მენინგოკოკცემია - სიმპტომები, მკურნალობა და რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019
მენინგოკოკცემია - სიმპტომები, მკურნალობა და რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან

მენინგოკოკცემია - სიმპტომები, მკურნალობა და რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან

მენინგიტი, მენინგოკური ინფექცია, მენინგოკოკცემია - ინფექციები, რომლებიც ერთობ საშიშია, თუმცა მასზე საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულია. ეს ინფექციური დაავადებები საქართველოში საბედნიეროდ, ხშირად არ ვლინდება, თუმცა აუცილებელია დროული ყურადღება, რათა შემთხვევა ლეტალურად არ დასრულდეს.

საქართველოში, ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის 20-მდე შემთხვევა რეგისტრირდება. მაღალია მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა (10-20%), განსაკუთრებით, მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების დროს. მენინგოკოკცემიით უპირატესად ავადდებიან ბავშვები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადმყოფთა 70%-ს შეადგენენ. შემთხვევათა მატება იწყება შემოდგომაზე და პიკს აღწევს გაზაფხულზე.

მენინგოკოკით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებზე, განვითარებასა და მისგან თავდაცვის გზებზე გვესაუბრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.

- მენინგოკოკი არის მიკრობი, რომელიც იწვევს მენინგიტსაც და მენინგოკოკცემიასაც, რომელიც ყველაზე მძიმე ფორმაა, სისხლით მოწამვლა, ოღონდ მენინგოკოკით გამოწვეული და ის აზიანებს ბევრ ორგანოს.

- როგორია ამ
დაავადების სიპტომები?


- შეიძლება ადამიანს არაფერი სჭირდეს, უბრალოდ, ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი თავის ტკივილი და შეიძლება რამდენიმე საათში ისე დამძიმდეს, რომ გადარჩენა ვეღარ შეძლოს, ამიტომ მენინგოკოკცემის ერთადერთი თავდაცვა არის ის, რომ თუ აქვს მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი, ბავშვს განსაკუთრებით, დედამ აუცილებლად უნდა დაათვალიეროს სხეული და ერთი ცალი პატარა ვარსკვლავისებური სისხლჩაქცევაც რომ ნახოს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

მენინგოკოკურ ინფექციას მტარებლობა ახასიათებს, ეს ნიშნავს, დღეს თბილისში რომ გამოიკვლიოთ მოსახლეობა, 1% იქნება ამ დაავადების მტარებელი, ოღონდ მათ არაფერი არ ჭირთ, ჯანმრთელები არიან, ორი კვირა ერთი ადამიანი იქნება მტარებელი, ორი კვირა სხვა და ასე რომ ჩამოივლის ყველას, ვიღაცას ამოარჩევს, რომელსაც დაემართება მენინგოკოკცემია. ამ დაავადების თვისება ის არის, რომ ვერ გავიგებთ, შეიძლება ისე უცებ დაგვემართოს.

- როგორ ვრცელდება?

- ვრცელდება წვეთოვანი გზით, ანუ მე რომ დავახველებ, დავაცემინებ, თუ წვეთი მოხვდება თქვენს ლორწოვან გარსზე. ეს მიკრობი ძალიან სუსტია და გარემოში მალე კვდება. ეს არის წვეთოვანი და არა ჰაეროვანი დაავადება. მაგრამ ვისგანაც შეიძლება გადმოგვედოს, ის ადამიანი ავადმყოფი არ არის, უბრალოდ მტარებელია. ადამიანი არ არსებობს, ვისაც მენინგოკოკი არ შეიძლება არ ჰქონდეს ცხვირ-ხახაში, ეს ნიშნავს რომ 1000 ადამიანიდან 999-ს არაფერი მოუვა.

- ვაქცინა თუ არსებობს?

- ვაქცინაცია სავალდებულო აცრებში არ შედის. დიდი ხანია არსებობს ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, მასში შედის ჩ ტიპის მენინგოკოკის ვაქცინაც, რომელიც ჩვენთან გვხვდება. 2015 წლიდან ევროპაში რეგისტრირებულია B ტიპის ვაქცინაც, რომელიც ასევე ცირკულირებს ჩვენთან.

- როგორია სტატისტიკა საქართველოში?

- წელიწადში საშუალოდ, მენინგოკოკცემიის 10-15 შემთხვევა ფიქსირდება. 90% არის 4 წლამდე ბავშვები. მახსოვს, 60 წლის კაცს ჰქონდა, მაგრამ უმეტესობა პატარა ასაკის ბავშვებია. 2016 წელს მენინგოკოკცემიის 8 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი იყო მოზრდილი, დანარჩენი ბავშვები. სამწუხაროდ, 2 გარდაიცვალა.

2015 წელს მენინგოკოკცემიის 19 შემთხვევა გვქონდა, აქედან 1 იყო გარდაცვალება. ლეტალური შედეგი ძირითადად დაგვიანებული შემთხვევებია ხოლმე.

- ამ მხრივ სხვა ქვეყნებში როგორი მდგომარეობაა?


- დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთში ავადობა უფრო მაღალია, აღმოსავლეთ ევროპაში უფრო დაბალი, ჩვენთან კიდევ უფრო დაბალია. ყველაზე მაღალია აფრიკაში, მენინგიტების სარტყელი ქვია, სადაც არის ყველაზე მაღალი ავადობა - სუბსაჰარის აფრიკა.

- დაავადების პრევენცია შესაძლებელია?

- მთავარია ექიმთან დროული მიმართვა. ბავშვს მაღალი ტემპერატურის და თავის ტკივილის ფონზე, კანზე ერთი პატარა სისხლჩაქცევაც თუ გაუჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. ხშირად საათებს და წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანამნეზური მონაცემებისა და გასინჯვის საფუძველზე, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შესაბამის სტაციონარში მოთავსებისა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნის შესახებ.


თეა ბეჟიტაშვილი

წყარო: ამბები.გე
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდებული პროდუქტები
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მშრალი თვალისთვის-13მლ
ფასი: 14.9
მსგავსი სიახლეები
87-ე სკოლაში დაფიქსირებული მენინგოკოქცემიის შემთხვევის გამო, მისი სხვა მოსწავლეებზე გადადების არავითარი რისკი
30-11-2018
ქობულეთში, 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
02-05-2018
მენინგოკოკცემიის ვაქცინა სახელმწიფო პროგრამაში არ არის, თუმცა ვისაც დასჭირდება უნდა მიმართოს კერძო
23-01-2018
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
1. რა დაავადებაა წითელა? წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ გაქვთ წითელას მიმართ
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც მაღალი კონტაგიოზურობით (გადამდებლობით) გამოირჩევა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
ღორის გრიპის ძირითადი სიმპტომები მოზრდილებსა და ბავშვებში მსგავსია, თუმცა
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული