/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელი, ყური, ცხვირი

შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი

შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი
შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი მოზრდილებზე ხშირად პატარებში, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებში, გვხვდება.

შეგახსენებთ, რომ შუა ყური დაფის ღრუსა და სასმენი ლულისგან შედგება. შუა ყურთან განიხილავენ აგრეთვე დაფის ღრუში მდებარე სასმენ ძვლებსა და მის გარეთა კედელს - დაფის აპკს. ინფექცია დაფის ღრუში ხვდება მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, ქუნთრუშას, წითურას და სხვა ინფექციური პათოლოგიების დროს.

შუა ყურში ანთებითი პროცესის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, ზოგადი ინფექცია და ორგანიზმის იმუნური სტატუსის დასუსტება.

შუა ოტიტის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ცხვირ-ხახიდან შუა ყურის ლორწოვან გარსზე ინფექციის გავრცელება. ჩვეულებრივ, სასმენი ლულა ერთი ბოლოთი, დაფის უკანა ხვრელით, დაფის ღრუში იხსნება, მეორე, სასმენი ლულის ხახისკენა ბოლოთი კი ცხვირ-ხახის ლატერალურ (გვერდით) კედელში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ლულის დანიშნულებაა, დაფის ღრუს შინაგანი წნევა გარემოს (ატმოსფერულ) წნევასთან გაათანაბროს, რაც აუცილებელია ბგერების გამტარი აპარატის ნორმალური ფუნქციობისთვის. სასმენი ლულის დაცობის გამო დაფის ღრუში წნევა მკვეთრად ეცემა, რაც ხელს უწყობს ანთებითი გამონადენის გამოყოფას. ეს უკანასკნელი კი ცხვირ-ხახიდან მასში მოხვედრილი ბაქტერიებით ინფიცირდება.

დაფის ღრუში ინფექციის მოხვედრის სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად, ტრავმული, მენინგოგენური, როდესაც შუა ყურში ინფექციური პროცესის გავრცელება ხდება ყურის ლაბირინთის საშუალებით.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი, არ ვიცი ზუსტად სად უნდა დამეწერა ამიტომ, თქვენ მოგმართავთ. მოკლედ, ძილის დროს ვიცი &ldquo;დორბვლა&rdquo;. ხშირად მემართება თან. პირი შეიძლება დახურული მქონდეს მაგრამ მაინც ჩემს და უნებურად ხდება ეს ყოველივე. ძაან დავიღალე, მითუმეტეს უხერხულია სსდმე თუ ვრჩები. გვერდზე რო ვწევარ, ვფიქრობ მაშინ მაიმც არ უნდა მემართებოდეს მაგრამ თითქკის სულ მემართება. პირიც ხანდახან ღია მრჩება ხოლმე და ეს ცალკე საკითხია, დილით გამომშრალი ვიღვიძებ ხოლმე. იქნებ დამეხმაროთ იმიტომ რომ მართლა დამღალა ყოველ ღამე დორბვლამ </p>

დაბოლოს, იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესი ჰემატოგენური გზით ანუ სისხლის საშუალებით ვრცელდება. შუა ოტიტისთვის დამახასიათებელია:

  • ყურის ტკივილი - თავიდანვე ძლიერად გამოხატული ან ეტაპობრივად მზარდი, რომელიც ზოგჯერ თავის შესაბამის ნახევარში ირადიაციას განიცდის;
  • ყურების დაგუბება და ხმაური, რომელიც ხშირად პულსაციის შეგრძნებაში გადადის;
  • სმენის დაქვეითება (ხშირად);
  • სხეულის ტემპერატურის მომატება (პატარა ბავშვებში შესაძლოა 40 გრადუსსაც მიაღწიოს);
  • დაფის აპკის ჰიპერემია (სისხლის მიმოქცევის გაძლიერებისა და სისხლის მოწოლის გამო დაფის აპკი წითლდება).

ჩირქოვანი ოტიტის დროს დაფის აპკი გამოიბურცება. შესაძლოა გაიხვრიტოს კიდეც და ჩირქოვანი მასა გადმოიღვაროს. თუ ასე მოხდა, ტემპერატურა იკლებს და თანდათან ყველა სიმპტომი ქრება.

შუა ოტიტის ფორმები და მიმდინარეობა

ასევე დაგაინტერესებთ
მკურნალობის გარეშე დარჩენილი მწვავე ოტიტი მასტოიდიტს იწვევს - დაავადების შესახებ
როგორ ავიცილოთ თავიდან შუა ყურის დაავადებათა გართულებები

შუა ოტიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ოტიტი გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს ცხვირიდან ან ცხვირ-ხახიდან ინფექციის შუა ყურში გავრცელების შედეგია. ბავშვებს ის უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მოზრდილებს - მათ უფრო ხშირად აქვთ სურდო (რინიტი) და ადენოიდები, რომლებიც ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას.

მწვავე შუა ოტიტის სიმპტომებია მფეთქავი (მოპულსირე) ტკივილი ყურის არეში, სმენის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან (უმეტესად - პირველი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ კი დაავადების პირველივე საათებში). ჩვილ ბავშვებში მოუსვენრობა და ძილის დარღვევაც შეინიშნება. ბავშვი ძილში წამოიყვირებს ხოლმე, წრიალებს, თავს ატრიალებს, მტკივან ყურზე ხელს იდებს, უარს ამბობს ძუძუს წოვაზე, რადგან წოვისა და ყლაპვის დროს ყურის ტკივილი უძლიერდება.

მწვავე ვირუსული ოტიტის განვითარება, ჩვეულებრივ, ზემო სასუნთქი გზების ინფექციას უკავშირდება. თუ მკურნალობა დროულად დაიწყო და სათანადოდ ჩატარდა, მწვავე ოტიტი სავსებით იკურნება, ორგანიზმის დასუსტების, იმუნური სტატუსის დაქვეითებისა და სხვა არახელსაყრელი პირობების არსებობის შემთხევაში კი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ასეთ დროს ყურიდან მუდმივად ან პერიოდულად მოედინება ჩირქი (ოტორეა), სმენა კი სტაბილურად დაქვეითებულია.

მკურნალობა

ოტიტის მკურნალობა დღემდე კამათის საგანია. კამათი ეხება უმთავრესად ანტიბიოტიკების გამოყენებას და გამოყენების ხანგრძლივობას. თუ მწვავე ოტიტი აქვს ორ წლამდე ასაკის ბავშვს, მდგომარეობა მძიმეა ან არსებობს ინფექციური გართულების საფრთხე, ექიმი ანტიბიოტიკს ნიშნავს.

როდესაც დაავადება შედარებით იოლი ფორმით მიმდინარეობს და, მით უმეტეს, პაციენტის ასაკი აღემატება ორ წელს, მედიკამენტების დიაპაზონი ფართოა. ზოგიერთი ექიმი თავის დასაზღვევად ამ შემთხვევაშიც ნიშნავს ანტიბიოტიკს, რადგან არ აქვს გარანტია, რომ ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრება.

ზოგჯერ ექიმის რეკომენდაციით ბავშვის მდგომარეობას რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებიან, რადგან ათიდან რვა შემთხვევაში შუა ოტიტი ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, თავისთავად გაივლის.

ოტიტის მთავარი სიმპტომის, ტკივილის, შესამსუბუქებლად გამოიყენება ანთების საწინაღმდეგო პრეპარატები, ადგილობრივად - სათბური ან თბილი კომპრესი (სასურველია პატარა ტომსიკაში გაცხელებული მარილის ჩაყრა და ყურის ამით დათბუნება, რადგან მარილი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს).

დღეს ფარმაცევტული წარმოება ყურის ტკივილის შესამსუბუქებლად მრავალნაირ წვეთებს გვთავაზობს, მაგრამ დაფის აპკის პერფორაციის (გახვრეტის) დროს ამ პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ მათ თვითნებურად ნუ ჩაიწვეთებთ, წინასწარ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ ოტოლოგთან.

შუა ოტიტის მიმდინარეობის დამძიმებისას ატარებენ მირინგოპლასტიკას - დაფის აპკს კვეთენ და დაფის ღრუში ჩირქის გამოსადევნად პატარა მილი შეჰყავთ. ასეთი დრენაჟის წყალობით ჩირქი შედედებასა და გასქელებას ვერ ასწრებს.

ოტიტის სამკურნალოდ სხვადასხვა ანტისეპტიკურ ხსნარში დასველებულ ტამპონსაც იყენებენ. მწვავე შუა ოტიტის დროს უმჯობესია, პაციენმა წოლითი რეჟიმი დაიცვას.

შუა ოტიტის გართულებები

შუა ოტიტის გართულებებია:

  • სმენის დარღვევა - ის უმეტესად უმნიშვნელო ან ზომიერი სმენაჩლუნგობით ვლინდება. ასეთი დარღვევები, როგორც წესი, დროებითია და ზოგჯერ გამოჯანმრთელებისთანავე გაივლის, ზოგჯერ კი შედარებით მეტხანს გასტანს.
  • დაფის აპკის გასკდომა - შუა ოტიტის ექსუდაციური ფორმის დროს, როდესაც დაფის ღრუში ჩირქი გროვდება, დაფის აპკის მთლიანობა ირღვევა და მის არეში სანათური ჩნდება. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, ორ კვირაში ხორცდება.
  • ინფექციური პროცესის გაქრონიკულება. ყურის ანთებამ შესაძლოა ქრონიკული ფორმა მიიღოს არა მხოლოდ შუა ჩირქოვანი ოტიტის არასწორი და არადროული მკურნალობის შედეგად, არამედ ცხვირის, ცხვირ-ხახისა და წიაღების ანთებითი პროცესების გამოც. ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ხშირად ზიანდება დაფის აპკი, ყალიბდება მისი ნაწილობრივი ან სრული დეფექტი პერიოდული ან მუდმივი ჩირქოვანი გამონადენით.
  • ქოლეოსტეატომა. ეს დაფის აპკის უკან გაზრდილი განსაკუთრებული სახის ქსოვილია. მისი ინტენსიური ზრდა-განვითარების შემთხვევაში შესაძლოა შუა ყური დაიბლოკოს და სმენა დაქვეითდეს. ასეთი მდგომარეობა ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
  • შუა ყურის სასმენი ძვლების დაზიანება - ანთებითი პროცესი ხშირად სასმენ ძვლებს - უზანგს, გრდემლსა და ჩაქუჩსაც მოიცავს.
  • მენინგიტი- ინფექციური პროცესი ზოგჯერ შუა ყურიდან ტვინის გარსებზე ვრცელდება.

კომენტარები (3)
ქეთი
ჩემს 9 წლის ბიჭს აუზიდან მაოსვლის შემდეგ პირველად ასტკივდა მარჯვენა ყური,შემდეგ მარ ხენა, ექიმმა მითხრა, რომ ერთყურში შუა ყურის ანთება ჰქონდა , მეორეში კიზედაპირული ანთება, ვასვი ანტიბიოტიკი, ვუსმევდი მაზს და ვაწ ეთებდი ოტიპაქს , თუმცაპერიოდულად წამლისჩაწვეთების შემდეგ რამოდენიმე დღეში ისევ ეწყებოდატკივილი,დავუწყებდი ჩაწვეთებას ერთი ორი დღე ისევ გაუვლიდა, ამშობაში ორ კვირაზე მეტიგავიდა, კიდევ პერეკისით ვურეცხავდი ხანდახან,ახლა ისევ ასტკივდა ოღონდ იზე ძალიან არა , რომვაწვეთებ საშინლად ეწვის არადა საერთოდ არ ეწვოდა აქამდედარისიბ ბრალია დამეხმარეთ როგორ მოვიქცე, არმითხრათ ექიმს მიმართეო აქ იმიტომ დავწერე რომ თქვენგან რჩევას ელოდები. მაღალმთიან სოფელში ვარ დასასვენებლად.მადლობა წინასწარ
თარიღი : 02-08-2018
იკა
ყურის ანთების დროს შესაძლოა ჩირქის გამაღიზიანებელი სუნი იგრძნოს ადამიანმა ცხვირში??
თარიღი : 22-04-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.
სრულად
ქორწინების პირველი ღამე
ქორწინების პირველი ღამე
მენდელსონის მარში დასრულდა, მეგობრებისა და ნათესავებისგან მოლოცვები და საჩუქრები მიიღეთ... თქვენ ფეხი შედგით ცხოვრების ახალ საფეხურზე, რომელსაც ოჯახური ცხოვრება ჰქვია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი

შეგახსენებთ, რომ შუა ყური დაფის ღრუსა და სასმენი ლულისგან შედგება. შუა ყურთან განიხილავენ აგრეთვე დაფის ღრუში მდებარე სასმენ ძვლებსა და მის გარეთა კედელს - დაფის აპკს. ინფექცია დაფის ღრუში ხვდება მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, ქუნთრუშას, წითურას და სხვა ინფექციური პათოლოგიების დროს.

შუა ყურში ანთებითი პროცესის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, ზოგადი ინფექცია და ორგანიზმის იმუნური სტატუსის დასუსტება.

შუა ოტიტის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ცხვირ-ხახიდან შუა ყურის ლორწოვან გარსზე ინფექციის გავრცელება. ჩვეულებრივ, სასმენი ლულა ერთი ბოლოთი, დაფის უკანა ხვრელით, დაფის ღრუში იხსნება, მეორე, სასმენი ლულის ხახისკენა ბოლოთი კი ცხვირ-ხახის ლატერალურ (გვერდით) კედელში.

ლულის დანიშნულებაა, დაფის ღრუს შინაგანი წნევა გარემოს (ატმოსფერულ) წნევასთან გაათანაბროს, რაც აუცილებელია ბგერების გამტარი აპარატის ნორმალური ფუნქციობისთვის. სასმენი ლულის დაცობის გამო დაფის ღრუში წნევა მკვეთრად ეცემა, რაც ხელს უწყობს ანთებითი გამონადენის გამოყოფას. ეს უკანასკნელი კი ცხვირ-ხახიდან მასში მოხვედრილი ბაქტერიებით ინფიცირდება.

დაფის ღრუში ინფექციის მოხვედრის სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად, ტრავმული, მენინგოგენური, როდესაც შუა ყურში ინფექციური პროცესის გავრცელება ხდება ყურის ლაბირინთის საშუალებით.

დაბოლოს, იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესი ჰემატოგენური გზით ანუ სისხლის საშუალებით ვრცელდება. შუა ოტიტისთვის დამახასიათებელია:

  • ყურის ტკივილი - თავიდანვე ძლიერად გამოხატული ან ეტაპობრივად მზარდი, რომელიც ზოგჯერ თავის შესაბამის ნახევარში ირადიაციას განიცდის;
  • ყურების დაგუბება და ხმაური, რომელიც ხშირად პულსაციის შეგრძნებაში გადადის;
  • სმენის დაქვეითება (ხშირად);
  • სხეულის ტემპერატურის მომატება (პატარა ბავშვებში შესაძლოა 40 გრადუსსაც მიაღწიოს);
  • დაფის აპკის ჰიპერემია (სისხლის მიმოქცევის გაძლიერებისა და სისხლის მოწოლის გამო დაფის აპკი წითლდება).

ჩირქოვანი ოტიტის დროს დაფის აპკი გამოიბურცება. შესაძლოა გაიხვრიტოს კიდეც და ჩირქოვანი მასა გადმოიღვაროს. თუ ასე მოხდა, ტემპერატურა იკლებს და თანდათან ყველა სიმპტომი ქრება.

შუა ოტიტის ფორმები და მიმდინარეობა

შუა ოტიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ოტიტი გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს ცხვირიდან ან ცხვირ-ხახიდან ინფექციის შუა ყურში გავრცელების შედეგია. ბავშვებს ის უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მოზრდილებს - მათ უფრო ხშირად აქვთ სურდო (რინიტი) და ადენოიდები, რომლებიც ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას.

მწვავე შუა ოტიტის სიმპტომებია მფეთქავი (მოპულსირე) ტკივილი ყურის არეში, სმენის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან (უმეტესად - პირველი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ კი დაავადების პირველივე საათებში). ჩვილ ბავშვებში მოუსვენრობა და ძილის დარღვევაც შეინიშნება. ბავშვი ძილში წამოიყვირებს ხოლმე, წრიალებს, თავს ატრიალებს, მტკივან ყურზე ხელს იდებს, უარს ამბობს ძუძუს წოვაზე, რადგან წოვისა და ყლაპვის დროს ყურის ტკივილი უძლიერდება.

მწვავე ვირუსული ოტიტის განვითარება, ჩვეულებრივ, ზემო სასუნთქი გზების ინფექციას უკავშირდება. თუ მკურნალობა დროულად დაიწყო და სათანადოდ ჩატარდა, მწვავე ოტიტი სავსებით იკურნება, ორგანიზმის დასუსტების, იმუნური სტატუსის დაქვეითებისა და სხვა არახელსაყრელი პირობების არსებობის შემთხევაში კი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ასეთ დროს ყურიდან მუდმივად ან პერიოდულად მოედინება ჩირქი (ოტორეა), სმენა კი სტაბილურად დაქვეითებულია.

მკურნალობა

ოტიტის მკურნალობა დღემდე კამათის საგანია. კამათი ეხება უმთავრესად ანტიბიოტიკების გამოყენებას და გამოყენების ხანგრძლივობას. თუ მწვავე ოტიტი აქვს ორ წლამდე ასაკის ბავშვს, მდგომარეობა მძიმეა ან არსებობს ინფექციური გართულების საფრთხე, ექიმი ანტიბიოტიკს ნიშნავს.

როდესაც დაავადება შედარებით იოლი ფორმით მიმდინარეობს და, მით უმეტეს, პაციენტის ასაკი აღემატება ორ წელს, მედიკამენტების დიაპაზონი ფართოა. ზოგიერთი ექიმი თავის დასაზღვევად ამ შემთხვევაშიც ნიშნავს ანტიბიოტიკს, რადგან არ აქვს გარანტია, რომ ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრება.

ზოგჯერ ექიმის რეკომენდაციით ბავშვის მდგომარეობას რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებიან, რადგან ათიდან რვა შემთხვევაში შუა ოტიტი ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, თავისთავად გაივლის.

ოტიტის მთავარი სიმპტომის, ტკივილის, შესამსუბუქებლად გამოიყენება ანთების საწინაღმდეგო პრეპარატები, ადგილობრივად - სათბური ან თბილი კომპრესი (სასურველია პატარა ტომსიკაში გაცხელებული მარილის ჩაყრა და ყურის ამით დათბუნება, რადგან მარილი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს).

დღეს ფარმაცევტული წარმოება ყურის ტკივილის შესამსუბუქებლად მრავალნაირ წვეთებს გვთავაზობს, მაგრამ დაფის აპკის პერფორაციის (გახვრეტის) დროს ამ პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ მათ თვითნებურად ნუ ჩაიწვეთებთ, წინასწარ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ ოტოლოგთან.

შუა ოტიტის მიმდინარეობის დამძიმებისას ატარებენ მირინგოპლასტიკას - დაფის აპკს კვეთენ და დაფის ღრუში ჩირქის გამოსადევნად პატარა მილი შეჰყავთ. ასეთი დრენაჟის წყალობით ჩირქი შედედებასა და გასქელებას ვერ ასწრებს.

ოტიტის სამკურნალოდ სხვადასხვა ანტისეპტიკურ ხსნარში დასველებულ ტამპონსაც იყენებენ. მწვავე შუა ოტიტის დროს უმჯობესია, პაციენმა წოლითი რეჟიმი დაიცვას.

შუა ოტიტის გართულებები

შუა ოტიტის გართულებებია:

  • სმენის დარღვევა - ის უმეტესად უმნიშვნელო ან ზომიერი სმენაჩლუნგობით ვლინდება. ასეთი დარღვევები, როგორც წესი, დროებითია და ზოგჯერ გამოჯანმრთელებისთანავე გაივლის, ზოგჯერ კი შედარებით მეტხანს გასტანს.
  • დაფის აპკის გასკდომა - შუა ოტიტის ექსუდაციური ფორმის დროს, როდესაც დაფის ღრუში ჩირქი გროვდება, დაფის აპკის მთლიანობა ირღვევა და მის არეში სანათური ჩნდება. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, ორ კვირაში ხორცდება.
  • ინფექციური პროცესის გაქრონიკულება. ყურის ანთებამ შესაძლოა ქრონიკული ფორმა მიიღოს არა მხოლოდ შუა ჩირქოვანი ოტიტის არასწორი და არადროული მკურნალობის შედეგად, არამედ ცხვირის, ცხვირ-ხახისა და წიაღების ანთებითი პროცესების გამოც. ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ხშირად ზიანდება დაფის აპკი, ყალიბდება მისი ნაწილობრივი ან სრული დეფექტი პერიოდული ან მუდმივი ჩირქოვანი გამონადენით.
  • ქოლეოსტეატომა. ეს დაფის აპკის უკან გაზრდილი განსაკუთრებული სახის ქსოვილია. მისი ინტენსიური ზრდა-განვითარების შემთხვევაში შესაძლოა შუა ყური დაიბლოკოს და სმენა დაქვეითდეს. ასეთი მდგომარეობა ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
  • შუა ყურის სასმენი ძვლების დაზიანება - ანთებითი პროცესი ხშირად სასმენ ძვლებს - უზანგს, გრდემლსა და ჩაქუჩსაც მოიცავს.
  • მენინგიტი - ინფექციური პროცესი ზოგჯერ შუა ყურიდან ტვინის გარსებზე ვრცელდება.