/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

ალერგიული კონიუნქტივიტი

ალერგიული კონიუნქტივიტი
(მიზეზები, სახეები და მკურნალობა)

ალერგიული კონიუნქტივიტის პათოგენეზზე, სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და კლინიკა „ნიუმედის“ ექიმი ოფთალმოლოგი, საქართველოსა და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის წევრი - ლიკა გურგენიძე:

- ქალბატონო ლიკა, რა იწვევს უხშირესად ალერგიულ კონიუნქტივიტს?

- დღესდღეობით, ალერგიული კონიუნქტივიტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოფთალმოლოგიური პრობლემა. სტატისტიკის მიხედვით ის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აწუხებს.

კონიუნქტივა არის თვალის შემაერთებელქსოვილოვანი ლორწოვანი გარსი, რომელიც ფარავს ქუთუთოების შიდა ზედაპირს და გადადის თვალის კაკლის წინა ზედაპირზე.

ალერგიული კონიუნქტივიტის დროს კონიუნქტივის მიდამოში ვითარდება ანთებითი პროცესი, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის კონტაქტით ამა თუ იმ ალერგენებთან. უმეტეს შემთხვევაში ეს არის:

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი. დროდადრო მაქვს თვალზე ალერგიული რეაქციები- ტრანსპორტში კითხვისას ტელეფონში,ასევე ტელეფონში თუ მიწევს სიბნელეშე მოხმარება ,დიდხანს ურთიერთობა ,კითხვა და ა.შ. ბოლოს მქონდა ძლიერი ქავილი თვალში. ექიმმა ჩამიტარა სრული კვლევა. არაფერი ხარვეზი.დამინიშნა ალერგოვისი სამი თვით. ერთი კვირის შემდეგ არაფერი მოიხსნა საერთოდ,არაფერს მშველის დღემდე. მივმართე მას ისევ, დექსამეტაზონი დამიმატა, ჩავიწვეთე თუ არა მაშინვე,ერთ წვეთზე მოიხსნა ყველაფერი. ერთი კვირა გამოვიყენე. ეხლა ალაგ ალაგ მაქვს ისევ წვა და რეაქციები. რა შეიძლება ხანგზლივად ჩავიწვეთო,ანტიჰისტამინი,უკონსერვანტო,რქოვანა რომ არ დააზიანოს ან თუ შეიძლება დექსამეტაზონი გამოვიყენო ასეთ დროს,თუნდაც ერთჯერადად ან რამდენიმე დღე, თვალის წნევაზე რომ არ იმოქმედოს.</p>

1. მცენარეული მტვერი;

2. საყოფაცხოვრებო მტვერი;

3. ობი;

4. საყოფაცხოვრებო ქიმია;

5. შინაური ცხოველების ბეწვი;

6. ზოგიერთი სახის საკვები პროდუქტი;

7. ზოგიერთი მედიკამენტი;

8. თავის მოვლის საშუალებები;

9. ულტრაიისფერი სხივი;

10. რბილი კონტაქტური ლინზები და მათი შესანახი ხსნარები.

ალერგიული კონიუნქტივიტის დროს, როგორც წესი, ორივე თვალი ერთვება პათოლოგიურ პროცესში, მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე. დაავადების გამოვლენის პროცესს შესაძლოა სულ რამდენიმე წუთიც კი დასჭირდეს ან რამდენიმე დღე.

- რა ჩივილები აქვთ ამ დროს პაციენტებს?

- პირველი კლინიკური ნიშანი არის ძლიერი ქავილი თვალის არეში. ქავილის შეგრძნება იმდენად ძლიერია, რომ პაციენტი გამუდმებით იქავებს თვალს და უფრო მეტად ამძიმებს სიმპტომებს.

შემდეგი კლინიკური ნიშანია თვალის სიწითლე, კონიუნქტივა შუპდება და ჰიპერემიული (სისხლსავსე) ხდება. შეშუპება შესაძლოა ზოგჯერ ქუთუთოებზეც გამოიხატოს, პაციენტს აქვს თვალის წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება, გაძლიერებული ცრემლდენა. შესაძლოა კლინიკურ სურათს დაერთოს ფოტოფობია, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, შიში.

რიგ შემთხვევაში ალერგიული კონიუნქტივიტი ასოცირებულია ზედა სასუნთქი გზების სიმპტომებთან (ალერგიული რინიტი), რასაც ალერგიული რინოკონიუნქტივიტი ეწოდება.

- რით განსხვავდება ალერგიული კონიუნქტივიტის მწვავე და ქრონიკული ფორმები?

- ალერგიული კონიუნქტივიტის სახეებია:

1. მწვავე, იგივე თივის კონიუნქტივიტი, რაც გამოწვეულია მცენარეულ მტვერთან კონტაქტის შედეგად და ახასიათებს სეზონური მიმდინარეობა - ჩნდება მცენარეების ყვავილობის დროს, გაზაფხულზე და ზაფხულში, ყნოსვის დაქვეითების ფონზე იწყება ცემინება, ქავილი და თვალებში ქვიშის შეგრძნება;

2. პაპილარული კონიუნქტივიტი, იგივე კონტაქტური ლინზით გამოწვეული ალერგია. ზედა ქუთუთოს ქვეშ წარმოიქმნება პაპილარული წარმონაქმნები, კანი წითლდება და იწყება ქავილი;

3. თვალის ტემპერატურული ალერგია - ჰიპერრეაქცია ცივი და ცხელი ჰაერის ზემოქმედებაზე, ლორწოვანი გარსები წითლდება, იწყება ცრემლდენა და ქავილი. დამახასიათებელია ქუთუთოს კანის აქერცვლა.

4. ქრონიკული კონიუნქტივიტი - ამ შემთხვევაში ანთებითი პროცესი გრძელდება მთელი წლის განმავლობაში და მისი ძირითადი მიზეზია საყოფაცხოვრებო მტვერი, კოსმეტიკა, შინაური ცხოველების ბეწვი, საყოფაცხოვრება ქიმია და ა.შ.

5. გაზაფხულის კატარი ქრონიკული არაგადამდები ალერგიული დაავადებაა, გამოწვეული ჰაერის ალერგენების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით. ძირითადად ავადდებიან ბავშვები და 25 წლამდე ახალგაზრდები. ძირითადი სიმპტომებია, ქავილი, სინათლის მიმართ მგრძნობელობა და სიწითლე, თვალიდან ლორწოვანი ან ბლანტი გამონადენი, ქუთუთოზე შესაძლოა იყოს პაპილარული გამონაყარი.

ალერგიული კონიუნქტივიტი საგრძნობლად ამცირებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, მუდმივი ქავილი ართულებს კონცენტრაციას ყოველდღიურ საქმიანობაზე. უარესდება განწყობა, ჩნდება გაღიზიანებადობა. ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი პროცესი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მხედველობის ორგანოს სიჯანსაღეზე.

- რა გართულებებს აძლევს დასაბამს არანამკურნალები კონიუნქტივიტი?

- დაავადების გართულებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის კაკლის შემდეგი დაავადებები:

კერატიტი, რქოვანას ანთება, რომლის დროსაც იკარგება მისი გამჭირვალობა და მცირდება მხედველობის სიმახვილე. კერატიტი თუ დროულად არ განიკურნა, მაშინ არსებობს ენდოფთალმიტის - თვალის შიდა გარსების ანთების განვითარების რისკი. ამდენად, თუ ხშირად გვაქვს თვალის ქავილი, სიწითლე, გაძლიერებული ცრემლდენა, ტკივილი, ფოტოფობია, უცხო სხეულის შეგრძნება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს!

- რას ეფუძნება ალერგიული კონიუნქტივიტის დიაგნოზი?

- ალერგიული კონიუნქტივიტის დიაგნოზი დგინდება კლინიკური სიმპტომების საფუძველზე ნაპრალოვანი სანათისა და ბიომიკროსკოპული კვლევის შედეგად. ოფთალმოლოგი აფასებს თვ­ალის ლორწოვანი გარსისა და რქოვანას მდგომარეობას. რიგ შემთხვევაში საჭიროა კონიუნქტივალური სითხის კვლევა ეოზინოფილებზე და კანის ალერგიული სინჯი.

- როგორ მკურნალობთ აღნიშნულ პათოლოგიას?

- ალერგიულ კონიუნქტივიტს მკურნალობენ ანტიჰისტამინური და სტეროიდული თვალის წვეთებით. წვეთები არის ექსპრეს საშუალება, მოქმედებენ დაუყოვნებლივ და სწრაფად, აღმოფხვრიან უსიამოვნო სიმპტომებს. მთავარი კი მაინც ალერგენებთან კონტაქტის აღმოფხვრაა, ან მინიმუმამდე შემცირება.

- ვის აღენიშნება ძირითადად კონიუნქტივიტი და ულტრაიისფერ სხივებს თუ აქვთ როლი პათოლოგიის აღმოცენებაში?

- საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, აქვს თუ არა კავშირი ულტრაიისფერ სხივებს თვალის ალერგიულ დაავადებასთან და მათ შორის, რეფრაქციის ანუ მხედველობის სიმახვილის შემცირებასთან. სამწუხაროდ, რეალობაა, მაგრამ ჭარბი რაოდენობით ულტრაიისფერი გამოსხივება ნამდვილად საზიანოა მხედველობისთვის. აღნიშნული სხივები მავნე ზემოქმედებას ახდენენ არა მხოლოდ თვალის კაკლის წინა ზედაპირზე, არამედ შიდა სტრუქტურებზეც - ბროლსა და ბადურაზე. მზის სათვალის გარეშე, მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს შემდეგ პროცესს:

  • მწვავე ანთებითს;
  • დეგენერაციულს:

1. ფოტოკერატიტი არის რქოვანას ანთება, გამოწვეული ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედებით, შესაძლოა, განვითარდეს რქოვანის დამწვრობა, იწვევს ფოტომგრძნობელობას, ცრემლდენას და ტკივილის შეგრძნებას;

2. მშრალი თვალი - ულტრაიისფერი სხივები აზიანებს საცრელმე აპკს, ჩნდება სიმშრალე და წვის შეგრძნება;

3. პტერიგიუმი - ახასიათებს რქოვანაზე გაუმჭირვალე ქსოვილის გაჩენა, რომელმაც დროთა განმავლობაში შესაძლოა მთლიანად დაფაროს გუგა. პტერიგიუმი მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების პირდაპირი შედეგია;

4. კატარაქტა - ბროლის შემღვრევა, რაც იწვევს მხედველობის დაბინდვას და გაუარესებას;

5. ბადურის მაკულარული დეგენერაცია - ზიანდება ბადურის ცენტრალური ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მკაფიო ხედვაზე.

ულტრაიისფერი სხივების სპექტრს მიეკუთვნება ცისფერი ნათება. ცისფერი სხივის საშიშროებაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ მეცნიერები. ცისფერი ნათების სპექტრს მიეკუთვნება თანამედროვე გაჯეტები, კომპიუტერები, სმარტფონები, ტელევიზორები, ასევე ფლუორესცენტული ენერგიის დაზოგვის ნათურები. მზარდი დროის გამო, რომელსაც ადამიანები ატარებენ კომპიუტერებთან, სმარტფონებთან, საგრძნობლად გაახალგაზრდავდა თვალის ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ბადურის ცენტრალური ზონის დისტროფია. ახალგაზრდა ასაკში თვალის ბროლი რბილი და გამჭვირვალეა, ადვილად ატარებს ცისფერ შუქს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება იწვევს მშრალი თვალის სინდრომს. მიზეზი კი არის ის, რომ კომპიუტერთან მრავალი საათის მუშაობისას, ადამიანი პრაქტიკულად არ ახამხამებს თვალს, რაც იწვევს რქოვანის დატენიანების პროცესის დარღვევას და თან ახლავს თვალის სიმშრალე, წვა, ქვიშის შეგრძნება. რაც უფრო ნაკლებად ვახამხამებთ თვალს, მით უფრო ადრე ირღვევა თვალის კაკლის ტროფიზმის (კვების) პროცესი. გაიზარდა შეძენილი მიოპიის პროცენტული მაჩვენებელიც 25 წლამდე და შემდგომი ასაკის პირებს შორის. ახლო მანძილზე ხანგრძლივი დაძაბვისას თვალები ექვემდებარება გადაჭარბებულ დატვირთვას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს აკომოდაციის სპაზმი და შედგომში დისტანციური ხედვის გაუარესება.

- რით განსხვავდება მშრალი თვალის სინდრომი ალერგიული კონიუნქტივიტისაგან?

- ალერგიით გამოწვეული უსიამოვნო ჩივილები უფრო გამოხატულია, თუმცა, სწრაფად აღმოფხვრადი. ალერგენის აღმოფხვრა იწვევს სიმპტომების დაქვეითებას. ანტიჰისტამინური საშუალებები სწრაფად ალაგებს კლინიკას. მშრალი თვალის სინდრომის დროს კი, თვალის წვა და დისკომფორტი მუდმივია, იზრდება მათი დიაპაზონი, ჩნდება გართულებები, ანთებითი პროცესები და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

ალერგიული კონიუნქტივიტისაგან განსხვავებით, მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომები არ უკავშირდება იმუნურ სისტემას, თუმცა, უკავშირდება ცრემლსადენი ჯირკვლების ფუნქციობას. ცრემლის წარმოების დაქვეითება გამოწვეულია ცისფერი სხივის ხანგრძლივი მოქმედებით, მხედველობის დაძაბვით, მუდმივად უჰაერო ოთახში მუშაობით. ორივე პათოლოგია მოითხოვს დიაგნოსტირებას ექიმი ოფთალმოლოგის მიერ.

- რა რეკომენდაციებს მისცემთ მკითხველს ამ პრობლემების პრევენციისთვის?

- ალერგიული კონიუნქტივიტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია თვალებზე ხანგრძლივი გამაღიზიანებელი ზემოქმედების არიდება, ოფთალმოლოგიური პათოლოგიების დროული მკურნალობა და მეტაბოლური დარღვევების აღმოფხვრა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ალერგიული კონიუნქტივიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები