/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

ნადები ენაზე

ნადები ენაზე
ძალიან გთხოვთ ამიხსნათ, რისი მანიშნებელია ენაზე თეთრი ფერის ნადები. ენის ანთება არ დამიდასტურდა. მეუბნებიან, სხვა

რამის ბრალიაო. გემოვნების შეცვლასაც ვერ ვგრძნობ, როგორც ამბობენ, დვრილები წესრიგშია.

ენა არის განივზოლიანი ბოჭკოებიანი კუნთოვანი ორგანო, რომელიც მეტყველებაში, ღეჭვაში, ყლაპვაში, ძუძუს წოვაში, გემოს აღქმასა და ნერწყვის გამოყოფაში მონაწილეობს. ამის გამო გაცილებით რთული აგებულება აქვს, ვიდრე სხვა განივზოლიან კუნთოვან ორგანოებს.

ენაზე განარჩევენ ფესვს, სხეულსა და მწვერვალს. ენის ზემოთა ზედაპირი ოდნავ ამოდრეკილია და საგიტალურად არის გაყოფილი ენის შუა ღარით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამ ზედაპირს ენის ზურგი ეწოდება, ხოლო მის მოპირდაპირეს, რომელიც მასზე გაცილებით მცირეა - ზედაპირი. ამ ზედაპირების ერთმანეთში გადასვლის ადგილებს ენის კიდეებს უწოდებენ.

ენის ორივე ზედაპირი დაფარულია ლორწოვანი გარსით, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ენის კუნთებს. გარსს განსაკუთრებით რთული აგებულება აქვს ენის ზურგზე, სადაც მიმოფანტულია გემოვნების მრავალი დვრილი. ამის გამო ამ ზედაპირს ხავერდოვანი შესახედაობა აქვს.

ენის გემოვნების დვრილები ფუნქციური დიფერენცირების შესაბამისად აგებულების, ფორმისა და განლაგების მიხედვითაც განსხვავდება. განასხვავებენ გემოვნების ხუთი სახის დვრილს:

  • ძაფისებრს,
  • კონუსისებრს,
  • სოკოსებრს,
  • შემოზღუდულს;
  • ფოთლისებრს.

ყველაზე მრავალრიცხოვანია ძაფისებრი და კონუსისებრი დვრილები. ისინი მიმოფანტულნი არიან ენის ზურგის მთელ ზედაპირზე და მის ხაოს ქმნიან.

საზოგადოდ, ენის წინა ნაწილის დვრილები უფრო დიდია, უკანა ნაწილისკენ ისინი მცირდება. ძაფისებრი დვრილების ძირი დაფარულია მრავალშრიანი ეპითელიუმით, რომელიც სისტემატურად რქოვანდება და ჩამოიფცქვნება. საჭმლის მონელების პროცესების დარღვევისას ჩამოფცქვნა შენელებულია. ამიტომ ენის ზედაპირზე გროვდება მკვდარი ეპითელური უჯრედები და ენა მოთეთრო ფერს იღებს.

მედიცინაში ცნობილია თეთრი ანუ შელესილი ენის სიმპტომი, რომელიც თან ახლავს ცხელებას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებს, საზოგადოდ, საკვების ცუდ გადამუშავებას.

ენაზე თეთრი ნადების გაჩენის მიზეზი შესაძლოა საკვების ცუდი ღეჭვაც იყოს (სწრაფად ჭამის ან კბილების უქონლობის შემთხვევაში). დადგენილია, რომ ჰიპოაციდური გასტრიტის (დაბალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) დროს ენა ნადებიანია, ხოლო ჰიპერაციდული გასტრიტის (მაღალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის დროს, წესისამებრ, სუფთა.

ენაზე წაბლისფერი, მურა ნადები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების, მაგალითად, დიზენტერიის დროს ჩნდება.

საყურადღებოა დესკვამაციური გლოსიტიც. დაავადებას საფუძვლად უდევს ენის ლორწოვან გარსში მიმდინარე ანთებით-დისტროფიული პროცესები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ენის ზურგსა და გვერდით ზედაპირებზე ჩნდება მოთეთრო-მოყვითალო, ძაფისებრი დვრილებისა და ეპითელიუმის ზედა შრისგან თავისუფალი უბნები, რომლებიც მკაფიო მოწითალო ფერს იღებს. გაჯირჯვებული ეპითელიუმი ძაფისებრ დვრილებთან ერთად ჩამოიფცქვნება, ენის ზურგზე ყალიბდება მომრგვალო-ოვალური ფორმის რამდენიმე ასეთი უბანი. ეს უბნები ქმნის სურათს, რომელიც გეოგრაფიულ რუკას მოგვაგონებს. დესკვამაციური პროცესების პარალელურად მიმდინარეობს ეპითელური უბნების რეგენერაცია (აღდგენა), რაც ცვალებადს ხდის დაავადების ფონურ გამოსახულებას. ამ დაავადებას არ ახასიათებს ენის ზურგის ლორწოვანი გარსის ეპითელური საფარის სრული დესკვამაცია, - სხვა დაავადებებისაგან განსხვავებით, ლორწოვანი გარსის ეპითელიზაციის უბნები ამ დროს ყოველთვის შენარჩუნებულია. დაავადება ძირითადად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

P.S. გირჩევთ, მიმართოთ კვალიფიციურ თერაპევტს და გასტროენტეროლოგს (კუჭ-ნაწლავის ექიმს), რომელიც, გარდა იმისა, რომ ენის ლორწოვანი გარსის მდგომარეობას შეაფასებს, თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციურ მდგომარეობასაც გამოწვლილვით შეისწავლის, დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას, შეგირჩევთ რაციონალურ დიეტას.

არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც ენის ლორწოვანი გარსის ანთება (გლოსიტი), დვრილების ანატომიური ცვლილება ან კიდევ გემოვნების გაუკუღმართება-დარღვევა იყოს გამოხატული - ენის უმნიშვნელო ცვლილებაც კი საყურადღებოა: ენა ორგანიზმის სარკედ არის მიჩნეული, მორფოლოგიურადაც და ფუნქციურადაც მჭიდრო კავშირი აქვს პირის ღრუსთან და მთელ ორგანიზმთან, ამიტომ ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა პათოლოგია, ფუნქციური ხასიათის დარღვევა იქნება ეს თუ სხვა, მასზე აისახება.

კომენტარები (1)
ლია
1 ტუბი - 120გ.- 46 ლარი უფრო ვრცლად იხილეთ http://fohowchinesemedicine.blogspot.com/p/fohow_32.html ჩვენებები: ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, საჭმლის მონელებასა და საკვებ ნივთიერებათა ათვისებას. აძლიერებს იმუნიტეტს იცავს ღვიძლს და აუმჯობესებს მის მუშაობას აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს აუმჯობესებს კანის მდგომარეობას 21 საუკუნის ახალი მცენარეული შაქარი დიაბეტიკებისთვის. ახალშობილებისთვის დედის რძის შემცვლელია (შეიცავს ბიფიდუმს, ვიტამინებს) გამოიყენება სახის კოსმეტიკური ნიღბებისათვის ტელ 593105829 2921256 ლია მესტვირიშვილი
თარიღი : 02-12-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა?
რა არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა?
სუნთქვის მწვავე უკმარისობა არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა,
სრულად
რატომ გვაქვს დაძაბულობის შეგრძნება კისრის არეში?
რატომ გვაქვს დაძაბულობის შეგრძნება კისრის არეში?
კისრის დაძაბულობა გავრცელებული ჩივილია, რომელიც ხშირად ვლინდება ტკივილით,
სრულად
სტრესი, როგორც ზურგის ტკივილის მიზეზი
სტრესი, როგორც ზურგის ტკივილის მიზეზი
როგორ იწვევს სტრესი ზურგის ტკივილს?
სრულად
რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
ბევრი ჩივის რომ, ლოგინიდან წამოდგომისას მუდმივად ეკრუნჩხება ერთი ან ორივე ფეხი. იატაკზე ვერ დგამს, ვიდრე არ გაუვლის.
სრულად
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
ჩვეულებრივ, საყლაპავის ღრუს, მთელ სიგრძეზე უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე ზომის დიამეტრი.
სრულად
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ყლაპვის მოქმედების (აქტის) დარღვევა ანუ დისფაგია გამოწვეულია პირის ღრუში წარმოქმნილი (ფორმირებული) საკვები ლუკმის - ბურთულის გადაადგილების შეუძლებლობით პირხახისა და საყლაპავის გავლით კუჭისკენ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

-გამარჯობა, მაქვს პრობლემა როდესაც გარეთ გავდივარ ტვინი იწყებს იმაზე ფიქრს "ტვალეტი ხომ არ მინდა" და ამის გამო სადაც კი მივდივარ ვცდილობ მოვშარდო რადგან თუ სადმე მომინდა ოდნავადაც კი დავუშვათ საცობში მეწყება პანიკური ფიქრი და ვერ ვმართავ ჩემ ფიქრებს, გონება მეკეტება თითქოს, უკვე 1 წელზე მეტია ასე ვარ, უროლოგთან ვიზიტის შემდეგ ანალიზები ნორმაში მაქვს, ჰიპერაქტიული შადის ბუშტზე წამალი ვსვი და სამწუხაროდ არ მოქმედებს კარგად სავარაუდოდ ფსიქროლოგიური პრობლმეაა, მაინტერესებს ვის შეიძლება მივმართო და თუ არის რამე მედიკამენტი რამაც შეიძლება მიშველოს მაგალითად ანტიდეპრესანტები?

კატეგორია : დერმატოლოგია

-გამარჯობა, ვარ 18 წლის ბიჭი და ანუ ესეთი რამ მაინტერესებს მჭირს ცხიმოვანი სიბორეა ანუ ცხიმოვანი სახის კანი და ცხიმოვანი თმების პრობლემა და დერმატოლოგმა გამომიწერა სპეციალური მოხმარების პროდუწტები შამპუნი და ასე შემდეგ და მკურნალობა მუდმივად მომიწევს თუ გარკვეული მკურნალობის შემდეგ სამუდამოდ განვიკურნები ამ პრობლემისგან და აღარ მომიწევს სპეციალური შამპუნებისა და პრდუქტების გამოყენება? ანუ ნორმალური თავის სკალიბდა ნორმალური კანი რომ შემინარჩუნდეს მუდმივად უნდა ვიმკურნალო თუ ერთხელ და სამუდამოდ მკურნალობის შემსდეგ დასრულდება ეს პრობლემა და აღარასდროს შემაწუხებს ცხიმოვნობის პრობლემა? ან საერთოდ ჰორმონალური დარღვევა ხომ არ მაქვს და ენდოკრინოლოგს ხომ არ ვეჩვენო?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ნადები ენაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები