მენინგიტი - თუ ამ ტესტებიდან ერთი მაინც დადებითია, ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება ექიმის კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მენინგიტი - თუ ამ ტესტებიდან ერთი მაინც დადებითია, ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება ექიმის კონსულტაცია

ეპიდემიური მენინგიტი თავის ტვინის გარსების ყველაზე გავრცელებული ინფექციური ანთებითი დაავადებაა. იგი ბავშვთა კოლექტივებში ვრცელდება როგორც ეპიდემია.

მენინგიტი, ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება - ისევე, როგორც გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები, თუმცა არც კონტაქტური გზით - საერთო საგნების, ნივთების ან ჭურჭლის საშუალებით - გავრცელებაა გამორიცხული. ვითარებას ის ართულებს, რომ უფროსი ბავშვები და ოჯახის სხვა წევრები შესაძლოა მენინგოკოკის, პნევმოკოკის ან ჰემოფილუსის ჩხირის მატარებლები იყვნენ, თვითონ ავად არ გახდნენ, მაგრამ პატარებს შეუქმნან საფრთხე.

რას ვაკეთებთ - საშიშია, თუ...

  • ცალ ხელისგულს ვადებთ გულმკერდზე, მეორე ხელს ამოვუდებთ თავქვეშ და ვცდილობთ, თავი წამოვუწიოთ, ნიკაპით მკერდზე მოვაბჯენინოთ - ვერ ვახერხებთ, რადგან კისერი დაჭიმულია
  • ფეხს 90-გრადუსიანი კუთხით მოვუხრით მუხლში; მუხლს მუცელთან მივატანინებთ. მერე ფეხს ვუმართავთ - ფეხი არ იშლება; მეორე ფეხს რეფლექსურად ხრის და მუცელთან მიაქვს; სახეზე ეხატება ტკივილი
  • ცერა თითს ვაჭერთ შუბლზე - ხრის ფეხებს და მუცელთან მიაქვს
  • ვცდილობთ გავუსწოროთ იდაყვში მოხრილი ხელები - ვიღებთ რეფლექსურ წინააღმდეგობას
  • გულმკერდზე გადავუჯვარედინებთ ხელებს - ფეხებს თვითნებურად ხრის მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში
  • თუ ბავშვი ჯერ არ არის 2 წლის, ხელებს ამოვდევთ იღლიის ქვეშ და ვკიდებთ ჰაერში - ფეხებს ხრის და მუცლისკენ მიაქვს, ასე რჩება, სანამ დავაწვენთ.

თუ ამ ტესტებიდან ერთი მაინც დადებითია, ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება ექიმის კონსულტაცია. მაშინვე ცუდს ნუ იფიქრებთ - მენინგეალური ნიშნები გამოიხატება მენინგიზმის დროსაც, რაც წარმოადგენს ტვინის გარსების გაღიზიანებას თავ-ზურგტვინის სითხეში ანთებითი ცვლილებების გარეშე. ასეთი რამ მოსალოდნელია, მაგალითად, გრიპის, წითელას, პნევმონიის, სხეულის გადახურების, თავის ტრავმის დროს. ტვინის გარსების ასეთი რეაქცია დროებითია, გამოწვეულია ქალასშიდა წნევის მომატებით და 2-4 დღეში უბრუნდება ნორმას. მენინგეალური ნიშნებიც ქრება.

როგორ დავიცვათ თავი

- გააკაჟეთ ბავშვი, გაუძლიერეთ იმუნური სისტემა - მენინგიტის გამომწვევი თქვენს პატარას ვერ მოერევა! არ დაუშვათ ცხვირ-ხახაში ქრონიკული ანთებითი კერების არსებობა, უმკურნალეთ მტკივან ყურს, ნუშურა ჯირკვლებს, თავის ქალას დანამატ ღრუებს, კარიესულ კბილს - ისინი შესაძლოა მეორეული მენინგიტის წყაროდ იქცნენ.

ყველაზე ქმედითი პროფილაქტიკური ღონისძიება კი, რა თქმა უნდა, ვაქცინაციაა. დიდი ხანი არ არის, რაც აცრის ეროვნულ კალენდარში შეიტანეს ჰემოფილუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩირქოვანი მენინგიტის ყოველი მეორე შემთხვევა ამ ბაქტერიით არის გამოწვეული), სხვა გამომწვევების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ფასიანია, მაგრამ, როდესაც საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, ამ ხარჯის გაწევა ღირს.

წაიკითხეთ სრულად