/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რევმატოლოგია

კვანძოვანი პერიარტერიიტი

კვანძოვანი პერიარტერიიტი
კვანძოვანი პერიარტერიიტი წვრილი და საშუალო არტერიების სისტემური დაავადებაა.

დაავადების სახელწოდება ეკუთვნით გერმანელ ექიმებს ა. კუსმაულსა და რ. მაიერს, რომლებმაც 1866 წელს დეტალურად აღწერეს დაავადების კლინიკურ-მორფოლოგიური სურათი. ავტორებმა სიტყვა კვანძოვანი გამოიყენეს იმიტომ, რომ დაზიანებული არტერიები ამ დაავადების დროს მოთესილია წვრილი მრავლობითი კვანძებით.

კვანძოვანი პერიარტერიიტი მიეკუთვნება კოლაგენურ დაავადებათა რიცხვს. ავადდებიან უპირატესად საშუალო ასაკის მამაკაცები. კვანძოვანი პერიარტერიიტის აღმოცენებას ძირითადად უკავშირებენ ორგანიზმის ჰიპერალერგიულ რეაქციას სხვადასხვა ფაქტორზე - ინფექციაზე, მედიკამენტებზე (განსაკუთრებით სულფანილამიდებსა და ანტიბიოტიკებზე), ვაქცინებზე, შრატებზე და სხვა. დაავადების პათოგენეზში განიხილება გარკვეულწილად ქრონიკული ვირუსული ინფექციის მნიშვნელობაც (საყურადღებოა, რომ კვანძოვანი პერიარტერიიტით დაავადებულ პაციენტებთან ვლინდება ვირუსული ჰეპატიტისათვის დამახასიათებელი ავსტრალიური ანტიგენი, მიღებულია აგრეთვე მონაცემები, რომლებიც ადასტურებს მოცირკულირე კომპლექსების გარკვეულ როლს - ვირუსული ანტიგენი და მისი ანტისხეულები დაზიანებული სისხლძარღვის კედელში).

კვანძოვანი პერიარტერიიტის დროს არტერიის კედლის კეროვანი ანთება იწყება ე. წ. ფიბრინოიდული ნეკროზით, შემდეგ სისხლძარღვის გარშემო ანთებითი ინფილტრატი ვითარდება, პათოლოგიური პროცესი ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირებითა და სისხლძარღვის კედლის განლევით სრულდება. ყოველივე ეს დასაბამს აძლევს ანევრიზმას, სისხლძარღვის კედლის გამობერვას. გამობერილ-გამოდრეკილი კედელი ხშირად სკდება და ქსოვილებში სისხლჩაქცევა ვითარდება. სისხლძარღვშიდა თრომბოზები კი ქსოვილების ინფარქტს იწვევს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაავადების მიმდინარეობა და თავისებურებანი

კვანძოვანი პერიარტერიიტი იწყება მწვავედ ან ნელ-ნელა. არცთუ იშვიათად ქრონიკულ ტალღისებურ მიმდინარეობას იძენს, ხასიათდება ცხელებით, განლევითა და დაუძლურებით, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილებით, სახსრებში, კუნთებში, მუცლის არეში, ზოგჯერ კანზე გამონაყარით. დაავადებას ახასიათებს რამდენიმე სინდრომის (სიმპტომთა ერთობლიობა) შერწყმა, რაც განპირობებულია სხვადასხვა ორგანოში არტერიათა გაბნეული და მრავლობითი დაზიანებით. პათოლოგიურ პროცესში გულის სისხლძარღვთა ჩათრევის შემთხვევაში ვლინდება სტენოკარდიის სიმპტომები, შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის (გულის კუნთოვანი გარსის) ინფარქტი. ფილტვებისა და ბრონქების სისხლძარღვთა დაზიანებას თან ახლავს ბრონქიტის, ბრონქული ასთმის შეტევათა განვითარება; თირკმლების დაზიანებისას ვლინდება - ჰიპერტონია, თვალის ფსკერის ცვლილებები, შარდში ჩნდება ცილები და სისხლი; პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებისას კი - მრავლობითი ასიმეტრიული ნევრიტები. მუცლის ფარის (პერიტონეუმის) სისხლძარღვთა პათოლოგიურ პროცესში ჩართვის შემთხვევაში ვლინდება პერიტონიტისათვის (მწვავე მუცელი) დამახასიათებელი სიმპტომები.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ძალიან ხშირად მეკვანძება კუნთი. ხან კვირაში ერთხელ მაინც გუშინ და გუშინწინ ზედიზედ ორი ღამეა გადაბმულად ძილში მეკვანძება საშინელი ტკივილი აქვს და დილითაც დაჭიმული მაქვს ხოლმე. რისი გაკეთება შემიძლია სანამ გამოკვლევებზე მივალ მანამდე?</p>

კვანძოვანი პერიარტერიიტის დროს გულის დაზიანება პაციენტთა 70%-ს აღენიშნება. ამის მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გულის მკვებავი კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიების პათოლოგიურ პროცესში ჩართვა და დაზიანებაა. შედეგად სტენოკარდიის სიმპტომები ვითარდება. საერთოდ, დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ორგანოს სისხლძარღვებს მოიცავს პათოლოგიური პროცესი უპირატესად.

ყველაზე ხშირია შემდეგი სინდრომები:

  • რენულ-პოლინევრიტული (უპირატესად თირკმლებისა და ნერვების მრავლობითი დაზიანებით);
  • რენულ-აბდომინურ-კარდიული (თირკმლების, მუცლისა და გულის სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე);
  • პულმო-კარდიო-რენული (ფილტვების, გულისა და თირკმლების დაზიანებით);
  • პულმო-პოლინევრიტული (ფილტვებისა და ნერვების დაზიანებით მიმდინარე).

ლაბორატორიული მონაცემები

განსაკუთრებული სპეციფიკური მახასიათებლებით დაავადება არ ხასიათდება. შესაძლოა გამოვლინდეს ლეიკოციტოზი ნეიტროფილური გადახრით, ზოგჯერ მაღალი ეოზინოფილია, მძიმე მიმდინარეობისას - ზომიერი ანემია და თრომბოციტოპენია. ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს-ი) ამ დროს ჩვეულებრივ მომატებულია, ფიქსირდება მყარი ჰიპერგამაგლობულინემია (სისხლში გლობულინების დონის მომატება) და არცთუ იშვიათად ჰიპერპროტეინემია (პროტეინების დონის მომატება). წვივის კუნთებისა და მუცლის ფარის ბიოფსიისას ვლინდება კვანძოვანი პერიარტერიიტისათვის დამახასიათებელი სისხლძარღვთა დაზიანება.

მკურნალობა

კვანძოვანი პერიარტერიიტის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკისა და დროულად მკურნალობის დაწყების შემთხვევაში (კორტიკოსტეროიდებითა და ციტოსტატიკური პრეპარატებით) ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება დაავადების პროგრესირების შეფერხება და რემისიის მიღწევა (რემისია დაავადების გამოვლინებათა დროებით შენელება ან შეწყვეტაა).

დაავადების ადრეულ სტადიებზე შედარებით ეფექტურია გლუკოკორტიკოიდები. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე პრედნიზოლონის დოზებს ამცირებენ. ამ უკანასკნელის ხანგრძლივად გამოყენება გარკვეულ გართულებებს აძლევს დასაბამს. კვანძოვანი პერიარტერიიტის მწვავედ მიმდინარეობისას ზოგჯერ კორტიკოსტეროიდების პარადოქსული მოქმედებაც კი ვლინდება (მრავლობითი ინფარქტის კერების ჩამოყალიბებით). დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ინიშნება ციტოსტატიკური პრეპარატებიც.

პათოლოგიური პროცესის ქრონიკული მიმდინარეობისას, გამოხატული კუნთოვანი ატროფიითა და ნევრიტებით, რეკომენდებულია სამკურნალო ფიზკულტურა, რა თქმა უნდა, ორგანული პათოლოგიების გათვალისწინებითა და შესაბამისი დოზირებით. მიმართავენ აგრეთვე მასაჟს, ჰიდროთერაპიას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კვანძოვანი პერიარტერიიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები