როგორ არ უნდა ჩაიცვათ თვითმფრინავში: 5 სახიფათო სამოსი ფრენისთვის.
ფრენა, განსაკუთრებით ხანგრძლივი, ჩვენი ჯანმრთელობის სერიოზული გამოცდაა. როგორ ვიგრძნობთ თავს მგზავრობის დროს და მის შემდეგ, სხვა საკითხებთან ერთად დამოკიდებულია იმაზე, თუ ფრენისას რამდენად კომფორტულად და შესაფერისად გვეცვა.
-
მჭიდრო თეთრეული
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საცვლები, რომლებიც თქვენს ზომაზე ნაკლები ზომისაა, საერთოდ არ უნდა ჩაიცვათ: მჭიდრო ბიუსჰალტერმა ან ტრუსმა შეიძლება სერიოზულად დაარღვიოს სისხლის მიმოქცევა, განსაკუთრებით მცირე მენჯის მიდამოში. ასეთი საცვალი კი განსაკუთრებით საშიშია ფრენის დროს.
თუ მკერდის ზომა პატარა გაქვთ, სჯობს საერთოდ მოერიდოთ ბიუსჰალტერის ჩაცმას, ხოლო თუ რაიმე მიზეზით ასე არ გინდათ მგზავრობა, ჩაიცვით რბილი სპორტული ბიუსჰალტერი, მავრთულებისა და „პუშ-აპის“ გარეშე.
-
ძალიან მჭიდრო ტანსაცმელი
ფრენის დროს, ჩვენ ოდნავ ვშუპდებით და ზომით შესანიშნავად მორგებული ტანსაცმელიც კი შეიძლება ფრენის ბოლოს ცოტა დავიწროვდეს და ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა შეფერხდეს.
ფრენისთვის მომზადებისას უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ ტანსაცმელს, უმჯობესია აირჩიოთ შარვალი რეზინის სათავით, ხოლო ბლუზები და სვიტერები ტუნიკის სახით.
-
ძალიან მსუბუქი ტანსაცმელი
მაშინაც კი, თუ გარეთ ნამდვილად ცხელა, სალონში თან იქონიეთ რაიმე თბილი: თვითმფრინავში კონდიციონერები, როგორც წესი, კარგად მუშაობს და ტემპერატურის სხვაობის გამო, გაციება ადვილია.
-
სამკაულები და მოცულობითი აქსესუარები
უპირველეს ყოვლისა, მასიური ან გრძელი სამკაულები შეგიქმნით პრობლემებს: ლითონის დეტექტორის შემოწმების დროს მას შეუძლია გამოსცეს „ბგერა“ და ძალიან გრძელი ან ბასრი საყურეები ან გულსაკიდი შეიძლება ჩაითვალოს ცივ იარაღად (არსებობს პრეცედენტები).
რაც შეეხება გრძელ ჯაჭვებს ან სამაჯურებს, უმჯობესია უარი თქვათ მათზე, რადგან მათ შეუძლიათ შექმნას სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში სიტუაცია და ხელი შეუშალოს წარმატებულ ევაკუაციასაც კი. უმჯობესია ფრენის წინ მოიხსნათ საყვარელი, ძვირფასი სამკაულები და ჩადოთ ჩანთაში.
-
ღია და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
ფეხსაცმელი, რომელსაც თვითმფრინავში ჩაიცვამთ, კომფორტული უნდა იყოს – ეს არის წესი, რომელსაც შეუძლია თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს. მაღალ, წვრილ, წვეტიან ქუსლებს შეუძლია დროებითი ტრაპის გახვრეტა და მრავალი ადამიანის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება. შლაპუნები ან ისეთი ფეხსაცმელი, რომლებიც ცუდად არის დამაგრებული ფეხზე, შეიძლება გაგძვრეთ ყველაზე შეუფერებელ მომენტში და გახდეს ტრავმის მიზეზი.