/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას

რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
ბევრი ჩივის რომ, ლოგინიდან წამოდგომისას მუდმივად ეკრუნჩხება ერთი ან ორივე ფეხი. იატაკზე ვერ დგამს, ვიდრე არ გაუვლის.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას

ადამიანები ზოგჯერ ასე ფეხჩამოკიდებულები სხედან 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ კრუნჩხვის შეტევა გადაივლის. რისი ბრალია ეს?

ზოგიც ხელების დაბუჟებას უჩივის და, რაც მთავარია, ხშირად აღნიშნავს, რომ დაბუჟებას რეგულარულად მოსდევს კრუნჩხვა. რა ხდება ამ დროს?

კრუნჩხვა კუნთების უკონტროლო, უნებლიე, შეტევითი ხასიათის შეკუმშვაა. ის ჰიპერკინეზის ერთ-ერთი ფორმაა. მას ხშირად ახლავს მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ზღუდავს დაზიანებული კუნთის შრომისუნარიანობას. კრუნჩხვა უხშირესად აღმოცენდება წვივის, ბარძაყის, ტერფის, ზურგის, კისრისა და დუნდულოს კუნთებში. კრუნჩხვა, ჩვეულებრივ, რამდენიმე წუთში თავისით გაივლის. ის ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ კუნთისა და მყესების დაზიანებას იწვევს. აღნიშნული ტიპის შემთხვევები, შედარებით იშვიათია, ჩვეულებრივ კი, კუნთების კრუნჩხვა ორგანიზმზე უარყოფით გავლენას არ ახდენს, თუ არ ჩავთვლით ფსიქოლოგიურ ასპექტებს: ტკივილი და განმეორებითი კრუნჩხვითი ეპიზოდის მოლოდინი ხანგრძლივი დროით უფუჭებს ადამიანს გუნება-განწყობას.

კუნთების კრუნჩხვა ორი სახისაა: მიოტონური და მიოკლონური. ტონური კრუნჩხვა კუნთის მტკივნეული შეკუმშვაა. კუნთი ამ დროს შეხებით იმდენად მყარია, თითქოს გაქვავდაო. ცუდად ექვემდებარება მოდუნებას და ძლიერ, მწველ ტკივილს იწვევს. კლონური კრუნჩხვა კუნთის ან კუნთოვანი ბოჭკოების უნებლიე შეკუმშვაა, შერხევის, თრთოლვის ტიპის. მას ზოგჯერ ტიკსაც უწოდებენ. მიოკლონური კრუნჩხვები, როგორც წესი, უმტკივნეულოა.

კუნთების კრუნჩხვას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს. ალბათ, ამიტომაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექიმებს განსხვავებული აზრი აქვთ მათი განვითარების მექანიზმზე. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კრუნჩხვის აღმოცენების მიზეზი კომპლექსურ ფაქტორებს მოიცავს, თუმცა არსებობს ზოგადი პირობებიც, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც კრუნჩხვების განვითარების შანსი მატულობს. ასეთ ზოგად ფაქტორებს მიეკუთვნება გაუწყლოება, მინერალური ნივთიერებებისა (განსაკუთრებით კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის) და ვიტამინების ნაკლებობა, კუნთების გადაძაბვა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მათ შორის მეტისმეტად მოჭერილი და მოუხერხებელი ტანსაცმლის გამო და სხვა.

სტატისტიკა მოწმობს, რომ ფეხების კრუნჩხვა მსოფლიოს მოსახლეობის 75%-ს აწუხებს. ზოგს ის ხშირად უვითარდება, ზოგს კი შედარებით იშვიათად ახსენებს თავს. უფრო ხშირად ფეხების კრუნჩხვას ძლიერი ტკივილი ახლავს, ხოლო თუ კრუნჩხვა ღამით აღმოცენდა, როგორც წესი, უძილობის მიზეზი ხდება. კუნთების კრუნჩხვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. მას შესაძლოა სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი ჰქონდეს:

  • კრუნჩხვა ზოგჯერ სისხლში კალციუმისა და კალიუმის ნაკლებობის ფონზე აღმოცენდება. მისი მიზეზი შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობაც იყოს.
  • არსებობს ე. წ. სოფლის კრუნჩხვა, როდესაც ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩაცუცქულია და გამუდმებით ფეხის წვერებს ეყრდნობა, მაგალითად, დარგვის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულებისას. ასეთ დროს ქვემო კიდურების, კერძოდ, წვივის კუნთები, გადაძაბვას განიცდის და მათში დიდი რაოდენობით რძის მჟავა გროვდება.
  • კრუნჩხვა ხშირად უვითარდებათ მკერავებს, მუსიკოსებს, ოფისში კომპიუტერთან უმოძრაოდ მომუშავეებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომელთაც ერთ პოზაში ხანგრძლივად ყოფნა უწევთ. წვივის კუნთების კრუნჩხვა ხშირია ფეხბურთელებთან. ხელის მტევნების კუნთებისა კი – მევიოლინეებთან. ისიც აღსანიშნავია, რომ წვივის კუნთების კრუნჩხვა სრულად ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება განუვითარდეს ცივ წყალში ბანაობისას ან კიდევ ღამის ძილში. აღნიშნული შემთხვევები მხოლოდ მარტივი სპაზმი არ არის, არამედ აღმოცენდება ცენტრალური ნერვული სისტემის მონაწილეობით პერიფერიიდან წამოსული იმპულსის საპასუხოდ.
  • ფეხების კრუნჩხვა შესაძლოა გამოიწვიოს ჟანგბადის ნაკლებობამ, ასევე ხერხემლის ოსტეოქონდროზმა, ათეროსკლეროზულმა პროცესებმა, ვენების ვარიკოზულმა გაგანიერებამ და ვენურმა უკმარისობამ, შაქრიანმა დიაბეტმა, შიმშილობამ და სხვა.
  • კრუნჩხვების პროვოცირებას ზოგჯერ ჰორმონული ან კიდევ ორგანიზმიდან კალიუმის გამოდევნის ხელშემწყობი შარდმდენი პრეპარატებიც ახდენს. ღებინებისა და ფაღარათის დროს მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვამ, გაძლიერებულმა ოფლდენამ და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამაც შეიძლება დასაბამი მისცეს კრუნჩხვებს.
  • კრუნჩხვების მიზეზი შესაძლოა გახდეს თავის ტვინის მამოძრავებელი უბნის აგზნება. ეს ხდება თავის ტვინის ინფექციური პათოლოგიების დროს, მაგალითად, გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციებისას, ინსულტის საწყის სტადიაზე და მის შემდგომ აღდგენით პერიოდში.
  • ნ ჯანმრთელ ადამიანებს კრუნჩხვა აღენიშნებათ სტრესის დროს, ასევე გადაღლა-გადაძაბვის გამო, ჩახუთულ, უჟანგბადო გარემოში ხანგრძლივად ყოფნის შედეგად და სხვა.

კრუნჩხვების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. უცაბედი კრუნჩხვა შესაძლოა ერთ წუთს ან მეტხანსაც გაგრძელდეს.

რა უნდა მოიმოქმედოთ ასეთ დროს:

  • თუ ფეხების კრუნჩხვა ცურვის დროს განგივითარდათ, ფეხებით მოძრაობა უნდა შეწყვიტოთ და შეეცადოთ ტერფის განზიდვა- ამოძრავებას ჯანმრთელი ტერფის დახმარებით.
  • პაპანაქება სიცხეში კრუნჩხვა ზოგჯერ ორგანიზმის გაუწყლოების გამო ვითარდება, ამიტომაც სპეციალისტები გვირჩევენ ოთახის ტემპერატურის წყალი დავლიოთ მარილის დამატებით ან კიდევ მინერალური წყალი.
  • ფეხის კრუნჩხვის განვითარებისთანავე რეკომენდებულია ფეხზე დადგომა. უმჯობესია ცივ იატაკზე შიშველი ტერფით უმალ დაყრდნობა.
  • ზოგჯერ კარგ ეფექტს იძლევა უმალ დაწოლა და ტერფის სხეულისკენ მაქსიმალურად მოზიდვა.
  • აუცილებელია ენერგიულად მასირება მტკივნეული ადგილის. უკიდურეს შეთხვევაში ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიღება.
  • თუ კრუნჩხვა ძალზე ხშირად გივითარდებათ, აუცილებლად გაესინჯეთ ენდოკრინოლოგს და ნევროპათოლოგს.
  • ფეხების ხშირი კრუნჩხვების დროს მედიკოსები გვირჩევენ ყოველდღიური კვებითი რაციონის დაბალანსება-კორექციას: ტკბილეულის, ნამცხვრების, კოფეინისა და ალკოჰოლის შეზღუდვას. ყველისა და ხაჭოს სისტემატურად მიღებას. აუცილებელია თამბაქოს მოწევაზე უარის თქმაც.
  • ქვემო კიდურების კრუნჩხვა რომ აიცილოთ, ფეხები ყოველდღიურად უნდა ავარჯიშოთ. ამისათვის საკმარისია რამდენიმეწუთიანი ყველაზე მარტივი ვარჯიშიც კი, ასევე რეკომენდებულია ქვემო კიდურების მასაჟი.

არსებობს კრუნჩხვების სამკურნალო ხალხური მეთოდები:

1. ყველაზე პოპულარული მეთოდია ლიმონით მკურნალობა. ლიმონის ახლადგაწურული წვენით დილით უნდა დაიზილოთ ფეხის გულები. წინდები და ფეხსაცმელი მაშინ უნდა ჩაიცვათ, როცა ლიმონის წვენი შეშრება ტერფებზე. იგივე პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ღამით. ლიმონის წვენის შეშრობის შემდეგ ფეხებზე ბამბის წინდები უნდა ამოიცვათ და მთელი ღამით გაიჩეროთ. მკურნალობის კურსი ორ კვირას მოიცავს.

2. აიღეთ ერთი სადილის კოვზი არყის კვირტი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

3. აიღეთ ორი სადილის კოვზი გვირილა, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შემოდგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ, მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

4. კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. ჩაჭყლიტეთ და პიურედ აქციეთ. მიღებული მასა პოლიეთილენის ორ ნაჭერზე გაშალეთ, ძილის წინ წვივებზე შემოიხვიეთ და თბილი ნაჭრით შეიფუთეთ. პროცედურა 5-7 დღე ჩაიტარეთ.

5. ზაფხულში ჭამეთ რაც შეიძლება მეტი კარტოფილი კანიანად მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი.

* * *

ხელის მტევნის კრუნჩხვის მიზეზიც, სავარაუდოდ, მტევნის კუნთების გადაღლა-გადაძაბვაა. თუ ადამიანს სისტემატურად უწევს მტევნების ინტენსიური დატვირთვა ამა თუ იმ სახის სამუშაოს შესრულების გამო, და, რაც მთავარია, ზემოთ მოყვანილი რომელიმე ხელშემწყობი ფაქტორის თანხვედრაც ხდება, კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობა იზრდება. აუცილებლად დაასვენეთ ხელის მტევნები. სისტემატურად ავარჯიშეთ, დაისრისეთ თითები და ხელისგულები. გარდა ამისა, ჩაიტარეთ ლიმონის წვენით მკურნალობის ათდღიანი კურსი იმავე პრინციპით, როგორც ფეხის კუნთების სამკურნალოდ. დილის პროცედურის შემდეგ, როდესაც ხელისგულებზე წასმული ლიმონის წვენი თავისთავად შეგაშრებათ, შეეცადეთ, ხელის მტევნები ნაკლებად დაძაბოთ. ღამით კი, ძილის წინ ჩატარებული პროცედურის შემდეგ, აუცილებლად ამოიცვით ხელთათმანები. ხელთათმანი რბილი (უმჯობესია ბამბის) ქსოვილისაგან უნდა იყოს შეკერილი, არავითარ შემთხვევაში შალის ან ტყავის.