/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანგიოლოგია

რას წარმოადგენს კვანძოვანი პერიარტერიიტი

კვანძოვანი პერიარტერიიტი წვრილი და საშუალო არტერიების სისტემური დაავადებაა. მისი სახელწოდება შემოიღეს გერმანელმა ექიმებმა ა. კუსმაულმა და რ. მაიერმა,

რომლებმაც 1866 წელს დეტალურად აღწერეს დაავადების კლინიკურ-მორფოლოგიური სურათი. ავტორებმა სიტყვა "კვანძოვანი" იმიტომ გამოიყენეს, რომ დაზიანებული არტერიები ამ დაავადების დროს მრავალი წვრილი კვანძით არის მოთესილი. კვანძოვანი პერიარტერიიტი კოლაგენურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ის უპირატესად შუახნის მამაკაცებს ემართებათ.

კვანძოვანი პერიარტერიიტის აღმოცენებას უმთავრესად უკავშირებენ ორგანიზმის ჰიპერალერგიულ რეაქციას სხვადასხვა ფაქტორზე - ინფექციაზე, მედიკამენტებზე (განსაკუთრებით - სულფანილამიდებსა და ანტიბიოტიკებზე), ვაქცინებზე, შრატებზე... დაავადების პათოგენეზში განიხილება ქრონიკული ვირუსული ინფექციის მნიშვნელობაც (საყურადღებოა, რომ კვანძოვანი პერიარტერიიტით დაავადებულ პაციენტთა ორგანიზმში ვლინდება ვირუსული ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი ავსტრალიური ანტიგენი. არსებობს აგრეთვე მონაცემები, რომლებიც ადასტურებს მოცირკულირე კომპლექსების როლს - ვირუსული ანტიგენი და მისი ანტისხეულები დაზიანებული სისხლძარღვის კედელში).

კვანძოვანი პერიარტერიიტის დროს არტერიის კედლის კეროვანი ანთება ფიბრინოიდული ნეკროზით იწყება. შემდეგ სისხლძარღვის გარშემო წარმოიქმნება ანთებითი ინფილტრატი. პათოლოგიური პროცესი ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირებითა და სისხლძარღვის კედლის განლევით სრულდება. ყოველივე ეს დასაბამს აძლევს ანევრიზმას, სისხლძარღვის კედლის გამობერვას. გამობერილ-გამოდრეკილი კედელი ხშირად სკდება და ქსოვილებში სისხლჩაქცევა ჩნდება, სისხლძარღვშიგა თრომბოზები კი ქსოვილების ინფარქტს იწვევს.

დაავადების მიმდინარეობა და თავისებურებანი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კვანძოვანი პერიარტერიიტი იწყება ან მწვავედ, ან ნელ-ნელა. არცთუ იშვიათად ქრონიკულ ტალღისებურ მიმდინარეობას იძენს, თან სდევს ცხელება, განლევა და დაუძლურება, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი სახსრებში, კუნთებში, მუცლის არეში, ზოგჯერ - გამონაყარი კანზე. დაავადებას ახასიათებს რამდენიმე სინდრომის შერწყმა, რაც სხვადასხვა ორგანოში არტერიათა გაბნეული და მრავლობითი დაზიანებით არის განპირობებული. თუ პათოლოგიურ პროცესში გულის სისხლძარღვებიც იქნა ჩათრეული, თავს იჩენს სტენოკარდიის სიმპტომები და შესაძლოა, განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი.

ფილტვებისა და ბრონქების სისხლძარღვთა დაზიანებას ბრონქიტის, ბრონქული ასთმის შეტევათა განვითარება მოჰყვება, თირკმელების დაზიანებისას ყალიბდება ჰიპერტონია, თვალის ფსკერის ცვლილებები, შარდში ჩნდება ცილები და სისხლი, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებისას კი მრავლობითი არასიმეტრიული ნევრიტი. პათოლოგიურ პროცესში მუცლის ფარის სისხლძარღვთა ჩართვის შემთხვევაში აღმოცენდება პერიტონიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ რამდენიმე დღეა მარჯვენა ფეხზე შევამჩნიე ბურგივით მაქვს ცოტაზე გაბერილი ერთადგილას მხოლოდ მარჯვწნა ფეხზე ხელს როვადებ ისეთი შეგრძნება მაქვა თითქოს წყალი იყოს ჩამდგარი და რა რის ან საშიშია აანამ ექიმთან მივალ რომ დამაკვალიანოთ ?</p>

კვანძოვანი პერიარტერიიტის დროს გულის დაზიანება პაციენტთა 70%-ს აღენიშნება. ამის მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გულის მკვებავი კორონარული არტერიების პათოლოგიურ პროცესში ჩართვა და დაზიანებაა. საზოგადოდ, დაავადების კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ორგანოს სისხლძარღვებს მოიცავს პათოლოგიური პროცესი უპირატესად. ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი სინდრომები:

  • რენალურ-პოლინევრიტული (უპირატესად თირკმელებისა და ნერვების მრავლობითი დაზიანებით);
  • რენულ-აბდომინალურ-კარდიული (თირკმელების, მუცლისა და გულის სისხლძარღვების დაზიანებით);
  • პულმოკარდიორენალური (ფილტვების, გულისა და თირკმელების დაზიანებით);
  • პულმოპოლინევრიტული (ფილტვებისა და ნერვების დაზიანებით).

რაც შეეხება ლაბორატორიულ მონაცემებს, სპეციფიკური მახასიათებლები დაავადებას არ გააჩნია. შესაძლოა, გამოვლინდეს ლეიკოციტოზი ნეიტროფილური გადახრით, ზოგჯერ - მაღალი ეოზინოფილია, მძიმე მიმდინარეობისას - ზომიერი ანემია და თრომბოციტოპენია. ერითროციტების დალექვის სიჩქარე ამ დროს, ჩვეულებრივ, მომატებულია. აღინიშნება მყარი ჰიპერგამაგლობულინემია (სისხლში გლობულინების დონის მომატება) და არცთუ იშვიათად - ჰიპერპროტეინემია (პროტეინების დონის მომატება).

ასევე დაგაინტერესებთ
კვანძოვანი პერიარტერიიტი
კვანძოვანი პერიარტერიიტი

წვივის კუნთებისა და მუცლის ფარის ბიოფსიისას ვლინდება კვანძოვანი პერიარტერიიტისთვის დამახასიათებელი სისხლძარღვთა დაზიანება. კვანძოვანი პერიარტერიიტის ადრეულ სტადიაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის (კორტიკოსტეროიდებითა და ციტოსტატიკური პრეპარატებით) დროული დაწყების შემთხვევაში ზოგჯერ შესაძლებელი ხდება დაავადების პროგრესირების შეფერხება და რემისიის მიღწევა. დაავადების ადრეულ სტადიებში შედარებით ეფექტურია გლუკოკორტიკოიდები. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე პრედნიზოლონის დოზებს ამცირებენ, ვინაიდან მისი ხანგრძლივი გამოყენება გართულებებს აძლევს დასაბამს.

კვანძოვანი პერიარტერიიტის მწვავე მიმდინარეობისას ზოგჯერ კორტიკოსტეროიდების პარადოქსული მოქმედებაც კი ვლინდება (მრავლობითი ინფარქტის კერების ჩამოყალიბებით). დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ინიშნება ციტოსტატიკური პრეპარატებიც. ქრონიკული პათოლოგიური პროცესის დროს, რომელსაც თან სდევს აშკარა კუნთოვანი ატროფია და ნევრიტები, რეკომენდებულია სამკურნალო ფიზკულტურა, რა თქმა უნდა, ორგანული პათოლოგიების გათვალისწინებითა და სათანადო დოზირებით. უნიშნავენ აგრეთვე მასაჟს, ჰიდროთერაპიას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რეკომენდაციები სისხლძარღვთა საშიში დაავადების პროფილაქტიკისთვის

ათეროსკლეროზის პრევენცია უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პრევენციას.
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის

ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.
სრულად
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი არის ლიმფურ ძარღვებში ლიმფის ნაკადის ნორმალური დინების პროგრესირებადი დარღვევა.
სრულად
ვენური უკმარისობა
ვენური უკმარისობა
ქრონიკული ვენური უკმარისობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქვედა კიდურების ვენებიდან ირღვევა ვენური სისხლის უკუგადინება.
სრულად
ღრმა ვენების თრომბოზის  ნიშნები, რისკ ფაქტორები და პრევენცია

ღრმა ვენების თრომბოზს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სისხლის კოლტი (თრომბი) წარმოიქმნება ადამიანის სხეულში არსებულ ერთ ან რამდენიმე ღრმა ვენაში. ღრმა ვენების თრომბოზი ძირითადად ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენებში ვითარდება, თუმცა, შეიძლება, ზედა კიდურების ვენებიც დააზიანოს.
სრულად
რატომ ვიწროვდება სისხლძარღვები
რატომ ვიწროვდება სისხლძარღვები
სისხლძარღვების შევიწროების მიზეზებზე, კლინიკურ გამოვლინებებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება სისხლ­ძარღვთა ქირურგი ზაალ ავალიანი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რას წარმოადგენს კვანძოვანი პერიარტერიიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები