებს.

მაგალითად, დღეს ფართოდ გავრცელებული დაავადებაა ალერგიული კონიუნქტივიტი, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ მისი ისეთი ფორმები, როგორებიცაა გაზაფხულის კატარი და პოლინოზი, უმთავრესად გაზაფხულზე და ზაფხულში მწვავდება. გაზაფხულის კატარს იწვევს ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

დაავადება უმეტესად ბავშვობაში (4-6 წლის ასაკში) იწყება და რამდენიმე წელიწადს გრძელდება. ვაჟები გოგონებზე ხშირად ავადდებიან. პუბერტატულ პერიოდში კი ხდება დაავადების ნიშნების სრული რეგრესი. კონიუნქტივის მკვეთრად გამოხატულ ქავილთან, ლორწოვანის ჰიპერემიასა და შეშუპებასთან ერთად დაავადებისთვის დამახასიათებელია დვრილების მნიშვნელოვანი ჰიპერტროფიაც - ე.წ. ქვაფენილის სურათი.

პოლინოზის დროს კონიუნქტივიტს ხშირად თან ახლავს კანის, ზედა სასუნთქი გზებისა და სხვა ორგანოების ალერგიული დაზიანება; რაც შეეხება თავად თვალებს, აქ თავს იჩენს ქემოზი (კონიუნქტივის მკვეთრი შეშუპება), ლორწოვანი გამონადენი ძაფების სახით და დვრილების ჰიპერტროფია. პოლინოზი მწვავდება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულის მიწურულსაც, რაც აგვისტოში ზოგიერთი მცენარის ყვავილობასთან არის დაკავშირებული.

  • როგორ სვამენ კონიუნქტივიტის დიაგნოზს?

- კონიუნქტივიტის დიაგნოზის დასმა ოფთალმოლოგისთვის არ არის რთული; ის ეფუძნება ანამნეზურ მონაცემებსა და დამახასიათებელ კლინიკურ სურათს, თუმცა საჭიროა მისი დიფერენცირება წითელი თვალის სინდრომით მიმდინარე ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა, მაგალითად, რქოვანას ანთება - კერატიტი, სისხლძარღვოვანი გარსის ანთება - უვეიტი, გლაუკომის მწვავე შეტევა. სირთულე, ზოგიერთ შემთხვევაში, თავს იჩენს ეტიოლოგიური ფაქტორის განსაზღვრისას.

აქ გადამწყვეტი როლი ენიჭება ლაბორატორიულ კვლევებს ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური, სეროლოგიური მეთოდით. მათი გამოყენება რეკომენდებულია ახალშობილთა, ქლამიდიური, სოკოვანი, ალერგიული, ზოგიერთი ვირუსული კონიუნქტივიტის, ასევე დაავადების ქრონიკული ფორმების დროს. ლაბორატორიული კვლევის შედეგი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად განვსაზღვროთ დაავადების გამომწვევი, რასაც ადეკვატური მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

  • როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან კონიუნქტივიტი?

- მწვავე კონიუნქტივიტი უმეტესად ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით, მათ შორის ჭუჭყიანი ხელებით, ინფიცირების შედეგია. დაავადების რისკი იზრდება ხალხმრავალ ადგილებში.

პროფილაქტიკისთვის საჭიროა მარტივი წესების დაცვა:

  1. ხშირად უნდა ვიბანით ხელები და ვეცადოთ, არ შევეხოთ თვალის ლორწოვან გარსს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენს გარემოცვაში კონიუნქტივიტით დაავადებული ადამიანი იმყოფება;
  2. გამოვიყენოთ ინდივიდუალური პირსახოცი და პირადი ჰიგიენის ნივთები;
  3. თუ თვალში ვიწვეთებთ წვეთებს, პიპეტი ან ფლაკონის საწვეთური არ შევახოთ თვალს;
  4. აუზში ცურვისას გამოვიყენოთ დამცავი სათვალე;
  5. თავი ვარიდოთ დაბინძურებულ წყალსაცავებში ბანაობას - ზაფხულის სითბოში იქ მიკროორგანიზმები ინტენსიურად მრავლდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კონიუნქტივიტით დაავადების რისკს.
  6. ქრონიკული კონიუნქტივიტის თავიდან ასაცილებლად ძალზე მნიშვნელოვანია, დაავადების ნიშნების შემჩნევისთანავე მივმართოთ ექიმს.

ანთებითი დაავადებების დაგვიანებულ და არასწორ მკურნალობას, ასევე - მის ნაადრევ შეწყვეტას დაავადების გაქრონიკულებამდე მივყავართ. საჭიროა რეფრაქციული მანკების დროული კორეგირება, ზოგადი დაავადებების მკურნალობაც. ალერგიული კონიუნქტივიტის პროფილაქტიკის მთავარი გზა ალერგენის გამოვლენა და მასთან კონტაქტის თავიდან აცილებაა.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ლორწოვანი გარსის ანთებას და რატომ?

- კონიუნქტივის ანთება შესაძლოა გართულდეს კერატიტით - რქოვანას ანთებით, ბლეფარიტით - ქუთუთოების ანთებით, პროცესის გაქრონიკულებითა და საცრემლე გზებში ინფექციის გავრცელებით, მშრალი თვალის სინდრომის ჩამოყალიბებით...

ამ გართულებათა მიზეზი, უმეტესად, ექიმთან დაგვიანებით მისვლა, არასწორი ან ნაადრევად შეწყვეტილი მკურნალობაა. ავადმყოფები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, რაც უმეტესად არასასურველი შედეგით სრულდება.

კონიუნქტივიტის დროს შეცდომაა დაავადებულ თვალზე ნახვევის ან თბილი საფენის დადება - ეს ანთებით პროცესს უფრო მეტად გაააქტიურებს, გაავრცობს და შესაძლოა კერატიტის განვითარებამდეც კი მივიდეს საქმე.

ერიდეთ წამლების თვითშერჩევას, ნურც ახლობლების გამოცდილებით იხელმძღვანელებთ. სამკურნალო პრეპარატის შერჩევისას დაავადების ხასიათთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ფაქტორებსაც - ანამნეზში მედიკამენტური ალერგიის არსებობას, ორსულობას, ლაქტაციას, ზოგად და თანმხლებ დაავადებებს, თვალის სხვა პათოლოგიებს...

ზოგიერთი პრეპარატის თვითნებურმა გამოყენებამ შესაძლოა სხვა პრობლემებს დაუდოს სათავე. მაგალითად, ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა ხმარებამ შესაძლოა კონიუნქტივისა და საცრემლე გზების სოკოვანი დაავადების განვითარებამდე მიგვიყვანოს, ხოლო კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი და არასისტემატიზებული გამოყენება სხვადასხვა ინფექციის გააქტიურებას, კატარაქტისა და გლაუკომის განვითარებას გვიქადის.

  • როგორ მკურნალობენ კონიუნქტივიტს?

- კონიუნქტივიტის მკურნალობა დაავადების მიზეზზე, სტადიასა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. აუცილებელია ეტიოლოგიური ფაქტორის გათვალისწინება (ეტიოტროპული მკურნალობა). მაგალითად, ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს ინიშნება ანტისეპტიკები და ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროებისას მკურნალობა უმეტესად ფართო სპექტრის პრეპარატით იწყება.

ლაბორატორიული კვლევის აუცილებლობის შემთხვევაში ამოსავალია ანტიბიოტიკოგრამის მონაცემები:

  1. ვირუსული კონიუნქტივიტის დროს ანტივირუსულ მედიკამენტებს ვუნიშნავთ,
  2. სოკოვანის დროს - ანტიმიკოზურს;
  3. ალერგიულ კონიუნქტივიტს ვმკურნალობთ ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკერებით, მემბრანის სტაბილიზიტორებით, კორტიკოსტეროიდებით, ზოგიერთ შემთხვევაში - სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატებით.

ზოგჯერ ვუნიშნავთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში ანთებითი სიმპტომების უფრო ეფექტური კუპირებისთვის და დაავადების ხანგრძლივობის შესამცირებლად.

ქრონიკული კონიუნქტივიტის დროს ადგილობრივი საშუალებების (სათვალე, ქუთუთოების ჰიგიენის საშუალებები, ხელოვნური ცრემლი და სხვა) გამოყენებასთან ერთად რეკომენდებულია ზოგადი დაავადებების მკურნალობაც.

ზოგჯერ საჭირო ხდება მკურნალობის პროცესში ალერგოლოგის (ალერგიული კონიუნქტივიტის დროს), უროლოგის, გინეკოლოგის (ქლამიდიური კონიუნქტივიტის დროს) და სხვა სპეციალისტების ჩართვა.

ყოველგვარი წარმოშობის კონიუნქტივიტის პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება მყარი იმუნიტეტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი გახლავთ, ხოლო ექიმთან დროულად მისვლა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა? თვალის მოვლა ყველა ასაკში

კარგი მხედველობა ჩვენი ცხოვრების ხარისხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
სრულად
ალერგიული კონიუნქტივიტი
ალერგიული კონიუნქტივიტი
(მიზეზები, სახეები და მკურნალობა)
სრულად
ეფექტურია თუ არა ლურჯი სინათლის საწინააღმდეგო სათვალეები?

ლურჯი შუქი არის სინათლის სპეციფიკური სახეობა მოკლე ტალღის სიგრძით.
სრულად
რა მიზეზებით უარესდება მხედველობა დღის ბოლოს

ეს არ ხდება მხოლოდ დაღლილობის გამო.
სრულად
საკვები თვალის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

ხილის, ბოსტნეულის და ჯანსაღი ცხიმების ირგვლივ აგებული დიეტა სასარგებლოა მხედველობისთვის.
სრულად
როგორია თვალის საშიში დაავადებების სიმპტომები

თვალის ზოგიერთი დაავადება შეიძლება შეუმჩნევლად განვითარდეს და მნიშვნელოვანია მათი ადრეული სიმპტომების დროული ამოცნობა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : თვალი

გამარჯობათ,ვარ 30 წლის,მაქვს გენეტიკურად მინუსი მხედველობა,10 თუ 8 წლიდან სათვალეებს ვატარებ,-2 მქონდა ადრე და ეხლა -1.25,მაქვს ასტიგმატიზმიც,ოპერაციის მეშინია ვერ გავიკეთებ,მყავდა მკურნალი ექიმი რომელმაც საუკეთესო შედეგი მომცა,მაგრამ ეხლა აღარ არის აქ დიდი ხანია და ვატყობ პრობლემები დამეწყო,მიშრება ხშირად,მარჯვენა ქუთუთო მითამაშებს უკვე 5 თვეა,და ვატყობ მაკლდება მხედველობა თანდათან,ჩემი ექიმი კომპიუტერული ვარჯიშებით და რაღაც ფერადი სათვალეებით მიტარებდა მკურნალობას და 10%ხედველობა ამიყვანა 60ზე,ახლა სათვალესახ ვეღარ ვიწერ ზუსტ ზომას,რას მირჩევთ როგორ მოვიქცე ან ვისთან მივიდე ცინც ოპერაციას არ მეტყვის და ხელოვნურ ცრემლზე არ გამხდის დამოკიდებულს და ისე მომარჩენს ან რამე შეღავათსმანახინებს?გმადლობთ.

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კონიუნქტივიტი და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები