საკვები, რომელიც აუცილებელია თვალის ჯანმრთელობისთვის
სტაფილო მიჩნეულია სუპერპროდუქტად თვალის ჯანმრთელობისთვის, რადგან ის მდიდარია ბეტა-კაროტინით. ბეტა-კაროტინი გამოიყენება A ვიტამინის წარმოებისთვის, ხოლო A ვიტამინი ეხმარება თვალს უკეთესად დაინახოს დაბალ განათებაში. არსებობს სხვა საკვებიც, რომლებიც ასევე დადებითად მოქმედებენ თვალის ჯანმრთელობაზე.
საკვები თვალის ჯანმრთელობისთვის:
ბულგარული წიწაკა
მდიდარია A ვიტამინით, რომელიც შესანიშნავია თვალის ჯანმრთელობისთვის.
A ვიტამინი მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობისთვის, ის ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას.
ის ასევე ამბობს, რომ ბულგარული წიწაკა შეიცავს ლუთეინს და ზეაქსანტინს, ორ ძირითად საკვებ ნივთიერებას თვალის ჯანმრთელობისთვის. ლუთეინი არის კაროტინოიდი რომელიც აღწევს ბადურამდე. ლუთეინი მოქმედებს როგორც ლურჯი შუქის ბლოკატორი, რომელიც გამოსხივდება ეკრანებიდან. ზეაქსანტინი, ანალოგიურად მუშაობს. ის მზისგან დამცავი საშუალებაა თვალებისთვის.
A ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი. ეს ნიშნავს, რომ ბულგარული წიწაკა ჯანსაღი ცხიმების კარგ წყაროს უნდა შეუთავსოთ.
კვერცხი
ლუთეინი და ზეაქსანტინი გვხვდება კვერცხის გულში. სხვა ნუტრიენტები, რომლებიც გვხვდება გულში მოიცავს მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, კალიუმს და თუთიას. ეს ნივთიერებები ასევე სასარგებლოა თვალის ჯანმრთელობისთვის.
თევზი
თევზი მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც სასარგებლოა თვალისთვის. ზოგიერთი თევზი, რომელიც ყველაზე მდიდარია ომეგა -3-ით არის ორაგული, სკუმბრია, სარდინი.
ლობიო
კალე და ისპანახი
ბროკოლი
გოგრის თესლი
ჩიას თესლი
სელის თესლი
თხილეული