/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობის მეთოდები

როდის და რატომაა აუცილებელი მკურნალობაში რეაბილიტაციის ეტაპი

სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, რეაბილიტაციის ეტაპი

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტების მკურნალობაში. ბრწყინვალედ ჩატარებული ოპერაციის გარდა, აუცილებელი პირობაა კარგად ორგანიზებული სარეაბილიტაციო პროგრამა, დაზიანების სიმძიმისა და ფუნქციური დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში. რეაბილიტაციის აუცილებლობასა და შესაძლებლობებზე გვესაუბრება „ჯაბნიაშვილის სარეაბილიტაციო კლინიკის“ დირექტორი, რეაბილიტოლოგი ვახტანგ ჯაბნიაშვილი.

– ბატონო ვახტანგ, რამდენად მნიშვნელოვანია მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა საყრდენ-მამოძრავებელი და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ?

– ამ კითხვას სრულად პასუხობს ჩვენი სლოგანი – „მოძრაობა ჯანმრთელობაშია!“

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სხვადასხვა პათოლოგიის სამკურნალოდ.

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანების დროს დარღვეული ფუნქციების აღსადგენად მნიშვნელოვანია დროული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს კომპლექსურ მკურნალობას და პროფილაქტიკას მედიკამენტებისა და ინვაზიური ჩარევების გარეშე. რეაბილიტაციის მიზანია ორგანიზმის გაჯანსაღება, ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ფუნქციის აღდგენა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ.გამიკეთდა ბერა თითის რეპლანტაცია.თითი მოკვეთილი მქონდა ფრჩხილსა და სახსარს შორის.რა მკურნალობას მირჩევთ ნერვები რომ აღსდგეს?ან თუ არის შანს რომ აღდგეს?</p>

არსებობს მთელი რიგი დაავადებები, როგორებიცაა: ოსტეოქონდროზი, ხერხემლის მალათაშორისი თიაქარი, სკოლიოზი, კიფოზი, ართროზი, კოქსართროზი, პოსტტრავმული რეაბილიტაცია, ბრტყელტერფიანობა, ინსულტისშემდგომი რეაბილიტაცია და ა.შ., რომელთა მკურნალობა შესაძლებელია სამკურნალო ვარჯიშებისა და მასაჟის კომპლექსური გამოყენებით. ყოველივე ამის საფუძველი ისაა, რომ ვარჯიშებს აქვთ ხანგრძლივი სამკურნალო ეფექტი და ფაქტობრივად არ აქვთ გვერდითი მოვლენები.

რეაბილიტაცია დაგიბრუნებთ არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ აგიმაღლებთ საკუთარი ძალების რწმენას, რომელიც დაგეხმარებათ ახალი უნარების შეძენაში.

– დაავადების რომელ ეტაპზეა შესაძლებელი მკურნალობის კურსში მასაჟისა და ვარჯიშების ჩართვა? რამდენად შესაძლებელი და დასაშვებია მწვავე ტკივილის დროს და რატომ?

– ხშირ შემთხვევაში პაციენტები მკურნალობას იწყებენ უკვე გართულებულ მდგომარეობაში. დროულად დაწყებული რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია დაავადების საწყის ეტაპზე, რომ არ გამწვავდეს ესა თუ ის დაავადება და დროულად აღდგეს ორგანიზმის ფუნქციები, რასაც, საბოლოოდ, პაციენტისა და ჩვენთვის სასურველ შედეგამდე მივყავართ.

სარეაბილიტაციო კურსის დაწყების დრო კი უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, პროფესიონალის მიერ, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, სრულფასოვნად შეკრებილი ანამნეზისა და კვლევების საფუძველზე.

– რას გულისხმობს კინეზომექანოთერაპია, როდის გამოიყენება და რამდენად ეფექტურია?

– კინეზომექანოთერაპია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდია. მეთოდი გულისხმობს ძვალ-სახსროვანი და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების კომპლექსურ მკურნალობას და პროფილაქტიკას, მედიკამენტებისა და ინვაზიური ჩარევების გაეშე.

კინეზომექანოთერაპიით მკურნალობა გულისხმობს სპეციალური სამკურნალო ვარჯიშების შესრულებას მრავალფუნქციურ დანადგარზე მასაჟთან კომბინაციით. მკურნალობა მიზნად ისახავს ღრმა კუნთების გააქტიურებას, ამასთანავე აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების კვებას.

მკურნალობის დროს ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ავარჯიშებს ექიმი-რეაბილიტოლოგი მისთვის შედგენილი სავარჯიშო სქემით.

ინდივიდუალური მკურნალობა მოიცავს პაციენტზე მორგებულ თერაპიის კურსს, რაც არ მოითხოვს დამატებითი ძვირად ღირებული მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარებას. გამაჯანსაღებელი კომპლექსური თერაპია რეკომენდებულია 5 წლიდან. ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის ვარჯიშები მიმდინარეობს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სპეციალური დანადგარის მეშვეობით.

კინეზომექანოთერაპიით მკურნალობით ხდება ტკივილის კუპირება, სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის, კუნთოვანი ტონუსის, ტანდეგობის აღდგენა, რაც მთავარია, პაციენტის შრომისუნარიანობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ჯანმრთელობის მაქსიმალურად აღდგენა და შენარჩუნება. კურსის განმავლობაში პაციენტები შედეგს ყოველი ვარჯიშის შემდეგ გრძნობენ. ტკივილი და დისკომფორტი თანდათან იკლებს, რაც, საბოლოოდ, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციიის აღდგენით სრულდება.

– გავრცელებული მდგომარეობა, როგორიცაა ხერხემლის მალათაშუა თიაქარი – რამდენად ეფექტურია მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურის რომელი მეთოდებია ამ დროს განსაკურებით ეფექტური?

– მალათაშორისი დისკის თიაქარი ყალიბდება, როდესაც ხერხემალი გადის ოსტეოქონდროზის ოთხ ხარისხს. მისი დროული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს თიაქრის ნერვულ წნულებზე ხდება კომპრესია, რომელიც გვაძლევს ტკივილს და დაბუჟებას. ჩვენი კომპლექსური მკურნალობის მიზანია, პირველ რიგში, მოხდეს დეკომპრესია კინეზომექანოთერაპიის დანადგარის საშუალებით, რაც პაციენტს შეუმცირებს ჩივილებს: ტკივილს და დაბუჟებას, რის შემდეგაც ხდება სწორედ იმ პარავერტებრალური ღრმა კუნთების დამუშავება, რომელიც მალათაშუა დისკებისთვის და მთლიანად ხერხემლის სვეტისთვის არის როგორც საყრდენი, ასევე კვებისა და ტროფიკის გამაძლიერებელი.

ზოგიერთი სპეციალისტი თიაქრის მკურნალობისას პაციენტს კორსეტის ტარებასაც უნიშნავს, რაც დიდი შეცდომაა, რადგან კორსეტი იწვევს ხერხემლის სეგმენტის ბლოკადას და მალათაშუა თიაქრის კიდევ უფრო გართულებას უწყობს ხელს.

– ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია ოპერაციიდან რამდენ ხანში უნდა დაიწყოს და რას მოიცავს სარეაბილიტაციო პროგრამა?

– პოსტოპერაციული რეაბილიტაციის გეგმა უნდა შედგეს ოპერაციის დამთავრებისთანავე. მკურნალობის დაგეგმვის დროს გასათვალისწინებელია ოპერაციის ჩარევის მასშტაბი, ორგანიზმის ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასება. სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარება რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რაც ისევ და ისევ დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ორგანიზმის პასუხის სიჩქარეზე, პაციენტის ასაკსა და გადატანილი ოპერაციის სირთულეზე. პოსტოპერაციული რეაბილიტაციის მიზანია პაციენტების ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის მაქსიმალური აღდგენა.

რეაბილიტაცია აუცილებელია არა მხოლოდ ძვალ-სახსროვანი სისტემის ოპერაციის შემდგომ, არამედ სხვა ოპერაციების შემდეგაც, სხეულის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ასევე კუნთოვანი კორსეტის სწორად განსავითარებლად.

კინეზომექანოთერაპიის ინოვაციური მეთოდიკა დაეხმარება პაციენტებს ჯანმრთელობის აღდგენაში.

– რა პარამეტრების მიხედვით ხდება სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავება ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის და რა პერიოდს მოიცავს საშუალოდ ეს პროგრამა?

– როგორც ზემოთ აღვნიშნე, სარეაბილიტაციო პროგრამის შერჩევა ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის.

სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავებამდე ჩვენი სპეციალისტები, პირველ რიგში, შეისწავლიან პაციენტის დაავადების ანამნეზს, ჩატარებულ კვლევებს და სხეულის ამჟამინდელ მდგომარეობას, ასევე ხდება გარეგანი დათვალიერება ხერხემლის სვეტის, რბილი ქსოვილების მიოფასციური დიაგნოსტიკა და ტარდება ფუნქციური ტესტი.

დიაგნოსტირების შემდეგ შეარჩევენ პაციენტზე მორგებულ სარეაბილიტაციო პროგრამას, ორგანიზმის თავისებურებების მიხედვით.

რეაბილიტაცია ყოველთვის არის კომპლექსური თერაპია, რომელიც მოიცავს კინეზოთერაპიას და მასაჟს. სამკურნალო კურსის მაქსიმალური ეფექტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური ექიმი-რეაბილიტოლოგის მიერ ჩატარებული ვარჯიშების მოცულობას, დატვირთვას, ხანგრძლივობისა და ინტენსივობის განსაზღვრას.

რეაბილიტაციის ჩვენებებია: კუნთების ატროფია, მოტეხილობის შემდგომი რეაბილიტაცია, მყესების დაზიანება, უმოძრაო ცხოვრების წესი, კუნთების დაქვეითებული ტონუსი, სხეულის ასიმეტრიები. სპეციალური მრავალფუნქციური დანადგარი ისეა აწყობილი, რომ მასზე მკურნალობა შეუძლიათ როგორც ბავშვებს, ისე ხანდაზმულ ადამიანებს, რადგან მეთოდი არ მოიცავს ძალისმიერ ვარჯიშებს და კარდიო დატვირთვას. მისი სამკურნალოდ გამოყენების არეალი ძალიან ფართოა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ქალი გინესის რეკორდების წიგნში იშვიათი სინდრომის გამო მოხვდა

35 წლის ელიზაბეტ ანდერსონ-სიერამ, რომელსაც იშვიათი ჰიპერლაქტაციის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს,
სრულად
შეიძლება თუ არა ლაქტაციის დროს ლაზერული ეპილაცია

ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფქალს სურს, იყოს მიმზიდველი.
სრულად
როგორ მოქმედებს COVID-19-ის ვაქცინაცია დედის რძეზე

აშშ-ს მკვლევარებმა აჩვენეს, რომ დედის რძეში COVID-19-ის მიმართ აქტიური ანტისხეულები როგორც დაავადების გადატანის,
სრულად
ძუძუთი კვება ცალსახად აქვეითებს ბავშვებში ინფექციის რისკს

მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სრულად
შეიძლება თუ არა ლაქტაციის პერიოდში თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა

თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
სრულად
დამატებითი საკვების მიცემას ნუ იჩქარებთ
დამატებითი საკვების მიცემას ნუ იჩქარებთ
გაგაცნობთ რედაქციაში შემოსულ შეკითხვებს და შევეცდებით ამომწურავად ვუპასუხოთ მათზე.
სრულად
ბავშვის ზრდა-განვითარების ეტაპები
ბავშვის ზრდა-განვითარების ეტაპები
ბავშვი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. სიცოცხლის ყოველ ეტაპზე ის განსაკუთრებულ მორფოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს განიცდის.
სრულად
მასტოპათია - თანამედროვე ქალის პრობლემა
მასტოპათია - თანამედროვე ქალის პრობლემა
"ვარ 47 წლის. მაქვს ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა და მასტოპათია. საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემების გამო დამინიშნეს
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როდის და რატომაა აუცილებელი მკურნალობაში რეაბილიტაციის ეტაპი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები