"ამ შემთხვევიდან სკოლის რომელიმე მოსწავლეზე გადადების არავითარი რისკი არ არსებობს. სკოლაში ჩატარებულია ყველა ღონისძიება, რაც საჭიროა ხოლმე ამ დროს, ესაა სველი წესით დალაგება, რაც სამჯერ ჩატარდა, ამიტომ აქ გადადების ყველანაირი საფრთხე გამორიცხულია", - აღნიშნა იმნაძემ.
მისივე თქმით, დეზინფექცია არ ტარდება მენინგოკოკური ინფექციის დროს, რადგანაც ეს მიკრობი გარემოში გამძლე არ არის და იღუპება
"მიუხედავად ამისა, როდესაც ჩატარდა სველი წესით დამუშავება, გამოყენებული იყო სადეზინფექციო საშუალება. ამ მიკრობს ახასიათებს მტარებლობა, შეიძლება მოიაროს 1000 ადამიანი და ამ მტარებლობის გამო არაფერი ჰქონდეთ ამ ადამიანებს, ის ამოარჩევს უბრალოდ ვინმეს, ვისი იმუნიტეტიც შეიძლება იმ მომენტში შედარებით სუსტი იყოს და ამ დროს განვითარდეს ინფექცია. ეს მიკრობი გადადის მხოლოდ ძალიან ახლო, ძალიან მჭიდრო და ხანგრძლივი და წვეთოვანი კონტაქტის დროს და გარემოში საერთოდ ვერ ცოცხლობს, პირდაპირ უნდა მოხდეს გადადება. მიკრობის მოხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს მენინგოკოკურ ინფექციას", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც იმნაძემ აღნიშნა, მშობელს რომ არ გამოეპაროს დაავადება, ბავშვის სხეული კარგად უნდა დათვალიერდეს.
"თუ ადგილი აქვს ტემპერატურის უეცარ აწევას 38 გრადუსიდან ზემოთ, თავის ტკივილის, რაც პატარა ბავშვებში ტირილით მჟღავნდება ხოლმე, ასევე პატარა, ვარსკვლავისებურ სისხლჩაქცევას, ამ დროს მშობლებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა მენინგიტის შემთხვევა, რის გამოც მშობლებმა სკოლაში დეზინფექციის ჩატარება მოითხოვეს.
ასევე წაიკითXეთ: