/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მითები, მითები - მეტყველების დარღვევები

მითები, მითები - მეტყველების დარღვევები
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მეტყველების დარღვევებს საზოგადოება პირის ღრუში ლოკალიზებულ პრობლემად აღიქვამდა და მათ მოსაგვარებლად სხეულის სწორედ ამ სეგმენტის დამუშავებით შემოიფარგლებოდა. საბედნიეროდ, შეიცვალა წარმოდგენა, რადგან უკანასკნელ ხანს მეტყველების დარღვევები საკმაოდ სერიოზული და მწვავე პრობლემების კლინიკურ ნიშნად მოგვევლინა. ამ საკითხისადმი მოსახლეობის ინტერესთან ერთად იმატა მცდარმა შეხედულებებმაც. სწორედ ამიტომ გვინდა დროულად მოვფინოთ ნათელი მეტყველების დარღვევის პრობლემებს და თავიდან ავირიდოთ უსიამოვნო შედეგები.

მითი #1 - ენისა და მეტყველების სპეციალისტს უნდა მიმართოთ, როდესაც პატარა ლაპარაკობს და სწორად ვერ წარმოთქვამს რომელიმე ბგერას.

სიმართლე - მეტყველების თერაპევტს უნდა მიმართოთ მაშინ, როდესაც პატარა მისი ასაკობრივი ნორმის შესაბამისად ვერ საუბრობს, ეს კი უკანასკნელ ხანს შემოთავაზებული რეკომენდაციებით – 2 წელია. თუ 2 წლის ასაკში ბავშვს უჭირს მარტივი, ორსიტყვიანი წინადადებების წარმოთქმა და არ იყენებს მეტყველებას კომუნიკაციის საშუალებად, ის დაუყოვნებლივ უნდა აჩვენოთ სპეციალისტს.

მითი #2 - 3 წლის ასაკამდე შეიძლება მშვიდად ველოდოთ ბავშვის ამეტყველებას, მით უფრო, თუ მისი მამა, დედა ან ახლო ნათესავიც გვიან ალაპარაკდა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიმართლე – დამღუპველია 3 წლამდე ლოდინი, თუ ბავშვი თავისი ასაკის შესაბამისად არ საუბრობს 2 წლის ასაკში, როგორი გენეტიკური წინასწარგანწყობაც უნდა არსებობდეს ოჯახში, ის აუცილებლად უნდა აჩვენოთ სპეციალისტს.

მითი #3 - ენის ბორძიკი დაავადება არ არის და გარდატეხის ასაკში თავისით გაივლის.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

სიმართლე - ენის ბორძიკი დაავადება ნამდვილად არ არის, მაგრამ სიმპტომია, რომელმაც შესაძლოა თავი იჩინოს მეტყველების ფორმირების პერიოდში, 2-5 წლამდე ასაკში და მოგვიანებით პერიოდში - თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ან პათოლოგიის შედეგად.

ენის ბორძიკის სპონტანური ანუ თავისთავადი განკურნება შესაძლებელია შემთხვევათა საკმაოდ მცირე, 12-15 %-ში, დანარჩენ შემთხვევაში ის რჩება და სპეციალური კორექციის გარეშე არ ქრება.

მითი #4 - ენის ბორძიკი განუკურნებელი დაავადებაა, ახასიათებს ხშირი რეციდივები, ამიტომ მის მკურნალობას აზრი არ აქვს.

სიმართლე - ბავშვების 50-80% სპეციალური თერაპიის შემდგომ სრულად იკურნება, მხოლოდ 13-15% არ ემორჩილება თერაპიას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია სპეციალური მეტყველების ავტოკონტროლის სისტემის ათვისება, რაც მებორძიკე ადამიანს თავისუფლად და ლაღად საუბრის საშუალებას აძლევს, ამასთან მისი ეს პრობლემა მოსაუბრისთვის შესამჩნევი აღარ არის.

მითი #5 - ვმკურნალობ ენის ბორძიკს 100%-იანი გარანტიით.

სიმართლე - სადღეისოდ მსოფლიოში არ არსებობს მეთოდიკა, რომელიც მოზრდილ ადამიანს ენის ბორძიკისგან სრულად განკურნების გარანტიას მისცემს. თუმცა, გარკვეული შრომისა და გარჯის შედეგად, ნებისმიერი ტიპის სიმძიმის პაციენტს შეუძლია მეტყველების სრულად მართვასა და კონტროლს დაეუფლოს.

მითი #6 - ენის ბორძიკის მიზეზი ის არის, რომ აზრები უსწრებენ მეტყველებას და ენა ვეღარ ასწრებს მათ გამოთქმას.

სიმართლე - ენა და თავის ტვინში აზრის ფორმირება არაფერ შუაშია, ენის ბორძიკის მიზეზი თავის ტვინში არსებულ სამ მოტორულ ქერქქვეშა სამეტყველო ცენტრს შორის წარმოქმნილი დესინქრონია, რომელიც შესაძლოა რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.

ხშირად შეუძლებელიც კია ენის დაბმის მიზეზის გარკვევა, რადგან პრობლემა ბოლომდე შეუსწავლელი და დაუდგენელია.

გარდა ამისა, პათოლოგიის მრავალი ფორმა არსებობს, რომელთაც სრულიად განსხვავებული მიზეზები აქვთ, ანუ ზოგადი მიზეზების დადგენა ძნელია.

სავარაუდოდ, ის რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა, სოციალური გარემო, სტრესი, შიში, ფსიქიკური ტრავმა, ნერვული სისტემის დაავადებები.

მითი #7 - ენის ბორძიკის მკურნალობის საუკეთესო საშუალება ელექტრონული მოწყობილობებია.

სიმართლე - ელექტრონულ მკურნალობასთან დაკავშირებით სპეციალისტთა აზრი არაერთგვაროვანია. შემქმნელები მას პანაცეად მიიჩნევენ, თუმცა პაციენტების ნაწილი გამოყენების შემდგომ დისკომფორტსა და თავის ტკივილს უჩივის, ნაწილში კი “მიჩვევის სინდრომი” ვითარდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ მკურნალობა უშედეგო ხდება.

თუ ადამიანი ნორმალურად საუბრობს ჩართული მოწყობილობის დროს, მისი გამორთვის მერე პირვანდელ მეტყველებას უბრუნდება. ირკვევა, რომ ეს მოწყობილობანი მეტყველების კორექციას არ ითვალისწინებს და მათი მუდმივი გამოყენებაა საჭირო.

ის მიზანშეწონილია მხოლოდ განსაკუთრებული, მძიმე ფორმისას, როცა პაციენტს ყველა სხვა საკორექციო მეთოდი ნაცადი აქვს.

მითი #8 - ენის ბორძიკი გენეტიკური დაავადებაა.

სიმართლე - მემკვიდრეობით გადაეცემა არა ენის ბორძიკი, არამედ მისადმი წინასწარგანწყობა.

თუ ბავშვის რომელიმე მშობელს ენა ებმის, მოსალოდნელია, რომ პრობლემა ბავშვსაც ექნება.

თუ მხოლოდ ერთ მშობელს ებმის ენა, ალბათობა 10-35%-ია, ხოლო თუ ორივეს - მაშინ შანსი 40-50%-მდე იზრდება.

მითი #9 - ენის ბორძიკს შელოცვა, ელექტროშოკი, ჰიპნოზი და აკუპუნქტურა შველის.

სიმართლე - თუ ადვილად შთაგონებადი ხართ, თანაც კონკრეტული “მშველელის” ძლიერი რწმენა გაქვთ, “მკურნალობის სეანსი” შესაძლოა მცირე ხნით მართლაც იყოს შედეგიანი.

თანამედროვე მედიცინაში, მათ შორის ენის ბორძიკის მკურნალობაშიც (დაბალი სიხშირისა და ძალის დენით სამეტყველო კუნთების მოდუნება), ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომლებიც ელექტრული დენის მოქმედებას ეფუძნება, მაგრამ მათი მოქმედება არსებითად განსხვავდება ელექტროშოკისგან.

ჰიპნოზი კი ფსიქოთერაპიის შემადგენელ ნაწილად გამოიყენება, დამოუკიდებელ სამკურნალო მეთოდად ის ნაკლებეფექტიანია.

აკუპუნქტურის დახმარებით ენის ბორძიკის განკურნების დასაბუთებული კვლევები არ არსებობს, თუმცა გარკვეულ რეფლექსოგენურ ზონებზე მოქმედებით ნამდვილად შესაძლებელია დადებითი შედეგის სტიმულაცია.

მითი #10 - ჩემმა შვილმა მულტფილმებიდან თავისით ისწავლა უცხო ენა და ქართულად ლაპარაკი აღარ სურს.

სიმართლე - უკანასკნელ ხანს ეს მოვლენა ერთგვარ ეპიდემიად იქცა. მშობელმა, სიამაყის ნაცვლად, ბავშვი მეტყველების თერაპევტს, ფსიქოლოგს ან ფსიქონევროლოგს უნდა აჩვენოს. ეს ნიშნავს, რომ ის გარკვეული ფსიქოემოციური დარღვევების გამო გაურბის მშობლიურ ენას, რომელზე საუბარიც მოეთხოვება. ასეთი “უცხო ენაზე მოლაპარაკე” ბავშვი დაუხმარებლად ვერც მშობლიურ და ვერც უცხო ენაზე ვერ შეძლებს სრულყოფილად საუბარს.

მითი #11 - ჩემი შვილი საუბრობს, ოღონდ “თავის ენაზე”.

სიმართლე - “თავის ენაზე” მოლაპარაკე ე.წ. არაკონვენციურად, ანუ ჟარგონზე მოლაპარაკე ბავშვია. თუ მისი ინტონაცია და ემოცია მოთხოვნის ადეკვატურია, კიდევ კარგია, ხოლო თუ არაბუნებრივი ხმით, გაუჩერებლად ჟარგონულად საუბრობს, რომელსაც მშობლიურთან არაფერი აქვს საერთო, დაუყოვნებლივ უნდა აჩვენოთ მეტყველების თერაპევტს, ფსიქოლოგს ან ფსიქონევროლოგს, რადგან აღნიშნული ტიპის მოვლენები ხშირად საკმაოდ სერიოზული დარღვევების კლინიკური ნიშანია.

კომენტარები (2)
მ არი
ცემი გოგო 2 წლისაა და დედის მეს ვერაფერს იდზახის მირცჰიე რამე
თარიღი : 26-04-2017
metyveleba
თუ შეიძლება მირჩიოთ მეტყველების თერაპევტი
თარიღი : 25-06-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თუ თქვენთვის საკმარისია სამი საათი ძილი, შესაძლოა გქონდეთ "ხანმოკლე ძილის სინდრომი"

ეს განპირობებულია იშვიათი გენეტიკური მუტაციებით.
სრულად
როგორ ვისწავლოთ, ვიყოთ ბედნიერი?
როგორ ვისწავლოთ, ვიყოთ ბედნიერი?
რა აქვთ საერთო ადამიანებს, რომლებიც თავს ბედნიერად გრძნობენ? ისინი არ მისდევენ „იდეალს“ – დიდ ფულს, გარეგნობას თუ სტატუსს.
სრულად
რა ფუნდამენტური განსხვავებებია ველოტრენაჟორსა და ველოსიპედს შორის

საუკეთესოა ორივე ვარიანტის კომბინაცია.
სრულად
ოთხი რჩევა, რომელიც  ას წლამდე ასაკის მიღწევაში დაგეხმარებათ

ისინი შეიძლება ტრივიალური ჩანდეს, მაგრამ ნამდვილად ეფექტურია.
სრულად
ექიმი განმარტავს, რატომ გვაქვს ძილის წინ  ფეხების მოძრაობის სურვილი

Metro: ძილის წინ ფეხების ერთმანეთზე გასმა დამშვიდებაში გეხმარებათ.
სრულად
როგორ არ უნდა ჩაიცვათ თვითმფრინავში: 5 სახიფათო სამოსი ფრენისთვის.

იმისათვის, რომ ფრენისას თავი კომფორტულად იგრძნოთ და არაფერზე ინერვიულოთ, საჭიროა გარკვეული რჩევების გათვალისწინება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მითები, მითები - მეტყველების დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები