/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პულმონოლოგია

ფილტვის დაავადებები

ფილტვის დაავადებები
  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სასუნთქი ორგანოების დაავადებები მსოფლიოში ზოგადი ავადობის 40%-ს შეადგენს, ყველა ქვეყანაში მონაცემები განსხვავებულია: მოზრდილი მოსახლეობის 29,2%-დან 43,5%, ბავშვებში – 65,4%-დან 83,8%;
  • მსოფლიოში ამჟამად 1 მილიარდი ადამიანი ქრონიკული რესპირატორული დაავადებით ავადობს, მათ შორის ყველაზე ხშირია ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, პროფესიული პათოლოგიები, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია;
  • ფილტვების დაავადებანი მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, რამდენადაც მსოფლიო სიკვდილიანობის 1/6-ს სწორედ ისინი შეადგენენ. შემთხვევათა ნახევარზე მეტი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები და სიმსივნეებია.
  • აღსანიშნავია ისიც, ისინი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც საუკუნის დასაწყისში, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია კიდევ რამდენიმე ათეული წელი შენარჩუნდება;
  • ევროკავშირში ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სპეციალისტებს წელიწადში დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს;
  • 2025 წლისთვის, მოსალოდნელია, ფილტვის ქრონიკული ბუნების დაავადებანი სიკვდილის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად იქცეს.

რისკ-ფაქტორები

თამბაქოს მოხმარება

  • ფილტვების დაავადებათა ძირითადი მიზეზია, რადგან თამბაქოს კვამლი 4 ათასამდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა დიდი ნაწილიც ტოქსიკური და კანცეროგენული ბუნებისაა;
  • მე-20 საუკუნეში თამბაქოთი მსოფლიოში 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა და 21-ე საუკუნეში ამ მაჩვენებლის 1 მილიარდამდე გაზრდაა მოსალოდნელი;
  • ევროპაში მწეველთა 24% ქალებია, 32% – მამაკაცები და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 15% ცხოვრობს ევროპაში, მსოფლიოში ფილტვის დაავადების მქონეთა ერთ მესამედს სწორედ ევროპელები შეადგენენ.

პასიური მწეველობა

  • იმ გარემოში ყოფნას ითვალისწინებს, სადაც თამბაქოს ეწევიან, ამ დროს ფილტვებში ხვდება როგორც ტოქსიკური, ისე კანცეროგენული ბუნების 250-მდე ქიმიური ნივთიერება;
  • ყოველწლიურად 600 ათასზე მეტი არამწეველი იღუპება პასიური მწეველობის შედეგად, მილიონობით ადამიანი კარგავს შრომის უნარს და უარს ამბობს ცხოვრების ჩვეულ წესზე;
  • პასიური მწეველობა იწვევს ხველას, ობსტრუქციულ და სხვა დაავადებებს, ფილტვის კიბოს, გულის იშემიურ დაავადებებსა და ინსულტს, ბავშვების შუა ყურის პათოლოგიებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება

ეს ტერმინი გულისხმობს ჰაერში შეტივტივებული მავნე ნაწილაკების, მტვრისა და აირების არსებობას, რომლებსაც ფილტვების გზით ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ, პათოლოგიური პროცესის პროვოცირება შეუძლიათ.

შეკითხვა ექიმს
<p>-უსიცხო ფილტვების ანთება გამოჩნდება თუარა ჩვეულებრივ რენტგენზე?</p>

ეს ძირითადად სხვადასხვა მტვრის ნაწილაკები, ოზონი, აზოტის ოქსიდები, ნახშირორჟანგის ნაერთები, მფრინავი ორგანული ნივთიერებებია, ისინი ჰაერში ქმნიან ერთგვარ ნარევს, რომლის მავნეობაც წელიწადის დროის, გეოგრაფიული მდებარეობისა და დამაბინძურებელი წყაროს მიხედვით განსხვავებულია.

ჰაერის დაბინძურება ნეგატიურად მოქმედებს როგორც ფილტვების, ისე მთელი ორგანიზმის სიჯანსაღეზე.

  • ევროპის დიდ ქალაქებში საკმაოდ დაბინძურებულია ჰაერი, რაც ზრდის ბავშვებს შორის ბრონქული ასთმის განვითარების რისკებს;
  • ჰაერის დაბინძურების ხარისხის ცვლილება პირდაპირ განსაზღვრავს რესპირატორული ინფექციების ზრდასა და კლებას;
  • გრძელვადიან პერსპექტივაში ჰაერის დაბინძურება იწვევს ცხოვრების ხანგრძლივობის შემცირებას, განვითარების ეტაპების შეყოვნებას, გულისა და ფილტვების დაავადებათა განვითარებას.

შენობაში ჰაერის დაბინძურება

  • შენობების ჰაერში აღმოჩენილია 900-მდე სხვადასხვა ნაერთი, რომელთა კონცენტრაციაც დასაშვებ დონეს ზოგჯერ 2-5-ჯერ აღემატება;
  • შენობის დაბინძურებული ჰაერი იწვევს სხვადასხვა ტიპის დაავადებებს, მისი მიზეზით წელიწადში 1,5-დან 2 მილიონამდე ადამიანი იღუპება.
  • პლანეტის მოსახლეობის 50%, დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი, რეგულარულად იმყოფება შენობაში დაბინძურებული ჰაერის გარემოში, საკმაოდ ბევრი შემთხვევა რადონის მოქმედებას უკავშირდება;
  • შენობის ჰაერში არსებული ობის სოკოებია ასევე მიზეზი გახშირებული ალერგიული რეაქციების, მათ შორის, ბრონქული ასთმის 30-დან 50%-ში, შენობის დაბინძურებული ჰაერი, თამბაქოს მოწევის შემდეგ, ფილტვების კიბოს გამომწვევი მეორე მიზეზია.

პროფესიული რისკ-ფაქტორები

იგულისხმება პროფესიულ გარემოში ორგანიზმზე სხვადასხვა ტიპის მავნე ნაწილაკების, მტვრის, აირების, ორთქლისა და კვამლის ზემოქმედება, ყველა მათგანი დაავადებების პოტენციური აგენტები და გამომწვევებია.

ადრეული ცხოვრების რისკ-ფაქტორები

ადამიანის სიცოცხლის პირველ წელს გარკვეული ფაქტორების გააქტიურება ასევე იწვევს ფილტვის დაავადებებს, ასეთებია ძუძუთი კვებაზე უარისთქმა, ჭარბი წონა, ორსულობისას დედის მიერ პარაცეტამოლის აქტიური გამოყენება, გართულებული მშობიარობა, ჰაერის ხარისხი შენობასა და მის გარეთ, სადაც ორსულს უწევდა ყოფნა.

ფაქტორთა ურთიერთქმედება

ფილტვის დაავადებათა უმრავლესობა რამდენიმე ფაქტორის ურთიერთქმედებით ვითარდება, ესენია:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა, როდესაც ფილტვის დაავადებებისადმი დადებითი განწყობა მას გენეტიკურად, მშობლებისგან გადაეცემა;
  • ეკოლოგიური პირობები;
  • თამბაქოს მოწევა;
  • კვების რეჟიმი.

ჯანმოს მონაცემებით, ფილტვების დაავადებათა ავადობის სტრუქტურა ასეთია:

  • ბრონქული ასთმა – ავადაა 300 მილიონი ადამიანი, სპეციალისტები ვარაუდობენ რომ 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 450 მილიონს მიაღწევს;
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება – 210 მილიონი;
  • ფილტვის პროფესიული პათოლოგიები – 50 მილიონი;
  • ძილის აპნოე – 100 მილიონი;
  • ფილტვისმიერი ჰიპერტენზია – 50 მილიონი.

აღსანიშნავია, რომ ეს დაავადებები მეორე ადგილზეა სიკვდილიანობის პრევალენტობისა და მათზე გაწეული ეკონომიკური დანახარჯების მხრივაც.

ბრონქული ასთმა

  • უკანასკნელ წლებში მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად იმატა ბრონქული ასთმის შემთხვევებმა, როგორც ბავშვთა და მოზარდთა, ისე მოზრდილთა შორის.
  • მოზრდილთა ბრონქულ ასთმაში იგულისხმება ბავშვთა ასაკში არსებული ფორმის ტრანსფორმაცია, ასთმური მდგომარეობის დაბრუნება და საკუთრივ, მოზრდილთა ასაკში განვითარებული მდგომარეობა. მოზრდილთა ასთმის მქონეთა უმეტესობა ქალია;
  • ბრონქული ასთმა დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 6%-ის პრობლემაა. სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვთა ავადობის მაჩვენებელი 1-დან 39%-მდე ვარირებს, საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ბავშვებს შორის სიხშირემ 3-4-ჯერ იმატა;
  • ბრონქული ასთმით გამოწვეული ზოგადი მსოფლიო ეკონომიკური ხარჯები, ტუბერკულოზსა და შიდსთან დაკავშირებულ ერთიან ხარჯებს აჭარბებს და ის განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის საერთო ხარჯების 1-2%-ს შეადგენს;
  • ევროპაში თითქმის 10 მილიონი ბავშვი და 45 წლამდე მოზრდილია ავად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში; დაახლოებით 10%-ს აღენიშნება მძიმე ფორმა, რომელიც, მიუხედავად მრავალი ახალშექმნილი სამედიცინო პრეპარტების არსებობისა, რთულად ემორჩილება მკურნალობას.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება – ფქოდ-ი

  • ფქოდ-ი ყოველწლიურად ევროპაში 300 ათას ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, რაც ხიროსიმაში 3 ბირთვული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ტოლფასია;
  • ის უნვითარდებათ 40-50%-ის შემთხვევაში სტაჟიან მწეველებს და 10%-ში არამწეველებს;
  • 15-დან 20%-ში მიზეზი სამრეწველო მტვერი, ქიმიური ნაერთები, მავნე ორთქლი და სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებებია, რომლებიც როგორც სამუშაო, ისე საყოფაცხოვრებო ჰაერშია;
  • 40 წლამდე პირებთან მძიმე და საშუალო ხარისხის დაავადება 5-დან 10%-ში გვხვდება;
  • ფქოდ-ი გაცილებით ხშირია მამაკაცებთან და მისი სიხშირე იზრდება ასაკის მატებასთან ერთად – 70 წლის ზევით მძიმე და საშუალო სიმძიმის ფორმები მამაკაცებს შორის 20-%-ს. ხოლო ქალების – 15%-ს შეადგენს.

ფილტვის კიბო

  • ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილის 20%-ს სწორედ ის შეადგენს;
  • 80%-ის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი თამბაქოს კვამლია;
  • იგი გაცილებით ხშირია მამაკაცებთან;
  • შემთხვევათა 25%-ში ის უვითარდება 60 წლამდე ასაკის ადამიანებს;

პროფესიული დაავადებები

  • სამრეწველო ფაქტორები 15%-ში ბრონქული ასთმის, ხოლო 20%-ში ფქოდ-ის მიზეზია;
  • ქალებში 5% და მამაკაცების 15%-ის შემთხვევაში ფილტვის კიბოს მიზეზიც დაბინძურებული სამუშაო გარემოა;

ტუბერკულოზი

  • ევროპაში ყოველწლიურად ფიქსირდება 400 ათასი ახალი შემთხვევა და აქედან 40 ათასი ლეტალურად სრულდება, მათ დიდ ნაწილს მკურნალობის გარეშე დარჩენილი ფორმები შეადგენს;
  • დაავადება განსაკუთრებით სერიოზული პრობლემაა მაშინ, როდესაც ვითარდება სამკურნალო პრეპარატებისადმი რეზისტენტობა;

ძილის აპნოე

ძილთან დაკავშირებული რამდენიმე სუნთქვითი დარღვევაა ცნობილი, რომელთა შორისაც ყველაზე გავრცელებული ძილის აპნოეა, რაც ნიშნავს ძილში სუნთქვის დროებით გაჩერებას.

ვითარდება ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი – ოას-ი, რომლის დროსაც მძინარე ადამიანი დროებით კარგავს სუნთქვის უნარს, ხორხში ჰაერგამტარიანობის შეუძლებლობის გამო, ასეთი რამ შესაძლოა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდეს.

  • ოას-ი საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და კარგად ემორჩილება მკურნალობას;
  • განვითარებულ ქვეყნებში აპნოე დამახასიათებელია საშუალო ასაკის ქალების 2-5%-ის, მამაკაცების კი 3-7%-სთვის, აღსანიშნავია რომ მათ 60-დან 90-ს აქვს ჭარბი წონა და სიმსუქნე;
  • მკურნალობის გარეშე დარჩენილი ოას-ი 2-ჯერ ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევათა რისკს;
  • ხვრინვისა და ძილის აპნოეს განვითარებას მნიშვნელოვნად აპროვოცირებს თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი – მრდს-ი

  • საკმაოდ საშიში დაავადებაა, რომლის დროსაც ფილტვის სისხლძარღვების დაავადებით ან ფიზიკური ტრავმით დაზიანების გამო, ფილტვი ვეღარ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას;
  • სისხლძარღვის კედლის დაზიანების შედეგად ფილტვებში გროვდება სითხე, რაც იწვევს მისი ალვეოლების კოლაფსს, ფილტვები კარგავენ აირთა ცვლის განხორციელების უნარს, წყდება ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება და ნახშირორჟანგის გამოყოფა.
  • მრდს-ი უვითარდება ინტენსიური თერაპიის პაციენტთა 7,1%-ს, ხოლო მათ, ვინც აღნიშნულ განყოფილებაში 24 საათზე მეტხანს არიან, 12,5%-ის შემთხვევაში მოსალოდნელია მრდ-ის განვითარება;
  • სიკვდილიანობის მაჩვენებელი მერყეობს 27-დან 45%-მდე;
  • პოსტტრავმული მრდს-ის მქონე ახალგაზრდა პაციენტები, საბედნიეროდ, სრულად გამოდიან მდგომარეობიდან 6-12 თვის შემდეგ.

ფილტვის არტერიათა დაავადებანი

  • ფილტვის არტერიათა 2 ძირითადი ტიპის დაავადება არსებობს: ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია.
  • ევროპაში ყოველწლიურად 10 ათას მოსახლეზე დაახლოებით 6-დან 20-მდე ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ფიქსირდება, რომელთა 7-11% იღუპება;
  • ფილტვისმიერი ჰიპერტენზია ევროპაში 100 ათას ადამიანზე 1,5-5,2 შემთხვევა ფიქსირდება და გაცილებით ხშირია ქალებს შორის.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სიმსივნეთა ადრეული გენეტიკური დიაგნოსტიკა

გენეტიკური დაავადებები სამ ჯგუფად იყოფა, იმის მიხედვით, რომელი ფაქტორი ახდენს მათ ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე უფრო მეტ გავლენას - მემკვიდრეობითი თუ გარეგანი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ფილტვის დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები