ბაქტერიული მენინგიტის საწინააღმდეგო გაუმჯობესებული ვაქცინა შეიქმნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბაქტერიული მენინგიტის საწინააღმდეგო გაუმჯობესებული ვაქცინა შეიქმნა

მიკრობიოლოგების ამერიკული საზოგადოება ავრცელებს საინტერესო სტატიას მენინგიტის პრფილაქტიკის მიღწევებზე.

სტატიაში ნათქვამია: "სადღეისოდ არსებობს მენინგოკოკური ჯგუფის ბაქტერიებით გამოწვეული მენინგიტისა და სისხლის ნაკადის ინფექციათა საპროფილაქტიკო მხოლოდ ორი ლიცენზირებული ვაქცინა. ისინი განკუთვნილია 10 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, ბავშვებთან და ჩვილებთან ეს ვაქცინები არ იწვევს საკმარისად ინტენსიურ იმუნურ პასუხს.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეესწორებინათ ეს ხარვეზი და შექმნეს უფრო მეტად სრულყოფილი ვარიანტი NOMV-FHbp  - ვაქცინისა, შრატის დამცავი ანტისხეულების გაცილებით მაღალი დონით. ახალი ვაქცინის ტესტირება ჩატარდა რეზუს მაკაკების ნაშიერებზე. ვაქცინამ ექვსიდან ხუთი ბაქტერიული შტამის წინააღმდეგ "იმუშავა". ამგვარად, NOMV-FHbp - ვაქცინის დახმარებით შესაძლებელი იქნება მენინგოკოკური ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფი ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხოების დაცვა".

თინათინ გოცაძე