თუ თქვენთვის საკმარისია სამი საათი ძილი, შესაძლოა გქონდეთ "ხანმოკლე ძილის სინდრომი" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ თქვენთვის საკმარისია სამი საათი ძილი, შესაძლოა გქონდეთ "ხანმოკლე ძილის სინდრომი"

ყველამ კარგად ვიცით, რომ უნდა ვიძინოთ მინიმუმ შვიდი და სასურველია რვა საათის განმავლობაში. ასევე ცნობილია რეგულარული ძილის სარგებლობისა და მუდმივი ძილის ნაკლებობის ზიანის შესახებ.

თუმცა, მსოფლიოში არის ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს მაშინაც კი, თუ ღამით, რეგულარულად მხოლოდ სამი საათი სძინავთ. მაშინ როდესაც, რომ უმეტეს ჩვენგანს, ამ ხანგრძლივობის ძილის შემთხვევაში ეძინება სამუშაო მაგიდასთან და აყვინთავებს ყოველი შესაძლებლობის დროს. ეს იღბლიანები კი არიან ფხიზლები, ენერგიულები მთელი დღის განმავლობაში, არ გრძნობენ ძილიანობას და არ განიცდიან ძილის ნაკლებობის რაიმე უარყოფით შედეგებს. ამისთვის ისინი მადლიერები უნდა იყვნენ საკუთარი გენების.

ნეირობიოლოგთა ჯგუფი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიიდან და კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (აშშ) მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სწავლობდა "ხანმოკლე ძილის სინდრომის" მქონე ადამიანების გენებს, რომლებსაც შეუძლიათ 6 საათი ან ნაკლები ხნის განმავლობაში ძილი, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მეცნიერებმა უკვე დაადგინეს ხუთი მუტაცია ოთხ გენში, რომლებიც დაკავშირებულია ღამით ხანმოკლე ძილის უნართან.

კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი გენი დაკავშირებულია ცირკადული რიტმების რეგულირებასთან - შინაგან ბიოლოგიურ საათთან, რომელიც პასუხისმგებელია ძილ-ღვიძილის ციკლზე.

ახალ კვლევაში, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალში PNAS, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი მუტაცია, რომელიც დაკავშირებულია "ხანმოკლე ძილის სინდრომთან" იმ ადამიანის გენომში, რომელსაც საშუალოდ ექვს საათზე ცოტა მეტი ეძინა.

ეს მუტაცია ამცირებს SIK3 გენის აქტივობას, რაც იწვევს ტვინში ცილების ფუნქციების გარკვეული ცვლილებების კასკადს. ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ მუტაციის მატარებლის ტვინს არ სჭირდება იმდენი ძილი ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, როგორც სხვა ადამიანებს.

SIK3 გენის ამ ვარიანტის მქონე თაგვებს ასევე შემცირებული ჰქონდათ ძილის ხანგრძლივობა, თუმცა არც ისე დიდად - ჩვეულებრივ ცხოველებს დღეში დაახლოებით 12 საათი სძინავთ, ხოლო მუტაციის მქონე თაგვებს მხოლოდ 31 წუთით ნაკლები ეძინათ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ SIK3 მუტაცია არ არის შემცირებული ძილის მოთხოვნილების მთავარი მიზეზი.

„როდესაც გვძინავს, ჩვენი ტვინი აგრძელებს მუშაობას, ასუფთავებს და აღადგენს დაზიანებებს“, - განმარტა კვლევის თანაავტორმა ინგ-ჰუი ფუმ Nature-ის კომენტარში. "RMS-ის მქონე ადამიანების ტვინს უბრალოდ შეუძლია ამ ფუნქციების უფრო მაღალ დონეზე შესრულება“.