ბრონქოექტაზიის კლინიკური ნიშნები - მოსალოდნელია წონის კლება და სიცოცხლის ხარისხის გაუარესება

მათი ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია გახანგრძლივებული, განმეორებითი ხველა და ნახველის გამოყოფა. ნახველი, ჩვეულებრივ, არ შეიცავს სხვა კომპონენტებს, თუმცა გამორიცხული არ არის, ბრონქის კედლის დაზიანების შედეგად სისხლი შეერიოს ან ინფექციის თანდართვის გამო მიიღოს მომწვანო-მოყვითალო ფერი. ქოშინი და სისუსტე მოგვიანებით, ფილტვის ფუნქციის დაქვეითებისას ვითარდება. შესაძლოა ისმინებოდეს ხიხინი.
დაავადების პროგრესირებისას ან მაშინ, თუ ის ცუდადაა კონტროლირებული სათანადო მკურნალობით, კუნთებს უფრო მეტი მუშაობა უხდება სუნთქვისას. შედეგად მოსალოდნელია წონის კლება და სიცოცხლის ხარისხის გაუარესება. როდესაც ბრონქოექტაზია სხვა დაავადების კლინიკური სურათის კომპონენტია, შესაძლოა ყურადღება მიიპყროს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მაგალითად, ტუბერკულოზის გამო აღმოცენებული ბრონქოექტაზიის დროს მოსალოდნელია სისხლიანი ხველა, ცხელება, შემცივნება, ღამით ოფლიანობა. კრონის დაავადების დროს ყურადღებას იპყრობს მუცლის ტკივილი და ფაღარათი. თანდაყოლილი ბრონქოექტაზია აშკარა ხდება განმეორებითი ფილტვების ანთებისას.